სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, 2018-2019 წლებში ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტის ფულით 1,2 მლნ ლარზე მეტის ინფრასტრუქტურული პროექტები შესრულდა, თუმცა აქტივების მართვის ხარვეზების გამო უფუნქციოა. ამ თანხით გაკეთდა აგრარული ბაზარი, სოფლის ამბულატორიები, სპორტული, საგანმანათლებლო და სხვა დანიშნულების დაწესებულებები.
აუდიტის სამსახურის მონაცემებით:
2019 წელს 153 ათასი ლარი დაიხარჯა ნინოწმინდაში აგრარული ბაზრის სამშენებლო სამუშაოებზე. სამუშაოები მუნიციპალიტეტმა 2019 წლის ოქტომბერში ჩაიბარა, თუმცა დახურულია და არ ფუნქციონირებს. Читать дальше...