მოსკოვმა და ცხინვალმა ოფიციალურად გააფორმეს ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმება
რუსეთმა ოფიციალურად გააფორმა ორმაგი მოქალაქეობის შეთანხმება სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკასთან. როგორც სააგენტო Рес-ი იუწყება, შეთანხმებას ხელი მოაწერეს თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა, დმიტრი მედოევმა და ცხინვალში რუსეთის ელჩმა, მარატ კულახმეტოვმა. მანამდე სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების წესის გამარტივების შეთანხმების პროექტი დაამტკიცა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა. Читать дальше...