ვენაში ათასობით ადამიანმა გააპროტესტა COVID-19-ის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაცია
შაბათს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა მასობრივი საპროტესტო აქცია. იგი მიმართული იყო მთავრობის იმ გეგმის წინააღმდეგ, რომელიც 2022 წლის თებერვლიდან ავსტრიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას აპირებს. „ჩემი სხეული, ჩემი ჯანმრთელობა, ჩემი გადაწყვეტილება“, „თავისუფლება ყველასთვის, ვაქცინაციის იძულების გარეშე“, - ასეთი მოთხოვნები ჰქონდა ვენაში გამართულ მრავალრიცხოვან საპროტესტო აქციას, რომელშიც სააგენტო როიტერის თანახმად რამდენიმე ათასი ადამიანი ღებულობდა მონაწილეობას. Читать дальше...