ზურაბ ჯაფარიძე გაათავისუფლეს
პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე, რომელიც დღეს დილით პოლიციამ თბილისში დააკავა, თავისუფალია. დაახლოებით დღის პირველი საათისთვის ჯაფარიძემ ფეისბუკის პირად გვერდზე თავად გამოაქვეყნა ფოტო, წარწერით: „გარეთ ვარ”. მანამდე ადვოკატმა ვახო ბარამაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ზურაბ ჯაფარიძეს დროებითი მოთავსების ვერცერთ იზოლატორში ვერ მიაკვლიეს. ჯაფარიძე კიდევ რამდენიმე დემონსტრანტთან ერთად ვაკის პარკის მახლობლად დააკავეს. ამ ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა 2 დეკემბერს... Читать дальше...