წუხელ მშვიდობიან აქციაზე ექვსი მომიტინგე დააკავეს
10-11 დეკემბრის ღამით, მშვიდობიან საპროტესტო დემონსტრაციაზე, რომლის პარალელურად არც საპოლიციო მობილიზება არ ყოფილა და არც პიროტექნიკა არ გამოუყენებიათ, პოლიციამ ექვსი ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ექვსივე ადამიანი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით. 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე შსს-ის თანამშრომლებმა თბილისსა და სხვა ქალაქებში გამართული პროევროპული საპროტესტო აქციების 400-ზე მეტი მონაწილე დააკავეს, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის ბრალდებით. Читать дальше...