ამერიკელი გადამდგარი გენერალი კით კელოგი იანვრის დასაწყისში ჩავა კიევში და ევროპის კიდევ რამდენიმე დედაქალაქში. ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი წერს ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით.
შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩეულ დონალდ ტრამპს კით კელოგი წარდგენილი ჰყავს სპეციალურ წარმომადგენლად უკრაინის საკითხებში.
ჯერ კიდევ ტრამპის ინაუგურაციამდე, რომელიც 20 იანვარს გაიმართება, კელოგი კიევის გარდა, ეწვევა პარიზსა და რომს. Reuters-ის წყაროთა თანახმად, ამ ვიზიტების მიზანია არა უკრაინაში ომის დასასრულებლად აქტიური მოლაპარაკებების დაწყება... Читать дальше...