73 წლის ასაკში გარდაიცვალა ბრიტანელი მსახიობი, ოლივია ჰასი, რომელმაც ჯულიეტას როლი შეასრულა 1968 წელს გამოსულ ფილმში "რომეო და ჯულიეტა". მსახიობის სიკვდილის ცნობას მისი ოჯახი ავრცელებს, ოლივია ჰასი პარასკევს გარდაიცვალა, "მშვიდად, სახლში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში", - ვკითხულობთ მსახიობის ინსტაგრამის გვერდზე.
ჰასი 15 წლის იყო, როცა რეჟისორმა ფრანკო ძეფირელიმ ის შექსპირის ტრაგედიის ეკრანიზაციაში გადაიღო. ძეფირელის "რომეო და ჯულიეტას" ორი ოსკარი ერგო, ჰასი ოქროს გლობუსით დაჯილდოვდა. რომეოს როლს ფილმში ასრულებდა ბრიტანელი მსახიობი... Читать дальше...