საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, გიორგი კვირიკაშვილმა „ნორმალური, დემოკრატიული პროცესი“ უწოდა ზოგიერთ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობის წევრების აზრთა სხვადასხვაობას. კვირიკაშვილის განცხადებით, 2012 წლის შემდეგ საქართველო რეალურად დაადგა დემოკრატიის გზას, დღეს თავისუფალია არჩევნები, მედია და არასამთავრობო სექტორი და „ამ გარემოში არაბუნებრივია, რომ 115-კაციანი უმრავლესობა აბსოლუტურად ერთ ხმაზე იყოს ყველა საკითხთან დაკავშირებით.“ პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, შეხვდა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს, გედევან ფოფხაძეს და თხოვა, უმრავლესობა არ დატოვოს. „იმედი მაქვს, არ დატოვებს. თუმცა, დემოკრატიის ამ ხარისხის პირობებში უმრავლესობის ერთ ხმაზე ყოფნა გამორიცხულია და არასასურველიც. ვფიქრობ, ეს არის მონაპოვარი, რომელიც ჩვენმა ქვეყანამ მიიღო და ამ მონაპოვარს სხვა ტიპის მართვაც სჭირდება“ - განუცხადა 9 აპრილს, ჟურნალისტებს გიორგი კვირიკაშვილმა. მისივე თქმით, საპარლამენტო უმრავლესობაში არანაირი განხეთქილება არ არსებობს, მიმდინარეობს ნორმალური დემოკრატიული პროცესი და ვითარების განხეთქილებად წარმოჩენას ცდილობენ ის ადამიანები, რომელთა ხელისუფლებაში ყოფნის დროს მსგავსი რამ შეუძლებელი იყო. გასულ კვირაში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ უმრავლესობას დატოვებს. მან პროტესტი გამოუცხადა უმრავლესობის იმ დეპუტატებს, რომლებმაც მხარი დაუჭირეს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად უმცირესობის მიერ წარდგენილი ნინია კაკაბაძის არჩევას.
Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети: «Волшебный платок бабушки Дари» - это захватывающее путешествие в мир бурятской сказки, которое не оставит равнодушным ни одного зрителя
Завершилась первая цикловая встреча региональных руководителей компании AlfaBiom
Триумфальное возвращение Льва Лещенко на сцену спустя месяцы затишья. Артист презентовал дуэт с солистом группы “Парк Горького” Сергеем АРУТЮНОВЫМ
Рубена Варданяна в бакинской тюрьме заставляли долго стоять, его лишали воды, ему не разрешали мыться и менять белье и одежду
Жена рэпера Джигана Самойлова заявила, что не сбавит цену за роскошный особняк
Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети: Учащиеся Гурульбинской школы восхитились мастерством жонглирования, игрой с хула-хупами, иллюзионистами цирка Бурятии
Александр Розенбаум поздравил коллектив областного онкодиспансера с Днем медицинского работника
StarHit: Лепс приехал на премию МУЗ-ТВ с невестой, 18-летней студенткой МГИМО