Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Апрель
2018

Новости за 09.04.2018

წლები იჯდა სახლში ყველასგან დავიწყებული, არაფერს ულოცავდნენ და არც არაფრით აჯილდოვებდნენ

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter “ყველას რომ გული დასწყდა ეჭვიც არ მეპარება,მაგრამ მაინც-წლები იჯდა სახლში ყველასგან დავიწყებული,წლები არ გახსენებია არც ერთ რეჟისორს,არც ღონისძიებებზე იწვევდნენ,არც არაფერს ულოცავდნენ და არც არაფრით აჯილდოვებდნენ…იყო ცოცხალი მაგრამ არავის ახსოვდა….ალბათ მხოლოდ უბრალო ხალხს,მის მუდმივ მაყურებელს რომელიც ახლა გულით დასტირის.  ლეგენდები ჩვენში რჩებიან სულ”– წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მაკა რაზმაძე მსახიობ ლეილა აბაშიძის შესახებ.

ველოსიპედით სასეირნოდ გამოსული და შინ ვერ-დაბრუნებული პატარა გოგო გაიხსენეთ – ნანა გაგუა

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter ჟურნალისტი ნანა გაგუა, დიღომში, საქართველოსა და ნიგერიის მოქალაქეებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასა და ფაქტზე გამოთქმულ სხვადასხვა შეფასებებს ეხმიანება. “ბათუმის ბულვარში, ველოსიპედით სასეირნოდ გამოსული და შინ ვერ-დაბრუნებული პატარა გოგო გაიხსენეთ! თუ მოძველდა ამბავი?! შერყეულმა ირანელმა რომ მოინელა და მერე უპრობლემოდ გადაასწრო ყველას საზღვარზე… და ახლა სად ჯანდაბაში გდია, ვიცით?…. ”უნდა ეპატიოს!”, არ […]

აშშ: სირიის ქალაქ დუმაზე თავდასხმისას, სავარაუდოდ, ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება გამოიყენეს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, სირიის ქალაქ დუმაზე 7 აპრილის თავდასხმის მსხვერპლთა სიმპტომები მიანიშნებს „რაღაც ტიპის“ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერების გამოყენებაზე. დუმას სირიელი მეამბოხეები აკონტროლებენ. როგორც ვაშინგტონმა 9 აპრილს განაცხადა, მან ვერ დაადგინა, რა ტიპის ნივთიერება იქნა გამოყენებული, რადგან სირიის მთავრობის ჯარები და მისი მოკავშირეები, რუსეთი და ირანი, დუმაში შეშვებაზე უარს ეუბნებიან საერთაშორისო ექსპერტებს. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, ვაშინგტონი მოკავშირეებთან... Читать дальше...

თურქეთი ახდენს ასობით ავღანელი მიგრანტის დეპორტაციას

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის განცხადებით, სამშობლოში აბრუნებენ ასობით ავღანელს მას შემდეგ, რაც ბოლო კვირებში ათასობით ავღანელი უკანონოდ გადავიდა თურქეთის ტერიტორიაზე. თურქეთის საინფორმაციო საშუალებების ცნობით, 8 აპრილს 227 ავღანელი მიგრანტი იქნა დეპორტირებული ჩარტერული რეისით სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთის ქალაქ ერზრუმიდან ქაბულში და მომდევნო დღეებში მოხდება კიდევ 400-მდე მიგრანტის დეპორტაცია. თურქეთზე გადის მთავარი სატრანზიტო მარშრუტი ავღანეთიდან, ისევე როგორც აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან, ევროპაში მოხვედრის მსურველებისათვის. Читать дальше...

„ფორბსი“: 50 უმდიდრესი რუსის ქონება ერთ დღეში 12 მლრდ დოლარით შემცირდა

Radiotavisupleba.ge 

ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით, 50 უმდიდრესი რუსის ქონება ერთ დღეში 12 მილიარდი დოლარით შემცირდა აშშ-ის ახალი სანქციების შედეგად აქციების კურსის დაცემის გამო. სანქცირებულთა შორის არის პრეზიდენტ პუტინთან დაახლოებულ პირად მიჩნეული მილიარდერი, ოლეგ დერიპასკა, რომელმაც ერთ დღეში მილიარდ დოლარზე მეტი დაკარგა. თითქმის მასავით დაზარალდა მისი ბიზნესპარტნიორი, ვლადიმირ პოტანინი, რომელიც მართალია, სანქცირებულთა სიაში არ შეუყვანიათ, მაგრამ დერიპასკასთან ერთად ფლობს კომპანია „ნორილსკის ნიკელს“. თითქმის მილიარდი... Читать дальше...

ბრიუსელი უნგრეთს მოუწოდებს ევროკავშირის ფასეულობების დაცვისაკენ

Radiotavisupleba.ge 

ვროკავშირმა უნგრეთს მოუწოდა, ხელი შეუწყოს ბლოკის ფასეულობების დაცვას. ამ მოწოდებას წინ უძღოდა მემარჯვენე პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანს მორიგი გამარჯვება საპარლამენტო არჩევნებში, რის შედეგადაც ის მესამე ვადით რჩება მთავრობის ლიდერად. „ევროკავშირი არის დემოკრატიათა და ფასეულობათა კავშირი“, განაცხადა 9 აპრილს ევროკომისიის პრესმდივანმა მარგარიტის შინასმა. მისივე თქმით, ამ ფასეულობათა დაცვა არის „ყველა წევრი სახელმწიფოს საერთო ვალდებულება, გამონაკლისის გარეშე“. ბრიუსელსა და ორბანს შორის უთანხმოებას... Читать дальше...

სომხეთში გაიმართა ახალი პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის ინაუგურაცია

Radiotavisupleba.ge 

სომხეთში გაიმართა ახალი პრეზიდენტის, არმენ სარქისიანის ინაუგურაცია, ხოლო მისი წინამორბედი, სერჟ სარქისიანი, სავარაუდოდ, პრემიერ-მინისტრის პოსტს დაიკავებს. ცნობების თანახმად, მათ ნათესაობა არ აკავშირებს. სომხეთში ბოლო პერიოდის საკონსტიტუციო რეფორმის შედეგად, პრემიერ-მინისტრის პოსტი გაძლიერდა და მეტი უფლებამოსილებით არის აღჭურვილი, ვიდრე პრეზიდენტის. პარლამენტის წევრებმა 2 მარტს აირჩიეს პრეზიდენტად 64 წლის არმენ სარქისიანი, ბრიტანეთში სომხეთის ყოფილი ელჩი. ოპოზიცია სერჟ სარქისიანს, რომელიც ორი ვადით იყო პრეზიდენტი... Читать дальше...

“ამას ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი “… – მაკა რაზმაძე

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში – “ფეისბუქი” შემდეგნაირ პოსტს აქვეყნებს: “ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი მაშინ რომ გაივლიდა წლები და 9 აპრილის დილას ეს ტრაგედია და ეპოქალური გამარჯვება არავის გაახსენდებოდა და ყველა რაღაც სტადიონზე მომხდარ ჩხუბს აქცევდა ერის ავ-კარგის სიმბოლოდ”, – წერს რაზმაძე.



საფლავები საოკუპაციო გამყოფ ხაზთან

Radiotavisupleba.ge 

მაია ხარხელმა სამზადისი დილიდან დაიწყო: ხაჭაპურები დააცხო, წითლად შეღებილი კვერცხების ნაწილი და ცივად მოხარშული დედალი  ყუთში მოათავსა. ბიჭებმა სარდაფიდან ღვინოც ამოიტანეს და საფლავზე გასატანი პროდუქტები გაამზადეს.

რიონისპირა სახლები განახლების მოლოდინში

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისში, მდინარე რიონის მარჯვენა სანაპიროზე, ჯაჭვის ხიდიდან წითელ ხიდამდე, დაახლოებით 500- მეტრიან მონაკვეთში მდებარეობს  მეცხრამეტე საუკუნეში აგებული 10-მდე ორ, სამ და ოთხსართულიანი სახლი. ქვით ნაშენი, ხის აივნიანი და შუშაბანდიანი სახლების უმეტესობა დანგრევის პირასაა. რამდენიმე სახლი იმდენად ავარიულია, რომ  იქ, ბოლო წლებია, აღარავინ ცხოვრობს.

რუსეთი „მიუღებელს“ უწოდებს აშშ-ის ახალ სანქციებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი მკაცრად აკრიტიკებს შეერთებულ შტატებს გასულ კვირაში გამოცხადებული ახალი სანქციებისათვის. მოსკოვი მათ „მიუღებელსა“ და „უკანონოს“ უწოდებს და საპასუხო ზომებით იმუქრება. მაღალი რანგის ოფიციალურმა პირებმა 9 აპრილს განაცხადეს, რომ დაადგენენ, რა ზარალი მიადგა რუსეთის კომპანიებს და რომ სახელმწიფო დაეხმარება მსხვილ კომპანიებს, რომელთაც სანქციები შეეხო. მათი განცხადებების ფონია რუბლის კურსისა და საფონდო ინდექსების დაღმასვლა, აგრეთვე აშშ-ის მიერ სანქცირებული კომპანიების, მათ შორის „რუსალის“ აქციების მკვეთრად გაიაფება. Читать дальше...

ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი: „რასიზმი არის საქართველოში“

Radiotavisupleba.ge 

ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის იურისტის, მაკო ღავთაძის თქმით, ჯერჯერობით გამოძიებაში არ ჩანს რასობრივი მოტივი, თუმცა აფრიკელი სტუდენტების მონათხრობი სხვა რამეზე მეტყველებს.

სამოქალაქო აქტივისტი იუსტიციის სახლში მის დისკრიმინაციაზე ლაპარაკობს

Radiotavisupleba.ge 

23 წლის სამოქალაქო აქტივისტი ესმა გუმბერიძე იუსტიციის სახლში მის დისკრიმინაციაზე ჩივის და, შესაძლოა, სასამართლოს მიმართოს. მას სხვა შშმ ქალებთან ერთად ორგანიზაციის დაფუძნება სურდა, მაგრამ იუსტიციის სახლში უსინათლობის გამო დოკუმენტზე ხელი არ მოაწერინეს.

პუტინთან დაახლოებული რუსი ოლიგარქის აქციები მკვეთრად გაიაფდა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ალუმინიუმის კომპანია „რუსალის“ აქციები მკვეთრად გაიაფდა მას შემდეგ, რაც აშშ-მა სანქციები დაუწესა მას და მის თანამფლობელს, რუს ოლიგარქ ოლეგ დერიპასკას. ჰონ-კონგის საფონდო ბირჟაზე „რუსალის“ აქციის ღირებულება თითქმის განახევრდა, ხოლო მოსკოვის ბირჟაზე მან 20%-ზე მეტი დაკარგა. ლონდონში შეაჩერეს კომპანია En+ Group-ის აქციებით ვაჭრობა, მას შემდეგ რაც აქციის ფასი თითქმის მეოთხედით დაეცა. დაღმასვლა შეეხო რუსეთის საფონდო ინდექსებსა და რუბლის კურსსაც. ვიცე-პრემიერი არკადი დვორკოვიჩი გამოვიდა წინადადებით... Читать дальше...

“გლოვის ღამე” ტყიბულში

Radiotavisupleba.ge 

ტყიბულელი მეშახტეების ინიციატივით, 9 აპრილს 20 საათიდან ქალაქის თეატრის წინ მდებარე მოედანზე დაიწყება „გლოვის ღამე“. ტყიბულელები მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს, გამთენიისას, დაღუპულ მეშახტეებს ბოლო ღამეს ერთად გაუთევენ. მდუმარე აქციის ორგანიზატორების განცხადებით, ეს საპროტესტო შეკრება არ იქნება, ისინი პატივს მიაგებენ დაღუპულ მაღაროელებს.

თამთა მიქელაძე: „პოლიციამ მომხდარში უნდა ეძებოს რასისტული სიძულვილის მოტივი“

Radiotavisupleba.ge 

დიღომში, ფეხბურთის სტადიონზე მოთამაშე შავკანიანი სტუდენტები იქვე მცხოვრები მამაკაცების ჯგუფმა სტადიონიდან გამოაძევა.

ოკუპირებული საფლავები "საზღვართან"

Radiotavisupleba.ge 

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის ნაწილი აღდგომას სასაფლაოზე ვერ გადის, რადგან საფლავები ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოხვედრილი.

Новости России
Москва

Как надо ПРОДАВАТЬ СЦЕНАРИЙ, ПЬЕСУ, СИНОПСИС.


მარი კორკოტაძე - შშმ პირთა აქტივისტი

Radiotavisupleba.ge 

1 აპრილი,  კვირა კვირა დღეს ძირითადად სახლში ვატარებ ხოლმე სამზადისში. ვემზადებით ორშაბათისთვის, ვეხმარები ბავშვებს გაკვეთილების მომზადებაში. მიუხედავად იმისა, რომ კვირა უქმე დღეა, არასდროს ვამბობ უარს კონსულტაცია გავუწიო შშმ ბავშვების იმ მშობლებს, ვინც სოციალური ქსელით ან ტელეფონით მიკავშირდება. რუსთავიდან მირეკავს აუტიზმის მქონე ბავშვის დედა, ლიკა, რომელსაც აინტერესებს, რა კავშირშია ერთმანეთთან აუტიზმი და ლურჯი ფერი. ლიკას, რა თქმა უნდა, ვუხსნი, რომ ლურჯი ფერის დაკავშირება აუტიზმთან არის სტერეოტიპი... Читать дальше...

არუნდატი როის შედევრი

Radiotavisupleba.ge 

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით „პრემია“ გთავაზობთ საუბარს ბუკერის პრემიის 1997 წლის ლაურეატის, ინდოელი მწერალი ქალის, არუნდატი როის რომან „წვრილმანების ღმერთზე“.

გერმანიას სურს საქართველო აღიაროს უსაფრთხო ქვეყნად

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრი, ჰორსტ ზეეჰოფერი აპირებს მიაღწიოს ქვეყნის კოალიციური მთავრობის მიერ საქართველოს და სომხეთის აღიარებას უსაფრთხო ქვეყნებად. ამ სტატუსის მიღების შემდეგ, დაჩქარდება საქართველოდან და სომხეთიდან თავშესაფრის მთხოვნელთა განაცხადების განხილვის პროცედურა და უარის შემთხვევაში, მათი დეპორტაცია. 9 აპრილს, გერმანიის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, შტეფან მაიერმა მედიაჰოლდინგ Funke-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს და სომხეთის მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელი მაღალია... Читать дальше...

თამაზ დოლაბერიძე ტყიბულელ მეშახტეებზე

Radiotavisupleba.ge 

9 აპრილს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამაზ დოლაბერიძე, საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე. მან ილაპარაკა ექვსი მეშახტის დაღუპვის ფაქტსა და იმ საფრთხეებზე, რომლებიც საქართველოში ახლავს მეშახტეების შრომას. საქართველოს ხელისუფლება ჯერჯერობით არ გამოხმაურებია პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის წინადადებას: სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის შექმნის, მომხდარის შესწავლაში საერთაშორისო ექსპერტის ჩართვის, ტყიბულის შახტების სრული რეაბილიტაციისა... Читать дальше...

რუსეთმა ისრაელი დაადანაშაულა სირიის არმიის საავიაცო ბაზაზე თავდასხმაში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სირიის ჰომსის პროვინციაში სამთავრობო ძალების საავიაცო ბაზაზე თავდასხმა განახორციელეს ისრაელის არმიის თვითმფრინავებმა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 9 აპრილს, ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების F-15 ტიპის ორმა თვითმაფრინავმა სირიის საჰაერო სივრცეში შეუსვლელად, ლიბანის ტერიტორიიდან 8 მართვადი რაკეტით მიიტანა იერიში სირიის არმიის ბაზაზე. რუსი სამხედროების მტკიცებით, სამმა რაკეტამ მიაღწია ბაზის ტერიტორიაზე მდებარე აეროდრომის დასავლეთ ნაწილამდე, 5... Читать дальше...

ძალადობა თუ სიძულვილით მოტივირებული დანაშაული?

Radiotavisupleba.ge 

8 აპრილს, დიღომში, ფეხბურთის სტადიონზე მოთამაშე შავკანიანი სტუდენტები იქვე მცხოვრები მამაკაცების ჯგუფმა სტადიონიდან გამოაძევა. ფეისბუქით გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, ხელკეტებით შეიარაღებული კაცები როგორ მისდევენ და აგინებენ შავკანიან ახალგაზრდებს.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Александрова не смогла обыграть Саснович и покинула турнир WTA-1000 в Риме






Глава Чечни сообщил, что власти Гвинеи-Бисау пообещали в ее столице построить проспект Ахмата-Хаджи Кадырова

Грузоперевозки в РФ упали на 10% из-за проблем в расчетах с Китаем

Несколько автомобилей столкнулись на 69-м километре МКАД

Коммунальная квартира в разрезе.