Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Апрель
2018

Новости за 06.04.2018

ჯვარს ეცვი თუ გინდა! საშველი არ არის – დღეს რომ ვეცვა კვირამდე მოვასწრებ აღდგომას თუ იცი? – კორძაია-კაკაბაძის საჯარო დიალოგები

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter ბლოგერი ლევან გობრონიძე რესპუბლიკური პარტიის წევრ თამუნა კორძაიასა და საზ.მაუწყებლის ახლადარჩეული ბორდის წევრ ნინია კაკაბაძის საჯარო ფეისბუქ დიალოგის შესახებ წერს. თამარ კორძაია:  – ნინია კაკაბაძე,  ჯვარს ეცვი თუ გინდა! საშველი არ არის ნინია კაკაბაძე: –  დღეს რომ ვეცვა კვირამდე მოვასწრებ აღდგომას თუ იცი? თამარ კორძაია: – მე ვილოცებ “მკითხველმა თავად განსაჯოს […]

პოლიციამ აუდიტორია 115-ის წევრები დააკავა

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე აუდიტორია 115-ის მიერ ორგანიზებული აქციის 5 მონაწილე დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოქალაქეები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დააკავეს, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელისათვის დაუმორჩილებლობას გულისხმობს. სოლიდარობისა და საპროტესტო აქცია ტყიბულის მაღაროში 6 ადამიანის  გარდაცვალების შემდეგ გაიმართა.

რუსეთმა 539 სასტუმრო დააჯარიმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ფასების გაზრდისთვის

Radiotavisupleba.ge 

„როსპოტრებნადზორმა“ 539 სასტუმრო დააჯარიმა ფასების ზრდისთვის რუსეთის იმ ქალაქებში, სადაც 2018 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდება. 6 აპრილის განცხადებაში „როსპოტრებნადზორმა“ განაცხადა, რომ შეამოწმა 11 400 სასტუმრო რუსეთის 11 ქალაქში და გამოავლინა ფასების ხელოვნურად ზრდის შემთხვევები და სხვა დარღვევები. სასტუმროები 75 ათას დოლარამდე ჯარიმას გადაიხდიან. 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისამდე ჩატარდება რუსეთში.

ორბანი უნგრეთის პრემიერობის მესამე ვადისთვის ემზადება

Radiotavisupleba.ge 

ვიქტორ ორბანი, უნგრეთის მემარჯვენე პრემიერ-მინისტრი, როგორც ჩანს, გაიმარჯვებს უნგრეთის მომავალ არჩევნებში და მესამე ვადით გახდება პრემიერი, თუმცა, წინასწარი კვლევებით, მისი უპირატესობა უფრო მცირე იქნება, ვიდრე ეს 2010 და 2014 წლებში იყო. არჩევნები 8 აპრილს გაიმართება და მანამდე ჩატარებული კვლევების უმეტესობის მიხედვით, მისი პარტია ხმების დაახლოებით 50 პროცენტს მოაგროვებს, რაც ბევრად აღემატება მისი კონკურენტების - რადიკალური ნაციონალისტური და სოციალისტური პარტიის შედეგებს. თუმცა, მმართველმა პარტიამ... Читать дальше...

შინ - უცხოეთში: ლალი ჭილაია - სოპრანო მადრიდში

Radiotavisupleba.ge 

ესპანეთის დედაქალაქში 20 წელიწადია ცხოვრობს, მღერის და ასწავლის სიმღერას ლალი ჭილაია. აფხაზეთი თავისი ნებით დატოვა, მიუხედავად ახლო ნათესაური კავშირისა აფხაზებთან. იტალიაში სურდა წასვლა, მაგრამ მადრიდში ნახა სიმშვიდე, ემოციური თუ მატერიალური. თავიდანვე მიიღო ამ ქალაქმა მომღერალი, რომელიც თავის ფისოებთან ერთად ცხოვრობს და რომელმაც გვითხრა, არ არსებობს თავისუფლება, ყველა საზოგადოებას აქვს ნორმებიო. რუბრიკის "შინ - უცხოეთში" ავტორი ოქროპირ რუხაძე და ოპერატორი ილია სამურგანიდი ესპანეთში, მადრიდში, ესტუმრნენ სოხუმიდან გადახვეწილ სოპრანოს... Читать дальше...

კალეიდოსკოპი

Radiotavisupleba.ge 

"კალეიდოსკოპში" ამჯერად ბევრ ძლიერ და აქტიურ ქალს ნახავთ, მათ შორის, მსახიობს, რომელმაც პირველმა განასახიერა "ქალი საოცრება".

ნიკოს რუბრიკა - სიმღერები თურქეთისა და რუსეთის ლიდერებზე

Radiotavisupleba.ge 

ნიკო ნერგაძის რუბრიკა დღეს თურქეთისა და რუსეთის ლიდერებზე შექმნილ სიმღერებზეა, უფრო სწორად ორ სიმღერაზე, რომლებიც ავტორებმა ვლადიმირ პუტინსა და რეჯეპ ტაიპ ერდოანს მიუძღვნეს.

რუსეთი „ტელეგრამის“ დაბლოკვას ცდილობს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სახელმწიფო მედიარეგულაციის სამსახურმა სასამართლოს მიმართა შეტყობინებების აპის, „ტელეგრამის“, დასაბლოკად მას შემდეგ, რაც ამ კომპანიამ უარი განუცხადა უშიშროების ფედერალურ სამსახურს თავისი მომხმარებლების პირადი მიმოწერის გადაცემაზე. „როსკომნადზორის“ მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, მათ 6 აპრილს მიმართეს მოსკოვის რაგანკის სასამართლოს, რათა შეიზღუდოს „ტელეგრამის“ ფუნქციონირება რუსეთის ტერიტორიაზე.



თალიბანმა 30 სკოლა დახურა

Radiotavisupleba.ge 

თალიბანმა 30 სკოლა დახურა ქაბულის სამხრეთით, მის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მას შემდეგ, რაც სამთავრობო ძალებმა მოკლედ მისი ერთ-ერთი საველე მეთაური. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ამ გადაწყვეტილების შედეგად ჩარხის რეგიონში 12 ათასი მოსწავლე ვერ ახერხებს სკოლაში სიარულს.

EMC: მინდელისა და ძიძიგურის შახტებში უსაფრთხოების კუთხით სისტემური პრობლემებია

Radiotavisupleba.ge 

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ (EMC) ცნობით, შპს „საქნახშირის“კუთვნილ მინდელისა და ძიძიგურის სახელობის ქვანახშირის სამთო-მომპოვებელ შახტებში, ასევე საწარმოს მფლობელობაში არსებულ გამამდიდრებელ ფაბრიკებში სისტემური პრობლემები არსებობს დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებისა და პირობების დაცვის კუთხით. ცენტრის ინფორმაციით, მათ გააანალიზეს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ანგარიშები, რომლებიც 2016 და 2017 წელს ჩატარებულ შემოწმებეს ეყრდნობა. EMC-ს ცნობით, ანგარიშში ნათვამია... Читать дальше...

კატალონიის ყოფილი ლიდერი პუჩდემონი გერმანიის ციხიდან გაანთავისუფლეს

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის ციხიდან გაანთავისუფლეს კატალონიის ყოფილი ლიდერი პუჩდემონი, მას შემდეგ, რაც მან სასამართლოს მიერ დაკისრებული 75 ათასი ევროიანი გირაო გადაიხადა. ის ელის სასამართლოს გადაწყვეტილებას მისი ესპანეთშ ექსტრადიციასთან დაკავშირებით. 55 წლის პუჩდემონი ჩრდილოეთ გერმანიაში, ნოიმიუნსტერის ციხეში იყო დაკავებული თითქმის ორი კვირის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მან დანიასთნ საზღვარიგადმოკვეთა. პუჩდემონმა ციხის წინ, ჟურნალისტებთან საუბრისას მადლობა გადაუხადა მხარდამჭერებს „მთელს მსოფლიოში“. ესპანეთი პუჩდემონს ბრალს სდებს ამბოხებაში და გაფლანგვაში... Читать дальше...

სერგეი სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა „სწრაფად უმჯობესდება“

Radiotavisupleba.ge 

ინგლისის საავადმყოფოს თანამშრომლების ცნობით ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული აღარ არის და ის „სწრაფად უმჯობესდება“. სოლსბურის უბნის საავადმყოფოს დირექტორის, კრისტინ ბლანშარდის განცხადებით, სკრიპალი „კარგად რეაგირებს მკურნალობაზე, სწრაფად უმჯობესდება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკული აღარ არის“. 4 მარტს, ქალაქ სოლსბერიში უგონო მდგომარეობაში აღმოაჩინეს რუსეთის სამხედრო დაზვერვის მთავარი სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკი, ბრიტანული სპეცსამსახურების აგენტი, სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია. Читать дальше...

აშშ-მა სანქციები დაუწესა რუს მილიარდერებს და მაღალჩინოსნებს

Radiotavisupleba.ge 

6 აპრილს, აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის კიდევ 24 მოქალაქეს და 14 კომპანიას. მათ შორის არიან არიან „გაზპრომის“ და „ვნეშტორგბანკის“ ხელმძღვანელები, ალექსეი მილერი და ალექსეი კოსტინი. უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვლადიმირ კოლოკოლცევი, ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელი, ვიქტორ ზოლოტოვი, დუმის დეპუტატი კონსტანტინ კოსაჩოვი და მილიარდერები ოლეგ დერიპასკა, სულეიმან კერიმოვი და ვიქტორ ვექსელბერგი.

ტყიბულში დაშავებული სამი მაღაროელიდან ერთი რეანიმაციაში რჩება

Radiotavisupleba.ge 

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 5 აპრილს დაშავებული სამი მაღაროელიდან ერთი საავადმყოფოდან გაწერეს. ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში რჩება ორი მაღაროელი. მათგან ერთი კლინიკას უახლოეს ხანში დატოვებს. კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაშია ყველაზე მძიმედ დაშავებული 55 წლის მეშახტე, რომელსაც თავის და გულ-მკერდის მასიური ტრავმა და სახის ძვლების მოტეხილობა აქვს. ექიმების ინფორმაციით, მძიმე ტრავმების მიუხედავად მაღაროელის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მინდელის შახტის მფლობელი კომპანიის, „საქნახშირის“ ინფორმაციით... Читать дальше...

რუსეთი, ფაროსანას გამო, ოკუპირებული აფხაზეთიდან პროდუქციის შეტანაზე დაწესებულ შეზღუდვებს 10 აპრილიდან მოხსნის

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter 10 აპრილიდან რუსეთი საკუთარ ბაზარზე ოკუპირებულ აფხაზეთში წარმოებულ პროდუქციას აბრუნებს. აღნიშნულ ინფორმაციას რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროში აზიურ ფაროსანას საკითხთან დაკავშირებით თათბირი ჩატარდა, რომელსაც მინისტრი ალექსანდრე ტკაჩოვი, მისი მოადგილე ჯამბულათ ხატუოვი, „როსსელხოზნადზორის“ თავმჯდომარე სერგეი დანკვერტი და აფხაზეთის დე -ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა თანამდებობის პირები დაესწრნენ. „აფხაზეთის ხელისუფლებამ ადგილზე... Читать дальше...

დე ფაქტო ხელისუფლებამ დევნილებს არც წელს მისცა სააღდგომოდ გამყოფი ხაზის გადაკვეთის უფლება

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ხელისუფლებამ დევნილებს წელსაც არ მისცა უფლება აღდგომის დღესასწაულის გამო, მცირე ხნით მაინც მოინახულონ ე.წ. გამყოფ ხაზს მიღმა დარჩენილი საფლავები და ეკლესია-მონასტრები. 9 წელია საქართველოს ხელისუფლება საოკუპაციო ძალების და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს უსაფრთხოების ზომების გარანტიით, წელიწადში ერთხელ თხოვს დევნილებს მისცეს სალოცავებისა და საფლავებისკენ გადაადგილების უფლება, თუმცა საოკუპაციო ძალები ყოველ ჯერზე უარს ამბობენ უსაფრთხოების გარანტიის არარსებობის საბაბით. Читать дальше...

კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ გულისტკივილი გამოთქვა ტყიბულში მაღაროელების დაღუპვის გამო

Radiotavisupleba.ge 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ გაავრცელა განცხადება ტყიბულში 6 მაღაროელის დაღუპვის გამო. “დიდია ჩვენი გულისტკივილი ტყიბულის შახტში ახლახან მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც ექვსი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მართალია, უფლის ნების გარეშე არაფერი ხდება, მაგრამ ალბათ, მეტი ზრუნვა გვმართებს ადამიანის სიცოცხლის დასაცავად” - ნათქვამია კათოლიკოს-პატრიარქის განცხადებაში, რომელიც 6 აპრილს გავრცელდა. 5 აპრილს გამთენიისას, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაიღუპა 6 მაღაროელი და 3 დაშავდა. Читать дальше...

ჯანელიძე: რუსეთის წინააღმდეგ ახალ, შესაძლო სანქციებთან შეერთების საკითხი დღეს არ დგას

Radiotavisupleba.ge 

საგარეო საქმეთა მინისტრის, ვიცე-პრემიერის მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველო განიხილავს ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც მნიშვნელოვანია პარტნიორობისა და საერთო ინტერესებისთვის. მიხეილ ჯანელიძემ, რომელიც სამუშაო ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, ასე უპასუხა „ამერიკის ხმის“ ქართული რედაქციის შეკითხვას, შეუერთდება თუ არა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის მხრიდან მოსალოდნელ ახალ სანქციებს, თუკი მას მოჰყვება ისეთივე ტალღა, როგორიც ყირიმის ანექსიის შემდეგ აგორდა. საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველო ძალიან... Читать дальше...

Новости России
Москва

Гол Чалова с пенальти принес ЦСКА победу над «Зенитом» в матче РПЛ


„სოლიდარობა ტყიბულს!“ - ქუთაისში აქცია გაიმართა 

Radiotavisupleba.ge 

პავლე, გიორგი, მირზა, ელგუჯა, გოგი, ბესო - ეს იმ მაღაროელთა სახელებია, რომლებიც 5 აპრილს, გამთენიისას, ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში, დაიღუპნენ. დაღუპულთა სახელები  ქუთაისში 6 აპრილს გამართული აქციის მონაწილეებმა დიდი შავი ასოებით დაწერეს, როგორც თავად ამბობენ,  იმისთვის, რომ ხალხს დაამახსოვრდეს მაღაროელები, რომლებიც ხშირად უსახელოდ იღუპებიან.

მყინვარწვერზე დაღუპული ტურისტი თბილისში გადაასვენეს

Radiotavisupleba.ge 

6 აპრილს, სტეფანწმინდიდან თბილისში, ვერტმფრენით გადაასვენეს მყინვარწვერზე დაღუპული ბელგიის მოქალაქე. მყინვარწვერიდან ევაკუირებულია ორი დაშავებულიც, ბელგიელი ტურისტი და ქართველი გიდი. საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, დაშავებულები სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მყინვარწვერზე უბედური შემთხვევა 5 აპრილს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, ბელგიის ორ მოქალაქეს და მათ გიდს სპეციალური სამაგრი გაუწყდათ. 5 აპრილს, შემთხვევის ადგილიდან გარდაცვლილის და დაშავებულების... Читать дальше...

კერამიკის კვერცხი

Radiotavisupleba.ge 

სააღდგომო აქსესუარები, რომელთაც მხატვრები და კერამიკოსები ამზადებენ, სულ უფრო პოპულარული ხდება. პასკის დასადები სინი, სხვადასხვანაირად მოხატული კერამიკის კვერცხები, ზარდახშები, რომელთაც კვერცხის ფორმა აქვთ და ასე შემდეგ. მსგავსი ნივთების მომზადებას კერამიკოსები აღდგომამდე ორიოდე თვით ადრე იწყებენ.

ცხინვალისა და სოხუმის უარი არაფერს ნიშნავს, ხალხია მთავარი

Radiotavisupleba.ge 

„მორიგი მოუქნელი პროპაგანდისტული აქცია, რომელიც სერიოზულად არ უნდა იყოს განხილული“ - ასე შეაფასა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 4 აპრილის ინიციატივა, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებთან უფრო მჭიდრო სოციალურ-ეკონომიკურ თანამშრომლობას ისახავს მიზნად.

ანუნა ბუკია: დავინახე ჩემი სახლი... არ მომინდა, ძალისმიერი გზით ყოფილიყო ისევ ჩემი

Radiotavisupleba.ge 

"როცა დავინახე ჩემი სახლი, ძალიან არ მომინდა, რომ ძალისმიერი გზით ყოფილიყო ეს სახლი ისევ ჩემი", - გვიზიარებს სოხუმში ყოფნისას განცდილს ანუნა ბუკია, ავტორი ფილმისა - "მე გადავცურე ენგური".

საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებნი უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას ითხოვენ

Radiotavisupleba.ge 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მოსახლეობა სამართალდამცავებისგან ითხოვს უსაფრთხოების ზომები გააძლიერონ აღდგომის დღესასწაულის დღეებში, 8 და 9 აპრილს. ე.წ. გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლის სასაფლაოს ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიაზეა მოქცეული. კირბალელებმა რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ ოჯახის წევრების და ნათესავების საფლავებზე მისვლას აპირებენ, ამიტომ პოლიციისგან მოითხოვენ პატრულირების გაძლიერებას. გასულ წელს, სოფელ კირბალის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიას პოლიცია იცავდა და მოსახლეობის უსაფრთხოებას უზრუნველყოფდა. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Александрова не смогла обыграть Саснович и покинула турнир WTA-1000 в Риме






Арестован мужчина, зарубивший женщину топором в ТЦ Москвы в 2004 году

12 мая в Москве ожидается облачная погода с прояснениями

"Известия": в 2023 году число брачных контрактов в РФ увеличилось на 11%

Синоптик рассказала, когда в Москву придет потепление