Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Апрель
2018

მარი კორკოტაძე - შშმ პირთა აქტივისტი

0
მარი კორკოტაძე - შშმ პირთა აქტივისტი

1 აპრილი,  კვირა

კვირა დღეს ძირითადად სახლში ვატარებ ხოლმე სამზადისში. ვემზადებით ორშაბათისთვის, ვეხმარები ბავშვებს გაკვეთილების მომზადებაში. მიუხედავად იმისა, რომ კვირა უქმე დღეა, არასდროს ვამბობ უარს კონსულტაცია გავუწიო შშმ ბავშვების იმ მშობლებს, ვინც სოციალური ქსელით ან ტელეფონით მიკავშირდება. რუსთავიდან მირეკავს აუტიზმის მქონე ბავშვის დედა, ლიკა, რომელსაც აინტერესებს, რა კავშირშია ერთმანეთთან აუტიზმი და ლურჯი ფერი. ლიკას, რა თქმა უნდა, ვუხსნი, რომ ლურჯი ფერის დაკავშირება აუტიზმთან არის სტერეოტიპი, რადგანაც ადრე მიჩნეული იყო, რომ აუტიზმი ბიჭებში უფრო ხშირია, ვიდრე გოგონებში და ვინაიდან ლურჯი ფერი ბიჭის ფერად არის „აღიარებული“, სწორედ ამიტომ ამერიკულმა ორგანიზაციამ Autism Speaks-მა დაუკავშირა ლურჯი ფერი აუტიზმს. სინამდვილეში ეს არის ორმაგი სტერეოტიპი. ჯერ ერთი, აუტიზმი თანაბრად გვხვდება როგორც ბიჭებში, ასევე გოგოებში (განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ გოგოების შემთხვევაში ხშირად ვერ დგინდება დიაგნოზი) და აქვე მეორე სტერეოტიპსაც დავამსხვრევ და ვიტყვი, რომ ლურჯი ფერიც ისევეა ბიჭების ფერი, როგორც გოგოების.

ხვალ 2 აპრილია, აუტიზმის ცნობადობის გაზრდის მსოფლიო დღე. ვიდეომიმართვა მოვამზადე მშობლებისთვის, თუ რას ნიშნავს ჩემთვის 2 აპრილი და რას ვაკეთებ დღეს ჩემი ორი შვილის მომავლისთვის. ამ ვიდეოს ჩაწერა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენელმა მთხოვა, რადგანაც 2 აპრილს მშობლებისთვის საინფორმაციო შეხვედრის გამართვას გეგმავენ და უნდათ მათ გამოცდილი და აქტივისტი მშობლის მიმართვა აჩვენონ. ვიდეო youtube-ის არხზე ავტვირთე. ხვალ სოციალური ქსელით უნდა გავაზიარო, რომ სხვა მშობლებმაც ნახონ.

2 აპრილი,  ორშაბათი

დილას 7 საათზე ვდგები, სკოლაში წასასვლელად ვემზადებით. ასე ადრე იმიტომ ვდგებით, რომ სკოლა ძალიან შორს არის. დათას აუტიზმი აქვს და რადგანაც აუტიზმის ცენტრი ვაკეშია, სკოლაშიც ცენტრთან ახლოს დავდივართ.

2 აპრილია დღეს! აუტიზმის ცნობადობის გაზრდის მსოფლიო დღე. ეს დღე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღე გახდა ჩემს ცხოვრებაში მას შემდეგ, რაც ჩემს უფროს შვილს, დათას, აუტიზმის დიაგნოზი დაუსვეს. ამ დღეს ვეკითხები ხოლმე ჩემს თავს, თუ რა გავაკეთე მთელი წლის განმავლობაში აუტიზმის შესახებ ცნობიერების ასამაღლებლად, აუტიზმის მქონე ბავშვების უფლებების დასაცავად და მათთვის სერვისების დასაფინანსებლად. დილას რადიო თავისუფლებაში მივდივარ, სადაც აუტიზმსა და ჩვენ მიერ დაარსებულ აუტიზმის ფონდზე, „კამპუსზე“, ვსაუბრობ. შემდეგ ზოოპარკში მივყვები ბავშვებს. სკოლამ 2 აპრილთან დაკავშირებით საინფორმაციო ღონისძიება გამართა და შემდეგ შშმ მოსწავლეები ზოოპარკში წაიყვანეს თანაკლასელებთან ერთად. დღეს ბევრი ღონისძიებაა დაგეგმილი, რომლებიც მხოლოდ აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის იმართება. მიხარია, რომ დათას სკოლაში ღონისძიება არ ტარდება მხოლოდ აუტისტებისთვის, არამედ სხვა ბავშვებთან ერთად. დათა და ნიკოლოზი  ზოოპარკში პირველად  დასხდნენ დამოუკიდებლად ელექტრომანქანაზე. დათასთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია, რადგანაც აუტიზმის მქონე ადამიანებს უჭირთ კოორდინაცია და ბალანსის დაცვა. ძალიან გახარებული ვარ, რომ დათამ ეს შეძლო. ეს ნიშნავს იმას, რომ მან განვითარებისკენ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი გადადგა! ზოოპარკიდან ბავშვები მიმყავს სახლში და დედასთან ვტოვებ. დედა სურამში ცხოვრობს და ხშირად ჩამოდის ჩემთან, რომ ბავშვები დაიტოვოს. რომ არა დედასი და ჩემი მეუღლის მხარდაჭერა, ვერაფერს შევძლებდი და მეც შინაპატიმრობაში ვიქნებოდი, როგორც შშმ ბავშვთა მშობლების ძირითადი ნაწილი.

ვტოვებ ბავშვებს და გავრბივარ ტელეკომპანია „მაესტროში“, იქაც აუტიზმსა და ამ სფეროში არსებულ პრობლემებზე სასაუბროდ მიმიწვიეს. შემდეგ მივდივარ მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში, ვინაიდან აღდგომის დღესასწაული მოდის და უნდა მოვასწრო სესხის გაფორმება. რიგში დგომის დროს მირეკავს ჩემი მეგობარი, შშმ ბავშვის მშობელი მაკა. მის შვილს ავიწროებენ სკოლაში და მის დისკრიმინაციას ახდენენ. მიუხედავად არაერთი განცხადების და დაუღალავი ბრძოლისა, მაკამ შედეგს ვერ მიაღწია. სწორედ ამიტომ წავიდა განათლების სამინისტროში  თავის შვილთან ერთად და  უშუალოდ მინისტრთან  შეხვედრა ითხოვა. რადგანაც სამინისტორში უარი უთხრეს მინისტრთან შეხვედრაზე, მაკამ შიმშილობა დაიწყო და დახმარება და კონსულტაცია მთხოვა. ვურეკავ „ლიბერალის“, „რუსთავი 2“-ის, „იმედისა“ და „მაესტროს“ ჟურნალისტებს, ვუხსნი სიტუაციას და ვთხოვ, რომ სამინისტროში მივიდნენ ამ ამბის გასაშუქებლად. ჟურნალისტების მისვლის შემდეგ მინისტრი ხვდება მას და ჰპირდება,  რომ სამინისტრო მყისიერად მოიძიებს მისი შვილისთვის შესაბამის სკოლას, ხოლო  ძველ სკოლაში არსებულ მდგომარეობას გამოიკვლევს. საღამოს ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრაზე მივდივარ დიანასა და გიგასთან ერთად ჩვენ მიერ დაარსებული აუტიზმის ფონდის  სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით.  

3 აპრილი, სამშაბათი

მაღვიძარა ისევ 7 საათზე რეკავს. მივდივართ სკოლაში. სანამ ბავშვები სკოლაში არიან, იქვე ველოდები ხოლმე გაკვეთილების დასრულებამდე. სამშაბათს დათას მეოთხე გაკვეთილზეც ტოვებენ, მანამდე სულ 3 გაკვეთილზე რჩებოდა. რადგანაც გვინდა, რომ მისი გაკვეთილებზე დასწრების საათების რაოდენობა გავზარდოთ, მისმა სპეცმასწავლებლებმა და დამრიგებელმა გადაწყვიტეს, რომ კვირაში 2 დღე მე-4 გაკვეთილზეც დარჩეს ხოლმე. დიდი სიფრთხილით ვეკიდებით ამ ამბავს - არ გვინდა ძალიან დაიღალოს და წინსვლის ნაცვლად უფრო ცუდი შედეგი მივიღოთ. მე-3 გაკვეთილის შემდეგ ვაკითხავ  სკოლაში და მიმაქვს მისი საყვარელი ხაჭაპური, რომ მეოთხე გაკვეთილს უშფოთველად დაესწროს. წინსვლა, რომელიც დათას სკოლაში აქვს, მისი დამრიგებლის, ქალბატონ მთვარისასა, და სპეცმასწავლებლების, მარიამისა და ხატიას, დამსახურებაა. სწორედ მარიამის სკოლაში მოსვლის შემდეგ დაიწყო დათას ქცევების დარეგულირება და ძალიან არ მინდა, რომ მარიამი ჩვენი სკოლიდან წავიდეს, რადგანაც ეს, პირველ რიგში, დათას  დააზარალებს და მერე თავად სკოლასაც. დათას სოციალიზაციაში უდიდეს როლს ასრულებენ მისი თანაკლასელები. მათ დათა ძალიან უყვართ. ისინი არა მხოლოდ დათაზე, არამედ ერთმანეთზეც ზრუნავენ. არასდროს მინახავს მათი ჩხუბი ან ერთმანეთს უხეშად რომ  მოჰქცეოდნენ. სწორედ ქალბატონ მთვარისას დამსახურებაა ეს ყველაფერი.

გაკვეთილების დასრულების შემდეგ სკოლის ეზოში ვრჩებით ხოლმე, რადგან ნიკოლოზს ძალიან უყვარს თავის თანაკლასელებთან ერთად სკოლის ეზოში თამაში, ეს მისთვის დიდი ბედნიერებაა. ხანდახან დათაც თამაშობს ხოლმე მათთან. მოვდივართ სახლში. დედა სურამში წავიდა სააღდგომოდ. პირველ რიგში, ჩვენს ძაღლს, კოკოს, ვაჭმევ საჭმელს. ძალიან ცელქია, სულ თამაში უნდა. კორპუსის ბინაში ცოტა ძნელია ძაღლის ყოლა, მაგრამ იმდენად გვიყვარს ცხოველები, ამაზე უარს ვერ ვამბობთ. თან ბავშვებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის, განსაკუთრებით - დათასთვის. ცხოველებთან ურთიერთობა ხელს უწყობს აუტიზმის მქონე ადამიანების  სოციალიზაციას, მათთან შეხება კი მათი სენსორული  შიმშილის დაკმაყოფილებას უწყობს ხელს. აუტიზმის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ ხოლმე სენსორული ინტეგრაციის სირთულეები. ისინი განსხვავებულად შეიგრძნობენ სამყაროს, განსხვავებულად ხედავენ, განსხავებულად ესმით და ა.შ. ისინი შეიძლება ხედავდნენ ისეთ დეტალებს, რომელთაც ჩვენ ვერც კი ვამჩნევთ, ოდნავი ხმაურიც კი შეიძლება ძალიან ხმამაღლა ესმოდეთ, სუნი, რომელიც ჩვენთვის შეიძლება სასიამოვნო იყოს, მათ ძალიან აღიზიანებდეთ. ამ დროს მათი ტვინი ვეღარ ასწრებს ამდენი ინფორმაციის გადამუშავებას და, შესაბამისად, ეწყებათ სენსორული გადაღლა.

კოკოს შემდეგ ბავშვებს ვასადილებ და ველოდებით მარიამს, დათას სპეცმასწავლებელს. ის კვირაში სამჯერ მოდის ჩვენთან, რომ დათა აკადემიურ უნარებში ამეცადინოს. მას შემდეგ, რაც მარიამმა სახლში დაიწყო დათას მომზადება, ძალიან კარგი წინსვლა აქვს დათას.

თეონა მიკავშირდება. აუტიზმის მქონე ბავშვის დედაა ისიც. მისი შვილი მომავალ წელს მიდის სკოლაში და ინდივიდუალური სპეცმასწავლებელი სჭირდება. აუტიზმთან ერთად მის შვილს მხედველობის პრობლემაც აქვს, ამიტომ გადაწყვიტა 202-ე სკოლაში შეიყვანოს ბავშვი. ეს არის სპეცსკოლა უსინათლო და მცირედ მხედველი მოსწავლეებისთვის. განცხადების დაწერა ვურჩიე. ვუთხარი, რომ იხელმძღვანელოს შშმ პირთა კონვენციის 24-ე მუხლით, რომელიც ინკლუზიურ განათლებას ეხება. განცხადებას რომ დაწერს, გადმომიგზავნის, რომ გადავხედო და შესწორებები შევიტანო. ზუსტად ასე მოვიქეცით მაშინ, როდესაც ბაღში მის შვილს ინდივიდუალური სპეცმასწავლებელი დასჭირდა.

2 უცხო მშობელიც დამიკავშირდა, რომლებსაც რადიო თავისუფლების მიერ გადაღებული ჩემი ვიდეო უნახავთ აუტიზმის ნიშნებისა და მითების თაობაზე. მათ სწორედ ის ნიშნები შეამჩნიეს შვილებს, რომელთა შესახებაც ვიდეოში ვლაპარაკობ. დავაკვალიანე და სპეციალისტებთან გადავამისამართე კონსულტაციისთვის.

ამ დღეს აუტიზმის მქონე ბავშვის კიდევ ერთი დედა დამიკავშირდა. მასაც შვილისთვის ინდივიდუალური სპეცმასწავლებლის დანიშვნა უნდა საბავშო ბაღში. თინათინს გამოართვა განცხადების შაბლონი. თინათინიც აუტიზმის მქონე ბავშვის დედაა, რომელსაც რამდენიმე კვირის წინ დავეხმარე სპეცმასწავლებლის დანიშვნაში და მას შემდეგ, რაც ამის შესახებ სოცქსელში დაწერა, სხვა მშობლებიც მომმართავენ დასახმარებლად. შევუსწორე განცხადება. ახლა სააგენტოში წაიღებს და უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სააგენტო.

საღამოს ნინო აღდგომელაშვილს ვუკავშირდები სოციალური ქსელით, მადლობას ვუხდი ჩვენი ფონდს მხარდაჭერისთვის. ვბჭობთ, თუ სად შეიძლება გავყიდოთ ჩვენი მანქანაზე დასაკრავი სტიკერები. მთავაზობს მოხალისე სტუდენტების ჩართვას, რომლებიც დაგვეხმარებიან ამ საქმის განხორციელებაში.

4 აპრილი, ოთხშაბათი

დილას ისევ სკოლაში მივდივართ. სანამ ბავშვებს ველოდები, რამდენიმე ადამიანს ვხვდები და მანქანაზე დასაკრავ სტიკერებს ვაძლევ. რადგანაც ოფისი არ გვაქვს, ფონდის წევრებს გვიწევს კონკრეტულ ადგილებში შევხვდეთ იმ მოქალაქეებს, ვისაც ჩვენი სტიკერების შეძენა სურს.

ჩვენი ფონდი, რომელსაც აუტიზმის კამპუსი ჰქვია, მე, ჩემმა მეუღლემ, დიანა ჯანაშიამ და მისმა მეუღლემ, ბესო ცინცაძემ, დავაფუძნეთ. მათაც აუტიზმის მქონე შვილი ჰყავთ, 5 წლის გაბრიელი. რადგანც კერძო ცენტრები ძალიან აძვირებენ თერაპიის ღირებულებას, გადავწყვიტეთ ისეთი ცენტრი შევქმნათ, რომელიც ბავშვების განვითარებაზე იქნება მიმართული, მსგავსად სოციალური საწარმოებისა, რომელთაც აქვთ სოციალური მიზანი და არანაირ მოგებაზე არ არიან ორიენტირებული.

დღესდღეობით საქართველოში არ არსებობს აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლების მხარდაჭერა, რაც გულისხმობს ფსიქოთერაპიას, მათ გადამზადებასა და განათლებას. Campus–ის მიზანია ააშენოს მშობლებისათვის მხარდამჭერი ცენტრი, რომელიც დაეხმარება მშობელს შვილის დიაგნოზით განპირობებული ტრავმისა და სტრესის დაძლევაში; მისცემს მშობელს განათლებას სხვადასხვა თერაპიებისა და მიდგომების კუთხით, რათა  უკეთ შეძლოს შვილთან მუშაობა სახლის პირობებში და მართოს მისი ქცევა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ Campus-ში შესაძლებელი იქნება რეგიონებიდან ჩამოსული მშობლების განთავსება და მათთვის საცხოვრისის შეთავაზება.  განსაზღვრული დროის განმავლობაში მშობლები იცხოვრებენ შვილებთან ერთად;   შვილებს მიეცემათ შეფასება, მშობლები კი  გადამზადდებიან საიმისოდ, რომ  სახლის პირობებში შეძლონ შვილთან მუშაობა. ეს სერვისი ხელს შეუწყობს რეგიონში მყოფ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებსა და მათ ოჯახებს.  კამპუსში მშობლებს  მიეცემათ ასევე შესაძლებლობა დაეუფლონ ადვოკატირებისთვის საჭირო უნარებს, რის შედეგადაც ისინი შეძლებენ საკითხების ლობირებას, რაც ხელს შეუწყობს მათ თანამშრომლობას ადგილობრივ თვითმმართველობებთან. მშობლები შეძლებენ  მსგავსი ტიპის სერვისების შექმნას მუნიციპალურ დონეზე. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ კამპუსი მშობლებს მოემსახურება უფასოდ. სტიკერი, რომელსაც აწერია „გაზარდე აუტიზმის ცნობადობა“, მანქანაზე ეკვრება და  ვინც მას შეიძენს და თავის მანქანაზე დააკრავს, სწორედ ეს ადამიანი იქნება ის, ვინც საკუთარი მანქანით მთელ ქალაქში გაავრცელებს აუტიზმის ცნობადობას. სტიკერებიდან შემოსული თანხა კი მთლიანად ფონდის ანგარიშზე ჩაირიცხება.

სახლში მოვდივართ, კოკოს ვაჭმევთ, ჩვენც ვსადილობთ და ისევ მარიამს ველოდებით. შეტყობინებას ვღებულობ გორში მცხოვრები მშობლისგან, მარისგან. მარის გოგო ჰყავს, რომელსაც რეტის სინდრომი აქვს. ის დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება, ვერ ერთვება აქტივობებში და ინდივიდუალურ ასისტირებას საჭიროებს. მე და მარი ერთმანეთს პირადად არასდროს შევხვედრივართ, ტელეფონით ვუწევ კონსულტაციებს და ხანდახან ტრენინგებსაც ვუტარებ. საოცრად მებრძოლი ადამიანია. გორის გამგეობას თავისი შვილისთვის ინდივიდუალური სპეცმასწავლებელი დაანიშნინა. მას შემდეგ, რაც მისი შვილის ჯგუფში მეორე შშმ ბავშვიც მოვიდა, რომელიც ასევე  ინდივიდუალურ ასისტირებას საჭიროებდა, მარი გაერთიანდა ამ ბავშვის მშობელთან და ახლა უკვე მისთვისაც დაანიშნინა გორის გამგეობას ინდივიდუალური სპეცმასწავლებელი. გორის მუნიციპალიტეტი პირველია რეგიონებს შორის, რომელმაც ერთ ჯგუფში მყოფ 2 შშმ ბავშვს ცალ-ცალკე დაუნიშნა ინდივიდუალური სპეცმასწავლებელი.

დათა კომპიუტერთან ატარებს საღამოს. მე და ნიკოლოზი ვცეკვავთ. ორივეს ძალიან გვიყვარს ცეკვა. ჩემს მეუღლეს კოკო მიჰყავს გასასეირნებლად.

5 აპრილი, ხუთშაბათი

გვიან ვდგებით, რადგანაც სკოლაში არ მივდივართ.

ვემზადები რადიო პირველში მედეა იმერლიშვილის გადაცემაში წასასვლელად. იქაც აუტიზსა და ჩვენს ფონდზე უნდა ვილაპარაკო.

ტელეფონი რეკავს. თქვენს გამოსვლას ვუყურე რადიო თავისუფლებაში და გვინდა სტიკერების აქციაში ჩავერთოთო, - მირეკავს დავით დარსაველიძე, აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციისა და know how ტრენინგცენტრის წევრი. შევთანხმდით საღამოს შეხვედრაზე იმის შესახებ მოსალაპარაკებლად, თუ რა კუთხით ჩაერთვებიან აქციაში.

რადიოში მე და ხათუნა მაკალათია ვართ, ისიც აუტიზმის მქონე ბიჭის დედაა. ხათუნამ ილაპარაკა იმ სპეციალისტების არარსებობაზე, რომლებმაც უნდა  იცოდნენ როგორ იმუშაონ ამა თუ იმ  წრეზე მოსიარულე აუტიზმის მქონე ბავშვებთან. მაგალითად, მუსიკაზე რომ გინდოდეს აუტიზმის მქონე ბავშვის ტარება, ვერ ატარებ, რადგანაც მუსიკის მასწავლებლებმა არ იციან როგორ ეურთიერთონ მათ და როგორ ასწავლონ მუსიკა.

საღამოს ვხვდები დავით დარსაველიძეს. ის ძალიან სასიამოვნო ადამიანია. შემომთავაზა აქციაში თავიანთი ჩართვის რამდენიმე იდეა და ცნობიერების ამაღლების კუთხით შეხვედრის გამართვა, შეხვედრისა, რომელშიც ფონდის წევრები მივიღებთ მონაწილეობას.

სახლში მივდივარ. შევდივარ ფეისბუკში და ფონდის დახურულ ჯგუფში გიგა აქვეყნებს ცნობას შეხვედრის შესახებ, რომელიც ჰქონდა არქიტექტორებთან კამპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით.

ძალიან კარგი ამბებია და ყველა დიდი იმედით შევყურებთ ჩვენი კამპუსის მომავალს.

6 აპრილი, პარასკევი

დღეს წითელი პარასკევია. დილას ვდგებით, ვსაუზმობთ და ვიწყებ სამზადის კვერცხების შესაღებად. ბავშვებს ვუხსნი ამ დღის მნიშვნელობას და მონაწილეობას ვაღებინებ ამ პროცესში. ისინი რიგრიგობით ალაგებენ კვერცხებს ქვაბში.

ნიკოლოზს ვთავაზობ ჯეჯილის საყიდლად გავიდეთ, ამ დროს მოდის დათა და ინგლისურად მეკითხრება why are you going out? (ინგლისურად საუბარი იუთუბვიდეოებიდან ისწავლა). ვეუბნები, რომ ჯეჯილის საყიდლად მივდივართ. მივხვდი, რომ ვერ გაიგო, თუ რა არის ჯეჯილი. მიმყავს კომპიუტერთან და ინტერნეტში ვაჩვენებ ჯეჯილის სურათს. აუტიზმის მქონე ადამიანებს უჭირთ ვერბალურად სიტყვების მნიშველობის გაგება, ამიტომ ვიზუალურად უნდა აჩვენო მათ, რომ გაიგონ, რაზე ესაუბრები. სურათის ნახვის შემდეგ მიხვდა, რაზეც იყო საუბარი.  ავუხსენი, რომ შეღებილი კვერცხები უნდა ჩავალაგოთ ჯეჯილში.

სახლში დაბრუნების შემდეგ ნიკოლოზს ვთავაზობ გარეთ გასვლას, რომ ველოსიპედით ისეირნოს. დათასაც ვეუბნები, წამოიღოს თავისი სკუტერი და ჩვენთან ერთად გამოვიდეს, მაგრამ უარს გვეუბნება. ის კომპიუტერთან რჩება, ჩვენ კი გავდივართ.

მას შემდეგ, რაც შევამჩნიე, რომ ნიკოლოზს დათას მიმართ ეჭვიანობა დაეწყო, პრობლემებმაც იჩინა თავი. რომ მეგონა, ორივე შვილს თანაბრად ვუნაწილებდი დროს, ასე არ ყოფილა თურმე.

იქიდან გამომდინარე, რომ დათას აუტიზმი აქვს, წლების განმავლობაში მას ბევრი რამე არ გამოსდიოდა და როდესაც წლების შედეგ, როგორც იქნა, რაღაც გამოსდის, ჩემი სიხარული ისეთია, ალბათ, ფეიერვერკს შევადარებდი. რადგანაც ნიკოლოზი ტიპიური განვითარების ბავშვია და მისი განვითარება ძალიან ჩვეულებრივად მიმდინარეობს, მისი წარმატებების დროს ჩემი სიხარულის გამოხატვა ვერ არის ისეთი, როგორიც დათას შემთხვევაში.  დათას რაღაც რომ გამხარებია და  შემიხედავს ნიკოლოზისთვის,  ბევრჯერ შემიმჩნევია მისი ძირს დახრილი თვალები.

 ახლა ჩემს თავზე ვმუშაობ, რომ სიხარული ორივესთან დაკავშირებით თანაბრად გამოვხატო. ამას ძალიან დიდი ხელოვნება სჭირდება, ცოტა თამაშიც, თან ისე უნდა ითამაშო, რომ არ შეგამჩნიოს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ფსიქოლოგმა მირჩია, რომ ნიკოლოზთან დღის განმავლობაში მინიმუმ 1 საათი მაინც გავატარო, მხოლოდ ცალკე ნიკოლოზთან.

საღამოს მე და ნიკოლოზი ისევ ვცეკვავთ. დათა და ჩემი მეუღლე ტელევიზორს უყურებენ ერთად.

7 აპრილი, შაბათი

გვიან ვიღვიძებთ ყველა. შაბათ-კვირას ყოველთვის ასე ვართ. საუზმის შემდეგ ექიმთან მივდივარ გეგმიური გამოკვლევების ჩასატარებლად. ძალიან ვუფრთხილდები ჩემს ჯანმრთელობას, რადგანაც დიდი პასუხისმგებლობა მაკისრია ჩემი შვილებისა და საყვარელი ადამიანების მიმართ.

შემდეგ კოკო მიმყავს ვეტერინართან გეგმიური აცრების ჩასატარებლად. კოკო დიდი გაიზარდა და ძალიან მიჭირს მარტოს მისი ტარება, ჩემი მეუღლე ვერ მომყვება, რადგანაც ის ბავშვებთან რჩება. ვეტერინარი მითითებებს მაძლევს, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ მომდევნო სამი დღის განმავლობაში.

საღამოს სურამში წასასვლელად ვემზადებით, კოკოც უნდა წავიყვანოთ თან. ხვალ აღდგომაა და მამის საფლავზე უნდა გავიდე. საღამოს  ბავშვები ეკლესიაში მიმყავს. დათას ცოტა უჭირს ეკლესიაში გაჩერება და, შესაბამისად, იმდენ ხანს ვჩერდებით, რამდენიც მას შეუძლია.

ეკლესიის შემდეგ სახლში ვბრუნდებით, ბავშვები ჩემს ძმასთან ერთად თამაშობენ და ყველა ერთად სასიამოვნოდ ვატარებთ საღამოს.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus



Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

Lipatov Sound заявил о выходе нового трека “Red City”

Новые вызовы и обеспечение технологического суверенитета квалифицированными кадрами обсудили в Москве

В РМАТ ПРОШЕЛ I БИЗНЕС-ФОРУМ ВЫПУСКНИКОВ РМАТ 1999-2023 ГОДА ВЫПУСКА, ПОСВЯЩЕННЫЙ 55-ЛЕТНЕМУ ЮБИЛЕЮ АКАДЕМИИ


Команда ювелирной сети «585*ЗОЛОТОЙ» приняла участие в благотворительном забеге от фонда «Антон тут рядом»

"Возрождение интереса к народному искусству и ремеслам в современном мире"

Relax-медитация объединит города России

Почему употребляющим алкоголь и желающим похудеть надо каждый день пить томатный сок: раскрыта его невероятная польза


Boeing passenger ‘DIES in horror turbulence’ on flight from London sparking emergency landing in latest airline tragedy

Precision in Motion: Exploring Baltic Bearing Company-Riga

UFC plans to be ‘flexible’ in next broadcast rights deal, including potential end to traditional PPV

Move over Harry Kane and Jude Bellingham the real England champ is a 15 yr old SUBBUTEO star


В РМАТ ПРОШЕЛ I БИЗНЕС-ФОРУМ ВЫПУСКНИКОВ РМАТ 1999-2023 ГОДА ВЫПУСКА, ПОСВЯЩЕННЫЙ 55-ЛЕТНЕМУ ЮБИЛЕЮ АКАДЕМИИ

«Байкал Сервис» стал партнером Премии 2ГИС

"Возрождение интереса к народному искусству и ремеслам в современном мире"

Настольный сканер штрих-кодов Heroje H719N


Sea War: Raid 1.131.0

Five new Steam games you probably missed (May 20, 2024)

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

В App Store и Google Play появилась игра The Seven Deadly Sins: IDLE от Netmarble


Estischool - Школа за британською програмою


Топ 3 лучших спектакля июня

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о компенсации части затрат на путевки в оздоровительные лагеря в рамках нацпроекта «Семья»

«Лето. Москва. Шавасана» — в Москве пройдёт Международная Конференция Йога Журнала

Воскресшего Иисуса могут дополнительно установить в церквях, вместо черепа.




Посмотрите на дату своего рождения: эта цифра там встречается у всех гениев

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

Воскресшего Иисуса могут дополнительно установить в церквях, вместо черепа.

Актер Павел Прилучный подал в суд на Муцениеце из-за прав их детей


Петербург попал в топ-3 регионов России по качеству жизни

Сбер "оживил" некоторые картины на выставке "Васнецовы. Связь поколений"

Россияне встретят начало лета на морских курортах

В строящейся школе в ЖК «Резиденции Сколково» Одинцова начали монолитные работы


Рахимова на отказе соперницы вышла в четвертьфинал турнира в Рабате

Рыбакина узнала свое место в новом мировом рейтинге

Почеттино может возглавить «МЮ», Надаль думает о продолжении карьеры. Главное к утру

Арина Соболенко сняла траур по Кольцову и завела новые романтические отношения


Россияне встретят начало лета на морских курортах

Владимир Ефимов: Культурный центр построили в районе Краснопахорский

В строящейся школе в ЖК «Резиденции Сколково» Одинцова начали монолитные работы

В Кремле сообщили о желании РФ выстраивать добрые отношения со странами Африки


Музыкальные новости

Настоящая дружба: как Федук и OG Buda выглядели до популярности

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

Дженнифер Лопес без Бена на премьере фильма в платье с глубоким вырезом

Депутат ЗСК Виктор Тепляков провёл комиссионный осмотр детского сада на улице Чебрикова



Врач дерматолог-косметолог Мадина Байрамукова: в чем отличие химических фильтров от физических

«Лето. Москва. Шавасана» — в Москве пройдёт Международная Конференция Йога Журнала

Воскресшего Иисуса могут дополнительно установить в церквях, вместо черепа.

Санкт-Петербург не смог обойти Москву в рейтинге жизни населения


Футболисты ФК «Динамо Пушкино» заняли второе место в межрегиональном турнире Laffy Cup 2024

Москва возглавила рейтинг качества жизни среди регионов России

В Нижнем Новгороде откроется "Школа 21" от Сбера

Собянин: В Москве не станут запрещать движение электросамокатов по тротуарам


Жители ЖК iLove сэкономят более 146 часов в год благодаря подземному паркингу

Собянин: В Москве не станут запрещать движение электросамокатов по тротуарам

В Москве прошли следственные действия по адресу журнала "Компания"

На юго-востоке Москвы оказалось затруднено движение из-за ДТП с шестью машинами


Санкт-Петербург не смог обойти Москву в рейтинге жизни населения

Кадыров пригласил Путина посетить Чечню

НАЛОГИ С ЗАРПЛАТ И НДС МОГУТ ОТМЕНИТЬ?! Государственная Дума и Правительство РФ оптимизируют налоги.

Кадыров заявил, что встретился с Путиным в Москве и пригласил его в Чечню


Шизофрения и болезнь Альцгеймера: симптомом какой болезни может стать потеря обоняния

Коронавирус FLiRT выявили в России




Реанимационное оборудование «Швабе» позволяет лечить новорожденных массой от 500 граммов

Пациенты больницы принял участие в фестивале

Врач дерматолог-косметолог Мадина Байрамукова: в чем отличие химических фильтров от физических

Вкусно и безопасно: гастроэнтеролог Садыков назвал 5 продуктов, снижающих холестерин


Зеленский пожаловался, что западная помощь опаздывает


Две бронзы выиграли забайкалки на международных соревнованиях по киокусинкай «Moscow Cup 2024»

Чья компания сильнее всех?

Гонки на яхтах и практики лидеров рынка: предприниматели Татарстана станут участниками образовательной регаты в Москве

В Нижнем Тагиле прошел десятый благотворительный забег ЕВРАЗа и городской спортивный праздник «Дай пять!»


Путин встретится с Лукашенко в Минске

Лукашенко в Минске проведет переговоры с Путиным, который 23-24 мая совершит официальный визит в Беларусь

Путин сегодня вечером вылетит в Минск, где встретится с Лукашенко

БелТА: Путин обсудит с Лукашенко связи Москвы и Минска, а также внешнюю политику



Собянин: в ТиНАО будет построено 10 детских садов и 11 поликлиник

Собянин пригласил москвичей и гостей столицы на фестиваль «Рыбная неделя»

Собянин: В ТиНАО в программу реновации включили 268 домов

В московской мэрии не планируют запрещать самокатам ездить по тротуарам


Санкт-Петербург не смог обойти Москву в рейтинге жизни населения

АО «Транснефть – Дружба» провело экологические акции

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге: «Ингушетия может стать настоящим открытием даже для опытных туристов»

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о перспективах развития туризма в Ингушетии


Петербург попал в топ-3 регионов России по качеству жизни

Владимир Ефимов: Культурный центр построили в районе Краснопахорский

В строящейся школе в ЖК «Резиденции Сколково» Одинцова начали монолитные работы

Собянин назвал социальные объекты, которые будут открыты в Новой Москв


Общее дело: в новом сезоне волонтеры продолжат работу по сохранению объектов культурного наследия в Архангельской области

АО «Транснефть - Север» провело плановое учение на НПС в Архангельской области

Беспроводной сканер штрих-кодов SAOTRON P05i промышленного класса

«Северная красота» пусков Плесецка


Массовая драка произошла на одной из улиц Симферополя

Выставка славянских истоков «В бессмертье уходит всеведенье литер простых»

«Дефицитный продукт». В Севастополе малогабаритки стали дороже, Симферополь продемонстировал падение стоимости квадрата

Книжная тематическая полка « Русский писатель марийской земли»


В Москве задержан мужчина по подозрению в растлении детей и съемке порно

Участки под строительство магазинов в ТиНАО и Зеленограде выставили на городские торги

БелТА: Путин обсудит с Лукашенко связи Москвы и Минска, а также внешнюю политику

Здесь все по делу! Предприниматели Москвы съехались на форум












Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Даниил Медведев идет третьим в чемпионской гонке ATP, Андрей Рублев — пятый






Массовая дорожная авария произошла на юго-востоке столицы

Сбер "оживил" некоторые картины на выставке "Васнецовы. Связь поколений"

Общественную территорию в Зарайске улучшат в следующем году

Россияне встретят начало лета на морских курортах