„ციანიდის საქმეზე“ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ადვოკატებმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართეს მათი დაცვის ქვეშ მყოფის შეწყალების თხოვნით. ერთ-ერთი ადვოკატის, გიორგი ფანცულაიას განცხადებით, საქმეში დღემდე არსებობს არაერთი უპასუხო შეკითხვა და სამართლებრივი დარღვევა. გიორგი მარგველაშვილისთვის გაგზავნილ წერილში ადვოკატები აღნიშნავენ, რომ მხოლოდ პრეზიდენტს აქვს შესაძლებლობა გაათავისუფლოს „უკანონო პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებული, რომლის საკანში ყოფნის თითოეული დღე... ჩვენი ღრმა რწმენით, ქართული დემოკრატიის დარტყმას წარმოადგენს.“
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მისულ ადვოკატებს შეხვდა შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ზვიად ქორიძე. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ შეწყალების თხოვნის განხილვას აქვს კანონით დადგენილი პროცედურები, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება. შეწყალების თხოვნა რამდენიმე დღეში გაიგზავნება საპატიმრო დაწესებულებაში, სადაც დოკუმენტს ხელი მსჯავრდებულმა უნდა მოაწეროს. გიორგი მამალაძის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის განმარტებით,პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნა არ ნიშნავს, რომ დეკანოზი ბრალს აღიარებს. რამიშვილის ინფორმაციით, „ციანიდის საქმეზე“ დავა სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგრძელდება.
პროკურატურა დეკანოზ გიორგი მამალაძეს ბრალს სდებდა კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის ანგარებით, განზრახ მკვლელობის მომზადებაში მომწამლავი ნივთიერების, ციანიდის გამოყენებით.
2017 წლის სექტემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ გიორგი მამალაძე დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. 2018 წლის თებერვალში, საქალაქო სასამართლოს განაჩენი უცვლელად დატოვა თბილისის სააპელაციო სასამართლომ. 2018 წლის აგვისტოში, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატამ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება და უარი თქვა ადვოკატების საკასაციო საჩივრის განხილვაზე.
Директор Росгвардии генерал армии Виктор Золотов принял участие в посвященных 100-летию дивизии имени Ф.Э. Дзержинского торжественных мероприятиях
Директор Росгвардии генерал армии Виктор Золотов принял участие в посвященных 100-летию дивизии имени Ф.Э. Дзержинского торжественных мероприятиях
СЕНСАЦИОННЫЙ ДОКЛАД ПРО ДЕЛО СКРИПАЛЕЙ, САФРОНОВА, ГОЛУНОВА.
Филиал № 4 ОСФР по Москве и Московской области информирует:
Отделение СФР по Москве и Московской области выплатило единовременное пособие при передаче ребенка на воспитание в семью 474 семьям региона
В безобразном состоянии: Андрей Разин забросил могилу своего 16-летнего сына
Сказка театра Ульгэр в Бурятии «Волшебный платок бабушки Дари» - это захватывающее путешествие в мир волшебства - Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети:
Группа Metallica даст виртуальный концерт в Fortnite 22 июня
Театр и Цирк, Культура и Концерт, Россия и Дети: «Волшебные башмачки Элли» - эта постановка создана по мотивам знаменитой сказки Александра Волкова «Волшебник Изумрудного города»
Концертный директор для музыкантов. Концертный директор для певцов. Концертное агентство в Москве. Букинг агентство. Организация концертов и гастролей.
В рейтинге развития Тамбовская область за 2023 год опустилась на три места
Почти 40 пар поучаствовали в турнире по конкуру на Кубок Гагарина в Щелкове
Те самые русские с флагами на матче-открытия Евро — мы их нашли! Как попали на стадион и как реагируют вокруг?