Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2018

Новости за 30.08.2018

ცხინვალიდან გათავისუფლებულმა ახალგაზრდებმა ჩვენება მისცეს ქართველ სამართალდამცველებს

Radiotavisupleba.ge 

გვიან ღამით მცხეთის პოლიციაში დასრულდა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ გათავისუფლებული საქართველოს 5 მოქალაქის გამოკითხვა. როგორც პოლიციის შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებს ერთ-ერთმა გათავისუფლებულმა ვახტანგ გუბელაძემ განუცხადა, დაკავების შემდეგ რუსმა სამხედროებმა თავდაპირველად რუსულ სამხედრო ბაზაზე წაიყვანეს, შემდეგ კი სამი დღე ცხინვალის იზოლატორში იმყოფებოდნენ. მისივე თქმით, ფიზიკურ ან სიტყვიერ ძალადობას ადგილი არ ჰქონია. როგორც გათავისუფლებულები აცხადებენ, მათი დაკავება ყელიწადის ტბაზე მას შემდეგ მოხდა, რაც გზა აებნათ.

უეფას ჩემპიონთა ლიგაზე გაიმართა ჯგუფური ეტაპის წილისყრა

Radiotavisupleba.ge 

ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე - ჩემპიონთა ლიგაზე 2018-2019 წლების სეზონის მონაწილე ოცდათორმეტი გუნდი რვა ჯგუფში გადანაწილდა. წილისყრა მონაკოში გაიმართა. ჯგუფური ეტაპის შეხვედრები კი 18 სექტემბერს დაიწყება. მერვედფინალში რვავე ჯგუფის ორ-ორი საუკეთესო გუნდი გავა და ტიტულისთვის ბრძოლას ორმატჩიანი (შინ-სტუმრად) სისტემით გაგრძელდება. ლიგის ფინალს მადრიდი უმასპინძლებს 2019 წლის 1 ივნისს.   A ჯგუფი ატლეტიკო (ესპანეთი) დორტმუნდი (გერმანია) მონაკო (საფრანგეთი) ბრიუგე (ბელგია)   B ჯგუფი... Читать дальше...

უეფას გასული სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ლუკა მოდრიჩი

Radiotavisupleba.ge 

უეფამ ჩემპიონთა ლიგის 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა. მონაკოში გამართულ დაჯილდოვების ცერემონიალზე პოზიციების მიხედვით პრიზები ასე გადანაწილდა: საუკეთესო მეკარე: კეილორ ნავასი („რეალი") საუკეთესო მცველი: სერხიო რამოსი („რეალი") საუკეთესო ნახევარმცველი: ლუკა მოდრიჩი („რეალი") საუკეთესო თავდამსხმელი: კრიშტიანუ რონალდუ („იუვენტუსი") 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა ლუკა მოდრიჩი, რომელმაც აჯობა უმთავრეს კონკურენტებს - კრიშტიანუ რონალდუსა და მოჰამედ სალაჰს.

გურამ კაშია: მე გავაგრძელებ ფეხბურთის თამაშს და მხარს დავუჭერ ადამიანების თანასწორობას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ნაკრების წევრი გურამ კაშია უეფამ თანასწორობის პრიზით დააჯილდოვა. მონაკოში გამართულ ტრადიციულ - ყოველწლიური დაჯილდოების -ცერემონიალს ქართველი ფეხბურთელი „სან ხოსეს“ შემადგენლობაში გასამართი მატჩის გამო ვერ დაესწრო და უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა სცენაზე საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ლევან კობიაშვილს, უხმო. ჩეფერინმა თქვა, რომ მიესალმება გურამის გამბედაობასა და სიმტკიცეს, რადგან მისი ქმედებები მეტად მნიშვნელოვანი ნაბიჯია თანასწორობის პრინციპის მხარდაჭერის კუთხით. Читать дальше...

აშშ-მა თავის მოქალაქეებს კიდევ ერთი წლით აუკრძალა ჩრდილოეთ კორეაში გამგზავრება

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 2019 წლის 31 ივლისამდე გაახანგრძლივა ამერიკელი მოქალქეებისათვის მოგზაურობის აკრძალვა ჩრდილოეთ კორეაში. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის შეტყობინებაში, რომელიც აშშ-ის ფედერალური რეესტრის საიტზეა გამოქვეყნებული. სახელმწიფო დეპარტამენტში განმარტავენ, რომ აშშ-ის მოქალაქეებისათვის ჩრდილოეთ კორეაში დღემდე არსებობს დაპატიმრებისა და ხანგრძლივი დაკავების რეალური საფრთხე. ჟურნალისტებსა და ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანმშრომლებს ჩრდილოეთ კორეაში ჩასვლა სპეციალური ნებართვით შეუძლიათ. Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი: „აღარ ვარ ორმაგი მოქალაქე“

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებლი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ საფრანგეთის პრემიერმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა ხელი მოაწერეს განკარგულებას, რომლის მიხედვით, იგი აღარ ითვლება საფრანგეთის მოქალაქედ. „არ შეიძლება ქვეყნის პრეზიდენტი ამავდროულად იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე. მე ამ გადაწყვეტილებას ვიღებ სრული პასუხისმგებლობით და ეს არის აუცილებელი. მე ძალიან ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ ამ დღიდან მხოლოდ საქართველოს მოქალაქე ვარ“, -განაცხადა ზურაბიშვილმა და ხაზი გაუსვა იმ დიდ დახმარებას... Читать дальше...

“თუ ხალხი იტყვის, რომ კობა დავითაშვილი გვჭირდება პარლამენტში, მე დავბრუნდები”

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter კობა დავითაშვილის განცხადებით, თუ ქვეყნის მასშტაბით რომელიმე ოლქში გამოთავისუფლდება მაჟორიტარის ადგილი, ის კენჭს იყრის და ამომრჩევლის სურვილის შემთხვევაში პოლიტიკაში დაბრუნდება. ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იბერია”-ს გადაცემა “თავისუფალ სივრცეში” სტუმრობისას ისაუბრა. “იმისათვის, რომ დავბრუნდე პოლიტიკაში მე ხალხმა უნდა ამირჩიოს სადმე, სადაც მაჟორიტარული ოლქი გათავისუფლდება, დამოუკიდებელ კანდიდატად ვიყრი კენჭს, თუ ხალხი იტყვის, რომ […]

სირია აცხადებს, რომ მისი არმია ემზადება იდლიბზე მასშტაბური იერიშისთვის

Radiotavisupleba.ge 

სირიამ აღიარა, რომ ემზადება მასშტაბური იერიშისთვის იდლიბის პროვინციაში გამაგრებული მეამბოხე მებრძოლების წინააღმდეგ, იმ ფონზე, როცა მისი მოკავშირე, რუსეთი ხმელთაშუა ზღვაში გეგმავს მასშტაბური საზღვაო წვრთნების ჩატარებას. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან ლაპარაკის შემდეგ, სირიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვალიდ ალ-მუალემმა 30 აგვისტოს განაცხადა, რომ მისი ქვეყნის არმია "მაქსიმალურად შეუტევს" იდლიბს და მისი "მთავარი სამიზნე" იქნება ალ-ნუსრას ფრონტი, რომელსაც, მისი თქმით, ალ-ყაიდასთან აქვს კავშირი. Читать дальше...



გურამ კაშიას ჯილდოს ლევან კობიაშვილი ჩაიბარებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრი გურამ კაშია ვერ დაესწრება უეფას მიერ ორგანიზებულ დაჯილდოების ცერემონიალს. ღონისძიება მონაკოში დღეს გაიმართება და ქართველ ფეხბურთელს გადაეცემა თანასწორობის პრიზი ლგბტ თემის მხარდაჭერისთვის. პრიზის მისაღებად სცენაზე ავა  საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი, ხოლო შემდეგ, სავარაუდოდ კაშიას ვიდეომიმართვას მოისმენენ. გურამ კაშიამ 2017 წელს ჰოლანდიის „ვიტესის“ რიგებში, ლგბტ თემის მხარდასაჭერ აქციაში მიიღო მონაწილეობა და ჰოლანდიის საფეხბურთო... Читать дальше...

„უნდა შეიქმნას საქართველოს მოქალაქეთა უკანონო დაკავებების ტერიტორიული რუკა“

Radiotavisupleba.ge 

მოლაშქრე ირინა პაიჭაძე თრუსოს ხეობაში,  მოლაშქრეთა სხვა ჯგუფებთან ერთად, ბოლო სამ წელიწადში 8-ჯერ იმყოფებოდა, უკანასკლენელად - ერთი თვის წინ.

გურამ კაშიას თამაში - მეტი, ვიდრე ფეხბურთი

Radiotavisupleba.ge 

გურამ კაშიას მხარდამჭერების აქტიურობა არ შემოიფარგლება მხოლოდ სოციალური ქსელებითა და მედიასაშუალებებით. ბევრი მათგანი 9 სექტემბერს დინამო-არენაზე დანიშნულ საქართველო-ლატვიის მატჩზე მისვლას და საქართველოს ეროვნული ნაკრების ვიცე-კაპიტნის მხარდაჭერას აპირებს.

ოკუპირებული აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელ მუჟავასა და ჭალეში გზის დაგებას ითხოვენ

Radiotavisupleba.ge 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალესა და მუჟავაში გზების დაგების მოთხოვნით საპროტესტო აქცია გაიმართა. ორივე სოფელი ოკუპირებულ აფხაზეთს ესაზღვრება და, როგორც ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, მრავალწლიანი მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლებამ მათ, თუნდაც ამ გარემოების გათვალისწინებით, პრობლემა არ მოუგვარა.

რუსთავში ქალს ავტომობილი დაეჯახა

Radiotavisupleba.ge 

30 აგვისტოს, შუადღისას, რუსთავში, შარტავას მოედანზე, შუქნიშანთან, შუა ხნის ქალს „ოპელის“ მარკის ავტომობილი დაეჯახა. ადგილზე გამოძახებულმა სასწრაფო დახმარების მანქანამ დაზარალებული კლინიკა „რუსთავში“ გადაიყვანა. ექიმები ამჟამად მისი დაზიანების ხარისხს ადგენენ. მძღოლის განცხადებით, ის 40 კმ/საათით მოძრაობდა და შეეცადა არიდებოდა სწრაფად მომავალ სამარშრუტო მანქანას. მისივე თქმით, ქალი მწვანე შუქნიშანზე გადადიოდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია, რომელიც ავარიის დეტალებს სწავლობს.

სასწავლო წლის დასაწყისში აღმოსავლეთ უკრაინაში შემცირდა სროლის ინტენსივობა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის არმია და რუსეთის მიერ მხარდაჭერილი სეპარატისტები ერთმანეთს ადანაშაულებენ ცეცხლის შეწყვეტის ახალი ხელშეკრულების დარღვევაში, ახალი სასწავლო წლის დასაწყისში. მაგრამ სააგენტო UNIAN-ის თანახმად, უკრაინის არმიამ 30 აგვისტოს დილით გამოაცხადა, რომ მის პოზიციებზე შემცირდა სროლის ინტენსივობა, მას შემდეგ, რაც შეთანხმება 29 აგვისტოს ღამით ამოქმედდა. 2014 წლის აპრილის შემდეგ 10300-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა ბრძოლას კიევის ძალებს და დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების ნაწილებზე დაპატრონებულ სეპარატისტებს შორის.

ფარული ჩანაწერი - ძიუდოისტი ბექა ღვინიაშვილი ჟურნალისტს დაემუქრა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში მცხოვრებმა ჟურნალისტმა დავით ავალიშვილმა თავისი ფეისბუქის გვერდზე გაავრცელა ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც მას საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ბექა ღვინიაშვილი სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებს და ემუქრება. ავალიშვილი ქართულ ძიუდოში არსებულ შიდა დაპირისპირებას სოციალურ ქსელში აქტიურად ეხმაურება. ბოლო თვეებში ის საქართველოს ძიუდოს ფედერაციას აკრიტიკებდა, რამდენიმე დღის წინ კი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების დაკომპლექტების შესახებ გააკეთა კრიტიკული განცხადება. ბევრი ქომაგის აზრით... Читать дальше...

როდის აშენდება უპატრონო ძაღლების თავშესაფარი კახეთში

Radiotavisupleba.ge 

უპატრონო ძაღლების რაოდენობა და მათ მიერ ადამიანების დაკბენის შემთხვევები კახეთში ყოველწლიურად მატულობს. უპატრონო ცხოველებს ვხვდებით ყველგან - ბაზარში, სადარბაზოებთან, კვების ობიექტებთან და იმ შენობების კიბეებზეც კი, სადაც, წესით, მათი პრობლემის მოგვარებაზე უნდა ზრუნავდნენ.

5 შეკითხვა (და პასუხი) The Chemical Brothers-ის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

სულ თავიდან იყო Dust Brothers - ლეგენდარული ამერიკელი პროდიუსერების დუეტი, რომლებსაც Beastie Boys-ის Paul’s Boutique აქვთ გაკეთებული და კიდევ Beck-ის ორი ალბომი და Fight Club-ის საუნდტრეკი და სხვა ბევრი რამ. ამათ პატივსაცემად ბრიტანელმა მუსიკოსებმა ტიმ როულენდსმა და ედ სიმონსმა ასევე დაირქვეს The Dust Brothers.

წითელი ჯვარი – დაკავებული ახალგაზრდების ოჯახებს დახმარება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში აღვუთქვით

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter თრუსოს ხეობასთან დაკავებული პირების ოჯახებს ახალგაზრდების გათავისუფლებაში დახმარება ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში აღვუთქვით, -ამის შესახებ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა, სევერინ შაპაზმა განაცხადა. „როგორც საინფორმაციო საშუალებებმა გუშინ განაცხადეს, ოჯახები წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტში დაგვიკავშირდნენ. მათი სურვილი იყო შეგვხვედროდნენ და ამ საკითხზე ჩვენთან პირადად ესაუბრათ. შინაარსს სამწუხაროდ ვერ გავასაჯაროებ, რადგან... Читать дальше...

თრუსოს ხეობაში დაკავებული 5 პირი თავისუფალია

Radiotavisupleba.ge 

თრუსოს ხეობაში ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო ბრალდებით დაკავებული ხუთი პირი გაათავისუფლეს. გათავისუფლებულ ახალგაზრდებს ერგნეთში ოჯახის წევრები დახვდნენ. ხუთივე მათგანიგამოკითხვის მიზნით, მცხეთის პოლიციაში გადაიყვანენ. დე ფაქტო სამხრეთ ოსეთში მათისასამართლო პროცესი 29 აგვისტოს გაიმართა,თუმცა საჯარიმო თანხის გადახდის შემდეგ,ისინი ცხინვალის იზოლატორიდან 30 აგვისტოს გაათავისუფლეს. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო რესპუბლიკის საინფორმაციო სააგენტო „რესი“-სთანახმად, ჯავის რაიონში, ყელის ტბასთან... Читать дальше...

Новости России
Москва

Армяне в Великой Отечественной войне: Иван Георгиевич Магакьян


"ისინი ადარებენ თავიანთ მდგომარეობას ღია ჭრილობას"

Radiotavisupleba.ge 

30 აგვისტოს უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მსოფლიო დღე აღინიშნება. საქართველოში დღეს 2400-ზე მეტი ადამიანი ითვლება უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ამბობს მაია ქარდავა, "წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის" საქართველოს წარმომადგენლობის კომუნიკაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.

სირიაში დაძაბულობის ზრდის ფონზე, რუსეთი იწყებს სამხედრო წვრთნებს ხმელთაშუაზღვისპირეთში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთი აცხადებს, რომ მიმდინარე კვირაში მასშტაბურ სამხედრო წვრთნას ჩაატარებს ხმელთაშუაზღვისპირეთში - იმ ფონზე, როცა მოსკოვსა და დასავლეთს შორის დაძაბულობა მატულობს სირიის საკითხზე. წვრთნა გაიმართება 1-8 სექტემბერს და მოიცავს 25 საზღვაო და 30 საჰაერო ხომალდს, იუწყება რუსეთის თავდაცვის სამინისტრო. მისი ცნობით, მანევრები კონცენტრირებული იქნება საჰაერო იერიშების, წყალქვეშა ხომალდების და ნაღმების მოგერიებაზე. ამ განცხადების ფონია ცნობები, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი, მოსკოვის მოკავშირე, მასშტაბური... Читать дальше...

იტალიის შს მინისტრის მშობლების სახლი ქართველებმა გაძარცვეს

Radiotavisupleba.ge 

იტალიის შს-ის მინისტრის მშობლების ბინის გაქურდვამდე,  აგვისტოს შუა რიცხვებში, ქართული წარმომავლობის 5 ადამიანისგან შემდგარმა ჯგუფმა  მილანის ბანდ ნერესა და პრიმატიჩიოს რაიონებში 7 სახლი გაქურდა. ამ რაიონში ცხოვრობენ შინაგან საქმეთა მინისტრის მატეო სალვინის მშობლებიც.  ამის შესახებ ინფორმაციას  გაზეთი  Milanotoday აქვეყნებს. გაზეთის მიხედვით, ჯგუფის წევრების ასაკი 26-დან 34 წლამდეა. შინაგან საქმეთა მინისტრის მშობლების სახლი მათ აგვისტოს შუა რიცხვებში გაძარცვეს, მძარცველები პოლიციამ  27 აგვისტოს დააკავა. Читать дальше...

გარდაიცვალა მომღერალი და დეპუტატი იოსიფ კობზონი

Radiotavisupleba.ge 

რუსული საინფორმაციო წყაროების თანახმად, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი მომღერალი, საბჭოთა კულტურის სიმბოლო და კრემლის ერთგული დეპუტატი, იოსიფ კობზონი. სიკვდილის მიზეზები არ სახელდება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მომღერალს კიბო აქვს და გასულ თვეში საავადმყოფოში მოხვდა ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო. კობზონი მმართველი პარტიის, ერთიანი რუსეთის დეპუტატი იყო პარლამენტში. ის საბჭოთა დროს ძალიან პოპულარული გახდა, ძირითადად პატრიოტული სულისკვეთების ბალადების რეპერტუარით. მას საბჭოთა ფრენკ სინატრასაც კი უწოდებდნენ. Читать дальше...

გარდაიცვალა მომღერალი იოსიფ კობზონი

Radiotavisupleba.ge 

რუსული საინფორმაციო წყაროების თანახმად, 80 წლის ასაკში გარდაიცვალა ცნობილი მომღერალი, საბჭოთა კულტურის სიმბოლო და კრემლის ერთგული დეპუტატი, იოსიფ კობზონი. სიკვდილის მიზეზები არ სახელდება. მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ მომღერალს კიბო აქვს და გასულ თვეში საავადმყოფოში მოხვდა ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების გამო. კობზონი მმართველი პარტიის, ერთიანი რუსეთის დეპუტატი იყო პარლამენტში. ის საბჭოთა დროს ძალიან პოპულარული გახდა, ძირითადად პატრიოტული სულისკვეთების ბალადების რეპერტუარით. მას საბჭოთა ფრენკ სინატრასაც კი უწოდებდნენ. Читать дальше...

რუსეთი აშშ-ს აფრთხილებს არ მიიტანოს იერიში სირიაზე ქიმიური თავდასხმების გამო

Radiotavisupleba.ge 

ვაშინგტონში რუსეთის საელჩო აცხადებს, რომ აშშ-ის ოფიციალური პირები გააფრთხილა არ მიმართონ რაიმე "გაუმართლებელ და უკანონო აგრესიის აქტს", რითიც უპასუხა აშშ-ის მხრიდან ბოლო პერიოდში გამოთქმულ გაფრთხილებებს, რომ ის სამაგიერო იერიშს განახორციელებს სირიის მთავრობის მიერ ქიმიური იარაღით განხორციელებულ ნებისმიერ ახალ თავდასხმაზე. "აშშ გავაფრთხილეთ სირიაში არ განახორციელოს აგრესიის კიდევ ერთი გაუმართლებელი და უკანონო აქტი. სირიაში დაძაბულობის ესკალაცია არავის ეროვნულ ინტერესებში არ შედის" - აცხადებს საელჩო... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Азаренко вышла в 1/16 финала турнира WTA-1000 в Риме






«Мне нравится жить в лесу». Судьба детей-актеров СССР из взрослых фильмов

"Динамо" обыграло "Балтику", дважды забив в компенсированное время

Легковушка и две «Газели» загорелись на юге Москвы

В Подмосковье в ночь на воскресенье ожидаются заморозки до минус 1 градуса