Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2018

Новости за 16.08.2018

ქუთაისის „ტორპედო“ "ევროპა ლიგის" პლეი-ოფში გავიდა

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ უეფას "ევროპა ლიგის" ჯგუფურ ტურნირს ერთადერთი ეტაპის აშორებს. საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში, ალბანეთის „კუკესთან“ სტუმრად 0:2 წააგო, მაგრამ ორი თამაშის ჯამში მაინც გამარჯვებული გამოვიდა, რადგან ერთი კვირის წინ მეტოქეს თბილისში 5:2 აჯობა. ევროპა ლიგის პლეი ოფში „ტორპედო“ ბულგარეთის ჩემპიონს - „ლუდოგორეცს“ შეხვდება, რომელმაც მესამე საკვალიფიკაციო ეტაპიდან ბოსნიის „ზრინსკი“ გამოთიშა. პირველი თამაში 23 აგვისტოს თბილისში გაიმართება... Читать дальше...

გენო პეტრიაშვილი: „მერწმუნეთ, არ მიმიქცევია ყურადღება მაისურის ფერისთვის“

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა, მსოფლიოს ჩემპიონმა გენო პეტრიაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა განცხადება რუსეთში გადაღებულ სკანდალურ ფოტოსთან დაკავშირებით. „მოგესალმებით. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ჩემი და ჩემი თანაგუნდელების ფოტოსთან დაკავშირებით მინდა ვთქვა. ფოტო გადაღებულია 2018 წლის ევროპის ჩემპიონატზე დაღესტანში, სადაც ჯაბო თედეევმა გვთხოვა ფოტოს გადაღება თავისივე გამოსახულებიანი მაისურით და ჩვენ მეგობრულად დავთანხმდით რადგან ჩვენი დიდი გულშემატკივარია და ვმეგობრობთ. Читать дальше...

გიორგი იანტბელიძე: „ჩვენ რუსეთს კი არა, მეგობარ მწვრთნელს ვეცით პატივი“

Radiotavisupleba.ge 

ქართველი მოჭიდავეების სკანდალური ფოტო, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა, სამი თვის წინაა გადაღებული, დაღესტნის ქალაქ კასპიისკში გამართული ევროპის ჩემპიონატისას. საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის - გიორგი იანტბელიძის განცხადებით, მას და ქართული დელეგაციის რამდენიმე წევრს რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელის ძამბოლატ თედეევის პორტრეტით დამშვენებული მაისურები საჩუქრად იქაურმა მეგობრებმა გადასცეს და ერთად ფოტოს გადაღება სთხოვეს. „თედეევი საქართველოშია დაბადებული. Читать дальше...

ქართველმა მოჭიდავეებმა მხარი დაუჭირეს ჩრდილოეთ ოსეთის პარლამენტის დეპუტატს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა და მთავარმა მწვრთნელმა რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი მაისურები მოირგეს. ფოტო, რომელიც „რადიო თავისუფლებას“ ახლახან მიაწოდეს, სოციალურ ქსელში სწრაფად ვრცელდება. ფოტოზე ქართველი და რუსი მოჭიდავეები ერთად დგანან. მსოფლიოს ჩემპიონებს გენო პეტრიაშვილსა და ზურაბ იაკობიშვილს და ნაკრების თავკაც გიორგი იანტბელიძეს ერთნაირი მაისურები აცვიათ, რომელზეც რუსეთის დროშის ფონზე გამოსახულია ძამბოლატ თედეევის ფოტო. თედეევი რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და ჩრდილო ოსეთის პარლამენტის დეპუტატია. Читать дальше...

ქართველმა მოჭიდავეებმა მხარი დაუჭირეს დე ფაქტო ოსეთის პარლამენტის დეპუტატს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა და მთავარმა მწვრთნელმა რუსეთის დროშის ფერებში შეკერილი მაისურები მოირგეს. ფოტო, რომელიც „რადიო თავისუფლებას“ ახლახან მიაწოდეს, სოციალურ ქსელში სწრაფად ვრცელდება. ფოტოზე ქართველი და რუსი მოჭიდავეები ერთად დგანან. მსოფლიოს ჩემპიონებს გენო პეტრიაშვილსა და ზურაბ იაკობიშვილს და ნაკრების თავკაც გიორგი იანტბელიძეს ერთნაირი მაისურები აცვიათ, რომელზეც რუსეთის დროშის ფონზე გამოსახულია ძამბოლატ თედეევის ფოტო. თედეევი რუსეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი და დე ფაქტო ოსეთის პარლამენტის დეპუტატია.

სხვათა დადანაშაულების ავტოკრატული მეთოდები თურქეთის, რუსეთის, ირანის ლიდერთა რეპერტუარში

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი, თავის ქვეყანაში პრაქტიკულად მონოპოლიას ფლობს ძალაუფლებაზე - აკონტროლებს ეკონომიკას, მედიას, არმიას.

რატომ არ გადაიცა პირველ არხზე კუკესი“-„ტორპედოს“ მატჩი – მაუწყებლის განცხადება

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter ქუთაისის „ტორპედო“-ალბანეთის „კუკესი“ მატჩებთან დაკავშირებით, პირველი არხი განცხადებას ავრცელებს. “ქუთაისის „ტორპედო“-ალბანეთის „კუკესი“ მატჩებთან დაკავშირებით  საზ.მაუწყებელი ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა ალბანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელთან ლიცენზიის გაცვლის შესახებ. სამწუხაროდ, ალბანურმა კლუბმა ტრანსლაციის უფლებები გერმანულ სადისტრიბუციო კომპანიას მიჰყიდა. ალბანეთის მაუწყებლის დიდი სურვილის მიუხედავად, მატჩების გაცვლა არ მოხერხდა, რადგან კლუბმა თავად აწარმოა მოლაპარაკება შუამავალ კომპანიასთან. Читать дальше...

წერილი სტალინს, უსამართლო რეპრესიები და მსხვერპლთა რეაბილიტაცია

Radiotavisupleba.ge 

საბჭოთა რეჟიმისას დაზარალებულთა ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა რეაბილიტაციის პერიოდი დღემდე გრძელდება. გასული საუკუნის 50-იან წლებში შუა აზიაში გადასახლებულნი და მათი ოჯახის წევრები ამბობენ, რომ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება ამ დრომდე არ მომხდარა.



ტაჯიკეთში დააკავეს ხუთი პირი უცხოელი ველოსიპედისტების მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანით

Radiotavisupleba.ge 

ტაჯიკი ოფიციალური პირების განცხადებით, დაკავებულია ხუთი მამაკაცი 29 ივლისს ოთხი უცხოელი ველოსიპედისტის მკვლელობასთან კავშირში ეჭვმიტანით. ამასთან, დაკითხვას უპირებენ რუსეთში მყოფ 20 ტაჯიკ მიგრანტს. ტაჯიკეთის პოლიციის 16 აგვისტოს ცნობით, ხუთი მამაკაცი გასულ კვირაში დააკავეს ნორაკში - ეჭვმიტანილებიდან ორი პირის მშობლიურ ქალაქში. 29 ივლისს ავტომანქანა დაეჯახა უცხოელ ველოსიპედისტებს, რის შემდეგაც მანქანიდან ჩასულმა თავდამსხმელებმა ცივი იარაღი გამოიყენეს მათ წინააღმდეგ. მოკლულ იქნენ ორი ამერიკელი, ერთი შვეიცარელი და ერთი ჰოლანდიელი... Читать дальше...

გარდაიცვალა დიდი ამერიკელი მომღერალი, არეტა ფრენკლინი

Radiotavisupleba.ge 

გარდაიცვალა ამერიკელი მომღერალი, „სოულის დედოფლად“ აღიარებული არეტა ფრენკლინი, რომელიც მთელმა მსოფლიომ გაიცნო, მაგალითად, ჰიტებით „Respect”, “Think”, “Chain of Fools”. ფრენკლინი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა შინ, დიტროიტში, კიბოთი დაავადების შედეგად. მომღერალი, რომელსაც ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში „გრემის“ 18 პრემია ერგო, მეგობრობდა ამერიკელ უფლებადამცველ მარტინ ლუთერ კინგთან. მას ნამღერი აქვს პრეზიდენტების ბილ კლინტონის, ჯიმი კარტერის, ბარაკ ობამას ინაუგურაციის ცერემონიებზე. კლინტონის პრეზიდენტობისას... Читать дальше...

პრეზიდენტის სასახლე: შესვლა-არშესვლის კარმა

Radiotavisupleba.ge 

იმყოფინებს ათონელის ქუჩაზე მდებარე ორბელიანების სასახლეს და შეიძლება სახლიდანაც იაროს სამსახურში - ყველასათვის ნათელია, რომ საპრეზიდენტო კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის, ეს დაპირება აუცილებლად მოეწონებოდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური: „სასტუმრო „ველმონდის“ გაფრთხილება არ გადაიხედება“

Radiotavisupleba.ge 

მიუხედავად იმისა, რომ სასტუმრო „ველმონდის“ (ყოფილი „ლეოგრანდი“) მენეჯმენტმა  საზაფხულო სეზონის დასრულებამდე მუშაობის უფლება ითხოვა, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, რომ არ გადაიხედება არც გადაწყვეტილება და არც მისი აღსრულების ბოლო ვადა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი მორიგ გამოკითხვაზე 21 აგვისტოს მივა

Radiotavisupleba.ge 

6 საათს გაგრძელდა მალხაზ მაჩალიკაშვილის გამოკითხვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში. მაჩალიკაშვილი სუს-ში დაბარებული იყო ტერორიზმის ხელშეწყობის საქმის ფარგლებში. ამ საქმეზე რამდენიმე პირის მიმართ უკვე დამდგარია განაჩენი. მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატის მარიამ კუბლაშვილი ვარაუდობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იბარებენ მხოლოდ იმიტომ, რომ მან არ დატოვოს საქართველოს საზღვრები: „მალხაზ მაჩალიკაშვილმა ვერ ნახა სამართალი თავის ქვეყანაში და ის ზაზა სარალიძესთან ერთად მიდიოდა საზღვარგარეთ... Читать дальше...

აშშ-ის გაზეთები გმობენ ტრამპის "თავდასხმას თავისუფალ პრესაზე"

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის 330-ზე მეტმა გაზეთმა 16 აგვისტოს გამოაქვეყნა სარედაქციო წერილები პრესის თავისუფლების დასაცავად, რითაც ახდენს რეაგირებას პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ მედიის მისამართით გამოთქმულ კრიტიკაზე. ტრამპს ჟურნალისტები მოხსენიებული ჰყავს ამერიკელი ხალხის „მტრებად“, ხოლო წამყვანი მედიასაშულებების მასალები - „გამოგონილ ამბებად“. გაზეთების აქციის ინიციატორია „ბოსტონ გლოუბი“, რომელსაც მხარი აუბა „ნიუ-იორკ ტაიმსმა“ და მომცრო გამოცემებმა. „ბოსტონ გლოუბის“ სარედაქციო სტატიაში ტრამპს ადანაშაულებენ „თავისუფალ პრესაზე განუწყვეტლივ თავდასხმაში“. Читать дальше...

მერკელმა და პოროშენკომ ტელეფონით ისაუბრეს დონბასსა და სენცოვზე

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ტელეფონით ისაუბრეს კონფლიქტზე აღმოსავლეთ უკრაინაში და ვითარებაზე რუსეთში დაპატიმრებული უკრაინელი რეჟისორის, ოლეგ სენცოვის გარშემო. ამის შესახებ ნათქვამია პოროშენკოს ადმინისტრაციის საიტზე. საუბრის დროს განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთში დაკავებული იმ უკრაინელი მოქალაქეების მდგომარეობას, რომელთაც კიევი პოლიტპატიმრებად მიიჩნევს. პოროშენკომ კვლავ დააყენა სენცოვის გათავისუფლების საკითხი. რეჟისორს რუსეთში მისჯილი აქვს 20... Читать дальше...

ახალციხის სოფლების ნაწილი სასმელად ვარგის წყალს ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუგარეთში ცოტა და ისიც სასმელად უვარგისი წყალი მოდის, რის გამოც მოსახლეობა დასალევ წყალს მეზობელი სოფლებიდან ეზიდება.

ვიტოვებ იმედს, რომ ყველა ერთად გავიაზრებთ, თუ რა სახელმწიფოებრივი ამოცანა გვიდგას დღის წესრიგში – კახა კოჟორიძე

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში „აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის“ წევრებთან გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი, პოლიტიკური მრჩეველი და მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების საკითხებში. შეხვედრა თავმჯდომარეობის კანდიდატის კრიტერიუმებსა და შერჩევის პროცესის განხილვას დაეთმო. მხარეებმა განიხილეს კანდიდატურის შერჩევის რამდენიმე მოდელი. Читать дальше...

უკრაინის კულტურის სამინისტრომ „შავ სიაში“ შეიყვანა რუსი მწერალი ზახარ პრილეპინი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის კულტურის სამინისტრომ რუსი მწერალი ზახარ პრილეპინი შეიყვანა იმ პირთა სიაში, რომლებიც საფრთხეს უქმნიან ქვეყნის ეროვნულ უშიშროებას. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“. ამჟამად "შავ სიაშია" 138 ადამიანი. სია შედგენილია უკრაინის კულტურის სამინისტროს მიერ, ქვეყნის უშიშროების სამსახურის მონაცემებისა და უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მიმართვების საფუძველზე. პრილეპინის გარდა სიას დაამატეს რუსი მწერლები ალექსანდრ ტამონიკოვი და ალექსანდრ შიროკორადი. აღმოსავლეთ... Читать дальше...

ავღანეთში თავს დაესხნენ დაზვერვის სააგენტოს საწვრთნელ ცენტრს

Radiotavisupleba.ge 

შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ დაზვერვის სააგენტოს საწვრთნელ ცენტრს ქაბულში. ეს მოხდა 24 საათზე ნაკლებ დროში მას შემდეგ, რაც 34 ადამიანი შეიწირა ქაბულის შიიტურ უბანში თვითმკვლელის მიერ მოწყობილმა აფეთქებამ. მაშინ, როცა შიიტები დაღუპულებს ასაფლავებდნენ, დაზვერვის სააგენტოს საწვრთნელ ცენტრში დაიწყო შეტაკება თავდამსხმელებსა და ავღანეთის უშიშროების ძალებს შორის. ქაბულის პოლიციის წარმომადგენლის განცხადებით, დაუდგენელი რაოდენობის თავდამსხმელები ალყაში არიან მომწყვდეული საწვრთნელი ცენტრის მახლობლად მდებარე შენობაში... Читать дальше...

Новости России
Москва

«СВЯТОЙ ЛЕНИН» и все правительства могут отменить либо собрать все налоги!


თინა ბოკუჩავას კომენტარი ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

Radiotavisupleba.ge 

ვანო მერაბიშვილი 15 აგვისტოს საღამოს სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების მიზნით სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს

ვანო მერაბიშვილი ადვოკატმა მოინახულა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვამო მერაბიშვილი თავს მხნედ გრძნობს-განაცხადა მსჯავრდებულის ადვოკატმა, სტეფანე თუმანიშვილმა. მან ვანო მერაბიშვილი სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში მოინახულა და კონკრეტულად მისგან მოისმინა ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალების შესახებ. ვანო მერაბიშვილი 15 აგვისტოს საღამოს სამედიცინო გამოკვლევების ჩატარების მიზნით სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკაში გადაიყვანეს. ადვოკატების განმარტებით, იგი ჯანმრთელობის გაუარესებას უჩიოდა... Читать дальше...

გიორგი ვაშაძე: „73 ვაკანსიიდან 63-ზე საკუთარი ცოლები დანიშნეს“

Radiotavisupleba.ge 

მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეხვდა. მოძრაობის წარმომადგენელმა გიორგი ვაშაძემ დიპლომატებს სთხოვა ზეწოლა მოახდინონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაზე, რათა ცესკომ და უშუალოდ მისმა ხელმძღვანელმა თამარ ჟვანიამ არჩევნების გაყალბება ვერ შეძლონ.

ნიკო "ჩიორას" ყვება თავიდან ბოლომდე. ვინ იცის, რატომ...

Radiotavisupleba.ge 

ნიკო "ჩიორას" მოკლე შინაარსს ყვება - პირველიდან ბოლო კადრებამდე. უფრო სწორად, რა მოკლე შინაარსს - ერთსაათიანი სერიაა. მოკლედ კი არა, ძალიანაც გრძლად ყვება. თან დროდადრო კომენტარებს აკეთებს. არ ვიცით, ვის შეიძლება დააინტერესოს. ალბათ არავის.

"აზერბაიჯანის საინვესტიციო ინტერესები საქართველოში ამოწურვადია"

Radiotavisupleba.ge 

17 აგვისტოს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ვახტანგ ჭარაია, "თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის" დირექტორი.

ფეხბურთელ ნუკრი რევიშვილის შვილი დენის დარტყმის შედეგად დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

15 აგვისტოს, თბილისში, საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მეკარის, ნუკრი რევიშვილის შვილი უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, ცხრა წლის გოგონამ დოლიძის ქუჩაზე, საცხოვრებელი სახლის ფანჯრის გისოსებს მოკიდა ხელი და დენმა დაარტყა. ბავშვი საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Шнайдер вышла в третий круг турнира WTA-1000 в Риме, победив Самсонову в российском дерби






ЦСКА обыграл «Зенит» в чемпионате России

Клуб «Ночные волки» открыли мотосезон в столице

Грузоперевозки в РФ упали на 10% из-за проблем в расчетах с Китаем

Легковушка и две «Газели» загорелись на юге Москвы