გიორგი ჭანტურიას ბრალი წაუყენეს
გიორგი ჭანტურიას ბრალი წაუყენეს გენერალ სამსონ ქუთათელაძის განზრახ
მკვლელობისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის.
ჭანტურიას ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მას ბრალი ედება 208-ე და 236-ე მუხლების მიხედვით. მისივე თქმით,
დაცვის მხარეს გადაეცა დაახლოებით 100 აუდიოფაილი დ ვიდეოჩანაწერი,
ასევე13 ტომი საქმის მასალა. ალექსანდრე კობაიძის თქმით, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. მან უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ გამომძიებელმა ნუკრი მულუამ ბრალდებულის დაკითხვა არ დაასრულა და ისე დატოვა დაკითხვის ოთახი. "ახლა დავრბივარ ქაღალდებით, განცხადებით და გამომძიებელს ვეძებ", თქვა ადვოკატმა.
გიორგი ჭანტურია 7 აგვისტოს ღამით დააკავეს, რასაც მოჰყვა მისი ბინის
ჩხრეკა და სამი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის ამოღება, ვაზნებთან
ერთად. ჭანტურია ერთხელ უკვე ჰყავდათ დაკავებული რუსთავის ე. წ. "სტამბოლის ბაზრის" დირექტორის, გადამდგარი გენერლის, სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის გამოძიების პროცესში.
ყოფილი პროკურორი, შემდეგ კი რუსთავის მერიის გაწვევის სამსახურის ყოფილი თანამშრომელი, გიორგი ჭანტურია პირველად 2018 წლის 17 იანვარს დააკავეს. ის იყო უკანასკნელი, ვინც სამსონ ქუთათელაძე მკვლელობის დღეს, 2018 წლის 15 იანვარს, ნახა. მაშინ დაკავებულის მიმართ საქმე სისხლის სამართლის 236-ე მუხლით დაიწყო, რაც საბრძოლო მასალის უკანონო შენახვას გულისხმობს. მოგვიანებით ჭანტურია ბრალის წარდგენის გარეშე გაათავისუფლეს
გიორგი ჭანტურიას ოჯახს აქვს საკუთარი ტერიტორია "სტამბოლის ბაზარში",
რომელსაც სხვადასხვა ინდმეწარმეზე აქირავებს.