Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2018

ზვიად აძინბაია - საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი

0
ზვიად აძინბაია - საერთაშორისო უსაფრთხოების სპეციალისტი

კვირა, 18 აგვისტო

ზუგდიდი-კემბრიჯი უფრო შორია, თუ ზუგდიდი-გალი?

ივნისი, 2005, ზუგდიდი.

დილის 7 საათია. მამაჩემი, ჩემი ძმა და მე უკვე ზუგდიდის ბაზარში ვართ. ფოთიდან წინა ღამეს თურქული პომიდორი მივზიდეთ კუსტარულ მისაბმელიანი „მოსკვიჩით“. დილით არ უნდა დავაგვიანოთ - კლიენტები იცდიან გალიდან, წალენჯიხიდან, ხობიდან, ასევე ბაზრის მკვიდრი მოსახლეობა.

მე 13 წლის ვარ. ხობის რაიონის სოფ. თორსის საშუალო სკოლის მეექვსეკლასელი. რუსებმა რაც გალის სახლიდან გამომაძევეს, სულ კითხვა მაქვს, თუ რატომ, და სულ ამას ვეკითხები იძულებით გამეწარმეებულ ინჟინერ მამაჩემს. წართმეული სახლის ფსიქოლოგია ჩვენს იდენტობასაც კი დაემუქრა და ამიტომ ვოცნებობთ და ვშრომობთ მთელი ოჯახი სახლის ასაშენებლად. მე ჩემს მუღამში შევედი - ოჯახის დახმარებასთან ერთად, ჯიბის ფულის გასაკეთებლად ხერხს მივაგენი. ფოთიდან მომაქვს დასაშვებად შელახული პომიდორი, რომელსაც, როგორც წესი, ყრიან ბიზნესბიძიები. უკვე 2 კვირაა დამაქვს და ნახევარ ფასში ვყიდი სასადილოებზე. კლიენტურა იზრდება და ყველა ბედნიერია იაფი ,,ტავარით’’.

„ის ბავშვი სად არის? პომიდორი მინდა... სულ ეს დარჩა? 4 კილო ამიწონე დეიდა, კერძისთვის... ,,ობტომ’’ რამდენად მომცემ? სულ წავიღებ... უხ, სკან გოლუაფირო, შენ იქნები კაცი. აბა, ჩემებს სძინავთ ახლა… ეს გაიცანით, ჩვენი პატარა ბიზნესმენია. აი, შორტები და ბასანოჩკები თავისით იყიდა გუშინ“.

მაქებარ უმრავლესობას ერთი დეიდა გაერეოდა ხოლმე: „არ ამუშაოთ ბავშვი ამდენი. ეს როგორ შეიძლება? ზურგი ეტკინება, ხერხემალი გაუმრუდდება (ამაში კი არ ცდებოდა ნამდვილად) ☺.

დილის შაბლონური სიტყვები ასეთი იყო: რა ღირს? ,,ლარ პეისიატ’’...დამიკლებ? წონაში გენდობი... ლარიც დაამატე და დაგისკოჩავ, ,,კარდონის იაშიკში’’... აწი სულ შენთან ვიყიდი... ზვიომ ამოყიდა? ჩვენც ხომ უნდა დავიწყოთ აწი..?

2006-2017...

იანვარი, 2018, კემბრიჯი.

კემბრიჯში უნახავი ჯოჯოხეთივით ყინავს ნაქარბუქალზე. ჰარვარდის კენედის სკოლაში ნიკოლას ბერნსის დიპლომატიისა და მოლაპარაკებების ლექციაზე მივდივარ. ვცდილობ ფეხი არ მომიცურდეს ყინულზე და აქვე მეფიქრება: რატომ დამაინტერესა დიპლომატიამ, მოლაპარაკებებმა? ზვიო, უპასუხე შენს თავს...

გაყინულ ყურსასმენებში ელ ჯერო მღერის, Mornin’… მომენტალურად თითქოს მუსიკა გაქრა და ზუგდიდის ბაზრის დილის ხმაურმა ჩაანაცვლა... დაჭყლეტილი პომიდვრები, ჩემი კოლეგა გარემოვაჭრეები...“ამიწონე, ამიწონე, დაბალი ზონის ავტობუსი გადის“... „ვერ დაგიკლებ მეტს, მაგრამ ზუსტი წონა მაქვს“...

არც კი მიგრძვნია ისე, უკვე სალექციო ჰოლში შევსულვარ და გამარჯობასთან ერთად ჩემმა ამერიკელმა კოლეგამ კითხვაც შემომაჩეჩა: ,,ზვიად, როგორ აფასებ რიჩარდ ჰოლბრუკის სტრატეგიას, რომლითაც დეიტონის შეთანხმებას მიაღწია?”

ნაჩქარევი პასუხი გავეცი და ჩემს თავს მოვუბრუნდი. ოჰ, ჰოლბრუკი... მან ბალკანეთის კონფლიქტი და სისხლი შეაჩერა... დეიტონი... მაგრამ, გალი?.. მანდ როდის შევაჩერებთ? უცებ ჩემი ცნობიერი და არაცნობიერი ალაპარაკდნენ. მეორემ პირველს, რაციონალურს, გადაულაპარაკა რიტორიკულად და ცინიკურად:

- რას ფიქრობ, ზუგდიდიდან კემბრიჯამდე უფრო გრძელი გზაა, თუ ზუგდიდიდან გალამდე?

- სერიოზულად მეკითხები? ზუგდიდიდან გალამდე 22 კილომეტრია, კემბრიჯამდე - 8500...

- ეგ - არითმეტიკა. და, რეალური მანძილი?

- აჰ, რეალური…

- ხო, ახლა უფრო შორია. მალე დაახლოვდება. ასეთი უცნაური მეცნიერებაა გამოპოლიტიკურებული გეოგრაფია…

გთხოვთ მოემზადოთ. რამდენიმე წუთში დაიწყებს პროფესორი ბერნსი ლექციას.

 

ორშაბათი, 19 აგვისტო

ჩვენ და ევროპა, ევროპა და ჩვენ!

22 მაისი, 2017, ნიუ იორკი.

კენედის აეროპორტიდან აერობუს-319 თბილისისკენ გამოფრინდა. 15 საათიც და სამშობლომონატრებული ემოციური მგზავრები რუსთაველის აეროპორტში პილოტს ფილარმონიული ტაშით დააჯილდოებენ მფრინავი სისტემის რბილად დასმისთვის. ამ ემოციებში უცებ გახსენდება, რომ ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში პირველ წელს მორჩი და დიდი ზაფხული გელოდება ნახევარმაგისტრს. დედაჩემისთვის ტაიმ სქუეარზე სიმბოლურად ნაყიდი კენიური ყავა და „ჰარშის ქისიზ“ შოკოლადები მიმაქვს. მგონია, სახლში წელგამართული მივალ. ☺

საქართველოში 4 დღის გატარების მერე მონატრებული რომისკენ მივდივარ.

ნატოს თავდაცვის კოლეჯში საქართველოსა და შავი ზღვის უსაფრთხოებაზე კვლევა უნდა გავაკეთო. ხვალ დიდი დღეა - თბილისი, მეგობრები...მერე - ზუგდიდი, ოჯახი... დედაჩემის გებჟალია, აფხაზური ვარადო მამასთან და ბებიასთან. მერე ეგრევე რომი, ნატო. პრაქტიკულად, მილიონიანი გარიგებაა. ასეთ აღფრთოვანებულზე თავში მომენტალური ავარდნა, მგონი, დასაშვები ცოდვაა.

საქართველომ მალევე ჩაიარა - ეიფორიულად, პოზიტიურად. ოცი წუთის ჩაფრენილს და ვინჩის აეროპორტში იდეალურად დავარცხნილი სენიორი იტალიური ინგლისურით მეკითხება: იორ პასპორტ ენდ ვიზა, პლიზ...

აქ კი უცებ თავში მოდის გასული მარტის მასობრივი ზეიმი - ევროკავშირის დროშებით მოჩუქურთმებული საქართველო, ძველი კონტინენტის ჰიმნი... შევგულიანდი...

- I am a Georgian citizen, sir!

- ოჰ, სორრი, სორრი… Benvenuto, signore!

დიახ! ვიზალიბერალიზაცია არა და... მართლა ლიბერაცია, გათავისუფლება... თავისუფლება... როცა გრძნობ, რომ შენმა სახელმწიფომ წარმატებას მიაღწია ევროკავშირის რთულ გზაზე და ეს შენზეც მყისიერად აისახა. სიხარულმა და ჩემმა კოლხურ-აფხაზურმა სიამაყემ დიდებული კომბინაცია შემომთავაზეს. პასპორტკონტროლი სწრაფად გავიარე და სიამოვნებით გავერიე სხვა ევროპელებში.

- ზვიო, ხომ გითხარი, დიდი ზაფხული იწყება-მეთქი. ლა-ლა-ლა-ლა-ლა-ლა-ლა...

ჩვენ და ევროპა, ევროპა და ჩვენ!

 

სამშაბათი, 20 აგვისტო

თბილისში დაღამდა. სმარტფონში ვიქექები და დღეს ვაჯამებ. სურათი, დაახლოებით, ასეთია: ვინმე ჭორღვა მაკალათიამ ქრთამი აიღო უკანონო მშენებლობისთვის; ვენესუელური ბოლივარი პუტინის სულზე უფრო დაეცა; აშშ რუსეთს ასანქცირებს; საპრეზიდენტოდ ნომინირებული ქალბატონი ქაჯებს ემუქრება; მერკელი ჩამოვა ამ დღეებში; ქალაქის შუაგულში, თვითშეფასების ამაღლების მცდელობაში, ახალგაზრდა გოგონას ქორფა კანი ლეღვის ნახარშმა შეიწირა.

ოჰ, ნამეტანი ძნელი დღე ჰქონია მსოფლიოს. მიდი, რამე საიტერესო ქენი, ზვიო... აი, ილონ მასკის შესახებ წაიკითხე.

ავტორი ეშლი ვენსი, დაახლოებით, ასე მოგვითხრობს: სამხრეთ აფრიკის ქალაქ პრეტორიაში დაბადებული მასკი, რომელსაც ბავშვობაში ძალიან ცოტა შესაძლებლობა ჰქონდა, სულ ამერიკაზე ოცნებობდა. ჯოჯოხეთური გზა კი გაიარა, მაგრამ დღეს ის არა მხოლოდ ამერიკაშია, არამედ ყველა ჩვენგანის ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. Tesla, SpaceX, SolarCity. ჯერ კიდევ სად ვართ…

ეს არის ამერიკა. ოცნება შრომის მოტივაციას გაძლევს. შენც ასე იქცევი და იწყებ მოგზაურობას უკიდეგანოდ საინტერესო სამყაროში. უკეთესს რას გააკეთებ. ჩაალაგე ბარგი სასწრაფოდ.

 

ოთხშაბათი, 21 აგვისტო

გამარტივებული ლოგიკა

- გვეშველება? - არა. თუ ვიტყვით, ვუშველით საკუთარ თავს? - დიახ.

- მუსიკა? - ჯაზი, ბლუზი. პოპი - მოტივაციისთვის. კლასიკა - ფილოსოფიისთვის. შანსონს შანსი არ აქვს.

- რუსეთი ოკუპანტია? - მინდა არ იყოს, მაგრამ არის!

- კი მაგრამ ხალხი? - ყველა, ვინც პუტინის რეჟიმს ამაში ეთანხმება!

- გალში დავუკრავთ ჯაზს? - აბა რა!

- ვვითარდებით? - კი, მაგრამ ნელა. მსოფლიო ძალიან სწრაფია და ჩვენ ზარმაცობის ფუფუნება არ გვაქვს.

- გამოსავალი რაშია? კახას ნათქვამს ვერაფერს დაამატებ: ცოდნა, შრომა, თავისუფლება.

- როდიდან დავიწყოთ? - რა, უკვე არ დაგვიწყია? ახლავე! არავითარი ხვალ!

 

ხუთშაბათი, 22 აგვისტო

სამუშაო დღე პროდუქტიული იყო. ვაკე ვაკურად არის. საღამოს მრგვალ ბაღთან აბაშიძის პრაიმ კაფეებისკენ მიმავალი ჯიპები ცოცხალი თავით არ იძლევიან ზებრაზე გზას. ეს აფერხებს მაღალქუსლიანებისა და უბრალოების გეგმებს. აქვე, „ლუკა პოლარეში“, ნაყინზე რიგია. რუსთაველისკენ უფრო მეტი მოძრაობაა, მულტიკულტურული მიქსი - სან ფრანცისკოდან ჰონგ კონგამდე, სტოკჰოლმიდან კეიპ თაუნამდე. შარდენის თავზე, კონკასთან, ზურა რამიშვილის ბენდი უბერავს. თვით შარდენზე ფრანგული და შარდენული ნაკლებადაა. ეკლექტური მუსიკა ხმაურობს. კაფეები კლიენტურას იზიდავენ. აქეთ ხინკალი, იქით სპაგეტი კარბონარა, შუაში ჩილიმ ბარები. ქალაქი მაინც გუგუნებს. ზაფხულის საღამოა, თბილისური.

 

პარასკევი. 24 აგვისტო

გუშინ და დღეს ანგელა მერკელი სტუმრობს თბილისს.

ბუნდეს კანცლერის მძიმეწონიანი ლექსიკონიდან მოუთმენლად ველით, თუ რას იტყვის ოკუპაციაზე. პოლიტიკოსებმა ვერ გაუბედეს და, ბოლოს, თსუ-ს დოქტორანტმა აიძულა ეთქვა, რომ რუსეთი ოკუპანტია. ბრავო! ბრავო!

პარასკევმა ფერადად ჩაიარა. მეგობართან ხანგრძლივი რანდევუს შემდეგ, კვირის ნაკამათევებმა, ვარაზის ქვაფენილაყრილი ხევით ვაკიდან პეკინის ბოლომდე საუბარში გავთელეთ მანძილი. ღამის ორზე კი “ტაქსიფაის” მძღოლმა, ბატონმა ლევანმა, წამომიყვანა სახლში.

როგორ განწყობაზე ხართ, ბატონო ლევან?

ოპტიმალურზე. თავად?

პოზიტიურად. აი, ხომ ნახეთ, იმ ბიჭმა მერკელს ოკუპაცია ახსენებინა.

კი, მაგას ვენაცვალე მე.

გერმანელებთან ჩვენ მეტი უნდა ვიმუშაოთ. განსაკუთრებით, ნატოს თემაზე.

კი, ვიმუშაოთზე მეტი. რაზე გავბრაზდი, იცი? ანგელა „კამსამოლკაა“ სუფთა. აბა, რანაირად უნდა თქვა ტერიტორიების გამო ნატოში ვერ მიგიღებთო? გერმანია განა დაყოფილი არ იყო, რომ მიიღეს 55-ში?

გეთანხმებით. ძლიერი არგუმენტია.

კი და მსოფლიოში ყველას უნდა ვუფრიალოთ ცხვირწინ. ეს პრეცედენტული საქმეა და ჩვენ ვერავინ შეგვედავება ტერიტორიების არგუმენტით.

ლიდერების დეფიციტია მსოფლიოში. ესეც სამწუხაროა.

კი, აბა, კლინტონი რომ სანატრელი გაგიხდება რააა. ბუშიც იყოს.

კი, ციკლური მგონია. დაიძლევა, წესით, ეგ კრიზისი.

- დიდი მადლობა. ვისიამოვნე თქვენთან საუბრით.

- ასევე. საიდან ხართ?

- წართმეული ტერიტორიიდან, აფხაზი-ქართველი.

- აუცილებლად წავალთ. აუცილებლად.

- მჯერა. სასიამოვნო და შემოსავლიანი ღამე თქვენ.

 

შაბათი, 25 აგვისტო

დილაა. ახლა ეს ჩანაწერები უნდა ჩავასწორო და რადიო თავისუფლებას გავუგზავნო. ისე, მართლა ვინმე წაიკითხავს? - არ ვიცი. მინიმუმ, დედაჩემი და 1-2 მეგობარი მაინც ნახავენ. მერე, ქალბატონი ლალი ფეისბუკზე გააზიარებს ბმულს ზედ წარწერით: chemi sicocxle. ჰაჰაჰა. მიდი, მიდი, წერე.

ახლა ამას სწრაფად უნდა მოვრჩე, რომ ჭოპორტის პომიდორი დავჭრა, მწვანილი მოვაყარო. მერე, სულუგუნსა და ცხელ შოთთან ერთად კიდევ ერთხელ დავუდასტურო ჩემს თავს, თუ რა ლამაზია ცხოვრება. ფეისბუკი გამორთე. კონცენტრაციაა საჭირო.

გულწრფელი მადლობა, თუ რომელიმე ნაწილი მაინც წაიკითხეთ. თავისუფლებით სავსე ბედნიერებას გისურვებთ, თქვენივე ინტერპრეტაციით. ☺




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus



В РМАТ ПРОШЕЛ I БИЗНЕС-ФОРУМ ВЫПУСКНИКОВ РМАТ 1999-2023 ГОДА ВЫПУСКА, ПОСВЯЩЕННЫЙ 55-ЛЕТНЕМУ ЮБИЛЕЮ АКАДЕМИИ

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

"Возрождение интереса к народному искусству и ремеслам в современном мире"

Новые вызовы и обеспечение технологического суверенитета квалифицированными кадрами обсудили в Москве


Команда ювелирной сети «585*ЗОЛОТОЙ» приняла участие в благотворительном забеге от фонда «Антон тут рядом»

Вкусно и безопасно: гастроэнтеролог Садыков назвал 5 продуктов, снижающих холестерин

Модернизация контейнерных площадок продолжается в Реутове

Дорожные ирригаторы Revyline RL 660 New Black скоро появятся в представительстве бренда в Улан-Удэ


LIV Golf’s Sergio Garcia misses out on U.S. Open spot, but still has chance to play

AML check crypto

Boeing passenger ‘DIES in horror turbulence’ on flight from London sparking emergency landing in latest airline tragedy

Precision in Motion: Exploring Baltic Bearing Company-Riga


«Байкал Сервис» стал партнером Премии 2ГИС

АО «ДиМ» демонтировало 40% старого путепровода над железнодорожными путями

Чесменская церковь.Санкт-Петербург

Астана остается без российских денег. Россия закручивает Казахстану сразу несколько гаек.


Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)

В App Store и Google Play появилась игра The Seven Deadly Sins: IDLE от Netmarble

Helldivers 2 studio wants to slow down the pace of updates: 'We feel a slightly lower cadence overall will benefit both us, you, and the game'

Sea War: Raid 1.131.0


Estischool - Школа за британською програмою


Топ 3 лучших спектакля июня

Воскресшего Иисуса могут дополнительно установить в церквях, вместо черепа.

«Лето. Москва. Шавасана» — в Москве пройдёт Международная Конференция Йога Журнала

Врач дерматолог-косметолог Мадина Байрамукова: в чем отличие химических фильтров от физических




«СВЯТОЙ ЛЕНИН» УЛУЧШАЕТ ЗАКОНЫ, управляет патентами и улучшает командное планирование в целях учёта интереса всего народа.

Астрологи составили любовный гороскоп на лето 2024 года

Москвичей предупреждают о рекордно высоком давлении 24 мая

Собянин: В ТиНАО в программу реновации включили 268 домов


Газманов выступит на Суперфинале Кубка России

Представители Красноярска принимают участие в форуме «Волонтёры финансового просвещения: 5 лет вместе»

Мэр пригласил москвичей и гостей столицы на фестиваль «Рыбная неделя»

Красноярские легкоатлеты стали лучшими на чемпионате России


Даниил Медведев идет третьим в чемпионской гонке ATP, Андрей Рублев — пятый

Потапова не смогла пробиться во второй круг турнира WTA в Страсбурге

Екатерина Александрова уступила Линетт во втором круге турнира в Страсбурге

Рахимова прошла во второй круг турнира WTA в Рабате на отказе Таунсенд


В России оплатить авиабилеты можно будет по биометрии

Фронтовая сотня // На праймериз единороссов в региональные парламенты заявилось более ста участников СВО

В деревне Лайково полиция Подмосковья выявила 69 иностранцев, нарушивших режим пребывания в стране

Обыски в офисе журнала «Компания» прошли в рамках дела о вымогательстве


Музыкальные новости

Тариф – Большой Концерт.

Аранжировка Песен. Аранжировка Музыки. Создание Аранжировок.

Тариф – Концерт. Провести свой Концерт.

Любовь Аксёнова, Сергей Шнуров, Ольга Сутулова, SLAVA MARLOW и другие гости премьерного показа фильма «Майор Гром: Игра»



Санкт-Петербург не смог обойти Москву в рейтинге жизни населения

Врач дерматолог-косметолог Мадина Байрамукова: в чем отличие химических фильтров от физических

Воскресшего Иисуса могут дополнительно установить в церквях, вместо черепа.

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге о компенсации части затрат на путевки в оздоровительные лагеря в рамках нацпроекта «Семья»


Глава "Интерроса" анонсировал создание цифровой платформы для формирования запросов на разработку отечественного оборудования

Врач дерматолог-косметолог Мадина Байрамукова: в чем отличие химических фильтров от физических

ЦСКА и "Нижний Новгород" забили 8 голов в матче РПЛ

Тариф – Большой Концерт.


Собянин: В Москве не станут запрещать движение электросамокатов по тротуарам

Шины FORZA прошли первые этапы тестирования на российских дорогах

«Швабе» демонстрирует на ЦИПР-2024 инновационные решения для оптимизации дорожного движения

В Москве прошли следственные действия по адресу журнала "Компания"


Кадыров пригласил Путина посетить Чечню

Король Бахрейна прибыл с миром // Он обсудит с Владимиром Путиным арабский план по Газе

Кадыров заявил, что встретился с Путиным в Москве и пригласил его в Чечню

Санкт-Петербург не смог обойти Москву в рейтинге жизни населения


Немоляева находится в тяжёлом состоянии под наблюдением врачей

Шизофрения и болезнь Альцгеймера: симптомом какой болезни может стать потеря обоняния

Коронавирус FLiRT выявили в России




Вкусно и безопасно: гастроэнтеролог Садыков назвал 5 продуктов, снижающих холестерин

Пациенты больницы принял участие в фестивале

Цифра дня: сколько диагнозов поставил ИИ-помощник для врачей от Сбера

Врач дерматолог-косметолог Мадина Байрамукова: в чем отличие химических фильтров от физических


Зеленский пожаловался, что западная помощь опаздывает

Зеленский объяснил, почему не хочет приглашать РФ на «саммит мира»


Чья компания сильнее всех?

Две бронзы выиграли забайкалки на международных соревнованиях по киокусинкай «Moscow Cup 2024»

В Нижнем Тагиле прошел десятый благотворительный забег ЕВРАЗа и городской спортивный праздник «Дай пять!»

Гонки на яхтах и практики лидеров рынка: предприниматели Татарстана станут участниками образовательной регаты в Москве




Собянин: В ТиНАО в программу реновации включили 268 домов

Собянин исключил запрет для самокатчиков ездить по тротуарам в Москве

В московской мэрии не планируют запрещать самокатам ездить по тротуарам

Собянин рассказал о разделе сервиса RUSSPASS, который запустили к началу летнего сезона


Санкт-Петербург не смог обойти Москву в рейтинге жизни населения

АО «Транснефть – Дружба» провело экологические акции

Более 600 деревьев высадили в дендропарке Ногинска

Забирает энергию, наводит порчу, вызывает слепоту: почему нельзя смотреть на северное сияние


В деревне Лайково полиция Подмосковья выявила 69 иностранцев, нарушивших режим пребывания в стране

Дом по программе реновации построят на улице Клочкова

Как можно быстро найти хорошую квартиру в столице

Фронтовая сотня // На праймериз единороссов в региональные парламенты заявилось более ста участников СВО


Беспроводной сканер штрих-кодов SAOTRON P05i промышленного класса

«Северная красота» пусков Плесецка

Общее дело: в новом сезоне волонтеры продолжат работу по сохранению объектов культурного наследия в Архангельской области

Сергей Собянин. Неделя мэра


«Дефицитный продукт». В Севастополе малогабаритки стали дороже, Симферополь продемонстировал падение стоимости квадрата

Массовая драка произошла на одной из улиц Симферополя

Премию Фета получил поэт из Югры

Выставка славянских истоков «В бессмертье уходит всеведенье литер простых»


Ventra Go: 32% самозанятых россиян тратят на подработку от пяти часов в неделю

Кадыров заявил, что пригласил Путина посетить Чечню

Газманов выступит на Суперфинале Кубка России

Красноярский врач рассказала, почему мелатонин не помогает при бессоннице












Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Екатерина Александрова

Екатерина Александрова уступила Линетт во втором круге турнира в Страсбурге






Кадыров заявил, что пригласил Путина посетить Чечню

Спасаются в одиночках: В какие условиях содержатся террористы из "Крокуса"

Времена. Застрелены Бонни и Клайд, в Саратове открыт памятник Кириллу и Мефодию

"Там, где танцуют стерхи": Когда небо забирает близких