Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2019

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი დავით მათიკაშვილის თავმჯდომარეობის საკითხს განიხილავს

0
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 36-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დავით მათიკაშვილისათვის საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების დავალება“, - ასეთია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 14 იანვრის სხდომის დღისწესრიგი, რომელიც პარლამენტის ოფიციალურმა ვებ-საიტმა გამოქვეყნა.


სხდომა 14 იანვარს, თბილისში, საქართველოს პარლამენტის პირველი რესპუბლიკის დარბაზში გაიმართება.


კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ ეკა ბესელიამ 2018 წლის 27 დეკემბერს განაცხადა, რომ ტოვებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობას და როგორც თავად თქვა, ამ გადაწყვეტილებით, შეაჩერებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნის ნაჩქარევ და გაუმართლებელ პროცესს.


31 დეკემბერს იურიდიულმა კომიტეტმა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გედევან ფოფხაძე აირჩია. მასვე უნდა შეესრულებინა კომიტეტის თავმჯდომარის მოვალეობაც, თუმცა 3 იანვარს ფოფხაძე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ იურიდიული კომიტეტის პირველი მოადგილის თანამდებობიდან გაიწვია. 


 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса