Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2019

Новости за 23.01.2019

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში დაესწრო ნატო-საქართველოს კომისიის სხდომას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში, პირველი სამუშაო ვიზიტი დაასრულა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე დასწრებით. სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ ნატოს წევრი სახელმწიფოების მუდმივი წარმომადგენლები. როგორც სხდომის შემდეგ განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა, "ნატო-ს საბჭოზე საქართველოს მიმართ ძალიან პოზიტიური განწყობა დაფიქსირდა და აღინიშნა, რომ საქართველო ნატოს არაჩვეულებრივი მოკავშირეა... ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხის მხარდაჭერა. უნდა გავიგოთ, რომ ჩვენ ბრიუსელში გვყავს მხარდამჭერები... Читать дальше...

მოსკოვში გაიმართა ვლადიმირ პუტინსა და რეჯეპ ტაიპ ერდოანს შორის შეხვედრა

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში გაიმართა მოლაპარაკებები რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტებს, ვლადიმირ პუტინსა და რეჯეპ ტაიპ ერდოანს შორის. შეხვედრის მთავარი თემა იყო სირიის კონფლიქტის დარეგულირება. კერძოდ, სახელმწიფოს მეთაურებმა განიხილეს სირიიდან აშშ-ის ჯარების გაყვანა, რაც რამდენიმე კვირის წინ გამოაცხადა ვაშინგტონმა. პუტინმა ეს გადაწყვეტილება დადებითად შეაფასა. თავის მხრივ თურქეთის პრეზიდენტმა შეშფოთება გამოხატა იმის გამო, რომ ტერორისტულმა დაჯგუფებებმა შესაძლოა ისარგებლონ ვაკუუმით, რომელიც აშშ-ის ჯარების გაყვანის შემდეგ გაჩნდება რეგიონში. Читать дальше...

ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმე – ქეთი დოლიძის ხმაურიანი განცხადება

Marshalpress.ge (მარშალ) 

კინორეჟისორ ქეთი დოლიძის განცხადებით 9 თვის ბარბარე რაფალიანცის გარდაცვალების საქმეში არც მანანა ბერიკაშვილი და არც გიორგი ღვინიაშვილი არანაირ კავშირში არ არიან. ამ საკითხზე მან ტელეკომპანია “პალიტრანიუსი”-ს ეთერში ჩართვისას ისაუბრა. “ახლა კიდევ ერთი რამ უნდა ვთქვა, შესაძლოა ვინმესთვის ძალიან არაპოპულარული. მანანა ბერიკაშვილს, ისევე როგორც გიორგი ღვინიაშვილს, რომელიც იყო მისი ოპონენტი, არავითარი კავშირი არ აქვთ ამ ტრაგედიასთან. […]

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა თავი

Radiotavisupleba.ge 

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ ქვეყნის დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა თავი და ფიცი დადო. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოფიციალურად ცნო გუაიდო სახელმწიფოს მეთაურად. ამის შესახებ თეთრი სახლი იტყობინება. კარაკასში გამართულ მიტინგზე ოპოზიციის ლიდერმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილი აქვს, შეწყვიტოს ხელისუფლების უზურპაცია, შექმნას გარდამავალი მთავრობა და ჩაატაროს პატიოსანი საპრეზიდენტო არჩევნები. ვენესუელაში მესამე დღეა გრძელდება აქციები პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ. Читать дальше...

იენს სტოლტენბერგი: არასოდეს შევეგუებით, რომ რუსეთმა გადაწყვიტოს, რის უფლება აქვთ მეზობლებს

Radiotavisupleba.ge 

23 იანვარს ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატოს შტაბ-ბინაში შეხვდა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს. როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე თქვა სალომე ზურაბიშვილმა, ბრიუსელში მისი პირველი საგარეო ვიზიტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს იმას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოს კავშირები ნატოსთან. "ჩვენ დავიცავით საქართველოს კონსტიტუციაში საქართველოს ეს მისწრაფება გავხდეთ ნატოსა და ევროკავშირის წევრები... Читать дальше...

აფხაზეთში აღშფოთებულები არიან ვიქტორ ეროფეევის მონანიებით

Radiotavisupleba.ge 

რუსმა მწერალმა ვიქტორ ეროფეევმა ქართულ გამოცემა „კვირის პალიტრისთვის“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ გულწრფელად ბოდიშს უხდის ქართველ ხალხს აფხაზეთში ჩასვლისთვის.

დუმილი, მოულოდნელი ბრიფინგი და ახალი ვიდეოფირი

Radiotavisupleba.ge 

მოჭიდავეებმა ბრიფინგზე დათუნაშვილისა და კობლიაშვილის ფინალური შეხვედრის ბოლო წამები მობილურით ტრიბუნიდან გადაღებული ჩანაწერის თანხლებით განიხილეს, რომელიც მონიტორზე გაუშვეს.

სალომე ზურაბიშვილი: ბრიუსელში პირველ ვიზიტს ალტერნატივა არ ჰქონდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით. 23 იანვარს იგი ვიზიტის ფარგლებში შეხვდა უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ფედერიკა მოგერინის. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. მოგერინის თქმით, საქართველო კვლავ რჩება ევროკავშირის დღის წესრიგში და ის მოხარულია, რომ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ვიზიტი ბრიუსელში შედგა. დღესვე გაიმართა სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა ევროპის პარლამენტის თავმჯდომარესთან, ანტონიო ტაიანისთან.



დაუჭირა თუ არა მხარი "ქართულმა ოცნებამ" "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას" ევროსაბჭოში

Radiotavisupleba.ge 

"ქართულ ოცნებას" ადანაშაულებენ, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე "მაგნიტსკის სიის" რეზოლუციას, რომლის ნაწილია "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაც", მხარი არ დაუჭირა.

ინტერპოლის მიერ ძებნილი ბრიტანეთის მოქალაქე თბილისში პოლიციას ჩაბარდა

Radiotavisupleba.ge 

არაგანზრახი მკვლელობისთვის ინტერპოლის მიერ ძებნილი ბრიტანეთის მოქალაქე ჯეკ შეპარდი თბილისში პოლიციას ჩაბარდა. შეპარდს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად აქვს მისჯილი. ქართველ სამართალდამცველებთან ჩაბარების წინ ჯეკ შეპარდმა ინტერვიუ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს მისცა. ჯეკ შეპარდი თავს დამნაშავედ არ ცნობს. ის "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში უარყოფს ბრიტანულ მედიაში გავრცელებულ ცნობებს, რომლის მიხედვით 2015 წლის დეკემბერში ჯეკ შეპარდმა, რომელიც მაშინ 28 წლის იყო, ნასვამ მდგომარეობაში მდინარე ტემზაზე... Читать дальше...

“მამაშენის ხნისა ვარ, რატომ “მაბერინებ” – დავით აქუბარდია პატრულმა გააჩერა

Marshalpress.ge (მარშალ) 

ტელემწაყვან დავით აქუბარდიას განცხადებით საპატრულო ეკიპაჟმა გააჩერა და სიმთვრალეზე შეამოწმა, მისი თქმით, ე.წ “ჩაბერვის” მეთოდით შემოწმება მისთვის მიუღებელია. “არ არის სწორი რომ გეუბნება “ჩაუბერე” – ცინიზმის ჭერი იყო, პატივცემულოო ამბობს, მე ვუთხარი რატომ ფამილიარობ, არ ვარ შენთვის პატივცემული თქო, თუ პატივს მცემ, რას მაბერინებ, მამაშენის ხნის ვარ თქო”- განაცხადა აქუბარდიამ.

ალპინისტი ძაღლები

Radiotavisupleba.ge 

როდესაც ალპინისტები მწვერვალზე მიდიან, მახლობელი სოფლებიდან ძაღლებიც აედევნებიან ხოლმე. უმეტესობას გზიდანვე აბრუნებენ, ზოგი თავისით ბრუნდება, თუმცა არიან გამონაკლისებიც. ნაპრალა სწორედ ასეთი ძაღლი იყო. რამდენჯერ დალაშქრა მყინვარი, ზუსტად არავის ახსოვს.

იმერეთში წითელას ინფექციით 20-მდე ადამიანი ბოლო ერთი კვირაში დაავადდა

Radiotavisupleba.ge 

იმერეთში, ისევე როგორც სამეგრელოსა და კახეთის რეგიონებში, წითელას ინფექციური დაავადების მაღალი მაჩვენებელი ნარჩუნდება.

ევროკავშირის მხრიდან კრიტიკის ფონზე, ბულგარეთმა მოქალაქეობა ჩამოართვა რუს მილიონერს

Radiotavisupleba.ge 

ბულგარეთში რუს მილიონერს მოქალაქეობა ჩამორთმეული აქვს, ევროკავშირის მხრიდან გამოთქმული კრიტიკის ფონზე "ოქროს პასპორტის" სახელით ცნობილი სქემის ირგვლივ. სერგეი ადონიევს მოქალაქეობა მაისში ჩამოერთვა, თაღლითობის გამო აშშ-ში 20 წლის წინ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე - განაცხადა ბულგარეთის იუსტიციის სამინისტრომ 23 იანვარს. ამ განცხადების ფონია სოფიას მიერ 22 იანვარს გავრცელებული ცნობა, რომ ბულგარეთი აპირებს დაასრულოს პრაქტიკა, რომელიც მდიდარ უცხოელებს მოქალაქეობის ყიდვის საშუალებას აძლევს, ინვესტიციების განხორციელების სანაცვლოდ. Читать дальше...

ხაჭაპურს მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის ნიკოლოზ ანთიძის 22 იანვრის ბრძანებით არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ელემენტს „ხაჭაპურის ტრადიცია საქართველოში“ მიენიჭა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. სტატუსის მინიჭების ინიციატორია შპს „გუნდა“ და კერძო პირები ნ. დოლიძე და ლ. ქოქიაშვილი. „ხაჭაპური ქართული სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ის ქართული კულინარიული კულტურის სავიზიტო ბარათი და კვებითი რაციონისა და ქართული რიტუალის შემადგენელია. Читать дальше...

ერდოანი მოსკოვშია სირიის საკითხზე სალაპარაკოდ

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეპ ტაიპ ერდოანი მოსკოვში ჩავიდა, სადაც რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მართავს შეხვედრას სირიაში ანკარის მიერ შეთავაზებული "უსაფრთხოების ზონის" შესახებ. კრემლის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ პუტინი და ერდოანი "ისაუბრებენ სირიაში ვითარების გადაწყვეტის პროცესზე, ისევე, როგორც ორმხრივი თანამშრომლობის მთავარ ასპექტებზე ვაჭრობის, ეკონომიკის, კულტურის და ჰუმანიტარულ სფეროებში". ერდოანთან ერთად მოსკოვში იმყოფებიან საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ და თავდაცვის მინისტრი, ჰულუსი აკარი. Читать дальше...

რუსეთი იცავს თავის პოზიციას ცივი ომის პერიოდის სარაკეტო ხელშეკრულებასთან მიმართებით

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა მასშტაბური პრეზენტაცია გამართა თავისი პოზიციის დასამტკიცებლად, რომ ახალი რაკეტა, რომელიც აშშ-სთან და ნატოსთან უთანხმოების საგანია, არ არღვევს ცივი ომის პერიოდის ხელშეკრულებას საშუალო რადიუსის ატომური შეიარაღების შესახებ (INF). 23 იანვარს თავდაცვის სამინისტროში გამართულ პრეზენტაციაზე უცხოეთის სამხედრო წარმომადგენლები იყვნენ დაპატიჟებული. პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ოქტომბერში გამოაცხადა, რომ აშშ ამ ხელშეკრულებიდან გავა და ამის მიზეზად დაასახელა რუსეთის მხრიდან დარღვევები, ისევე, როგორც შეშფოთება... Читать дальше...

დატოვა თუ არა სისტემამ უყურადღებოდ 4 წლის გოგონა?

Radiotavisupleba.ge 

4 წლის გოგონა 22 იანვრის დილას, საკუთარ საწოლში, დედის გვერდით გარდაიცვალა. ყოველ შემთხვევაში, ასე ამბობენ გოგონას ოჯახის წევრები, მათ შორის მისი მამობილი არკადი ზავაშვილიც.

Новости России
Москва

Откровение артиста госцирка Бурятии Саяна Дондокова - Театр и дети, Культура и Россия, интервью


მოჭიდავეების შორის ჩხუბი პირველია თუ რა?! - სპორტსმენების აქცია ბათუმში

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის მხარდამჭერი აქცია გამართეს სპორტსმენებმა ბათუმში. აქციაში მონაწილეობდნენბერძნულ-რომეული და თავისუფალი სტილის მოჭიდავეები და ვეტერანი სპორტსმენები. ისინი გეგეშიძის დაკავებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ რომ სალიცენზიო წელია, სპორტსმენებს ბევრი შეჯიბრი აქვთ და ფედერაციის პრეზიდენტის დაკავება ჭიდაობას და ქვეყანას დააზარალებს: „შემთხვევითი ინციდენტი მოხდა, რასაც ცხადია ვგმობთ. მაგრამ მოჭიდავეებს შორის ჩხუბი პირველია თუ რა?! არ გვინდა გუნდი ორად გაიხლიჩოს. Читать дальше...

რა ელის ანაკლიის პორტს?

Radiotavisupleba.ge 

გადაცემაში „საუბარი თავისუფლებაზე“ გიორგი გვახარიას კითხვებს პასუხობს ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი.

ტყვარჩელში დონეცკელ ინვესტორებს ელიან

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული აფხაზეთის ქალაქ ტყვარჩელში ელიან ინვესტორებს თვითგამოცხადებული დონეცკის სახალხო რესპუბლიკიდან, რომლებმაც, შესაძლოა, იქ ქვანახშირის მოპოვება დაიწყონ. ამის შესახებ განაცხადა ტყვარჩელის დე ფაქტო ადმინისტაციის ხელმძღვანელმა აიდა ჩაჩხალიამ. მისი თქმით, აქამდე ტყვარჩელში თურქული კომპანია მუშაობდა, რომელმაც შემდეგ სახელი შეიცვალა და, საბოლოოდ, ოპერირება შეწყვიტა. აიდა ჩაჩხალიას ცნობით, უკვე შედგენილია საპროექტო დოკუმენტაცია და შერჩეულია მაღარო, სადაც დონეცკელებმა ქვანახშირი უნდა მოიპოვონ.

ჯვრის მონასტერთან გარევაჭრობა აღდგება - პირობას საპატრიარქო დებს

Radiotavisupleba.ge 

საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე ჯვრის მონასტრის სიახლოვეს მომუშავე გარემოვაჭრეებმა, მიიღეს პირობა, რომ გარევაჭრობის განახლების წინააღმდეგი არ იქნებიან. გარევაჭრობისთვის კი ალტერნატიული ფართი გამოიყოფა. „დაითქვა ორი დღის ვადა. ამ პერიოდში მერია ტერიტორიაზე ახალ სავაჭრო დახლებს ამოიტანს და ჩვენ შევძლებთ ცივილური ფორმით გავაგრძელოთ ვაჭრობა. რაც შეეხება მცხეთის ჯვრის ეკლესიის წინამძღვარს, მამა კონსტანტინე ჭინჭარაული საპატრიარქოში გამართულ შეხვედრას არ ესწრებოდა“, -უთხრა ინტერპრესნიუსს ერთ-ერთმა გარემოვაჭრემ მევლუდ ღარიბაშვილმა. Читать дальше...

PACE ევროპის ქვეყნებს მოუწოდებს, გააადვილონ დამრღვევთა მიმართ სანქციების დაწესება

Radiotavisupleba.ge 

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ევროპის ქვეყნებს მოუწოდა, მიიღონ კანონმდებლობა, რომელიც შესაძლებელს გახდის სანქციების დაწესებას ადამიანის უფლებების ხშირ დარღვევებთან და კორუფციასთან კავშირში მყოფი ადამიანების მიმართ - აშშ-ში და ზოგ სხვა ქვეყანაში მოქმედი „მაგნიტსკის კანონის“ ანალოგიურად. საპარლამენტო ასამბლეის აზრით, შეზღუდვები უნდა იყოს მიზნობრივი და უნდა ეხებოდეს ადამიანის უფლებების დამრღვევებსა და ელიტებს. მიღებული რეზოლუცია ასევე შეიცავს რუსეთის ხელისუფლების მიმართ მოწოდებას, გამოიძიოს... Читать дальше...

პატრიარქ კირილესა და ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარეს „ვერ მიართვეს“ პროფესორის წოდება

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმმა  22 იანვრის სხდომის დღის წესრიგიდან მოხსნა პატრიარქ კირილესა და ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის, ვალენტინა მატვიენკოსთვის „მეცნიერებათა აკადემიის საპატიო პროფესორის“ წოდების მინიჭების საკითხი.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Шнайдер вышла в третий круг турнира WTA-1000 в Риме, победив Самсонову в российском дерби






Анастасия Удальцова посетила выставку-форум «Уникальная Россия»

Михаил Мишустин пообещал не допустить пауз в работе правительства

Вильфанд спрогнозировал возврат нормальной майской температуры в Москве к 15 мая

Часть электричек из Твери изменит свое расписание, некоторые будут отменены