Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2019

Новости за 15.01.2019

ევროკავშირი ბრიტანეთს მოუწოდებს განმარტოს შემდეგი ნაბიჯები

Radiotavisupleba.ge 

ევროპის საბჭოს პრეზიდენტის, დონალდ ტუსკის პრესმდივანი სინანულით გამოეხმაურა ბრიტანელი კანონმდებლების მიერ პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის "ბრექსიტის" გეგმის უარყოფას: "სინანულით ვხვდებით კენჭისყრის შედეგს და ბრიტანეთის მთავრობას მოვუწოდებთ რაც შეიძლება სწრაფად განმარტოს რა ნაბიჯების გადადგმას აპირებს ახლა. ევროკავშირი-27 დარჩება ერთიანი და პასუხისმგებლობის განცდით, ისე, როგორც მთელი ამ პროცესის განმავლობაში ვიყავით და ვეცდებით შევამციროთ ბრექსიტით გამოწვეული ზიანი. გავაგრძელებთ მზადებას ყველა შედეგისთვის... Читать дальше...

ბრიტანელმა კანონმდებლებმა უარყვეს პრემიერ-მინისტრის "ბრექსიტის" გეგმა

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანელმა კანონმდებლებმა 432 ხმით 202-ის წინააღმდეგ უარყვეს  პრემიერ-მინისტრ ტერეზა მეის გეგმა "ბრექსიტის", ანუ ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პირობების შესახებ. კენჭისყრამდე ტერეზა მეი კანონმდებლებს აფრთხილებდა, რომ გეგმის უარყოფა ძირს გამოუთხრიდა ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას. კენჭისყრის უარყოფითი შედეგით „ბრექსიტის“ ბედი გაურკვეველი ხდება. ექსპერტების ვარაუდით, ყოველგვარი შეთანხმების გარეშე ევროკავშირიდან გასვლა ბრიტანეთის ეკონომიკისათვის ქაოსს მოასწავებს. ევროკავშირში დარჩენის მომხრეები... Читать дальше...

განდევნილი უმცირესობები

Radiotavisupleba.ge 

ანარეკლები ბელგიიდან, იმ ქვეყნიდან, რომელმაც შეიფარა სექსუალური არჩევანის გამო დევნილი ქართველები. რატომ გარბიან საქართველოდან ტრანსგენდერი ქალები, ჰომოსექსუალები. ვინ იბრძოლებს სექსუალური უმცირესობის უფლებებისთვის, თუკი თავად დატოვეს ეს ქვეყანა? როგორ ცხოვრობს დღეს ეს ხალხი? ვინ ენატრება? ვუყურებთ და ვმსჯელობთ ეკა აღდგომელაშვილთან (ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG) ერთად.

შსს: ვერაზე მომხდარი ინცინდენტისას ორი პირია დაჭრილი

Radiotavisupleba.ge 

შსს რადიო თავისუფლებას უდასტურებს, რომ ვერაზე, ტატიშვილის ქუჩაზე მომხდარი ინცინდენტისას დაჭრილია ორი პირი. თუ რა სახის დაზიანებები აქვთ მათ მიყენებული და ვინ არიან ისინი, ამ ინფორმაციას შსს ამ ეტაპზე არ ავრცელებს. როგორც უწყების პრესსამსახურში განუცხადეს რადიო თავისუფლებას, ოფიციალურ განცხადებას უწყება მას შემდეგ გამოაქვეყნებს, რაც მეტი დეტალი გახდება მათთვის ცნობილი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას... Читать дальше...

აშშ: რუსეთი „არსებითად არღვევს“ ბირთვულ იარაღზე ხელშეკრულებას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის განცხადებით, რუსეთი კვლავინდებურად „არსებითად არღვევს“ ხელშეკრულებას საშუალო და მოკლე რადიუსის რაკეტების ლიკვიდაციის შესახებ. აშშ-ის ეს განცხადება გავრცელდა მას შემდეგ, რაც ისევ ვერ მიაღწიეს პროგრესს ორმხრივ მოლაპარაკებაზე, რომლის მორიგი რაუნდი 15 იანვარს ჟენევაში გაიმართა. შარშან ოქტომბერში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ხელშეკრულებიდან გავა, თუ რუსეთი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე იარაღის კონტროლისა და საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებში... Читать дальше...

ბოლნისში მამუკა ბახტაძისა და ნიკოლ ფაშინიანის არაფორმალური შეხვედრა გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

ბოლნისში საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების არაფორმალური შეხვედრა გაიმართა. მამუკა ბახტაძემ ნიკოლ ფაშინიანს სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრად დანიშვნა პირადად მიულოცა. როგორც საქართელოს მთავრობის პრესსამსახური იუწყება, მთავრობის მეთაურებმა ორი ქვეყნის კეთილმეზობლურ ურთიერთობებზე ისაუბრეს და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელების იმედი გამოთქვეს.

კენიაში მსხვერპლი მოჰყვა სასტუმროზე თავდასხმას

Radiotavisupleba.ge 

კენიის დედაქალაქ ნაირობიში, სულ ცოტა, ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა სასტუმროზე მოწყობილმა შეიარაღებულმა თავდასხმამ. აფეთქებისა და სროლის შედეგად დაიჭრა სასტუმროში მყოფი რამდნიმე ადამიანი. ადგილობრივი სამართალდამცველები მომხდარს ტერაქტად მიიჩნევენ. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება „ალ-შაბაბმა“. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმაში მონაწილეობდა რამდენიმე ადამიანი, მათ მიმალვა შეძლეს. ბოლო წლებში კენიაში მოეწყო რამდენიმე თავდასხმა, რომელზე პასუხისმგებლობაც ისლამისტებმა იკისრეს. Читать дальше...

ზაზა სარალიძე საავადმყოფოში მოათავსეს

Radiotavisupleba.ge 

ზაზა სარალიძე დიღმის ქირურგიულ ცენტრში გადაიყვანეს. როგორც მისი ადვოკატი ნესტან ლონდარიძე აცხადებს, სარალიძემ შეუძლოდ იგრძნო თავი, რის შემდეგაც ის სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამჯერად  ზაზა სარალიძეს გამოკვლევები უტარდება. „სავარაუდოდ, შაქრის დონე აქვს მაღალი. გუშინ დათოს საქმის დეტალებს განვიხილავდით და ვფიქრობ, კიდევ ერთხელ რომ მოუწია ამ ყველაფრის გახსენება,  ინერვიულა“, - განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.



დაიცავს თუ არა პერსონალურ მონაცემებს ელექტრონული სამედიცინო ისტორია

Radiotavisupleba.ge 

15 იანვრიდან ჯანდაცვის სისტემა ეტაპობრივად გადადის ელექტრონულ სამედიცინო ჩანაწერებზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა დიაგნოზი, სამედიცინო პროცედურა თუ ექიმის ჩარევა პაციენტის ელექტრონულ ისტორიაში აისახება.

ტომოსი: უკრაინაში საქართველოს რეაქციას ელოდებიან

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში მოელიან, რომ საქართველოს ეკლესია ერთ-ერთი პირველი აღიარებს უკრაინის ავტოკეფალიას და უკრაინელი ხალხი საქართველოს ხელისუფლების მილოცვასაც მოისმენს.

მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მოძრაობა აღდგენილია

Radiotavisupleba.ge 

მეტროპოლიტენის მეორე ხაზზე მოძრაობა აღდგენილია. მატარებლების მოძრაობის შეწყვეტა ტექნიკურმა ხარვეზმა გამოიწვია. როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს სატრანსპორტო სამსახურის პრესცენტრში,  ერთ-ერთ მატარებელს ტექნიკური ხარვეზი შეექმნა, რის გამოც მოძრაობა 10 წუთით შეფერხდა. პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ, თუ რა სახის ხარვეზზეა ლაპარაკი: „მას შემდეგ, რაც მეტროს სადგურ „ტექნიკურ უნივერსიტეტზე“ მატარებელი დაიცალა მგზავრებისგან, ის გადავიყვანეთ სპეციალურ ჩიხში“. თბილისის მეტროს მეორე ხაზზე მგზავრებს რამდენიმე... Читать дальше...

ჯვარი და მცხეთის ტურისტული სტატისტიკა

Radiotavisupleba.ge 

ჯვრის მონასტერი, რომელიც მეორე დღეა დაკეტილია, ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო  ძეგლია  საქართველოში და ძალიან ბევრი მნახველი ჰყავს.

საპატრიარქოსთვის მიუღებელია ჯვრის მონასტერთან გარევაჭრობა არსებული სახით

Radiotavisupleba.ge 

ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებაზე საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. „როგორც ცნობილია, ჯვრის მონასტერთან დაკავშირებით ამჟამად შექმნილი ვითარება გარემოვაჭრეების საქმიანობის მოწესრიგებისათვის გადადგმული ნაბიჯია. სამწუხაროდ, არასახარბიელო მდგომარეობაა სულიერ-კულტურული მნიშვნელობის სხვა ძეგლებთანაც. ჩვენ გვესმის, რომ ხალხს უჭირს და ლუკმა-პურის საშოვნელად სხვადასხვა საშუალებას მიმართავს, მაგრამ როდესაც ამდენი ტურისტი და მომლოცველი ჰყავს ქვეყანას უხერხულია, ეს ტაძრები თავისი... Читать дальше...

კანადის პრემიერ-მინისტრი ჩინეთს აკრიტიკებს სასიკვდილო განაჩენის „თვითნებურად“ გამოტანისთვის

Radiotavisupleba.ge 

კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ ჩინეთი დაადანაშაულა სასიკვდილო განაჩენების „თვითნებურად“ გამოტანაში. მანამდე გავრცელდა ცნობა, რომ ჩინეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, განაჩენი შეუცვალეს ნარკოტიკებით ვაჭრობისათვის გასამართლებულ კანადელს, 36 წლის რობერტ შელენბერგს: ადრე მისჯილი პატიმრობის ნაცვლად მას სიკვდილით დასჯა შეუფარდეს. კანადელის ოჯახმა „არაადამიანური“ უწოდა განაჩენს. „უკიდურეს შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ჩინეთმა გადაწყვიტა თვითნებურად გამოიტანოს სასიკვდილო განაჩენები“, განაცხადა ტრუდომ 14 იანვარს ოტავაში. Читать дальше...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი პრეზიდენტს "ათონელის სასახლეში" ესტუმრა

Radiotavisupleba.ge 

დღეს პირველი სამუშაო შეხვედრა გამართეს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, „სალომე ზურაბიშვილმა მამუკა ბახტაძეს ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლეში უმასპინძლა.” პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა განიხილეს თანამშრომლობისა და კომუნიკაციის საკითხები და ისაუბრეს მიმდინარე აქტუალურ საკითხებსა და მომავალ საერთაშორისო  ვიზიტებზე.

ფონდი ”ქართუს” შეთავაზების შემდეგ, სესხების განულების პროექტში დამატებით 14 საფინანსო ორგანიზაცია ჩაერთო

Marshalpress.ge (მარშალ) 

2019 წლის 1-ლი იანვრიდან 15 იანვრის პერიოდში, პრობლემური სესხების განულების პროექტში კიდევ 14-მა საფინანსო ორგანიზაციამ გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი და გაყიდა საკუთრებაში არსებული სესხები. ამჟამად, საიტზე vali. ge დამატებით ატვირთულია შემდეგი ორგანიზაციებიდან შეძენილი 58,241 სესხი: 1. შპს “მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ქრიმ ფინანს ჯეორჯია” (სესხის გამცემი: crediton.ge) 2. შპს “ინფინიტი ჰოლდინგი” (სესხის გამცემი: minicredit.ge) 3. შპს “მისო ლიდერ […]

2018 წელს რუსეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი აღემატებოდა შობადობისას

Radiotavisupleba.ge 

2018 წლის 11 თვეში რუსეთში სიკვდილიანობის მაჩვენებელი 193 ათასი ადამიანით მეტი იყო, ვიდრე შობადობისა. საინფორმაციო სააგენტო „ტასის“ ცნობით, ამის შესახებ 15 იანვარს გამოაცხადა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ტატიანა გოლიკოვამ. მისი მონაცემებით, მოკვდაობის ყველაზე მაღალი მაჩვენებლები აღირიცხა ფსკოვის, სმოლენსკის, ტამბოვის, ტვერისა და ტულის ოლქებში, ხოლო მოსახლეობის ბუნებრივი მატება დაფიქსირდა ჩრდილოეთ კავკასიაში, იაკუტიაში, ტუვისა და ტიუმენის ოლქებში. მთავრობა მოელის, რომ ნეგატიური ტენდენცია შეიცვლება 2023-2024 წლებიდან. Читать дальше...

შსს-მ ორი მუხლით დაიწყო გამოძიება ვერაზე მომხდარ გაურკვეველ ინციდენტზე

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც განზრახ მკლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. 16 საათსა და 27 წუთზე, მძღოლის გარეშე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაგორდა ვერაზე, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე. ავტომობილმა გადაჭრა მელიქიშვილის გამზირი და მოპირდაპირე მხარეს მდგარ მანქანას შეეჯახა. ავტომობილს საბარგულსა და უკანა მინაზე ნატყვიარები აღენიშნება. Читать дальше...

რუსეთში პატიმრობა გაუგრძელეს ქერჩის სრუტესთან დაკავებულ უკრაინელ მეზღვაურებს

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვში სასამართლომ 24 აპრილამდე გაუგრძელა პატიმრობის ვადა 12 კაცს ქერჩის სრუტესთან ნოემბერში დაკავებული სულ 24 უკრაინელი მეზღვაურიდან. ამის შესახებ იუწყება რუსეთის სამართლებრივი და სასამართლო ინფორმაციის სააგენტო. რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის შუამავლობით, სასამართლოს სხდომები დახურულ რეჟიმში ტარდება. უკრაინელ მეზღვაურებს სახელმწიფო საზღვრის დარღვევაში ადანაშაულებენ. დაკავებულები ექვს „ოთხეულად“ არიან განაწილებული, სხდომები იმართება ლეფორტოვოს რაიონული სასამართლოს სამ დარბაზში. 2018... Читать дальше...

Новости России
Москва

Представители народов Чувашии почтили память погибших в годы Великой Отечественной войны


ტაილანდში პირობითი სასჯელი შეუფარდეს "რიბკაგეიტის" სკანდალით ცნობილ ნასტია რიბკას

Radiotavisupleba.ge 

ტაილანდში სასამართლომ პირობითი სასჯელი შეუფარდა ბელორუს მოდელ ანასტასია ვაშუკევიჩს, რომელიც ცნობილია ფსევდონიმით ნასტია რიბკა, და პიროვნული განვითარების მწვრთნელს, რუსეთის მოქალაქე ალექსანდრ კირილოვს (ფსევდონიმით ალექს ლესლი). ისინი გაასამართლეს სექსუალური ხასიათის მომსახურების უკანონოდ ორგანიზების ბრალდებით. ორივემ თავი დამნაშავედ სცნო. სექს-მომსახურების საქმეზე მათთან ერთად გაასამართლეს კიდევ ექვსი ადამიანი - ისინიც ბელორუსიისა და რუსეთის მოქალაქეები. ცნობების თანახმად, მალე მოხდება ტაილანდიდან ყველა ამ პირის დეპორტაცია. Читать дальше...

ნატყვიარი, უმძღოლო ავტომობილი დაგორდა ვერაზე

Radiotavisupleba.ge 

მძღოლის გარეშე მოძრავი მსუბუქი ავტომობილი დაგორდა ვერაზე, ერეკლე ტატიშვილის ქუჩაზე. ავტომობილმა გადაჭრა მელიქიშვილის გამზირი და მოპირდაპირე მხარეს მდგარ მანქანას შეეჯახა. ავტომობილს საბარგულზე და ასევე საქარე მინაზე აღენიშნება სავარაუდოდ სამ-სამი ნატყვიარი და ჩამსხვრეულია უკანა შუშა. წინასწარი ინფორმაციით, მას სხვა ავტომობილიდან ესროლეს. ავტომობილის მფლობელი არ ჩანს. შემთხვევის ადგილზე მუშაობენ სამართალდამცველები. თვითმხილველების თქმით, მათ ამ შემთხვევამდე რამდენიმე წუთით ადრე გაიგეს რამდენიმე გასროლის ხმა.

გერმანიაში დააკავეს ირანისათვის ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი პირი

Radiotavisupleba.ge 

გერმანიაში დააკავეს 50 წლის კაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობაში. ოფიციალური განცხადებით, ავღანეთისა და გერმანიის მოქალაქე აბდულ ჰამიდ ს. ინფორმაციას აწვდიდა ირანის დაზვერვის სააგენტოს. გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ 15 იანვარს გააკეთა განცხადება, რომლის თანახმადაც, აბდულ ჰამიდ ს. გერმანიის სამხედრო ძალებში მუშაობდა „ენის ექსპერტად და მრჩევლად კულტურის საკითხებში“. ხოლო გერმანიის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივნის განცხადებით, სამინისტროსთვის ცნობილია „ბუნდესვერის“ თანამშრომელთან დაკავშირებული ჯაშუშობის საქმეზე. Читать дальше...

გიგა მაქარაშვილი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო

Radiotavisupleba.ge 

სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი პროკურატურამ 15 იანვარს დაზარალებულად ცნო. 2018 წლის ოქტომბერში, გორის მერიასთან საპროტესტო აქციაზე თემურ მანველიშვილმა სამოქალაქო აქტივისტს, გიგა მაქარაშვილს თავზე ნაგვით სავსე ურნა დაამხო. გიგა მაქარაშვილმა თემურ მანველიშვილს პროკურატურაში უჩივლა: „არის!!! დამირეკეს პროკურატურიდან! დაზარალებულად მცნეს! ახლა საია ამ საქმეს მარტივად მიიყვანს ბოლომდე! ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი!!!“ - წერს გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში. აღნიშნული ინცინდენტი მოჰყვა გიგა მაქარაშვილის აქციას... Читать дальше...

ბრიტანეთის პარლამენტში გაიმართება კენჭისყრა „ბრექსიტის" შესახებ მთავრობის გეგმაზე

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანელი კანონმდებლები ემზადებიან გადამწყვეტი მნიშვნელობის კენჭისყრისათვის, რომელზეც მთავრობას გააქვს თავისი წინადადება ევროკავშირიდან ბრიტანეთის გასვლის პირობებზე. თემთა პალატაში 15 იანვრის კენჭისყრა არის მორიგი ეტაპი „ბრექსიტის“ პროცესში და ბევრი პოლიტოლოგი მოელის მთავრობის გეგმის უარყოფას. პრემიერ-მინისტრი ტერეზა მეი კანონმდებლებს აფრთხილებს, რომ კენჭისყრაზე გეგმის უარყოფა ძირს გამოუთხრიდა ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლას. კენჭისყრის უარყოფითი შედეგის შემთხვევაში, „ბრექსიტის“ ბედი გაურკვეველი ხდება. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Касаткина обыграла Марию и вышла в третий круг турнира WTA-1000 в Риме






Глава Мытищ Юлия Купецкая поздравила ветеранов с Днем Победы

Более 100 тысяч человек посетили 9 Мая Музей Победы

Волонтеры Мосгорнаследия привели в порядок городские объекты ко Дню Победы

Праздничный салют в честь Дня Победы отгремел в Москве