Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Январь
2019

რუსეთში გაათავისუფლეს ბლოგერი ვიქტორ ტოროპცევი

0
რუსეთის ხელისუფლებამ პატიმრობიდან გაათავისუფლა ბლოგერი, რომელმაც ინტერნეტში ატვირთა სადავო ვიდეო ხაბაროვსკელი კრიმინალური ავტორიტეტის დაკრძალვაზე სავარაუდო პოლიციის მაღალჩინოსნების დასწრების თაობაზე.


„მე დღეს გამათავისუფლეს დიდი საზოგადოებრივი აღშფოთების გამო“, - დაწერა ტოროპცევმა სოციალ ქსელ „ვ კონტაქტეში“ 13 იანვარს.


რუსეთის ხაბაროვსკის ოლქის პოლიციამ 12 იანვარს დააპატიმრა ბლოგერი ვიქტორ ტოროპცევი, რომელმაც ინტერნეტით გამოაქვეყნა კრიმინალური ავტორიტეტის, იური ზარუბინის დაკრძალვის ამსახველი ვიდეო. ვიდეოს ავტორების აზრით, ზარუბინის დაკრძალვას ესწრებოდნენ ადგილობრივი რაიონული პოლიციისა და ქალაქს პროკურატურის ხელმძღვანელები. შინაგან საქმეთა სამინისტრო ეს ცნობა უარყო და განცხადა, რომ ვიდეოს ავტორს ღირსებისა და პატივის შელახვის გამო უჩივლებენ. თავად ვიქტორ ტოროპცევი კი დააკავეს იმის გამო, რომ ვადაგასულ მართვის მოწომობას იყენებდა.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса