გაერომ ავღანეთში მისიის გაგრძელება დროებით მოახერხა აშშ-სა და ჩინეთს შორის უთანხმოების გამო
გაეროს უშიშროების საბჭომ ავღანეთში მისიის მოქმედების ვადა დროებით, ექვსი თვით გააგრძელა სრული რეზოლუციის თაობაზე აშშ-სა და ჩინეთს შორის უთანხმოების გამო.
15 მარტს საბჭოს დიპლომატებმა განაცხადეს, რომ აშშ წინააღმდეგი იყო რეზოლუციის ტექსტის იმ ნაწილისა, სადაც მოწოდება იყო გამოთქმული ავღანეთის ჩართვით რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობისკენ, რაც, ჩინეთის და ევროპის, ასევე აფრიკის და აზიის სხვა რეგიონების შემაკავშირებელი ინიციატივას „სარტყელსა და გზას“მოიცავს.
ეს სიტყვები ჩაწერილი იყო 2018 წლის რეზოლუციაში, ხოლო 2017 და 2016 წლების რეზოლუციებში პროექტი ნახსენები იყო.
პეკინის ინიციატივა, სახელწოდებით „სარტყელი და გზა“, რომელიც დიდი პროექტების, აეროპორტების და გზების მშენებლობას გულისხმობს, დასავლეთში ზოგიერთების შეშფოთებას იწვევს ჩინეთის ექსპანსიონიზმის გამო.
აშშ-ის ვიცე პრეზიდენტმა, მაიკ პენსმა შარშან გააკრიტიკა ჩინეთის გლობალური ინფრასტრუქტურული მიზნები, განაცხადა რა, რომ ბევრი პროექტი დაბალხარისხიანია და განვითარებად ქვეყნებს ტვირთად აწვება სესხების სახით, რომელთა დაძლევაც მათთვის ძნელია. გაეროში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ჯონათან კოენმა, განაცხადა რომ ჩინეთმა რეზოლუცია მძევლად გაიხადა და ის ჩინეთის სახელმწიფო პოლიტიკური პრიორიტეტებს უფრო ეხებოდა, ვიდრე ავღანეთის ხალხს. მან დასძინა, რომ პეკინის მიერ შეთავაზებულ ინვესტიციებს ინფრასტრუქტურის სფეროში ახასიათებს „ცნობილი პრობლემები კორუფციის, ვალების სიმძიმის, გარემოს დაზიანების და გაუმჭვირვალობის“ სახით.
ჩინეთის ელჩის მოადგილემ, ვუ ჰაიტაომ, განაცხადა, რომ კოენის კომენტარები „წინააღმდეგობაშია ფაქტებთან და სავსეა წინასწარი განსჯით". უთანხმოების გამო გაეროს უშიშროების საბჭო იძულებული გახდა გაეგრძელებინა მისია დროებით, ექვსი თვით, ერთი წლის ნაცვლად.