Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Март
2019

Новости за 16.03.2019

მოდი აქა, ამ ცულს ავიღებ და ძირში მოგაჭრი – დაპირისპირება გორში (ვიდეო)

Marshalpress.ge (მარშალ) 

გორში, კომბინატის მოსახლეობა კომპანია ,,იბოლიას” მუშებს დაუპირისპირდნენ. ამის გამო, გორგასლის ქუჩაზე საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები გამოიძახეს. პატრულის თანამშრომლებმა სიტუაცია განმუხტეს, თუმცა სიტყვიერი დაპირისპირება მაინც გაგრძელდა. კომბინატელები გორის დეპუტატის, იოსებ მაკრახიძის კომპანიის თანამშრომლებს ეჩხუბნენ. გორგასლის ქუჩის მცხოვრებლები ნაძვის ხეების გადაბელვის ფაქტს აპროტესტებდნენ. ამის ამსახველი ფოტოები qartli.ge-მ გადაიღო. რამდენიმე ქალბატონმა მუშებს ცული წაართვა: ,,ამ ცულს ავიღებ და... Читать дальше...

ექსკლუზიური ინფორმაცია: ვაშინგტონში გაკეთებული ავტოფსია ადასტურებს, რომ ლესინს კისრის ძვალი ჰქონდა გადატეხილი

Radiotavisupleba.ge 

ორ წლიანი სასამართლო პროცესის შემდეგ, რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ აშშ-ის ინფორმაციის თავისუფლების კანონის თანახმად, მოიპოვა ექსკლუზიური უფლება, წვდომა ჰქონოდა სამედიცინო დასკვნაზე, რომელიც ეხება Russia Today-ის დამაარსებლის, მიხაილ ლესინის სიკვდილს 2015 წელს. ჩატარებული ავტოფსიის მასალების თანახმად, რომელიც ვაშინგტონის „მთავარი კორონერის ოფისმა“ გადასცა რადიო თავისუფლებას, პირველად გახდა ცნობილი, რომ მიხაილ ლესინს, რუსეთის პრესის ყოფილ მინისტრს, რომელიც ვაშინგტონში სასტუმროს ოთახში ნახეს მკვდარი 2015 წელს... Читать дальше...

ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი ლიანდაგს ასცდა

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისი-ბათუმის სამგზავრო მატარებელი ლიანდაგს ასცდა, მაგრამ მგზავრები არ დაშავებულან. შემთხვევა დღეს, 16 მარტს 17:50 წუთზე მოხდა. როგორც „საქართველოს რკინიგზის“ განცხადებაშია განმარტებული, „ელექტრომატარებელი #683 ქუთაისი-ბათუმი სადგურიდან გასვლამდე გოგორწყვილის ჩავარდნის გამო  ასცდა ლიანდაგს. შემთხვევის შედეგად მგზავრები არ დაშავებულან. რეისი მოხსნილია მსვლელობიდან. თითოეულ მგზავრს სრულად აუნაზღაურდა მგზავრობის საფასური“.

ოთარ კახიძე: მხარს დავუჭერთ ნებისმიერ მოდელს, რომელიც სასამართლო კლანს მონოპოლიას ჩამოართმევს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა  „ევროპული საქართველოს“ მიერ მომზადებულ კანონპროექტს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შესახებ. კანონპროექტი  უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის წესს ეხება. „ევროპული საქართველოს“ ხედვით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა წევრს უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რომ დაასახელოს უზენაესი სასამართლოს წევრობის კანდიდატები. უმრავლესობის წარმომადგენლების შეფასებით კი  „ევროპული საქართველოს" მიერ მომზადებული  კანონპროექტი... Читать дальше...

კიევში ულტრა მემარჯვენე ჯგუფების ინიციატივით გამართული აქცია მშვიდობიანად დასრულდა

Radiotavisupleba.ge 

კიევის ცენტრში გაიმართა საპროტესტო აქცია, რომლის ინიციატორები იყვნენ ულტრა მემარჯვენე გაერთიანებები „ნაციონალური კორპუსი“ და „ნაციონალური რაზმები“7დემონსტრანტები მთავრობისგან, უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოსგან მოითხოვდნენ იმ პირების დასჯას, რომლებიც დაკავშირებული არიან თავდაცვის სფეროში მომხდარ სკანდალთან. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, ნაციონალური კორპუსი ნაციონალისტურ სიძულვილის ჯგუფია. ის ბატალიონ აზოვის პოლიტიკურ ფრთას წარმოადგენს.  დემონსტრანტები მოითხოვდნენ გარკვევას სკანდალში „უკრობორონპრომის“ გარშემო. Читать дальше...

ტირანაში შეტაკება მოხდა პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციის მომხრე დემონსტრანტებს და პოლიციას შორის შეტაკება მოხდა ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში, 16 მარტს ანტი სამთავრობო გამოსვლის დროს. არეულობა დაიწყო, როცა დემონსტრანტებმა სცადეს პარლამენტის შენობაზე იერიშის მიტანა. ისინი პოლიციელებს ესროდნენ კვამლის ყუმბარებს და სხვა საგნებს. პოლიციამ ცრემლმდენი აირი და წყლის ჭავლი გამოიყენა დემონსტრაციის დასაშლელად. საპროტესტო გამოსვლის მონაწილეები სოციალ-დემოკრატი პრემიერ-მინისტრის, ედი რამას მთავრობას ადანაშაულებენ კორუფციაში და ორგანიზებულ დანაშულთან კავშირში. Читать дальше...

მშენებლობიდან ჩამოვარდნილი 3 მუშიდან 2 გარდაიცვალა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, ორთაჭალაში 16 მარტს მშენებარე კორპუსიდან 3 ადამიანი გადმოვარდა. ერთი მუშა შემთხვევის ადგილზევე დაიღუპა.  სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრამვების გამო,  „ამტელ ჰოსპიტალში“ შეყვანიდან 2 საათში გარდაიცვალა მეორე მუშა. ინგოროყვას კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა მესამე დაშავებულსაც, რომელიც ამჟამად რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

ევროკომისია ბრალად სდებს გუგლს უმოქმედობაში წინასაარჩევნო დეზინფორმაციის მიმართ

Radiotavisupleba.ge 

ევროპის კომისიამ გააკრიტიკა გუგლი იმისათვის, რომ სათანადოდ არ მოქმედებს ევროპის პარლამენტის არჩევნების წინ. აშშ-ის დაფუძნებული ინტერნეტ გოლიათის მიმართ გაგზავნილ წერილში, რომელსაც ხელს აწერს ევროპის კავშირის ოთხი კომისარი, და რომელიც იხილა რადიო თავისუფლების კორესპონდენტმა, ნათქვამია, რომ ევროპის კომისიისთვის მიწოდებული ინფორმაციის ხარისხი „აშკარად აჩვენებს, რომ საჭიროა სასწრაფო შემდგომი მოქმედებები“. ოქტომბერში, გუგლმა, ასევე ტვიტერმა და ფეისბუკმა, ხელი მოაწერეს ევროპის კომისიის ქცევის კოდექსს... Читать дальше...



აფხაზეთის ომში უგზოუკვლოდ დაკარგული ჯარისკაცები ძმათა სასაფლაოზე დაკრძალეს

Radiotavisupleba.ge 

საბრძოლო მოქმედებების დროს აფხაზეთში დაღუპულთა 12 ნეშტი 16 მარტს დაკრძალეს. მათგან სამი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, დანარჩენები კი ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე. აფხაზეთში საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაღუპულთა ხსოვნას დიღმის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს პრეზიდენტმა, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში და პარლამენტის წარმომადგენლებმა. უგზო-უკვლოდ დაკარგული 12 იდენტიფიცირებული პირის გადმოსვენება აფხაზეთიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის... Читать дальше...

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი: სოფელ ხურვალეთში სიმშვიდეა და დაძაბულობას ადგილი არ აქვს

Radiotavisupleba.ge 

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა განაცხადა, რომ „სოფელ ხურვალეთში სიმშვიდეა და დაძაბულობას ადგილი არ აქვს. შევხვდი მოსახლეობას და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს, რომლებიც ამ დრომდე ადგილზე რჩებიან“. ამ ცნობას ავრცელებს სააგენტო „ინტერპრესნიუსი,“ რომელსაც გორის მერიიდან აცნობეს, რომ  განცხადება მერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც სოფელ ხურვალეთში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. კონსტანტინე თავზარაშვილი ევროკავშირის მისიის წარმომადგენლებსაც ესაუბრა და ვითარებას ადგილზე გაეცნო. Читать дальше...

საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობასთან საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს

Marshalpress.ge (მარშალ) 

საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობასთან საპატიო სტუმარი ქვეყნის პროექტის შესახებ მოლაპარაკებებს იწყებს მოლაპარაკებების მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პირველი მოადგილე, მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი, მედეა მეტრეველი ოფიციალური ვიზიტით პარიზში იმყოფებიან. ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ გიორგაძემ და მედეა მეტრეველმა საქმიანი შეხვედრები გამართეს საფრანგეთის გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტთან და გენერალურ დირექტორთან, ასევე ფრანგული... Читать дальше...

ბელარუსია ირანში აბრუნებს პირს, რომელსაც იქ სასიკვდილო განაჩენი ელოდება

Radiotavisupleba.ge 

ბელორუსიის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ირანელი კაცი, რომელმაც აღმსარებლობა შეიცვალა და გაქრისტიანდა, დეპორტირებულ იქნება ირანში. თეირანის მხრიდან ის იძებნება სავარაუდო მკვლელობის გამო და მოსალოდნელია, აღმსარებლობის შეცვლის გამოც. საერთაშორისო უფლება დამცავმა ორგანიზაციებმა მინსკი გააფრთხილეს, რომ მას წამება და სასიკვდილო განაჩენი ემუქრება, თუ ირანში უკან დააბრუნებენ. მეჰრდად ჯამშიდიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა მას მერე, რაც მას გულის შეტევა ჰქონდა ივლისში და საავადმყოფოში სამ დღიანი ყოფნის შემდეგ კვლავ საპატიმროში დააბრუნეს. Читать дальше...

სპორტული კვირა

Radiotavisupleba.ge 

ზაგრებში გამართულ იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების წარმატებებზე ლაპარაკობს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი.

ჩრდილოეთ მაკედონიის სასამართლომ 16 პირს გამოუტანა განაჩენი 2017 წელს პარლამენტზე თავდასხმაში მათი როლის გამო

Radiotavisupleba.ge 

ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრია იმ 16 ბრალდებულს შორის, რომლებსაც ჩრდილოეთ მაკედონიის სასამართლომ გამოუტანა განაჩენი ხანგძლივი პატიმრობის სახით 2017 წელს ამ ქვეყნის პარლამენტზე თავდასხმის გამო. ყოფილ მინისტრს, მიტკო ჩავკოვს 18 წლით მიუსაჯეს თავისუფლების აღკვეთა „საკონსტიტუციო წესრიგისა და უსაფრთხოებისთვის ტერორისტული საფრთხის შექმნის გამო“. ჩავკოვი საჯარო უსაფრთხოების ოფისს ხელმძღვანელობდა, როცა 2017 წელს, 27 აპრილს თავდასხმა მოხდა პარლამენტზე. სასამართლომ 15 სხვა პირს, სხვადასხვა ვადით მიუსაჯა... Читать дальше...

საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობასთან მოლაპარაკებებს იწყებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველო პარიზის წიგნის ბაზრობასთან იწყებს მოლაპარაკებებს 2021 წელს საქართველოს საპატიო სტუმრად წარდგენის შესახებ. ამ მიზნით პარიზში იმყოფებიან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მიხეილ გიორგაძე და ქართული წიგნის ეროვნული ცენტრის დირექტორი, დეა მეტრეველი. მათ უკვე გამართეს საქმიანი შეხვედრები საფრანგეთის გამომცემელთა ასოციაციის პრეზიდენტთან ვინსენ მონტანთან ასოციაციის გენერალურ დირექტორთან პიერ დუტიოლთან, ასევე ფრანგული ინსტიტუტის პრეზიდენტთან პიერ ბულერთან და ფრანგული ინსტიტუტის ფრანგული ენის... Читать дальше...

რუსეთი აპირებს უპასუხოს ევროკავშირის ახალ სანქციებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი უპასუხებს ევროკავშირის ახალ სანქციებს. ცნობა გაავრცელა ინტერფაქსმა 16 მარტს. ევროკავშირმა, აშშ-თან და კანადასთან ერთად, 15 მარტს დააწესა ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ, რათა დასაჯოს მოსკოვი 2018 წელს უკრაინის სამ გემზე თავდასხმის, ასევე ყირიმის ანექსიის და სეპარატისტების მხარდაჭერისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სხვა ქმედებებისთვის. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება აჩვენებს უპატივცემულობას რუსეთის ფედერაციის უფლების მიმართ, დაიცვას სახელმწიფო საზღვრები... Читать дальше...

ბიძინა ივანიშვილის კუთვნილმა ხემ გზა ჩახერგა

Radiotavisupleba.ge 

გიგანტური ხე, რომელიც ბიძინა ივანიშვილის დენდროლოგიური პარკისთვის  ქობულეთის მუნიციპალიტეტის  სოფელ ზენითიდან  მიჰქონდათ, გზაში გაიჭედა. გაზეთ "ბათუმელების" ცნობით, გადაკეტილი იყო  ზენითი აჭყვისთავის  საავტომობილო გზა. გაზეთი ადგილობრივებზე დაყრდნობით იუწყება, რომ ხის გადატანის სამუშაოები ღამით დაიწყო და სოფელს ელექტროენერგიის მიწოდებაც შეუწყდა. დაახლოებით დილის ხუთ საათზე კი  ხე, რომელიც სოფლიდან მძიმე ტექნიკას გაჰქონდა, სოფელ აჭყვისთავის მისასვლელ გზასთან გაჩერდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით... Читать дальше...

გაერომ ავღანეთში მისიის გაგრძელება დროებით მოახერხა აშშ-სა და ჩინეთს შორის უთანხმოების გამო

Radiotavisupleba.ge 

გაეროს უშიშროების საბჭომ ავღანეთში მისიის მოქმედების ვადა დროებით, ექვსი თვით გააგრძელა სრული რეზოლუციის თაობაზე აშშ-სა და ჩინეთს შორის უთანხმოების გამო. 15 მარტს საბჭოს დიპლომატებმა განაცხადეს, რომ აშშ წინააღმდეგი იყო რეზოლუციის ტექსტის იმ ნაწილისა, სადაც მოწოდება იყო გამოთქმული ავღანეთის ჩართვით რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობისკენ, რაც, ჩინეთის და ევროპის, ასევე აფრიკის და აზიის სხვა რეგიონების შემაკავშირებელი ინიციატივას „სარტყელსა და გზას“მოიცავს. ეს სიტყვები ჩაწერილი იყო 2018 წლის რეზოლუციაში... Читать дальше...

ახალ ზელანდიაში მეჩეთებში სროლაში ეჭვმიტანილს ოფიციალურად წაუყენეს ბრალი მკვლელობაში

Radiotavisupleba.ge 

28 წლის ავსტრალიელი, რომელიც ეჭვმიტანილია სროლაში ახალი ზელანდიის ორ მეჩეთში,  პირველად წარდგა სასამარლოს წინაშე. ეჭვმიტანილი ელოდა მის მიმართ წაყენებული ბრალის მოსმენას ხელბორკილებით და პატიმრის თეთრ სამოსში. 16 მარტს ქალაქ კრაისტჩერჩში სასამართლოს დარბაზში შესვლისას ბრენტონ ტარანტმა ხელით აჩვენა თანხმობის გადაბრუნებული ნიშანი, რომელსაც ბევრი მიიჩნევს თეთრი ძალაუფლების ჟესტად. ტარანტს არ გამოუხატავს გრძნობები, როცა მას ბრალდების ტექსტი წაუკითხეს. მოსამართლემ თქვა, რომ „გონივრულია ვივარაუდოთ... Читать дальше...

Новости России
Москва

Поцарапанному пандой Катюшей киперу подарили футболку с извинениями


ჟურნალისტებსა და სამოქალაქო აქტივისტებს ხურვალეთში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები არ უნახავთ

Radiotavisupleba.ge 

ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების თანხლებით, ხურვალეთში დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ იმ ტერიტორიაზე, სადაც რუსეთის საოკუპაციო ძალებს საგუშაგო კოშკურა აქვთ მოწყობილი. 15 მარტს გავრცელებული ინფორმაციით, სწორედ ამ საგუშაგოს მიმდებარე ტერიტორიაზე ხუროშვილებისა და ბატონისაშვილების კუთვნილ მიწის ნაკვეთებზე შენიშნეს საოკუპაციო ძალების რამდენიმე წარმომადგენელი. როგორც ჩვენი კორესპონდენტი, გოგა აფციაური იტყობინება ხურვალეთიდან, ჟურნალისტებმა... Читать дальше...

ჟურნალისტები და სამოქალაქო აქტივისტები ხურვალეთში შედიან

Radiotavisupleba.ge 

ჟურნალისტებისა და  სამოქალაქო აქტივისტებისგან შემდგარი ჯგუფი  ახლა ხურვალეთის პოლიციის საგუშაგოდან, სამართალდამცავთა  თანხლებით მიემგზავრება სოფელში.   ადგილზე ისინი საკუთარი თვალით ნახავენ იმ ტერიტორიას, რომელზეც 15 მარტს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  იმყოფებოდნენ რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები. ხურვალეთში მიმავალ ჯგუფში არ არის ანტისაოკუპაციო მოძრაობის  „ძალა ერთობაშია“ ლიდერი დავით ქაცარავა.როგორც მან რადიო თავისუფლებას უთხრა,  გაითვალისწინა ძალოვანი უწყებების თხოვნა და  ნებაყოფლობით თქვა უარი სოფელში შესვლაზე. Читать дальше...

მიხეილ სააკაშვილი: პუტინმა შესაძლოა ევროპის ტერიტორიები დაიპყროს

Radiotavisupleba.ge 

ვლადიმირ პუტინის აგრესიული ინტერესის შემდეგი ობიექტები შესაძლოა გახდნენ ნატოს არაწევრი ისეთი ქვეყნების ტერიტორიები, როგორებიც არიან ფინეთი და შვედეთი. - წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკულ ჟურნალ "Foreign Policy"-ში. ვლადიმირ პუტინი, რეიტინგების მკვეთრი ვარდნის პირობებში, შესაძლოა მიუბრუნდეს იმას, რაც მას წარსულში ეხმარებოდა ანუ აგრესიულ აქციებს ქვეყნის გარეთ,- აღნიშნავს მიხეილ სააკაშვილი. მას ამის მაგალითებად მოჰყავს რუსეთის შეჭრა საქართველოში, ყირიმის ანექსია და სამხედრო ოპერაცია სირიაში. Читать дальше...

დონალდ ტრამპმა პირველი ვეტო გამოიყენა

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში ვეტოს უფლებით პირველად 15 მარტს, პარასკევს ისარგებლა. ვეტოს საშუალებით  მან დაბლოკა კონგრესის რეზოლუცია, რომელიც შეეხებოდა აშშ-მექსიკის საზღვარზე საგანგებო სიტუაციის გაუქმებას. პრეზიდენტმა ტრამპმა საგანგებო სიტუაცია საზღვარზე, ეროვნული უსაფრთხოების მოსაზრებით, 15 თებერვალს შემოიღო იმისთვის, რათა მექსიკასთან კედლის მშენებლობისთვის  რესურსები მიეღო. შემოდგომაზე კონგრესმა მას უარი უთხრა 5,7 მილიარდი აშშ დოლარი... Читать дальше...

დეპუტატ არჩილ თალაკვაძის ბინის გაქურდვის ფაქტზე დაკავებულია ერთი პირი

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად, დაკავებულია პირი, რომელმაც 14 მარტს დეპუტატ არჩილ თალაკვაძის საცხოვრებელ ბინაში უკანონოდ შეაღწია და მცირე ზომის სეიფი მოიპარა. სამინისტროს ცნობით, აღნიშნულ სეიფში ინახებოდა გარკვეული ოდენობის ფული და არჩილ თალაკვაძის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი. სამართალდამცველებმა ნაქურდალი თანხა და ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. ქურდობისთვის  დაკავებული ა.ს. 1989 წელსაა დაბადებული. გამოძიება ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, საქართველოს... Читать дальше...

სამოქალაქო აქტივისტები ხურვალეთში შესვლას ითხოვენ

Radiotavisupleba.ge 

სამოქალაქო აქტივისტების ნაწილმა წუხელ ღამე ხურვალეთთან გაატარა. ისინი ითხოვენ სოფელში შესვლას და პირადად ნახვას იმ ადგილებისა, სადაც გავრცელებული ცნობით 15 მარტს რამდენიმე ნიღბიანი რუსი სამხედრო იყო შესული. როგორც მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ აქტივისტმა დავით ქაცარავამ უთხრა საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსს“, ძალოვან სტრუქტურებთან გუშინ გვიან ღამით შედგა კომუნიკაცია და შეთანხმდნენ, რომ სოფელში შესვლის საშუალებას ნაცვლად 16 მარტის 8 საათისა, 12 საათისთვის მისცემდნენ. როგორც დავით ქაცარავა ამბობს... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анна Блинкова

Россиянки Аванесян и Блинкова вышли во второй тур турнира в Риме






На ВДНХ представили обновлённый «Зелёный маршрут»

Винисиус и Родриго вошли в состав сборной Бразилии на Кубок Америки

Фитнес прокачивает онлайн // Благодаря чему растет спрос на видеотренировки

Поплавская высказалась о причинах убийства Влада Листьева