Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Март
2019

Новости за 20.03.2019

ნერვებს ნუ იშლით ,,პროტოკოლისტებო”, ამ ვიდეოს კი გადახედეთ მორალისტებმა – ინგა გრიგოლიას გამოხმაურება

Marshalpress.ge (მარშალ) 

ჟურნალისტ ინგა გრიგოლიასა და პრეზიდენტს შორის კამათი, რომელიც ინტერვიუს ჩაწერის ფორმატს ეხებოდა, საზოგადოების განხილვის საგნად იქცა და ბევრი კრიტიკოსიც გამოეხმაურა. ამასთან დაკავშირებით ინგა გრიგოლია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს თანდართული ვიდეოთი, რომელშიც ნაჩვენებია სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები, რომლებიც სატელევიზიო სტუდიებს სტუმრობენ. “ნერვებს ნუ იშლით ,,პროტოკოლისტებო,, გარეთ 21-ე საუკუნეა, რა პროტოკოლი..რის პროტოკოლი, რა შეზღუდვები, რის შეზღუდვები, კარგით რა. […]

მომავალი 5 წლის განმავლობაში გვაქვს ყველა შესაძლებლობა, რომ ათჯერ გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი იაპონიაში – პრემიერი

Marshalpress.ge (მარშალ) 

ვფიქრობ, რომ მომავალი ხუთი წლის განმავლობაში გვაქვს ყველა შესაძლებლობა იმისათვის, რომ რვაჯერ, ათჯერ გავზარდოთ ჩვენი ექსპორტი იაპონიაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუქ ლაივში“ განაცხადა. მთავრობის მეთაურმა იაპონიაში ვიზიტი წარმატებულად შეაფასა და აღნიშნა, რომ იაპონიაში ქართული ღვინის პოპულარიზაცია ძალიან აქტიური ნაბიჯებით მიმდინარეობს. „იაპონია არის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ბაზარი ჩვენი ღვინისთვის. ძალიან საინტერესო გამოფენა […]

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა დაუშვა ბრექსიტის ხანმოკლე ვადით გადატანა

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარემ, დონალდ ტუსკმა დაუშვა ბრექსიტის ხანმოკლე ვადით გადატანა. მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი დიდი ბრიტანეთის პარლამენტი მოიწონებს ადრე შეთანხმებულ გარიგებას ბრიუსელთან. ევროკავშირიდან დიდი ბრიტანეთის ორგანიზებული გასვლის იმედი სუსტია, მაგრამ ევროკავშირი კვლავაც შეეცდება ამის მიღწევასო, დასძინა ტუსკმა. ოთხშაბათს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ ოფიციალურად მოითხოვა ევროკავშირიდან ქვეყნის გასვლის გადადება 30 ივნისამდე. დონალდ ტუსკისადმი მიწერილ წერილში მან აღნიშნა... Читать дальше...

ანაკლიის პორტთან დაკავშირებით არასწორი პროპაგანდა გრძელდება - მამუკა ბახტაძე

Radiotavisupleba.ge 

არანაირი საქმე „თიბისის“ გარშემო არ არსებობს. „თიბისი“-მ და ეროვნულმა ბანკმა გააკეთეს ერთობლივი განცხადება და ეს საქმე და ეს პრობლემა არის ამოწურული, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე პირდაპირი ეთერის დროს დასმული შეკითხვის პასუხად. სოციალური ქსელის მომხმარებელს აინტერესებდა „მაშინ, როცა მთავრობა თავს იწონებს უსაფრთხო ბიზნესგარემოთი, რატომ მოხდა „თიბისი ბანკზე“ შეტევა და რატომ ჭიანურდება ანაკლიის პროექტის განხორციელება“. „არასწორად ვაკეთებთ აქცენტს, არანაირი საქმე „თიბისი“-ს გარშემო არ არსებობს. Читать дальше...

"ქართველი პოლიციელები მკერდმიშვერილები იდგნენ ოკუპანტების წინააღმდეგო"

Radiotavisupleba.ge 

რა ვიცით გასულ კვირაში, ხურვალეთში მომხდარზე? რატომ რჩება პასუხგაუცემელი კითხვები და რა დააზღვევდა მეტად საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოქალაქეებს უშუალო საფრთხისგან? რადიო თავისუფლების ჟურნალისტი გოგა აფციაური „დილის საუბრებში“ იხსენებს დეტალებს.

„ქართული ოცნება“: ომი ისევ ივანიშვილის გვერდის ავლით

Radiotavisupleba.ge 

შესაძლებელი იქნება თუ არა ოპოზიციურ ფლანგზე რეალური წარმატების მიღწევა ბიძინა ივანიშვილთან ღია დაპირისპირების გარეშე?

ზურაბ დათუნაშვილი: „ადვოკატის სიტყვები სიცრუეა“

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ გეგა გეგეშიძის ადვოკატის, მარინა ცუცქირიძის განცხადებით, მან სასამართლოს სთხოვა დახმარება, მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის სხვა ინციდენტების შესახებ ინფორმაციის მისაღებად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსგან. „ზუსტად ვიცი, რომ მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილს სხვა კონფლიქტები და ინციდენტებიც ჰქონია. მაქვს ინფორმაცია, რომ მას გარკვეული პერიოდის წინ, შენგენის წევრ ერთ-ერთ ქვეყანაში შესვლა გარკვეული პერიოდით ჰქონდა აკრძალული. ამასთან დაკავშირებით, ინფორმაცია... Читать дальше...

კომპანია Walt Disney-მ იყიდა კინოსტუდია 21st Century Fox-ი

Radiotavisupleba.ge 

კომპანია Walt Disney-მ იყიდა კინოსტუდია 21st Century Fox-ი. გარიგებამ 71 მილიარდი დოლარი შეადგინა. Disney-ის მფლობელობაში გადავიდა ასევე პროდუქციის სტუდიები, საკაბელო ქსელები FX და National Geographic-ი. ახალმა მფლობელმა ასევე მიიღო უფლებები ზოგიერთ პოპულარულ ფრენჩაიზზე. მათ შორისაა „ავატარი“, „სიმპსონები“ და სხვ. Fox-ის ყოფილმა მფლობელმა, მედიამაგნატმა რუპერტ მერდოკმა უკვე შექმნა ახალი კომპანია Fox Corporation-ი. მასში შევლენ გაუყიდავი აქტივები: Fox News-ი, რეგიონული ტელესადგურები და სპორტული ტელეარხები. Читать дальше...



თეა წულუკიანი: მე არ ვთვლი, რომ მაჩალიკაშვილის საქმეში სახელმწიფომ დანაშაული ჩაიდინა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეში სახელმწიფოს დამნაშავედ არ მიიჩნევს. „იმიტომ რომ ეს არ არის დამტკიცებული,“- განაცხადა იუსტიციის მინისტრმა პარლამენტში სამთავრობო საათზე. „თქვენ იძახით ხან გოგაშვილი, ხან ვიღაცეების გვარებს იძახით. ეს თქვენ დაადგინეთ? ეჭვი არსებობს? კი ბატონო. მე ეს ეჭვი არ მაქვს, რომ სოსო გოგაშვილმა ვიღაცა დახვრიტა. თუ ამ სიტყვებით გინდათ, ამ სიტყვებით გეტყვით. ეს ეჭვი თუ გაქვთ, მაშინ ან დაამტკიცეთ ეს, ან ნუ ატრიალებთ სახელებს... Читать дальше...

ეს არ არის თემა რომელიც პარლამენტს ეხება - თეა წულუკიანის განმარტება რატომ გეგმავდა გადადგომას

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ისევ არ უპასუხა შეკითხვას, რა მიზეზით აპირებდა თანამდებობიდან წავლას. პარლამენტში სიტყვებით გამოსვლისას მას ეს შეკითხვა "ევროპული საქართველოს" დეპუტატებმა გიგი წერეთელმა და ირმა ნადირაშვილმა დაუსვეს. თეა წულუკიანმა პასუხის გაცემა, შეკითხვის ავტორების გამოხატვის ფორმების შეფასებით დაიწყო. „ბატონმა გიგიმ შეკითხვა მისთვის ჩვეული დარბაისლობით დასვა. ქალბატონმა ირმამ თქვა, რომ „რატომ მოუწყე ივანიშვილს შანტაჟიო?“. როდიდან დაიწყო ქალბატონმა ირმამ ივანიშვილზე ასე დარდი, არ ვიცი, მაგრამ ამას მხოლოდ მივესალმები“. Читать дальше...

პროპორციული არჩევნების ჩატარების მოთხოვნით რუსთავში ხელმოწერებს აგროვებენ

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარების მოთხოვნით „ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაცია ხელმოწერების შეგროვებას აგრძელებს და აფართოებს აქციის არეალს. ხელმოწერების შეგროვება ერთი კვირის წინ მეგობრობის გამზირზე დაიწყეს, 20 მარტს კი კოსტავას გამზირზეც გააგრძელეს. „ევროპული საქართველოს“ რუსთავის ორგანიზაციის ლიდერმა ნინო იმედაშვილმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ხელმოწერების შესაგროვებლად, პარალელურად, "კარდაკარაც" დადიან. „ამ მოკლე ხანში საკმაოდ ბევრი ხელმოწერა შეგროვდა, თუმცა მოსახლეობა ქუჩაში უფრო აქტიურობს“... Читать дальше...

ავღანეთში უკვე მეორედ, ამჯერად სექტემბრამდე გადაიდო საპრეზიდენტო არჩევნები

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთში ორი თვით, სექტემბრამდე გადაიდო საპრეზიდენტო არჩევნები, რათა ხელისუფლებას მეტი დრო ჰქონდეს კენჭისყრის მოსამზდებლად და ოქტომბერში საპარლამენტო არჩევნებზე გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად. ამის შესახებ 20 მარტს ქაბულში განაცხადა ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ჰაუა ალამ ნურისტანიმ. მისი თქმით, საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება 28 სექტემბერს, ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებთან და ღაზნის პროვინციაში საპარლამენტო არჩევნებთან ერთად. თავდაპირველი გეგმით... Читать дальше...

თეა წულუკიანმა რომან გოცირიძეს "გოციკოები" გაახსენა

Radiotavisupleba.ge 

“თქვენ ბრძანეთ, ხომ არ მივბაძოთ ნაზარბაევს და ნურსულთანი რო დაარქვაო  ასტანასო, იუსტიციის სამინისტროსაცო დავარქვათო  თეაო. მე არ ვიცი, ამაზე ახლა  რა პასუხი უნდა გაგცეთ. კაცია და გუნება. მე მგონი რომ არ არის კარგი აზრი, მაგრამ თუ გნებავთ, გააკეთეთ. არ არის პრობლემა. იცით, რა არის ბატონო რომან, ცოტა სხვა რაღაცა მაფიქრებინა ამან. არ ვიცი, თუ არ გეწყინებათ გეტყვით, ჩვენ გვქონდა წარსულში,  როდესაც მე ბავშვი ვიყავი, დრო, როდესაც ქართული ფული შემოვიდა და გოციკოები დაარქვეს და არ ვიცი რამდენად კარგი აზრია,"-... Читать дальше...

"მოვდიოდი და მეც ვფიქრობდი, თუ რამდენი მავნებლობა იქნა განხორციელებული ამ ქალაქში"

Radiotavisupleba.ge 

გასულ კვირაში თბილისის საკრებულომ დაამტკიცა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმა. საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე, ზღვისუბნის მაჟორიტარი დეპუტატი, თამარ ტალიაშვილი „დილის საუბრებში“ ამ გადაწყვეტილებას „ისტორიულ მოვლენას“ უწოდებს.

„მოგვაცილეთ ნაგავი“, „არა ჭოგნარის ნაგავსაყრელს“ - თერჯოლის სოფლების მოსახლეობა პროტესტს აგრძელებს

Radiotavisupleba.ge 

ბოლო სამი წლის განმავლობაში თერჯოლის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობამ არაერთხელ გააპროტესტა ჭოგნარში იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალური ნაგავსაყრელის მშენებლობის პროექტი.

თეა წულუკიანი: იმედი გვაქვს, რომ რუსეთი დეპორტაციის საქმეზე კომპენსაციის თანხას ჩარიცხავს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმედოვნებს, რომ რუსეთის ფედერაცია საქართველოსთან დეპორტაციის საქმეში დაკისრებული კოპენსაციის თანხას განსაზღვრულ ვადაში ჩარიცხავს: „რუსეთს ვადა ეწურება აპრილში. სამთვიანი. ამ ვადაში ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმის, რომ ჩაირიცხება ეს თანხა. არ ვიცი ეს რამდენად ღიმილს გამოიწვევს ზოგიერთში, თუ არ გამოიწვევს, მაგრამ მე ვარ მხარე, მოგებული მხარე და მოლოდინი მაქვს, რომ წაგებული მხარე ამ თანხას ჩარიცხავს. არა ჩვენი ბიუჯეტისთვის, არამედ იმ დაზარალებული ინდივიდებისთვის... Читать дальше...

რადოვან კარაჯიჩს სასჯელი სამუდამო პატიმრობამდე გაუზარდეს

Radiotavisupleba.ge 

ჰააგის საერთაშორისო სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ბოსნიელ სერბთა ყოფილი ლიდერის, რადოვან კარაჯიჩის საჩივრები მისთვის გენოციდის ბრალდებით გამოტანილი განაჩენების თაობაზე და 40 წლით პატიმრობ სამუდამო პატიმრობამდე გაუგრძელა. ეს საბოლოო გადაწყვეტილებაა კარაჯიჩის როლზე 1995 წელს სრებრენიცის ხოცვა-ჟლეტაში, მის მიერ სარაევოს თითქმის ოთხწლიანი ალყის მოწყობასა და ბოსნიის 20 მუნიციპალიტეტში ჩადენილ ომის დანაშაულებებზე, რომლებისთვისაც კარაჯიჩი 2016 წელს გაასამართლეს. 73 წლის კარაჯიჩი 40 წლით პატიმრობას იხდის გენოციდის ბრალდებით... Читать дальше...

მესამე სექტორის გამოკვლევა - საზოგადოებასთან კომუნიკაციისა და ინფორმირებულობის პრობლემა

Radiotavisupleba.ge 

გორის საინფორმაციო ცენტრში იმ გამოკვლევის პრეზენტაცია შედგა, რომელიც არასამთავრობო სექტორის, ევროინტეგრაციისა და ბიზნესკომპანიების მიმართ საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულებას ეხებოდა.

ჯანდაცვის სამინისტრო სოცმუშაკებს პასუხობს

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის სამინისტრო ეხმაურება სოცმუშაკებს, რომლებიც გაფიცვას აანონსებენ და ჯანდაცვის სამინისტროს სავარაუდო ზეწოლაში ადანაშაულებენ. სამინისტროს განცხადებით თანახმად სოცმუშაკებთან ერთი შეხვედრაა დაგეგმილი. სოციალური მუშაკებმადღეს გამართულ ბრიგინგზე განაცხადეს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო მედიაციის პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობს და უწყება ამ პროცესის გვერდის ავლით ავალდებულებს რაიონული სერვისცენტრების სოციალურ მუშაკებს დაესწრონ შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრთან. “დღეს 17:00 საათზე, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა... Читать дальше...

Новости России
Москва

Представители народов Чувашии почтили память погибших в годы Великой Отечественной войны


ყაზახეთის სენატის ახალი თავმჯდომარე გახდა ნურსულთან ნაზარბაევის უფროსი ქალიშვილი დარიგა

Radiotavisupleba.ge 

ყაზახეთის პარლამენტის სენატის, ზედა პალატის ახალი თავმჯდომარე გახდა ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის უფროსი ქალიშვილი დარიგა. არჩევნები ფარული კენჭისყრით გაიმართა. სხდომის 44-ვე დამსწრემ მხარი დაუჭირა დარიგა ნაზარბაევას კანდიდატურას. ამ თანამდებობაზე მან შეცვალა ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი, რომელმაც დღეს ყაზახეთის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავა მას შემდეგ, რაც ნურსულთან ნაზარბაევი ვადამდე გადადგა. ადრე დარიგა ნაზარბაევას ეკავა პარლამენტის საერთაშორისო საქმეების, თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. Читать дальше...

გეგა გეგეშიძის სასამართლოს პირველი სხდომა ნახევარ საათში დასრულდა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. გეგა გეგეშიძეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილის ცემაში ედება ბრალი. ინციდენტი 11 იანვარს თბილისის სპორტის სასახლეში მოხდა, საქართველოს ჩემპიონატის პარალელურად. ორიოდ კვირაში ძალადობაში ბრალდებული გეგეშიძე დააკავეს. სასამართლომ ორ დღეში ის 5 000-ლარიანი გირაოთი გაათავისუფლა, თან ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა. 20 მარტის სხდომა მხოლოდ ნახევარი საათი გაგრძელდა... Читать дальше...

აშშ ერაყს საშუალებას აძლევს გააგრძელოს ირანისგან ელექტროენერგიის შეძენა

Radiotavisupleba.ge 

აშშ ვადას უგრძელებს გამონაკლისს, რომელიც ერაყს საშუალებას აძლევს, განაგრძოს ელექტროენერგიის შეძენა ირანისგან, მიუხედავად ვაშინგტონის მიერ თეირანის ენერგოსექტორისთვის დაწესებული სანქციებისა. თავდაპირველ გამონაკლისს 19 მარტს გაუვიდა ვადა. სახელმწიფო დეპარტამენტმა მეორე სამთვიანი გამონაკლისი დაუშვა, რათა არ მოხდეს ერაყის დესტაბილიზაცია, რომელიც ირანის გაზსა და ელექტროენერგიაზეა დამოკიდებული. წარსულში ენერგომომარაგების დეფიციტმა ერაყის ზოგიერთ რეგიონში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია. ერაყი, რომელიც... Читать дальше...

მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები 19 მაისს გაიმართება

Radiotavisupleba.ge 

მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს გაიმართება. გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 20 მარტის სხდომაზე მიიღო. მაჟორიტარულ ოლქში განმეორებითი არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ამ ოლქის მაჟორიტარმა დეპუტატმა სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში იყარა კენჭი და პრეზიდენტი გახდა.

თეა წულუკიანი: ჩვენ დოკუმენტებით ვამტკიცებთ, რომ საქართველოს თავს რუსეთი დაესხა

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ინფორმაციით, საქართველოს სტარსბურგის სასამართლოში წარდგენილი აქვს 700-ზე მეტი მტკიცებულება იმის საჩვენებლად, რომ 2008 წლის აგვისტოში, საქართველის წინააღმდეგ ომი რუსეთმა დაიწყო, 1990-იანი წლებიდან სწორედ რუსეთი ახორციელებს ეფექტურ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე და იქ რუსეთის ჯარები იყვნენ აგვისტოს ომამდე დიდი ხნით ადრე. „ჩვენ ვამტკიცებთ დოკუმენტურად და არა პოლიტიკური განცხადებების დონეზე, რომ სწორედ რუსეთი დაესხა საქართველოს თავს“ - თქვა თეა წულუკიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას.

დასრულდა მოლაპარაკებები ჰააგის სასამართლოსთან რამდენიმე პატიმრის გადმოყვანის  შესახებ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის თანახმად, დასრულდა მოლაპარაკებები ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოსთან რამდენიმე პატიმრის გადმოყვანის  შესახებ,  სასჯელის საქართველოს საპატიმროებში მოხდის მიზნით. თეა წულუკიანი ამბობს, რომ  ეს მოლაპარაკებები  2015 წელს ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ფატუ ბენსუდას ინიციატივითა და თხოვნით დაიწყო: „სამწლიანი მოლაპარაკებები დასრულდა წარმატებით და ჩვენ ჰააგაში  ხელი მოვაწერეთ  გადმოყვანის შესახებ მემორანდუმს  და  ჩავდექით ისეთი სახელმწიფოების ნუსხაში... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Александрова не смогла обыграть Саснович и покинула турнир WTA-1000 в Риме






В Болгарии начали инвентаризацию запасов НПЗ ЛУКОЙЛ Нефтохим Бургас

Владелец: упавший в Мойку автобус был исправен и проходил техобслуживание 7 мая

Россия заявит протест Германии в связи с нападением на бывшее генконсульство в Лейпциге

Глава Дмитровского городского округа осуществил мечту детей героев СВО