Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июнь
2018

Новости за 27.06.2018

გთხოვთ, გნებავთ კატეგორიულ მოთხოვნადაც ჩაგვითვალეთ – მანჩო გიორგობიანის მიმართვა

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter მანჩო გიორგობიანი “პატრიოტთა ალიანსი”-ს მიერ, ყოფილი ხელისუფლების დროს ჩადენილი დანაშაულებებისთვის გასასამართლებელი პირების საქმეზე მიღებულ რეზოლუციას მიესალმება და პარლამენტს მოუწოდებს მიიღოს ან აამოქმედოს კანონი ქონების კონფისკაციის შესახებ იმ პირებისთვის, ვინც მოქალაქეების ქონება მიითვისა. “ყველაფერში ვეთანხმები ქვემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, მაგრამ გთხოვთ, გნებავთ კატეგორიულ მოთხოვნადაც ჩაგვითვალეთ და მიიღეთ კანონი ქონების კონფისკაციის შესახებ, ან თუ […]

ტუსკი ევროკავშირის ლიდერებს მოუწოდებს, სწრაფად მიმართონ ზომებს მიგრაციის გასაკონტროლებლად

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტ დონალდ ტუსკის შეფასებით, ევროკავშირის ლიდერებს „ძალიან ცოტა დრო“ აქვთ თავიანთი მოქალაქეების დასარწმუნებლად იმაში, რომ ბლოკი შეძლებს მიგრაციის გაკონტროლებას - ცოტა დრო აქვთ, ვიდრე ამ პრობლემას თავიანთ სასარგებლოდ გამოიყენებენ ავტორიტარი პოლიტიკოსები. ამ შეფასებას ტუსკი გამოთქვამს ევროკავშირის ლიდერებისადმი წერილობით მიმართვაში ბრიუსელში ევროკავშირის სამიტამდე ერთი დღით ადრე. ტუსკი საჭიროდ მიიჩნევს ახალი ზომების მიღებას ბლოკის გარშემო საზღვრების დაცვის გასაძლიერებლად. ის აღნიშნავს აგრეთვე... Читать дальше...

ხუთშაბათს ცნობილი გახდება, როდის და სად გაიმართება ტრამპისა და პუტინის შეხვედრა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა დაადასტურა, რომ 28 ივნისს გაკეთდება განცხადება აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების, დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრის გეგმის დეტალებზე. ბოლტონმა 27 ივნისს მოსკოვში პუტინთან საუბრის შემდეგ თქვა, რომ მოსკოვსა და ვაშინგტონში ხვალ ერთდროულად გამოაცხადებენ სამიტის თარიღსა და ადგილმდებარეობას. ბოლტონის განმარტებით, ტრამპი წამოჭრის მთელ რიგ საკითხებს, მათ შორის აშშ-ის წინასაარჩევნო კამპანიაში რუსეთის სავარაუდო ჩარევას. რუსეთი უარყოფს ასეთ ბრალდებას. Читать дальше...

როგორ აღმოჩნდნენ გარდაცვლილები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში?

Radiotavisupleba.ge 

სიაში შეყვანილი 33 კაციდან მინიმუმ სამი ადამიანი - ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლი, რაულ კორტავა და ოთარ ტურანბა - გარდაცვლილია.

მსოფლიო ჩემპიონატი გერმანიის ნაკრების გარეშე გაგრძელდება

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის ნაკრები გამოეთიშა მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპს. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი სამხრეთ კორეასთან დამარცხდა ანგარიშით 0:2 ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში და პლეი-ოფს მიღმა დარჩა. F ჯგუფის მეორე შეხვედრაში შვედეთმა მოუგო მექსიკას ანგარიშით 3:0 და მერვედფინალში პირველი ადგილით გავიდა. მექსიკელებმა მეორე ადგილი დაიკავეს. გერმანიას სამხრეთ კორეამაც გაუსწრო - ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილით დაასრულა. დღეს მერვედფინალის კიდევ ორი საგზური გათამაშდება. E ჯგუფში ბრაზილია სერბიას დაუპირისპირდება, შვეიცარია - კოსტა რიკას.

იუსტიციის სამინისტრო თეა წულუკიანის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter საქართველოს იუსტიციის სამინისტრო თეა წულუკიანის შვებულებაში ყოფნასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ცნობით, მინისტრი პრემიერთან შეთანხმებით იმყოფება შვებულებაში შვილთან და მეუღლესთან ერთად. “ბოლო დღეებში მედიის წარმომადგენლების მიერ დასმული მრავალი კითხვის პასუხად, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეთანხმებით, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი იმყოფება შვებულებაში შვილთან და მეუღლესთან... Читать дальше...

მცირეა „მცირე მთავრობა“?

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტი რამდენიმე დღეში დაიწყებს მინისტრთა კაბინეტის სტრუქტურის ცვლილების შესახებ მომზადებული კანონპროექტის განხილვას.

თურქეთ-საქართველოს საზღვარზე მოძრაობა დროებით შეფერხებულია

Radiotavisupleba.ge 

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტთან მყოფი ასობით მოქალაქე ამ დრომდე გზას ვერ აგრძელებს. საზღვარი თურქეთის მხარეს მას შემდეგ დაიხურა, რაც ავტომაგისტრალზე, გვირაბთან მეწყერი ჩამოწვა, რა დროსაც დაშავდა თურქეთის ჟანდარმერიის ორი თანამშრომელი. ჯერჯერობით უცნობია, როდის შეძლებენ მოქალაქეები საზღვრის გადაკვეთას, რადგან საქართველოში დააბრუნეს საზღვრის ნეიტრალურ ზონაში მყოფი, თურქეთში მიმავალი მგზავრებიც. ასევე დროებით შეჩერებულია კვარიათი-სარფის საავტომობილო გზაზე ტრანსპორტის გადაადგილება. შემოსავლების სამსახურში აცხადებენ... Читать дальше...



როგორ აფასებენ ცხინვალელები და ლიახვის ხეობელები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას?

Radiotavisupleba.ge 

ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-კაციან სიაში ცხინვალისა და ახალგორის რაიონებიდან 9 კაცია შეყვანილი.

ცხინვალელები და ლიახვის ხეობელები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას შეფასებას აძლევენ

Radiotavisupleba.ge 

ოთხოზორია-ტატუნაშვილის 33-კაციან სიაში ცხინვალისა და ახალგორის რაიონებიდან 9 კაცია შეყვანილი.

ჩემპიონთა ლიგის მატჩი და ხარვეზები ცენტრალურ სტადიონზე

Radiotavisupleba.ge 

ამ დრომდე ეჭვქვეშ დგას 10 ივლისის ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩის გამართვა ქუთაისის საფეხბურთო გუნდ „ტორპედოსა“ და მოლდოვურ „შერიფს“ შორის.

საქართველოს ოკუპაცია: აშშ-ის კონგრესში სანქციების დაწესებას მოითხოვენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი, რომელიც აშშ-ის კონგრესს 26 ივნისს წარედგინა, ყურადღებას ამახვილებს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევის შემთხვევებზე და მათ შორის, საქართველოს მოქალაქეების: არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის მკვლელობის ფაქტებზე. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „ამ სახით, კანონპროექტი ეხმიანება „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია... Читать дальше...

საქართველოს მხარდამჭერი კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა ტედ პომ და ჯერალდ კონოლიმ აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატას წარუდგინეს საქართველოს მხარდამჭერი ორპარტიული კანონპროექტი, რომელშიც საუბარია საქართველოს მიმართ აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერაზე და დაგმობილია რუსეთის ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ამერიკელი კონგრესმენები მხარს უჭერენ საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 30-მა ამერიკელმა კონგრესმენმა აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, რობერტ ლაითჰაიზერს მოუწოდა, საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისკენ. „წერილი, რომელსაც ხელს აწერს 30 კონგრესმენი მნიშვნელოვანი გზავნილია, რომელიც მოუწოდებს აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელს, აქტიურად განიხილოს ორმხრივ სავაჭრო შეთანხმებაზე მოლაპარაკებების ინიცირება“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველო წარმოჩენილია... Читать дальше...

გიორგი რუხაძე: იმედი მაქვს, გავცდებით ჯაველინებს

Radiotavisupleba.ge 

"სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" დამფუძნებელი, გიორგი რუხაძეს იმედი აქვს, რომ კონგრესი მხარს დაუჭეტრს საქართველოს მხარდამჭერ ორპარტიულ კანონპროექტს.

თამარ მეფის გამზირზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter თბილისში, თამარ მეფის გამზირზე სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძრის შედეგად დამწვარია ავტობუსის ძრავი და ნაწილობრივ სალონიც. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

მამუკა ბახტაძე: "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია" აუცილებლად გაფართოვდება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე ზუგდიდში შეხვდა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურჩაში 2016 წლის მაისში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახის წევრებს და მთავრობის სახელით დაპირდა სრულ თანადგომას. მამუკა ბახტაძემ დღეს ზუგდიდში გააკეთა კიდევ ერთი კომენტარი „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სიაში შეყვანილ 33-ივე ადამიანს ბრალად ედება უმძიმესი დანაშაული საქართველოს მოქალაქეთა წიანაღმდეგ. მამუკა ბახტაძის თქმით, ეს არის პირველი ნაბიჯი, რომელიც სახელმწიფომ გადადგა ამ მიმართულებით და „ეს არის სია... Читать дальше...

"გაუგებარია, რას გულისხმობს ახალი პრემიერ-მინისტრი მთავრობის ზომაში"

Radiotavisupleba.ge 

27 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ბესო ნამჩავაძე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" უფროსი ანალიტიკოსი.

Новости России
Москва

Baza: со счетов московского монастыря на Ордынке пропали более 26 млн рублей


ავტოავარიის შედეგად დაიღუპა საქართველოს შეიარაღებული ძალების ორი წარმომადგენელი

Radiotavisupleba.ge 

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის აგარის მონაკვეთზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაიღუპნენ შეიარაღებული ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის საავტომობილო ბაზის მსუბუქი მანქანების ასეულის მძღოლები, გრიგოლ გარაყანიძე და უმცროსი სერჟანტი, გაბრიელ გვარჯალაძე. მათი დაღუპვის გამო თავდაცვის სამინისტრომ ღრმა მწუხარება გამოთქვა და ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა. ოფიციალური ინფორმაციით, თავდაცვის სამინისტროს მსუბუქი ავტომანქანა „ŠKODA“ თურქეთის რესპუბლიკის კუთვნილ ტრაილერს შეეჯახა. დაშავდა... Читать дальше...

"ქართულ ოცნებაში" არ უარყოფენ, რომ მომავალი მთავრობის წევრებს უცხოეთშიც ეძებენ

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე არ უარყოფს, რომ განახლებული მინისტრთა კაბინეტის წევრობის სავარაუდო კანდიდატებს შორის საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველებიც არიან. „კონკრეტულ გვარებზე დღეს არ გავაკეთებ კომენტარებს, თუმცა, რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, პრემიერ-მინისტრი აწარმოებდა ინტენსიურ მოლაპარაკებებს შესაძლო კანდიდატებთან, მათ შორის საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველ პროფესიონალებთან“ - განაცხადა თალაკვაძემ.

"ვერ ვხვდები ამ სიას რა ფუნქცია აქვს. პოლიტიკური ფუნქცია არ აქვს"

Radiotavisupleba.ge 

27 ივნისს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ზურაბ ბენდიანიშვილი, კოალიციის "დევნილთა უფლებებისთვის" ხელმძღვანელი.

არჩილ თალაკვაძე: საპარლამენტო გუნდი მხარს უჭერს მცირე მთავრობის კონცეფციას

Radiotavisupleba.ge 

არჩილ თალაკვაძე სამთავრობო ცვლილებებსა და ახალი მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობაზე


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

Казахстан узнал еще одну печальную новость после сюрприза Рыбакиной






Стоимость аренды квартир в России за год выросла на 32%

Россиянкам раскрыли четыре чудо-процедуры против морщин и старения кожи

МЧС: при особом противопожарном режиме разведение костров запрещено

Россия заменила турбины "Сименс" отечественными ГТД-110М