Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июнь
2018

Новости за 01.06.2018

ზაზა სარალიძე: სუსმა დააპირა ჩემი მოტაცება

Radiotavisupleba.ge 

„ამ წუთში სუსმა დააპირა ჩემი მოტაცება. რომ არა ჩემი მეგობრები, მე აქ აღარ ვიქნებოდი. რა ვქნა, გავყვე?!“ - მიმართა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეებს მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ. „ამათმა უკვე უკანასკნელ ზომებს მიმართეს. ჩემი ლიკვიდაცია გადაწყვიტეს“ - განაცხადა ზაზა სარალიძემ.  რუსთაველის გამზირზე ჯერ ისევ გრძელდება საპროტესტო აქცია, მოკლული არასრულწლოვანის, დავით სარალიძის მამის მხარდასაჭერად. აქცია 16:00 საათზე დაიწყო.

ძიუდოისტთა გაფიცვას ახალგაზრდული ნაკრებიც შეუერთდა

Radiotavisupleba.ge 

ძიუდოისტებს შორის 31 მაისის ღამეს მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრთა გაფიცვას ახალგაზრდული ნაკრებიც შეუერთდა. პირველმა განცხადება გააკეთა ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა ჯაბა პაპინაშვილმა. „მე ვარ ჯაბა პაპინაშვილი. ძიუდოისტთა ახალგაზრდული ნაკრების წევრი. დღეს ჩემი ინიციატივით დავტოვე შეკრება და ვუერთდები დიდების ნაკრებს“, – დაწერა პაპინაშვილმა სოციალურ ქსელში. ცოტა ხანში კი მსგავსიგანცხადება მთელი გუნდის სახელით გააკეთა ჭაბუკებს შორის ევროპის პრიზიორმა თემურ ნოზაძემ... Читать дальше...

ფილარმონიასთან პოლიციამ ოთხი პირი დააკავა, სხვები გამოკითხვაზე წაიყვანა

Radiotavisupleba.ge 

1 ივნისს, ფილარმონიასთან გამართული აქციიდან პოლიციელებმა გამოკითხვაზე გადაიყვანეს შვიდი პირი, ხოლო ოთხი დააკავეს ადმინისტრაციული წესით, 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად. ეს ინფორმაცია რადიო თავისუფლებას შს სამინისტრომ მიაწოდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, 166-ე მუხლი - წვრილმან ხულიგნობას, ხოლო 173-ე მუხლი პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა გულისხმობს. ფილარმონიასთან გამართული აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ ისინი შვილმკვდარი მშობლები და მათი მხარდამჭერები არიან და სოლიდარობას... Читать дальше...

ზაზა სარალიძე: მე არ მჭირდება მთავრობის დაცვა

Radiotavisupleba.ge 

„მთავრობამ გადაწყვიტა ჩემი დაცვა. ექვსი თვეა, ველოდები ჩემი შვილის დაცვას, ექვსი თვეა, სულში მაფურთხებენ და სულში აფურთხებენ ჩემს შვილს. მე მაგათი დაცვა არ მჭირდება. არჩილ ტატუნაშვილის ღირსებაზე, თემირლან მაჩალიკაშვილის ღირსებაზე, ლევან დადუნაშვილის ღირსებაზე არ უზრუნიათ და ახლა უნდათ ჩემი დაცვა?! ფთუი, მაგათ!“ - განაცხადა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ. მისი ეს გამოსვლა მოჰყვა შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებას... Читать дальше...

ჩვეულებრივი ადამიანური ტრაგედია ძალიან მარტივად და ძალიან სწრაფად დააყენეს პოლიტიკურ რელსებზე – თემურ ქორიძე

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter ჟურნალისტი თემურ ქორიძე პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაში მონაწილე პოლიტიკურ ლიდერებთან დაკავშირებით მოსაზრებას სოციალურ ქსელში წერს. “გულწრფელად აღფრთოვანებული ვარ ვითარების სათავისოდ გამოყენების ნაცური ნიჭით – ჩვეულებრივი ადამიანური ტრაგედია ძალიან მარტივად და ძალიან სწრაფად დააყენეს პოლიტიკურ რელსებზე, ძალიან სწრაფად დაძრეს ადგილიდან და უზარმაზარი ინერციაც მიანიჭეს! შედეგებიც მოიმკეს! ასევე გულწრფელად გაოცებული ვარ მათივე უნიჭობით […]

ვინ ეძებს სამართალს ქუჩაში

Radiotavisupleba.ge 

„ანარეკლების“ მორიგ გამოშვებაში გიორგი გვახარიას სტუმარი, იურისტი ანა დოლიძე ლაპარაკობს საქართველოს სასამართლო სისტემაზე და სისტემაში დღეს შექმნილ ვითარებაზე, რომლის მიმართ ქვეყნის მრავალ მოქალაქეს კრიტიკული დამოკიდებულება აქვს. ანა დოლიძე აჯამებს 2018 წლის მაისის თვეში საქართველოში განვითარებულ ცენტრალურ მოვლენებს.

სამართალი და სამართალწარმოება დავით სარალიძის მკვლელობის საქმეში

Radiotavisupleba.ge 

ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში 1 ივნისს გვიან ღამითვე დაიწყო გამოძიება, რომლის მიზანია დადგინდნენ პირები, ვინც სხვადასხვა მეთოდით ცდილობდა დამნაშავეთა დაფარვას.



შინაგან საქმეთა სამინისტრო: ზაზა სარალიძეს საფრთხე ემუქრება

Radiotavisupleba.ge 

"არსებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ზაზა სარალიძის წინააღმდეგ, გარკვეული პოლიტიკურად მოტივირებული ძალების მხრიდან, მოსალოდნელია სხვადასხვა სახის პროვოკაციები“ - ვკითხულობთ შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. ტექსტის თანახმად, პროვოკაციები „შესაძლოა, გამოყენებული იყოს ქვეყანაში დესტაბილიზაციისთვის.“ „ვინაიდან ეს რისკი მაღალია და არსებობს სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე, შინაგან საქმეთა სამინისტრო ზაზა სარალიძეს სთავაზობს მოწმეთა დაცვის სპეციალური პროგრამით გათვალისწინებულ სპეციალურ ღონისძიებებს“ - ნათქვამია განცხადებაში.

რუსთავში გაიმართა ზაზა სარალიძის მხარდამჭერი აქცია

Radiotavisupleba.ge 

რუსთავში, მერიის წინ გაიმართა ზაზა სარალიძის ოჯახის მხარდამჭერი აქცია - "ნუ მომკლავ". აქციაში მონაწილეობდა დაახლოებით 50 ახალგაზრდა. მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი ამ აქციით მხარს უჭერენ "გამწარებულ ოჯახს, რომელსაც შვილი მოუკლეს".  "ეს არის სპონტანური აქცია, პირადად მე სამი მეგობარი მომიკლეს, უამრავი მკვლელობა ხდება, ამიტომ არა მკვლელობას", - უთხრა რადიო თავისუფლებასერთ-ერთმა მონაწილემ, იაგო სიჭინავამ. მანვე განაცხადა, რომ სავარაუდოდ, ისინი შეუერთდებიან ყველა იმ მოთხოვნას, რომელსაც ზაზა სარალიძის ოჯახი დააყენებს. Читать дальше...

ნიკო და ჯიმი განიკითხავენ პროკურორს, მთავრობას, ვასაძის კლოაკას, მიშას სმარტფონიან აქტივისტებს და სხვას

Radiotavisupleba.ge 

ნიკო და ჯიმი განიკითხავენ პროკურორს, მთავრობას, ვასაძის კლოაკას, მიშას სმარტფონიან აქტივისტებს და სხვას.

აქცია თუ კონტრაქცია ფილარმონიასთან?

Radiotavisupleba.ge 

ფილარმონიასთან მიმდინარე აქციიდან, თვითმხილველების თქმით, პოლიციამ სულ მცირე 10 ადამიანი წაიყვანა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი შვილმკვდარი მშობლები და მათი მხარდამჭერები არიან და სოლიდარობას უცხადებენ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას, რომელიც ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის მხარდასაჭერად იმართება. ამავე დროს, მათი თქმით, ისინი საზოგადოების წარმომადგენლები არიან და შესაძლოა, მათ შორის იყვნენ „ქართული მარშის“ წარმომადგენლებიც. მანამდე, „ქართული მარშის“ facebook-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის თაობაზე... Читать дальше...

იტალიაში დაამტკიცეს ევროსკეპტიკოსი მთავრობა

Radiotavisupleba.ge 

იტალიაში პრემიერ-მინისტრის პოსტზე მუშაობას შეუდგა ჯუზეპე კონტე, რომელიც უხელმძღვანელებს ევროსკეპტიკოსი, პოპულისტური ორიენტაციის კოალიციას. "ხუთი ვარსკვლავის მოძრაობის" და "ჩრდილოეთის ლიგისგან" შემდგარი კოალიცია ჩამოყალიბდა სამთვიანი პოლიტიკური ჩიხის შემდეგ. ის მოიცავს ისტებლიშმენტის მოწინააღმდეგე და მემარჯვენე მინისტრებს, ისევე როგორც პოლიტიკოსებს, რომლებიც წინა მთავრობებშიც მუშაობდნენ. საერთო ანგარიშით იტალიის პრეზიდენტმა, სერჯო მატარელამ დაამტკიცა 18 მინისტრი, მათ შორის ხუთი ქალი. პაოლო სავონა... Читать дальше...

ზაზა სარალიძე: არასდროს არ იქნება ჩემ უკან პოლიტიკა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ მთავრობას და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მიმართა, ნუ ცდილობენ მისი ტრაგედია პოლიტიკოსებთან გააიგივონ. „მე ინფორმაცია მაქვს, რომ თბილისის სხვადასხვა ქუჩაში აქციებია დაგეგმილი და ისინი ჩვენთან არ მოდიან იმის გამო, რომ თითქოს, აქ ვიღაც პოლიტიკოსები არიან. მე ჩემი შვილის სულს არასდროს არავის არ მივყიდი“ - განაცხადა 1 ივნისს, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე ზაზა სარალიძემ. „ნუ მესმის მე რეპლიკები, რომ პოლიტიკა დგას ჩემს უკან. Читать дальше...

„სუფთა ხელებით“ - მოსწავლეები და სტუდენტები უერთდებიან აქციას

Radiotavisupleba.ge 

სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები 51-ე საჯაროს სკოლასთან შეიკრიბნენ და გაემართნენ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობისკენ, რათა შეუერთდნენ აქციას, რომელიც უკვე მეორე დღეა მიმდინარეობს. ისინი სკანდირებენ „სუფთა ხელებით“, „დათოსთვის და ლევანისთვის“, „არა პარტიულობას“. პარლამენტის შენობის წინ აქცია დღის 4 საათზე განახლდა. აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე და ხალხს აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს.

უკრაინაში პატიმრობაში დატოვეს ბაბჩენკოს "მკვლელობაში" ეჭვმიტანილი

Radiotavisupleba.ge 

კიევის სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ბორის ჰერმანი, რომელიც ეჭვმიტანილია რუსი ჟურნალისტის, არკადი ბაბჩენკოს მკვლელობის დაგეგმვაში. გავრცელებული ცნობებით, ჰერმანმა ამ მიზნით 40,000 ამერიკული დოლარი შესთავაზა დაქირავებულ მკვლელს. უკრაინის უშიშროების სამსახური აცხადებს, რომ აღკვეთა მკვლელობის გეგმა, ბაბჩენკოსთან თანამშრომლობით და მისი მკვლელობის ინსცენირებით. უკრაინის უშიშროებამ ბაბჩენკოს მკვლელობის ინსცენირება 29 მაისს მოაწყო და აცხადებს, რომ ამით ხელი შეუწყო მისი მკვლელობის რუსული გეგმის ჩაშლას. ბაბჩენკოს თქმით... Читать дальше...

ქუთაისში განახლდა აქცია „ნუ მომკლავ!“

Radiotavisupleba.ge 

„აღასრულე სამართალი, ნუ მომკლავ!“ - ამ სლოგანით გამართეს დღეს ქუთაისში სოლიდარობის აქცია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა და სკოლის მოსწავლეებმა.

სანამ მთავარი პროკურორი არ არის

Radiotavisupleba.ge 

როგორი უნდა იყოს ქვეყნის მთავარი პროკურორი, რომელსაც აწ უკვე ყოფილი მთავარი პროკურორის, ირაკლი შოთაძის, „მემკვიდრეობა“ უნდა გადაიბაროს?

Новости России
Москва

Как надо ПРОДАВАТЬ СЦЕНАРИЙ, ПЬЕСУ, СИНОПСИС.


კიმ ჩენ ინი ლავროვს: ბირთვული იარაღისგან გათავისუფლებას ეტაპობრივად ვაპირებთ

Radiotavisupleba.ge 

ჩრდილოეთი კორეის ლიდერმა, კიმ ჩენ ინმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან საუბარში განაცხადა, რომ ის კვლავაც ერთგულია კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლების დაპირებისა - იუწყება ოფიციალური სააგენტო KCNA. ფხენიანში 31 მაისს გამართულ შეხვედრაზე, კიმმა იმედი გამოთქვა, რომ აშშ-ისა და ჩრდილოეთი კორეის უთანხმოება, ისევე, როგორც ნახევარკუნძულის ბირთვული იარაღისგან გათავისუფლების საკითხი "ეტაპობრივად გადაიჭრება" და "ამ საკითხების გადაჭრის პროცესი წარიმართება ეფექტიანი და... Читать дальше...

გარემოს ეროვნული სააგენტო რუსთავში ჰაერის მონიტორინგის ავტომატური სადგურის დამონტაჟებას გეგმავს

Radiotavisupleba.ge 

გარემოს ეროვნული სააგენტო რუსთავში, ბათუმის ქუჩაზე, ატმოსფერული ჰაერის მონიტორინგის თანამედროვე ავტომატური სადგურის დამონტაჟებას აპირებს, ნაცვლად ძველი სტაციონარული სადგურისა, რომელიც ავტომატურ რეჟიმში არ მუშაობს. გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსმა მარინა არაბიძემ რუსთავის მერთან, ირაკლი ტაბაღუასთან, რუსთავის მერიაში შეხვედრაზე განმარტა, რომ ახალი სადგურის საშუალებით ადგილზე განისაზღვრება ატმოსფერული ჰაერის რვა დამაბინძურებელი ნივთიერება, მათ შორის: PM10, PM2.5, ნახშირჟანგი და გოგირდის დიოქსიდი. Читать дальше...

მწერალთა სახლმა გამოაცხადა კონკურსი საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად

Radiotavisupleba.ge 

მწერალთა სახლმა გამოაცხადა კონკურსი იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული პრემიის მოსაპოვებლად. პრემია გადაეცემა საბავშვო მწერლებს, ილუსტრატორებს და საბავშვო პროექტის ავტორებს. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და მწერალთა სახლის ერთობლივი პრემია მიზნად ისახავს საბავშვო სალიტერატურო პროცესების განვითარებას და თანამედროვე საბავშვო ავტორების წახალისებას. საბავშვო ლიტერატურული პრემია გაიცემა სამი განსხვავებული ასაკობრივი ჯგუფისთვის: ყველაზე პატარებისთვის (3-6 წწ.)... Читать дальше...

“ზაზას სვავები შეჭამენ” – ბექა წიქარიშვილის სპეციალური მიმართვა

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter “თეთრი ხმაურის მოძრაობის “ლიდერი ბექა წიქარიშვილი ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმესთან დაკაშვირებით სოციალურ ქსელში წერს: “მთელი ცხოვრება შორიდან მომზირალ მეგობრებს ვაკრიტიკებ, მაგრამ ვეღარ ვითმენ ამიტომ დავწერ. ზაზა სარალიძესთანაა სასწრაფოდ სალაპარაკო და ასახსნელი, რომ ტრაგედიებს ჩასაფრებული სვავების შემოკრებით შორს ვერ წავალთ, ისინი მხოლოდ შეჭამენ გულწრფელ ტკივილს და ნაცვლად საკუთარ ნაგავს დაყრიან. ყველა […]

შსს: ძიუდოისტებს შორის დაპირისპირების გამო დაკავებულია ერთი პირი

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძიუდოისტებს შორის მომხდარ სისხლიან დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა: "შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 31 მაისს, საღამოს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე პატრულირების დროს, რამდენიმე მოჩხუბარი მამაკაცი შენიშნეს. პატრულ-ინსპექტორები დაუყოვნებლივ შეეცადნენ მათ შორის დაპირისპირების განმუხტვას, რა დროს ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა. გასროლის შემდეგ, ინციდენტში მონაწილე პირების ერთი ნაწილი მიიმალა, ხოლო 1985 წელს დაბადებული ლ.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Анастасия Потапова вышла во второй круг турнира WTA-1000 в Риме






В Пензе начались соревнования по спортивному ориентированию

Племя Гунны: рэпер из США в меланхолии, наш Баста — в музлитературе

Интрига в Кремле и майские морозы: резонансные новости недели

Клуб «Ночные волки» открыли мотосезон в столице