Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Сентябрь
2018

Новости за 07.09.2018

დავით უსუფაშვილმა "ქართულ ოცნებას" მიმართა თავისი ფალავანი გამოიყვანოს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, „შენების მოძრაობის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა მმართველ პარტიას, „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, პრეზიდენტობის თავისი კანდიდატი დაასახელოს. უსუფაშვილის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის „ქართულ ოცნებას“ არანაირი სტრატეგია არ აქვს. „თუ უნდათ ვითომ სახელმწიფოს მშენებლობა გააგრძელონ, რომ კვლავ ვითომ დამოუკიდებელი, ვითომ პრეზიდენტი გვყავდეს, ეს არ არის სტრატეგია. ეს არის ცუდი საქმის კეთება“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა. მან მმართველ პარტიას მიმართა, მორჩეს მდარე ხარისხის სპექტაკლს... Читать дальше...

"ხელისუფლებას უნდა ჰქონდეს "ჰიბრიდული ომის" საპირწონე აქტიური სტრატეგიული კომუნიკაცია"

Radiotavisupleba.ge 

7 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამარ კინწურაშვილი, "მედიის განვითარების ფონდის" (MDF) აღმასრულებელი დირექტორი.

"ჰიბრიდულ ომს" უნდა დაუპირისპირდეს სახელმწიფო

Radiotavisupleba.ge 

7 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო თამარ კინწურაშვილი, "მედიის განვითარების ფონდის" (MDF) აღმასრულებელი დირექტორი. მან ილაპარაკა რუსეთის "ჰიბრიდულ ომსა" და იმ გზავნილებზე, რასაც რუსული ძალები ავრცელებენ საქართველოში. ამასთან, თამარ კინწურაშვილის აზრით, რუსეთის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციების მიმართ რეგულაციების/აკრძალვების დაწესება ფრთხილ მიდგომას საჭიროებს, რომ ქვეყანაში სხვა დემოკრატიული პროცესები არ დაზიანდეს. "დილის საუბრების" სტუმარი გამოყოფს ხელისუფლების პასუხისმგებლობის... Читать дальше...

რას საქმიანობენ რუსული ფონდები საქართველოში?

Radiotavisupleba.ge 

7 სექტემბერს რადიო თავისუფლების "დილის საუბრების" სტუმარი იყო ნინო ბაქრაძე, "აი, ფაქტი"-ს ჟურნალისტი. მან ილაპარაკა რუსული ფონდების საქმიანობის კვლევაზე, რომელსაც "აი, ფაქტი" აწარმოებს. ნინო ბაქრაძის თქმით, საზოგადოებამ მეტი უნდა იცოდეს რუსეთის "რბილი ძალის" მოქმედებაზე ქვეყანაში იმისათვის, რომ გაფრთხილდეს და არ აღმოჩნდეს რუსული პროპაგანდის მსხვერპლი. "დილის საუბრების" სტუმრის თქმით, სახელმწიფომ უნდა იზრუნოს მოქალაქეების ინფორმირებაზე "ჰიბრიდული ომის" საფრთხეების შესახებ. ნინო ბაქრაძის ინფორმაციით... Читать дальше...

ტელეკომპანია "იბერია" ხელისუფლებას ადანაშაულებს დახურვის მცდელობაში

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანია „იბერიამ“ განაცხადა, რომ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის. “ტელევიზიის მუშაობა სერიოზული საფრთხის ქვეშაა. “იბერიას” ხელისუფლებამ გადაუკეტა დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი,“ რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია “იბერია,” პარალიზებულია. ხელისუფლებამ მიზანმიმართულად გააჩერა ფაბრიკა. ჟურნალისტებს გვაქვს ინფორმაცია, რომ მოხდა საგანგებოდ, რომ აღარ ისმოდეს ჩვენი ეთერიდან კრიტიკული აზრი. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიზანია, დაიხუროს ტელეკომპანია “იბერია” და ვეღარ შევძლოთ... Читать дальше...

სოფელ ქერეს მოსახლეობა აქციას მართავს

Radiotavisupleba.ge 

საოკუპაციო გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ქერეში ადგილობრივი მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. მათი მთავარი მოთხოვნაა სოფლისთვის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მინიჭება. ქერელებმა ამ მოთხოვნით აქცია არაერთხელ გამართეს, მაგრამ ჯერჯერობით უშედეგოდ. მეზობელ სოფლებს სპეციალურმა კომისიამ უკვე მიანიჭა მაღალმთიანი დასახლების სტატუსი. პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში ქერელები არჩევნების ბოიკოტით იმუქრებიან.

თურქეთში არალეგალურად დასაქმებული, მოტყუებული მოქალაქეები საქართველოში დაბრუნდნენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში დაბრუნდა 14 მოქალაქე, რომლებიც თურქეთში არალეგალურად მუშაობდნენ და აგვისტოს შემდეგ უშედეგოდ ელოდებოდნენ შრომის ანაზღაურებას. ყველა მათგანი სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ გომის მცხოვრებია. სარფის საბაჟოს გავლით საქართველოში დაბრუნებულმა მოქალაქეებმა რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ თაღლითობის მსხვერპლნი არიან. მათი ინფორმაციით, თურქეთის ორდუს პროვინციაში თხილის საკრეფად გაემგზავრნენ „დასაქმების აგენტთან“ სიტყვიერი შეთანხმებით და კონტრაქტი არ გაუფორმებიათ. აგენტი, სახელად რემზი დღეში 70 თურქული ლირის გადახდას დაპირდა... Читать дальше...



გიორგი ჩაკვეტაძე: გულშემატკივრებს მოვუწოდებ, მოვიდნენ სტადიონზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ყაზახეთიდან თბილისში დაბრუნდა. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილმა გუნდმა 6 მაისს ასტანაში გამართულ მატჩში ყაზახეთის ნაკრები დაამარცხა ანგარიშით 2:0 და უეფას ერთა ლიგაზე, D დივიზიონის პირველ ჯგუფში ლიდერის პოზიციას იკავებს. ჯგუფის მეორე შეხვედრა ლატვიაში, მასპინძელთა და ანდორის ნაკრებებს შორის ფრედ 0:0 დასრულდა. თბილისის აეროპორტში ყაზახეთთან მატჩი შეაფასა საქართველოს ნაკრების პირველი გოლის ავტორმა გიორგი ჩაკვეტაძემ: „ოფიციალურ სანაკრებო თამაშში პირველი გოლი გავიტანე, თან უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოვიპოვეთ და... Читать дальше...

მტკვარში ქალის ცხედარი იპოვეს

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter მტკვარში, ელიავას ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ქალის ცხედარი იპოვეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, შემთხვევა დილით მოხდა. „ელიავას მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს, რომ მტკვარში მოქალაქის ცხედარი იყო. მაშველებმა 60-65 წლის ქალის ცხედარი წყლიდან უკვე ამოიყვანეს. როგორც თვითმხილველები ამბობენ, ქალი დაახლოებით 08:00 საათისთვის გადახტა მტკვარში. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისგან სწრაფი რეაგირება მოხდა, […]

დონბასელი სეპარატისტის მტკიცებით თავდასხმა იგეგმებოდა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ლიდერებზეც

Radiotavisupleba.ge 

დონეცკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკის უშიშროების ყოფილი მინისტრის, ანდრეი პინჩუკის მტკიცებით, რეგიონში ტერაქტები იგეგმებოდა არა მხოლოდ ამ „რესპუბლიკის“ მეთაურის, ალექსანდრ ზახარჩენკოს წინააღმდეგ. პინჩუკმა გაზეთ „მოსკოვსკი კომსომოლეცს“ განუცხადა, რომ უკრაინა ამზადებდა ტერაქტების სერიას მათ შორის, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ხელმძღვანელების წინააღმდეგ, რომლებიც დონეცკში რეგულარულად ჩადიოდნენ. პინჩუკის თქმით, ორგანიზატორები გეგმავდნენ ზახარჩენკოსთან ერთად აფხაზი და ოსი პოლიტიკოსების აფეთქებასაც, თუმცა, მათ ერთად გამოჩენას აღარ დაელოდნენ. Читать дальше...

საქმის არსებით განხილვამდე თემურ აბაზოვი პატიმრობაში დატოვეს

Radiotavisupleba.ge 

რუსთავის საოლქო სასამართლომ, საქმის არსებით განხილვამდე, წინასწარ პატიმრობაში დატოვა მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი. 6 სექტემბერს გამართულ გამწესრიგებელ სხდომაზე მოსამართლე მადონა მაისურაძემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, საქმის დასრულებამდე აბაზოვის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შესახებ. ბრალდების და დაცვის მხარის არგუმენტების 11-საათიანი მოსმენის შემდეგ, მოსამართლემ მარნეულის ყოფილი მერის და კიდევ სამ პირის, მათ შორის პარლამენტის წევრ აზერ სულეიმანოვის, საქმის არსებითი განხილვა 20 სექტემბერს დანიშნა. Читать дальше...

ლონდონმა სკრიპალების მოწამვლისთვის რუსეთის დასჯა გაეროშიც მოითხოვა

Radiotavisupleba.ge 

ლონდონმა გაეროს უშიშროების საბჭოს გააცნო ოფიციალური პოზიცია რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთის მონაწილეობის შესახებ. 6 სექტემბერს, ლონდონის ინიციატივით მოწვეულ სხდომაზე გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, კარენ პირსმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის წაყენებული ბრალდება დამაჯერებელი მტკიცებულებებითაა გამყარებული. ბრიტანელი დიპლომატის თქმით, მაშინ როცა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების ერთ-ერთი ამოცანა საერთაშორისო სამართლის და ქცევის წესების დაცვაა... Читать дальше...

ლონდონმა მოსკოვის დასჯა მოითხოვა სკრიპალების მოწამვლის გამო

Radiotavisupleba.ge 

ლონდონმა გაეროს უშიშროების საბჭოს გააცნო ოფიციალური პოზიცია რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამმართველოს ყოფილი პოლკოვნიკის, სერგეი სკრიპალის და მისი ქალიშვილის მოწამვლაში რუსეთის მონაწილეობის შესახებ. 6 სექტემბერს, ლონდონის ინიციატივით მოწვეულ სხდომაზე გაეროში დიდი ბრიტანეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, კარენ პირსმა განაცხადა, რომ რუსეთისთვის წაყენებული ბრალდება დამაჯერებელი მტკიცებულებებითაა გამყარებული. ბრიტანელი დიპლომატის თქმით, მაშინ როცა გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრების ერთ-ერთი ამოცანა საერთაშორისო სამართლის და ქცევის წესების დაცვაა... Читать дальше...

პატრიარქის ყოფილ საპარლამენტო მდივანს საქართველოს პრეზიდენტობა სურს

Radiotavisupleba.ge 

საინიციატივო ჯგუფმა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად დაასახელა საპატრიარქოს „ქართული უნივერსიტეტის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარე, პატრიარქის ყოფილი საპარლამენტო მდივანი გიორგი ანდრიაძე. პრეზიდენტობის კანდიდატად ანდრიაძის წარსადგენად ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართა საინიციატივო ჯგუფმა. ცესკოს ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ჯგუფის წევრები არიან: ჯემ ბულენთ ქუჩუქალი, გიორგი შერვაშიძე, თენგიზ თავდგირიძე, უმით ოსმანაღაოღლუ, ლია ბახუთაშვილი, ჯანერ შაჰინბაშ, მერაბ მამულაშვილი... Читать дальше...

ბრაზილიაში დაჭრეს პარლამენტარი და პრეზიდენტობის კანდიდატი, ჟაირ ბოლსონარუ

Radiotavisupleba.ge 

ბრაზილიაში დანით დაჭრეს სოციალ-ლიბერალური პარტიის წევრი პარლამენტარი და ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატი, ჟაირ ბოლსონარუ. მას „ბრაზილიელ ტრამპად“ მოიხსენიებენ ხოლმე. ბოლსონარუ მუცლის არეში დაჭრეს აღმოსავლეთ ბრაზილიაში ამომრჩევლებთან შეხვედრისას. ჭრილობა ზედაპირულია და პარლამენტარის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუბრება. ბრაზილიის მედიის თანახმად, თავდამსხმელი დააკავეს. ბრაზილიაში 7 ოქტომბერს გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები და 63 წლის ბოლსონარუ ფავორიტად ითვლება მას შემდეგ, რაც სასამართლომ რეგისტრაციაზე უარი უთხრა ყოფილ პრეზიდენტს, ლულა და სილვას. Читать дальше...

თბილისის ცენტრში მდებარე რესტორანი, სადაც ყველაფერი ბინძური აღმოჩნდა(ვიდეო)

Marshalpress.ge (მარშალ) 

Facebook Messenger Viber Twitter გადაცემა “სახალხო კონტროლი”-ს სტუმრობა თბილისში, გმირთა მოედანზე მდებარე რესტორან “აღა”-ში, სადაც ყველაფერი არაჰიგიენურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.  დარღვეულია საკვების მომზადების წესი. არასათანადო შენახვის პირობები და სიბინძურე, რის გამოც სურსათის ეროვნულმა სააგენტო ობიექტს მუშაობის უფლება  მდგომარეობის გამოსწორებამდე შეუჩერა. გადაცემა 2018 წლის 28 ივლისს არის ჩაწერილი, ხოლო რესტორნის ფეისბუქ გვერდზე ბოლო პოსტი 5 სექტემბერს განთავსდა, […]


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

Даниил Медведев проиграл Рафаэлю Надалю тренировочный сет на «Ролан Гаррос»






Отчетный концерт творческих коллективов прошел в Павловском Пасаде

В Туле состоялся фестиваль-конкурс "Тульский заиграй"

Звезда «Битвы экстрасенсов» перечислила подарки с риском для сглаза

Парфенчиков обвинил в пожаре, уничтожившем полсела в Карелии, его жителей