Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Апрель
2019

Новости за 29.04.2019

ამ პოროშენკო- ზელინსკის “ეპოპეას” შემდეგ მაინც ვერ მიხვდით , თუ ვისთვის შესწირეს თავი იმ უბედურებმა? – მირიან ყარაულაშვილი

Marshalpress.ge (მარშალ) 

მირიან ყარაულაშვილის პოსტი სოციალურ ქსელში: “უკრაინის შიდა ომს თუ თავი შესწირა ადამიანმა , თუნდაც საქართველოს მოქალაქემ, თუნდაც ყოფილმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ – საქართველოს ხელისუფლება რა შუაშია ?! საქართველოს ხელისუფლებამ გააგზავნა საომრად??? P.S –  ამ პოროშენკო- ზელინსკის “ეპოპეას” შემდეგ მაინც ვერ მიხვდით , თუ ვისთვის შესწირეს თავი იმ უბედურებმა???” – წერს მირიან ყარაულაშვილი.

ნორვეგიაში აღმოჩენილია თეთრი ვეშაპი რუსული აღჭურვილობით სარტყელზე

Radiotavisupleba.ge 

ნორვეგიის ჩრდილოეთში, ფინმარკის რეგიონში ადგილობრივმა მეთევზეებმა შეამჩნიეს თეთრი ვეშაპი, რომელსაც გარშემორტყმულ სარტყელზე ჰქონდა წარწერა "სანკტ-პეტერბურგის აღჭურვილობა" და ვიდეოკამერის მისამაგრებელი. ამის შესახებ ცნობას ავრცელებს ნორვეგიის ტელეარხი NRK. როგორც ერთ-ერთი მეთევზე ყვება, 25 აპრილს, თევზაობისას, მის ნავთან თეთრი ვეშაპი მიცურდა. ვეშაპს მჭიდროდ ჰქონდა გარშემოტყმული სარტყელი, რომლის მოხსნაც მხოლოდ მეორე დღეს მოხერხდა. მეთევზის თქმით, ვეშაპი მოთვინიერებული ჩანდა და მეთევზეებს უფლებას აძლევდა მისთვის ხელი გადაესვათ. Читать дальше...

მოდიან – თბილისი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება (ვიდეო)

Marshalpress.ge (მარშალ) 

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული დასრულდა, თბილისი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. კადრები თბილისის შემოსასვლელიდან.

ხუთ წელიწადში პირველად, "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერი ვიდეოში გამოჩნდა

Radiotavisupleba.ge 

ბოლო ხუთი წელიწადის განმავლობაში პირველად, ექსტრემისტული ჯგუფის, "ისლამური სახელწიფოს" ლიდერი ვიდეოჩანაწერში გამოჩნდა.  ვიდეო 29 აპრილს გაავრცელა "ისლამური სახელმწიფოს" მედიასაშუალება ალ-ფურყანმა. მასზე ჩანს აბუ ბაქრ ალ-ბაღდადი, რომელიც ზის იატაკზე, ერყდნობა კედელს, აცვია შავი სამოსელი, ჟილეტი, კედელზე ავტომატია მიყუდებული. ვიდეოში მის ლაპარაკს სამი ნიღბიანი მამაკაცი უსმენს.  ბაღდადი საუბრობს ნელი ტემპით და პაუზებით, ამბობს, რომ "ისლამური სახელმწიფო" სამაგიეროს გადაიხდის მისი მებრძოლების სიკვდილის და დაპატიმრებისთვის. Читать дальше...

IMF: სანქციების ფონზე, ირანში ინფლაციამ შესაძლოა 40 პროცენტს მიაღწიოს

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) შეფასებით, მიმდინარე წელს ირანის ეკონომიკა შესაძლოა ექვსი პროცენტით შემცირდეს, ინფლაცია კი 40 პროცენტს გაუტოლდეს, იმ ფონზე, როცა ირანი ცდილობს გაუმკლავდეს აშშ-ის მიერ დაწესებულ გამკაცრებულ სანქციებს.  ვაშინგტონმა ნოემბერში აღუდგინა სანქციები ირანის ნავთობის ექსპორტს, მას შემდეგ, რაც აშშ გამოეთიშა 2015 წელს მიღწეულ ბირთვულ ხელშეკრულებას.

"მძინარა ჯო ბაიდენი" - სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპის ტვიტს აზიარებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ტვიტერის ოფიციალურ ანგარიშზე გააზიარა დონალდ ტრამპის ტვიტი, სადაც იგი პრეზიდენტობის კანდიდატს ჯო ბაიდენს "მძინარას" უწოდებს. "მძინარა ჯო ბაიდენი თავის პირველ შეხვედრას დიდებულ შტატში - პენსილვანიაში მართავს. რა თქმა უნდა, მან არ იცის იმის შესახებ, რომ პენსილვანიას ახლა ერთ-ერთი საუკეთესო ეკონომიკური წელი აქვს თავის ისტორიაში, უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებლით, ფოლადის მრეწველობის (რომელიც მკვდარი იყო) აყვავებით და დიდი მომავალით!" - წერს ამერიკის... Читать дальше...

დეტალები სუსლიაკებზე: სად არის მე-11 ბავშვი და რა წარსული აქვს ოჯახს

Radiotavisupleba.ge 

იულია სუსლიაკს მე-11 ბავშვი ჯაკუზიში დაეხრჩო, ძიძის დაუდევრობის გამო. სისხლის სამართლის საქმეც იყო აღძრული. ყველა საბუთი მიჭირავს ხელში, - უყვება რადიო თავისუფლებას დაკავებული უკრაინელი ქალის ადვოკატი, ზურაბ თოდუა.



რუსეთის კანონები რეპრესიების სამსახურში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში 230-ს გადააჭარბა პოლიტპატიმრების რიცხვმა, რასაც თან სდევს სულ უფრო მეტი კანონის მიღება „ყოველდღიური ცხოვრების ქმედებათა კრიმინალიზაციის“ მიზნით.

რელიგიის თავისუფლების შესახებ აშშ-ის ანგარიში ჩინეთს აკრიტიკებს

Radiotavisupleba.ge 

რელიგიის თავისუფლების საკითხებზე აშშ-ის ორპარტიული, ფედერალური კომისიის მიერ გავრცელებული ანგარიშის თანახმად, ჩინეთში კვლავაც მძიმედ ილახება უიღურთა მუსლიმი ჯგუფის უფლებები, მაგრამ მთავრობას ამის გამო თითქმის არანაირი პასუხი არ მოეთხოვება.  ანგარიში, რომელიც 29 აპრილს გამოქვეყნდა, გამოდის რეკომენდაციით სახელმწიფო დეპარტამენტმა რუსეთი და უზბეკეთი შეიყვანოს რელიგიური თავისუფლების დარღვევის თვალსაზრისით განსაკუთრებლად შემაშფოთებელი ქვეყნების სიაში, ირანთან, პაკისტანთან, ტაჯიკეთთან, თურქმენეთთან და სხვა ქვეყნებთან ერთად. Читать дальше...

რას უტოვებენ მკვდრებს ცოცხლები

Radiotavisupleba.ge 

აღდგომის მეორე დღე - საფლავებზე ძირითადად პასკა და წითელი კვერცხებია, კიდევ რამე საჭმელიც, ღვინო, ლიმონათი, კანფეტები. აუცილებლად მოიტანენ ყვავილებს, უფრო იასამნებს, ახლა იასამნების სეზონია.

ჭიათურაში დაგორებულმა ავტომობილმა ბავშვი იმსხვერპლა, მძღოლი სავარაუდოდ ნერვიულობის შედეგად გარდაიცვალა

Radiotavisupleba.ge 

ჭიათურაში სატვირთო ავტომობილი დაგორდა და ორ მცირეწლოვან ბავშვს დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ბავშვი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე ბავშვი არ დაშავებულა. მომხდარიდან მეორე დღეს გარდაიცვალა ავტომობილის მძღოლი, 83 წლის მამაკაცი.  "გარდაცვალების მიზეზის დასადგენად დანიშნულია ექსპერტიზა", - უთხრეს რადიო თავისუფლებას შინაგან საქმეთა სამინისტროში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილითაა დაწყებული, რაც ტრანსპორტის მოძრაობის... Читать дальше...

ევროპაში იზრდება სამხედრო დაფინანსება, რუსეთის საფრთხის ფონზე

Radiotavisupleba.ge 

უკრაინასა და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყანაში 2018 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა სამხედრო დაფინანსება, დიდწილად, რუსეთის მხრიდან მომდინარე საფრთხის აღქმის გამო, - იუწყება წამყვანი კვლევითი ინსტიტუტი ახალ ანგარიშში.

„სავანე“ მიწაზე და უმიწოდ - ქუთაისის ბულვარის ნაწილი სადავო გახდა

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისში ქალაქის დღესასწაულზე, რომელიც 2 მაისს აღინიშნება, მერიასთან ბამბუკების მიტანას და პროტესტის ამ ფორმით გამოხატვას აპირებენ ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფე „სავანის“ მფლობელები.

თანამედროვე ქანდაკება ეროვნული მუზეუმის ეზოში

Radiotavisupleba.ge 

ირინა პოპიაშვილი გვახსენებს, რომ ფონ ჰაბსბურგი უჟანგავი ფოლადის მასალით მუშაობს და ამ მედიუმში შესრულებული გეომეტრიული ფორმების სხვადასხვა ვარიაციებში განლაგებით ქმნის თავისი ნამუშევრების ენას.

მიხეილ სააკაშვილი: „ტროლი პუტინის“ შუამდგომლობა არ მჭირდება

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ფედარაციის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მიიჩნევს, რომ სამართლიანი იქნებოდა მიხეილ სააკაშვილისათვის უკრაინული პასპორტის დაბრუნება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს. გასულ კვირაში პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც, უკრაინის ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების მცხოვრებნი გამარტივებული წესით მიიღებენ რუსეთის ფედერაციის პასპორტებს. უკრაინის არჩეულმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინის ამ გადაწყვეტილებას „პასპორტებით უკრაინის მოქალაქეების ცდუნების უშედეგო მცდელობა“ უწოდა და იქვე შენიშნა... Читать дальше...

აღდგომა ოკუპაციის პირობებში

Radiotavisupleba.ge 

ლია მიქელაძემ დილიდანვე გაამზადა წითელი კვერცხები, პასკა, სანთელი და ცოტაოდენი ღვინო და ვაჟთან ერთად კოშკას სასაფლაოსკენ დაიძრა. კოშკა - გუგუტიაანთკარი ოკუპირებულ სოფელ დისევს ესაზღვრება. სასაფლაო, სოფლის განაპირასაა. იქიდან უკვე ოკუპირებული ტერიტორია იწყება. სასაფლაოსთან პოლიციელები პატრულირებენ, საოკუპაციო გამყოფი ხაზი პირდაპირ სასაფლაოზე გადის. კოშკას სასაფლაოზე ქართველები და ოსები ერთად არიან დაკრძალულნი. კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები ნაზი ბერუაშვილი მეუღლის საფლავზე წელსაც ვერ მივიდა. Читать дальше...

პუტინ ზელენსკის ურჩევს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა დაუბრუნოს

Marshalpress.ge (მარშალ) 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ახლად არჩეულ პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის ურჩია, ადამიანის უფლებების აღდგენა მიხეილ სააკაშვილით დაიწყოს და მას მოქალაქეობა დაუბრუნოს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს. „რაც შეეხება თავისუფლებას, ეს სჯობს დავიწყოთ არა რუსეთიდან, არც რუსებიდან, არამედ ქართველებიდან ან ყოფილი ქართველებიდან. მაგალითად, სამართლიანი იქნებოდა, თუ უკრაინის პასპორტს დაუბრუნებენ ადამიანს, რომელიც ადრე ქართველი იყო, ახლა კი […]

Новости России
Москва

Поцарапанному пандой Катюшей киперу подарили футболку с извинениями


შრი ლანკაში სახის დამფარავი სამოსის ტარება აიკრძალა

Radiotavisupleba.ge 

შრი ლანკის პრეზიდენტის ბრძანებულებით, ამ ქვეყანაში აიკრძალა სახის დამფარავი სამოსის ტარება. პრეზიდენტ მაიტრიპალა სირისენას გადაწყვეტილების მიზანია, გამარტივდეს მოქალაქეთა ვინაობის დადგენა ისლამისტების ძებნა ტერაქტების სერიის შემდეგ. პრეზიდენტმა განმარტა, რომ ეს ზომა კანონის მიხედვით გათვალისწინებულია საგანგებო მდგომარეობის დროს. 21 ააპრილს შრი ლანკაში რვა აფეთქება მოხდა, რომლის დროსაც 250-მდე ადამიანი დაიხოცა. პასუხისმგებლობა მომხდარისთვის იკისრა ექსტრემისტულმა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“. Читать дальше...

ირანში ინფლაციამ სანქციების გამო შეიძლება 40%-ს მიაღწიოს

Radiotavisupleba.ge 

ირანის ეკონომიკა ექვსი პროცენტით შემცირდება და ინფლაციამ შეიძლება 40%-ს მიაღწიოს, ვარაუდობს საერთაშორისო სავალუტო ფონდი ისლამური რესპუბლიკისთვის აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების ზემოქმედების გათვალისწინებით. ვაშინგტონმა ირანს სანქციები განუახლა მას მერე, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი ქვეყანა 2015 წელს მიღწეული ბირთვული შეთანხმებიდან გამოიყვანა. 21 აპრილს აშშ-მა განაცხადა, რომ არ აპირებს გამონაკლისის სახით სანქციების გვერდის ავლით ნება დართოს ზოგიერთ ქვეყანას, შეისყიდონ ირანის ნავთობი, თეირანისთვის შემოსავლის მთავარი წყარო. Читать дальше...

ჩუგოშვილი: PACE-ს პრეზიდენტი არ არის ჩამოსული ადგილობრივი პოლიტიკური ვითარების საკვლევად

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის ინფორმაციით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) პრეზიდენტის, ლილიან მორი პასკიეს ოფიციალური ვიზიტი თავიდანვე არ ითვალისწინებდა ოპოზიციის წარმომადგენლებთან ცალკე შეხვედრებს. პასკიეს ვიზიტის წინ, საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობდნენ სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის სასამართლოში შექმნილ ვითარებაზე, რომლის განხილვასაც აპირებდნენ, თუმცა, ოფიციალური დღის წესრიგი ცალკე შეხვედრას არ ითვალისწინებს „ჩვენ როდესაც ვგეგმავდით ამ ვიზიტს... Читать дальше...

თურქმენეთის პრეზიდენტმა თავის ცხენს უმღერა

Radiotavisupleba.ge 

თურქმენეთის პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა თავის ცხენს, როვაჩს უმღერა. ქვეყნის თავკაცმა სიმღერა შეასრულა შვილიშვილთან ერთად. სიმღერაში, რომლის ავტორი თურქმენეთის პრეზიდენტის შვილიშვილია, გვხვდება ასეთი სიტყვები: „შენ ჩვენთვის მოგაქვს წარმატებები, შენ ჩვენი აღმაფრენის საწინდარი ხარ, როვაჩ! სად ამოცანა დაისმის, იქვეა გამოსავალი, როვაჩ!“ ბერდიმუხამედოვმა თავისი გამოსვლა დაამთხვია თურქმენული ბედაურის ეროვნულ დღესასწაულს. სიმღერა „როვაჩზე“ პირველი არაა თურქმენეთის პრეზიდენტის რეპერტუარში. Читать дальше...

ქეთევან ციხელაშვილმა შინდისის გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

Radiotavisupleba.ge 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი შინდისში იმყოფებოდა. მან შინდისში დაღუპულ 17 გმირს პატივი მიაგო. ქეთევან ციხელაშვილი საფლაზე იმყოფებოდა მეუღლესთან და შვილებთან ერთად. „პირველ რიგში, მინდა მთელ საქართველოს მივულოცო აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული. დღეს პატივი მივაგეთ გმირების ხსოვნას, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე ჩვენი ქვეყნის ერთიანობასა და თავისუფლებას შესწირეს. მე დღეს აქ ჩემს შვილებთან ერთად მოვედი, რადგან მიმაჩნია, რომ მათი სახელები ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Саснович вышла в основную сетку турнира WTA-1000 в Риме






"Лето подложит нам всем свинью": новый прогноз метеорологов

Победители акции «Диктант Победы-2023» награждены в Москве: среди них — ученик Нахимовского училища из Мурманска

Синоптики предупредили москвичей о дождливой погоде 10 мая

Евгений Аверин. Объекты инверсивной силы