Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Апрель
2019

Новости за 24.04.2019

გიორგი ვოლსკი: დასაფიქრებელია, რაც პანკისის ხეობაში მოხდა

Radiotavisupleba.ge 

ეს არის უზნეო ტყუილი, - ასე შეაფასა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ, შესაძლოა, 21 აპრილს პანკისის ხეობაში განვითარებული მოვლენები სახელისუფლებო სტრუქტურებში არსებული დაპირისპირების შედეგი იყოს. ვოლსკი თვლის, რომ პანკისის ხეობაში მომხდარი კარგად არის გასააზრებელი და ვიდრე ყველაფერი არ გაირკვევა, შეუძლებელი იქნება ჰესის პროექტის გაგრძელება.   „ეს არის უზნეო ტყუილი და მოგონილია იმისთვის, რომ საზოგადოებაში რაღაც ეჭვები შეიტანონ... Читать дальше...

დავით ზალკალიანი: ევროკომისიასთან ვმუშაობთ, რომ არ ამოქმედდეს შეჩერების მექანიზმი

Radiotavisupleba.ge 

ვისაუბრეთ კონკრეტულ გეგმებზე, რომლებიც მინიმუმამდე დაიყვანს და შეამცირებს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან სავიზო ლიბერალიზაციის არასწორად გამოყენების ფაქტებს, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა ევროკომისიის მიგრაციისა და საშინაო საქმეთა (DG-HOME) გენერალური დირექტორის მოადგილესთან, საიმონ მორდიუსთან შეხვედრის შემდეგ. „საქართველო მყისიერად რეაგირებს ჩვენი პარტნიორების ნებისმიერ წუხილზე, რომელიც არის დაკავშირებული ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის მაძიებელთა ზრდასთან. Читать дальше...

რემონტი სკოლებში სასწავლო პროცესის პარალელურად

Radiotavisupleba.ge 

სარემონტო სამუშაოები სასწავლო პროცესის პარალელურად განსაკუთრებით სარისკოა მაშინ, როდესაც უკვე დადასტურებულია ბავშვების სისხლში ტყვიის მაღალი კონცენტრაციის არსებობა და ისიც, რომ  სამშენებლო მასალები ტყვიის გავრცელების ერთ-ერთი წყაროა

კითხვები ლევან ჯიბღაშვილის დაკავება - გაშვების საქმეში

Radiotavisupleba.ge 

მსახიობ და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან  შინაგან საქმეთა სამინისტრომ 0,5659 გრამი კოკაინი და 0,1921 გრამი ექსტაზი (MDMA) ამოიღო.

კითხვები ლევან ჯიბღაშვილის დაკავება-გაშვების საქმეში

Radiotavisupleba.ge 

მსახიობ და ბიზნესმენ ლევან ჯიბღაშვილის ავტომობილიდან  შინაგან საქმეთა სამინისტრომ 0,5659 გრამი კოკაინი და 0,1921 გრამი ექსტაზი (MDMA) ამოიღო.

მეტროს მუშაობა ხანძრის გამო იყო შეფერხებული

Radiotavisupleba.ge 

მეტროსადგურ „გოცირიძესთან“ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, - აცხადებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. უწყების ინფორმაციით, ხანძარი ელექტროსადენებს გაუჩნდა. „მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება რამდენიმე წუთში შეძლეს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა“, - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში. მომხდარის შედეგად ერთი საათის განმავლობაში შეფერხებული იყო მუშაობა მეტროპოლიტენის პირველ ხაზზე.

ხასო ხანგოშვილი: უხუცესთა საბჭო ჰესთან დაკავშირებითაც ხალხის გვერდითაა

Radiotavisupleba.ge 

21 აპრილის მოვლენების შემდეგ, ჰესის („ხადორი 3“) მშენებლობასთან დაკავშირებულმა მოლაპარაკებებმა ყველანაირი აზრი დაკარგა, - განაცხადა პანკისის ხეობის უხუცესთა საბჭოს წარმომადგენელმა, ხასო ხანგოშვილმა. „კვირას რა ამბავიც მოხდა, ამის შემდეგ, მე ვფიქრობ, რომ მოლაპარაკებას არანაირი აზრი არა აქვს. ეს საკითხი თვითონ შინაგან საქმეთა მინისტრმაც დახურა, როცა თქვა, რომ 90 პროცენტი უნდა იყოსო მომხრე. 90 პროცენტს ვერასოდეს შეაგროვებენ ხეობაში“, - განაცხადა ხასო ხანგოშვილმა. 24 აპრილს უხუცესთა საბჭოს წარმომადგენლები... Читать дальше...



შექმნა თუ არა პრობლემები საავადმყოფოებში საკეისრო კვეთის შეზღუდვამ

Radiotavisupleba.ge 

„ექიმთა უფლებების დაცვის ორგანიზაცია“ მოითხოვს საკეისრო კვეთისთვის დაწესებული პროცენტული ზღვრის გადაცილების შემთხვევაში სამშობიარო კლინიკების დაჯარიმება შეჩერდეს.

„იუსტიციის უმაღლესმა სკოლამ უნდა უზრუნველყოს სისტემის გაჯანსაღება და ახალი კადრების მოზიდვა სასამართლო სისტემაში“

Radiotavisupleba.ge 

"კონკურსს აცხადებს იუსტიციის უმაღლესი საბჭო და არა თვითონ სკოლა, რაც ჩვენი კვლევის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ არის ერთ-ერთი სერიოზული ხარვეზი. სკოლა უნდა იყოს საკმაოდ დამოუკიდებელი საბჭოსგან და თვითონვე მიიღოს მსმენელები“, - ქეთი კუკავა, IDFI-ს საპარლამენტო მდივანი.

ბულგარეთში დაიწყო გამოძიება თაღლითობასთან დაკავშირებული „მრავალი“ სავარაუდო დანაშაულის გამო

Radiotavisupleba.ge 

ბულგარეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის მასშტაბით დაიწყო გამოძიება თაღლითობასთან დაკავშირებული „მრავალი“ სავარაუდო დანაშაულის გამო, რომლებიც ეხება ევროკავშირის სოფლის რეგიონების განვითარების პროგრამას. პროგრამამ 100 მილიონ ევროზე მეტი გამოყო ქვეყნის მასშტაბით იაფი სასტუმროების ქსელის შესაქმნელად. პროკურატურის წარმომადგენელმა, რუმიანა არნაუდოვამ 24 აპრილს განაცხადა, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილის, ალექსანდარ მანოლევის წინააღმდეგ, რომელიც თაღლითობის თაობაზე საქმეში მხოლოდ ერთ-ერთი ეჭვმიტანილია. Читать дальше...

რაზე იმსჯელეს პანკისელებმა სათემო კრებაზე

Radiotavisupleba.ge 

24 აპრილს, პანკისის ხეობის მცხოვრებთა სათემო კრება გაიმართა სოფელ ჯოყოლოში. კრებას ხეობის თითქმის ყველა სოფლიდან ესწრებოდნენ. ადგილობრივი მოსახლეობა ამბობს, რომ არ დაუშვებს ხეობაში მესამე ჰესის, „ხადორი 3“-ის მშენებლობას.

ცხინვალის იზოლატორიდან ორი ნიქოზელი გაათავისუფლეს

Radiotavisupleba.ge 

ცხინვალის იზოლატორიდან ნიქოზის მცხოვრებლები, 1993 წელს დაბადებული გაბრიელ მელანაშვილი და 1980 წელს დაბადებული თამაზ მჭედლიძე, გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, დაკავებულები დაუჯარიმებლად გამოუშვეს. ამის მიზეზად ერთ-ერთი მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სახელდება. თამაზ მჭედლიძე და გაბრიელ მელანაშვილი 23 აპრილს ნიქოზის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს.

უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დსთ-ს ორი ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ორი ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ. ერთია იმ ინფორმაციის გაუთქმელობა, რომელიც საბჭოსა საიდუმლო გამოგონებებთანაა დაკავშირებული, მეორე - ეკონომიკური კავშირის საერთო სტატისტიკური ბაზა. პირველ დოკუმენტს 1999 წლის 4 ივლისს მოეწერა ხელი. მასში მონაწილეობდნენ: რუსეთი, უკრაინა, ბელარუსი, სომხეთი, საქართველო, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. მაშინ მხარეებმა ვალდებულება იკისრეს, რომ „უზრუნველყოფენ მათ ხელთ... Читать дальше...

სადავოა იუსტიციის საბჭოს წევრის დანიშვნის კანონიერება

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ზაზა ხარებავა უარყოფს „თავისუფლების მონიტორის“ მიერ ჟურნალისტური გამოძიების შედეგად გაკეთებულ შეფასებას იმასთან დაკავშირებით, რომ საბჭოს არამოსამართლე წევრად ის პარლამენტმა კანონდარღვევით დაამტკიცა. „თავისუფლების მონიტორის“ გამოძიების თანახმად, ორგანიზაცია, რომელმაც ზაზა ხარებავა პარლამენტს წარუდგინა, არ აკმაყოფილებდა კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.   „ეს არის არასწორი ინტერპრეტაცია. ეს ორგანიზაცია ახორციელებდა იურიდიულ საქმიანობას, ის მონაწილეობდა სასამართლო პროცესში და ეს რომ ასე არ ყოფილიყო... Читать дальше...

პავლო კლიმკინის თქმით, რუსეთი დონბასის ოკუპაციის ახალ „საპასპორტო“ სტადიაზე გადავიდა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინამ მწვავედ გააკრიტიკა რუსეთის გადაწყვეტილება, გამარტივებული წესით გასცეს რუსეთის პასპორტები აღმოსავლეთ უკრაინის ტერიტორიაზე. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ შესაბამისი ბრძანებულების ხელმოწერიდან ცოტა ხნის შემდეგ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა ტვიტერში დაწერა, რომ „რუსეთის გადაწყვეტილება, პასპორტები გასცეს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არის აგრესიისა და ჩვენს საშინაო საქმეებში ჩარევის გაგრძელება... ეს არის დონბასის ოკუპაციის ახალი „საპასპორტო“ სტადია“. ოთხშაბათს პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას... Читать дальше...

დისკრიმინაცია რეკლამებსა და კამპანიებში

Radiotavisupleba.ge 

სახალხო დამცველმა დისკრიმინაციის შესახებ ახალი ანგარიში გამოაქვეყნა. ცალკე ქვეთავი ეძღვნება კამპანიებსა და რეკლამებს, რომლებიც გენდერულ სტერეოტიპებს ამყარებენ.

სომხეთში იმართება სომეხთა მასობრივი გაჟლეტის 104-ე წლისთავთან დაკავშირებული ოფიციალური ცერემონია

Radiotavisupleba.ge 

სომხეთში იმართება ოსმალეთის იმპერიაში სომეხთა მასობრივი გაჟლეტის 104-ე წლისთავთან დაკავშირებული ოფიციალური ცერემონია. ერევანში ასიათასობით ადამიანმა მიიტანა ყვავილები დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილ მემორიალთან. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა და მისმა მეუღლემ, სხვა ოფიციალურმა პირებმა და პოლიტიკოსებმა. ცერემონიას დაესწრო აშშ-ის ელჩი სომხეთში, ლინ ტრეისი. 1915 წლის ხოცვა-ჟლეტა ერთ-ერთი ყველაზე მასობრივი იყო მეოცე საუკუნეში. სომხეთი მას გენოციდად მიიჩნევს. Читать дальше...

სამგორში ახალი სპორტული მოედნები ეწყობა

Marshalpress.ge (მარშალ) 

სამგორის რაიონის გამგეობა სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობას სხვადასხვა მისამართზე აწარმოებს. ლილოს დასახლებაში, პირველი მიკრორაიონის N2ბ კორპუსის მიმდებარედ, 460 კვ.მ ფართობზე, ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული სპორტული მოედანი ეწყობა. სამუშაოებს კომპანია „პე ბე“ ასრულებს. ახალი სპორტული მოედნის მოწყობა მიმდინარეობს გუმათჰესისა და ცისკარიშვილის ქუჩებს შორის არსებულ პარკშიც. 920 კვ.მ ფართობის ხელოვნურსაფარიანი მოედანი […]

Новости России
Москва

Поцарапанному пандой Катюшей киперу подарили футболку с извинениями


უსაფრთხოება - თბილისი პრაიდის გამოწვევა

Radiotavisupleba.ge 

ივნისში დაგეგმილი თბილისი პრაიდის კვირეულთან დაკავშირებით შს მინისტრის მოადგილემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეტა სამინისტრო გარკვეულ რისკებს ხედავს უსაფრთხოების დაცვის კუთხით. სწორედ ამიტომ, ის როგორც პრაიდის ორგანიზატორებს, ისე პრაიდის მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს თავი შეიკავონ ყოველგვარი განცხადებებისგან, სანამ შს სამინისტროსთან მოლაპარაკებები არ დასრულდება. ​„შსს-ს არაერთხელ უთქვამს და ახლაც ვიმეორებთ: სადაც არ უნდა მოხდეს, რა დემონსტრაციაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს ამის ორგანიზატორი... Читать дальше...

„შედეგი გვაქვს ცოტა გასაკვირი, ვინაიდან ყველანი ველოდით, რომ უფრო ინდუსტრიული ტიპის პრობლემა გვექნებოდა"

Radiotavisupleba.ge 

„შედეგი გვაქვს ცოტა გასაკვირი, ვინაიდან ყველანი ველოდით, რომ უფრო ინდუსტრიული ტიპის პრობლემა გვექნებოდა და აღმოჩნდა განსხვავებულად. თბილისში ველოდით ყველაზე მაღალ მაჩვენებელს და ერთ-ერთი ყველაზე დაბალია“, - ამბობს ლელა სტურუა სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ კვლევაზე.

"შედეგი გვაქვს ცოტა გასაკვირი, ვინაიდან ყველანი ველოდით, რომ უფრო ინდუსტრიული ტიპის პრობლემა გვექნებოდა"

Radiotavisupleba.ge 

„შედეგი გვაქვს ცოტა გასაკვირი, ვინაიდან ყველანი ველოდით, რომ უფრო ინდუსტრიული ტიპის პრობლემა გვექნებოდა და აღმოჩნდა განსხვავებულად. თბილისში ველოდით ყველაზე მაღალ მაჩვენებელს და ერთ-ერთი ყველაზე დაბალია“, - ამბობს ლელა სტურუა სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ კვლევაზე.

საუდის არაბეთში ერთ დღეში ტერორიზმში ბრალდებული 37 ადამიანი დასაჯეს სიკვდილით

Radiotavisupleba.ge 

საუდის არაბეთში სამშაბათს სიკვდილით დასაჯეს ტერორიზმში ბრალდებული 37 ადამიანი. ამის შესახებ CNN-ი იტყობინება საუდის არაბეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით. დასჯილთა უმრავლესობა შიიტური რელიგიური უმცირესობის წარმომადგენელი იყო. ოფიციალურ განცხადებაში ხელისუფლებამ მსჯავრდებულებს ბრალი დასდო „ექსტრემისტული და ტერორისტული იდეოლოგიის“ გავრცელებაში, ასევე „ტერორისტული უჯრედების“ შექმნის მცდელობაში რელიგიურ ნიადაგზე კონფლიქტების გაღვივების მიზნით. როგორც იტყობინებიან, განაჩენი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში მოიყვანეს სისრულეში. Читать дальше...

პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის მოქალაქეობის მიღებას ამარტივებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის ძალითაც, უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ კონტროლირებულ რაიონებში გამარტივებული წესით მიიღებენ რუსეთის მოქალაქეობას. დოკუმენტის ტექსტი გამოქვეყნებულია კრემლის ოფიციალურ ვებსაიტზე. მოქალაქეობის გამარტივებად მიღების უფლება გაიცემა „ჰუმანიტარული მიზნებით“, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად, - ნათქვამია ბრძანებულებაში. ყველა მსურველს ექნება საშუალება რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს განყოფილებაში შეიტანოს განაცხადი და საბუთები... Читать дальше...

ნინო სალუქვაძემ ზედიზედ მეცხრედ მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ლიცენზია

Radiotavisupleba.ge 

ტყვიის სროლაში 1988 წლის ოლიმპიური თამაშების და მსოფლიოსა და ევროპის სამგზის ჩემპიონმა ნინო სალუქვაძემ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის სალიცენზიო ნორმატივი შეასრულა. 50 წლის სპორტსმენი საქართველოში პირველია, ვინც მომავალი ოლიმპიური თამაშების საგზური მოიპოვა. პეკინში მიმდინარე მსოფლიოს თასზე სალუქვაძე პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ფინალში გავიდა. საბოლოოდ კი მეხუთე ადგილი დაიკავა, რაც ლიცენზიის გასანაღდებლად საკმარისი აღმოჩნდა. ნინო სალუქვაძეს 1988 წლიდან მოყოლებული, არც ერთი ოლიმპიური თამაშები არ გამოუტოვებია. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Уимблдон

Финалистка юниорского Уимблдона-2023 получила временное отстранение за допинг






Экс-игрок Деменко предрек "Краснодару" проблемы с составом

Лучшие фильмы Международного фестиваля правильного кино назвали в Музее Победы

Таня Василькова расскажет (и покажет) «Как прожить в браке без брака»

Жители Люберец станцевали Майский вальс в канун Дня Победы