Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2019

Новости за 23.05.2019

დავით ჭიჭინაძე ივნისის ბოლოს ახალ პარტიას შექმნის

News.ge 

მმართველი პარტიიდან გარიცხული დეპუტატი პარტიას ქმნის. დავით ჭიჭინაძე, რომელიც ახლა „პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის რიგებში ირიცხება „კურიერთან“ საუბრისას ამბობს, რომ ივნისის ბოლოს საკუთარ პარტიას შექმნის. ჭიჭინაძე მხოლოდ იმას აზუსტებს, რომ გუნდში მმართველი პარტიის ასევე ყოფილ წევრთან, ეკა ბესელიასთან ერთად არ იქნება. ჭიჭინაძის თქმით, მას ბოლო წლებში საკრებულოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის “ქართული ოცნების” რიგებიდან წასული პოლიტიკოსები შეუერთდებიან. ...

ევროკომისიიისა და ევროპა ნოსტრას მიერ ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტისათვის ევროპული მემკვიდრეობის პრიზის მინიჭება ძალიან დიდი გამარჯვებაა

Marshalpress.ge (მარშალ) 

 ევროკომისიიისა და ევროპა ნოსტრას მიერ ციხე-სოფელ მუცოს რეაბილიტაციის პროექტისათვის ევროპული მემკვიდრეობის პრიზის მინიჭება ძალიან დიდი გამარჯვებაა, – ამის შესახებ  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყების წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რამდენიმე წლის წინ სოფელი მუცო  განადგურების პირას იყო და შესაძლებელი გახდა ამ უნიკალური საგანძურის შენარჩუნება.  „მინდა მადლობა გადავუხადო ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერისთვის. კიდევ ერთხელ […]

Читать дальше...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლარის კურსის ვარდნას მოკლევადიანს უწოდებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ქვეყნის მაკროეკონომიკური პარამეტრები მდგრადია, ამიტომ ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება მოკლევადიანი მოვლენაა. „ჩვენ გვაქვს მცირე ზომის ეკონომიკა და ბუნებრივია, მეზობელი ქვეყნები თავისი დიდი ეკონომიკით ახდენენ გავლენას ლარის კურსზე და ზოგადად, მაკროეკონომიკურ პარამეტრებზე საქართველოში“ - თქვა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე. პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, “ექსპორტის მაჩვენებლი არის ისტორიულ მაქსიმუმზე, ტურიზმის ციფრები არის ძალიან კარგი და მიმდინარეობს ის აქტიური პროცესი... Читать дальше...

ლაშა თორდიაზე თავდასხმის საქმე – ოთარ ფარცხალაძე პროცესის დასრულების შემდეგ, მოკლე კომენტარს აკეთებს

News.ge 

ლაშა თორდიაზე თავდასხმის საქმეზე დღეს სასამართლომ მხარეების შესავალი სიტყვა მოისმინა. პროცესს რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ საქმეში ბრალდებული ოთარ ფარცხალაძეც დაესწრო. მან ვრცელი კომენტარი არ გააკეთა და თქვა მხოლოდ ის, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობს. საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. საქმე ეხება 2017 წლის 13 მაისს რესტორან “ელ ცენტროში” მომხდარ ინციდენტს. იმდროინდელი გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია ოთარ ფარცხალაძეს ...

ბევრ მუნიციპალიტეტს ავტომობილების ტექინსპექტირების სერვისი არ მიეწოდება

News.ge 

ტრანსპორტის და გზების ასოციაციის თავმჯდომარე ტექინსპექტირებაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს. დავით მესხიშვილის თქმით, საქართველოს ბევრ მუნიციპალიტეტს ავტომობილების ტექინსპექტირების სერვისი არ მიეწოდება, მაშინ როდესაც ეკონომიკის სამინისტრო საუბრობდა, რომ ახალი რეფორმა გეოგრაფიულად ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნებოდა. ასოციაციის პრეზიდენტი ეკონომიკის მინისტრს მოუწოდებს, დროულად დანიშნოს აკრედიტაციის სააგენტოს დირექტორი. „დღემდე ტექინსპექტირების სერვისი არ მიეწოდება შემდეგ მუნიციპალიტეტებს: ქედა, შუახევი... Читать дальше...

უმრავლესობა კომპანიებისა, რომლის მმართველებს შორის ქალებიც არიან, მოგებას 10-15%-ით ზრდის

Radiotavisupleba.ge 

კომპანიები, რომლებშიც გენდერული მრავალფეროვნებაა - განსაკუთებით მმართველ დონეზე - მეტ წარმატებას აღწევენ, რაც გულისხმობს ფინანსური მოგების ზრდასაც. ამის შესახებ ნათქვამია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში, რომელიც ასახავს ქალების როლს ბიზნესსა და მენეჯმენტში. ანგარიშის ავტორებმა შეისწავლეს ვითარება 70 ქვეყნის 13 ათასამდე კომპანიაში. გამოკითხულთა 57% იზიარებს შეფასებას, რომ გენდერული მრავალფეროვნება ბიძგს აძლევს მოგების მატებას. თითქმის სამმა მეოთხედმა კომპანიებისა, რომლებიც თავიანთ მენეჯმენტში გენდერულ ბალანსზე ზრუნავენ... Читать дальше...

აქცია ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან - „დარგვა ჭრის ნაცვლად“

Radiotavisupleba.ge 

"სამოქალაქო მოძრაობის" იმერეთის ორგანიზაციის წევრები წითელ წიგნში შეტანილი ხეების მოჭრას აპროტესტებენ. უნიკალური ხეები ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მშენებლობას ეწირება.   ლაპარაკია ქუთაისთან ახლოს მდებარე მუხრანის ტყეზე, რომელსაც საღორიის ტყესაც ეძახიან. აქციის მონაწილეები 23 მაისს მშენებარე ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან შეიკრიბნენ. მოძრაობის წევრები და აქტივისტები ითხოვენ ახსნა-განმარტებას, რატომ არის აუცილებელი წითელ წიგნში შეტანილი 109 ხის, მუხისა და ძელქვის მოჭრა და მოუწოდებენ ხელისუფლებას... Читать дальше...

სასამართლო ყოფილი მთავარი პროკურორის ოთარ ფარცხალაძის საქმეზე მსჯელობს

Radiotavisupleba.ge 

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის საქმის განხილვა. მას ბრალად ედება ყოფილი გენერალური აუდიტორის, ლაშა თორდიას ცემა. ფარცხალაძე სასამართლოს სხდომას ესწრება. თორდია საქართველოში არ იმყოფება. ოთარ ფარცხალაძესა და ლაშა თორდიას შორის კონფლიქტი 2017 წლის მაისში მოხდა თბილისში, ღამის კლუბ „ელ ცენტროში.“ ყოფილ მთავარ პროკურორთან ერთად ბრალდებულია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ყოფილი თანამშრომელი მიხეილ ჩოხელი.



ტოჩინოშინს ოძეკის წოდებას ისევ ერთი მოგება აშორებს

Radiotavisupleba.ge 

მაისის ნაცუ ბაშოზე მეთორმეტე ტურის შეხვედრები გაიმართა და ტოჩინოშინის მეტსახელით მოჭიდავე ლევან გორგაძის ანგარიშზე ცხრა ქულაა. დღეს ქართველი რიკიში აღმოსავლეთის მეშვიდე მაეგაშირას - მეისეის დაეჭიდა. გამარჯვების შემთხვევაში გორგაძე ოძეკის წოდების დაბრუნებას ინაღდებდა, მაგრამ წააგო და უმთავრესი მიზნის მიღწევა მინიმუმ ერთი დღით გადაიდო. პროფესიული სუმოს იერარქიის მეორე საფეხურზე მეორედ ასასვლელად ტოჩინოშინს ბაშოს დასრულებამდე დარჩენილი სამი ბრძოლიდან ერთის მოგება სჭირდება. 24 მაისს გასამართ მეცამეტე... Читать дальше...

თამარ ჩუგოშვილი: აღაიანის ტრაგედია აჩვენებს ნაადრევი ქორწინების ძალიან დიდ პრობლემას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თამარ ჩუგოშვილის განცხადებით, სამწუხაროდ, საზოგადოებაში ითვლება, რომ ნაადრევი ქორწინება ოჯახის საქმეა და არა სახელმწიფოსი, მაგრამ სოფელ აღაიანში მომხდარმა ტრაგედიამ აჩვენა, რომ ეს ასე არ არის. „ძალიან ტრაგიკული შემთხვევაა და რთულია ამაზე საუბარი. ნაადრევი ქორწინება წარმოადგენს ძალიან დიდ პრობლემას ჩვენს ქვეყანაში. მართალია, ასეთი ტრაგიკული დასასრული ჯერ არ გვქონია, მაგრამ ეს კიდევ ერთხელ გვაიძულებს ყველას დამატებითი ყურადღება მივაქციოთ ნაადრევი... Читать дальше...

ნავალნის თანაშემწეს 20 დღით პატიმრობა შეუფარდეს სექტემბერში გამართული დემონსტრაციისათვის

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის სასამართლომ 20 დღით პატიმრობა შეუფარდა ოპოზიციონერ აქტივისტ ლეონიდ ვოლკოვს, რომელიც დამნაშავედ ცნო ძალადობის წაქეზებაში 9 სექტემბრის დემონსტრაციის სოციალურ მედიაში ჩვენების გამო. სასამართლოს განმარტებით, დემონსტრანტებმა პარკინგზე გაჩერებული ავტომანქანა გაჩხაპნეს და მსუბუქი დაზიანებები მიაყენეს ორ პოლიციელს. როცა ვოლკოვი 21 მაისს დააკავეს, მას თავდაპირველად წაუყენეს არასანქცირებული დემონსტრაციის ჩატარების ბრალდება. ნათელი არ არის, რატომ შეუცვალეს ეს ბრალდება. ვოლკოვი ხელმძღვანელობდა... Читать дальше...

სომალიში აფეთქებამ შეიწირა 10-მდე ადამიანი, მათ შორის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი

Radiotavisupleba.ge 

სომალის დედაქალაქ მოგადიშუში, სულ ცოტა, ცხრა ადამიანი, მათ შორის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი ჰუსეინ ელაბე ფაჰიე, შეიწირა დანაღმული ავტომანქანის აფეთქებამ. ოფიციალური პირების ინფორმაციით, დაიჭრა 13 ადამიანი. თავდასხმაზე, რომელიც თვითმკვლელმა ამფეთქებელმა მოაწყო, პასუხისმგებლობა იკისრა ექსტრემისტების ჯგუფმა „ალ-შაბაბმა“. აფეთქება მოხდა პრეზიდენტის სასახლის მახლობლად მდებარე ბლოკ-პოსტთან, როცა ჯარისკაცები მანქანებს ამოწმებდნენ. ალ-ყაიდის მოკავშირე „ალ-შაბაბმა“ მოგადიშუში უკვე ბევრჯერ  მოაწყო თავდასხმები... Читать дальше...

პენტაგონი განიხილავს ახლო აღმოსავლეთში დამატებით 5000 ჯარისკაცის გაგზავნის გეგმას

Radiotavisupleba.ge 

პენტაგონი განიხილავს აშშ-ის ცენტრალური სარდლობის მიმართვას ახლო აღმოსავლეთში დამატებით 5000 ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ ორი ამერიკელი ოფიციალური პირისაგან მიღებულ ცნობაზე დაყრდნობით. პირებმა, რომელთა ვინაობასაც საჯაროდ არ ამხელენ, 22 მაისს უთხრეს „როიტერსს“, რომ ნათელი არ არის, დათანხმდება თუ არა აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო დამატებითი კონტინგენტის გაგზავნას. ამ ცნობების ფონია აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობის გაუარესება მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა... Читать дальше...

მარიხუანის შესახებ საკონსტიტუციო გადაწყვეტილება ვენეციის კომისიის გამოცემაში შეიტანეს

Radiotavisupleba.ge 

ვენეციის კომისიამ თავის პერიოდულ გამოცემაში შეიტანა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წელს მიღებული 5 გადაწყვეტილება. მათ შორისაა 2018 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ნარკოტიკული საშუალების, მარიხუანის პირადი მოხმარებისათვის, როცა მოხმარების ფაქტი არ უქმნის საფრთხეს მესამე პირებს, ან საჯარო ინტერესებს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ინფორმაციით, ვენეციის კომისიის გამოცემა აერთიანებს... Читать дальше...

დიდი ბრიტანეთის დახმარებით ნატოს ქვეყნებმა თავიდან აიცილეს რუსეთის მხრიდან კიბერთავდასხმა

Radiotavisupleba.ge 

დიდმა ბრიტანეთმა მრავალ ქვეყანას გაუზიარა რუსეთის კიბერსაქმიანობის შესახებ ინფორმაცია, რამაც ნატოს წევრ 16 ქვეყანას შესაძლებლობა მისცა თავიდან აეცილა საშიში საფრთხე, რაც მათ ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში ემუქრებოდათ. ამის შესახებ 23 მაისს განაცხადა, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯერემი ჰანტმა, კიბერუსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ ნატოს კონფერენციაზე, ლონდონში, სადაც მინისტრმა დაადანაშაულა რუსეთის სპეცსამსახურები სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ „მასშტაბური კამპანიის“ ორგანიზებაში. Читать дальше...

უკრაინის პარლამენტი ოფიციალურად დაიშალა

Radiotavisupleba.ge 

ძალაში შევიდა უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულება პარლამენტის დათხოვნის და რიგგარეშე არჩევნების 21 ივლისს ჩატარების შესახებ. ზელენსკის მიერ 21 მაისს ხელმოწერილი განკარგულება ოფიციალურად დღეს, 23 მაისს გამოქვეყნდა. უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განმარტებით, პრეზიდენტის განკარგულების გამოქვეყნებიდან მეორე დღეს საარჩევნო კამპანია იწყება. 22 მაისს, უკრაინის პარლამენტმა არ დაამტკიცა ახალი პრეზიდენტის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებდა მაჟორიტარული საარჩევნო... Читать дальше...

ლევან იზორია ჯონ ბოლტონს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია ეროვნული საფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს, ჯონ ბოლტონს შეხვდა კონექტიკუტის შტატში, ამერიკის სანაპირო დაცვის აკადემიის კურსდამთავრებულთა გამოსაშვებ საზეიმო ცერემონიაზე. აშშ-ის უმაღლესი სამხედრო სასწავლებელი წელს ქართველმა კადეტებმა, კონსტანტინე ყიფიანმა და ალექსანდრე წერეთელმა დაამთავრეს. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კადეტებს დიპლომები ჯონ ბოლტონმა და ლევან იზორიამ გადასცეს. „მქონდა პატივი, უსაფრთხოების საკითხებში... Читать дальше...

თინა ხიდაშელი სალომე ზურაბიშვილზე: არ შეუძლია, არ იცის, და არც უნდა რომ გაიგოს

Radiotavisupleba.ge 

ყოფილი თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საქართველოს პრეზიდენტის ინტერვიუებს აფასებს და სვამს კითხვებს "რატომ აქვს ასეთი პრობლემა პირდაპირ მარტივ პასუხებთან? რატომ უჭირს ქვეყნისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პოზიციონირება." ინტერვიუებში საქართველოს პრეზიდენტი პასუხობს კითხვებს იმის შესახებ, თუ რას ეტყოდა პუტინს და როგორ დააბრუნდებდა  მიხეილ სააკაშვილს საქართველოში.  "1. რას ეტყოდა პუტინს? 100 შესაძლო პასუხიდან მაინცდამაინც ამას რატომ ირჩევს?  ჰიპოტეტურადაც კი არ აპირებს უთხრას რომ დამოუკიდებელი... Читать дальше...

ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში ევროპარლამენტის არჩევნები დაიწყო. პირველი ქვეყანა, სადაც საარჩევნო უბნები გაიხსნა, ნიდერლანდის სამეფოა. დღეს ევროპარლამენტის არჩევნები ტარდება დიდ ბრიტანეთშიც, რადგან მიუხედავად გაერთიანებული სამეფოს გადაწყვეტილებისა, დატოვოს ევროკავშირი, ოფიციალურად ეს პროცესი ჯერ არ დამთვრებულა. პარასკევს ევროპარლამენტის არჩევნები ჩატარდება ირლანდიასა და ჩეხეთში, ხოლო შაბათს ლატვიაში, მალტაზე და სლოვაკეთში. ევროკავშირის დანარჩენი ქვეყნები ევროპარლამენტის წევრებს კვირას აირჩევენ. Читать дальше...

Новости России
Москва

НАЛОГИ С ЗАРПЛАТ И НДС МОГУТ ОТМЕНИТЬ?! Государственная Дума и Правительство РФ оптимизируют налоги.


თავდაცვის მინისტრი პერსპექტივაში ამერიკული ბაზების საქართველოში არსებობას მიესალმება

Radiotavisupleba.ge 

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პერსპექტივაში ამერიკული ბაზების საქართველოში არსებობას მხოლოდ მიესალმება - ამის შესახებ მან „ამერიკის ხმას“ განუცხადა აშშ-ში ვიზიტის დროს. „ამერიკის ხმის“ ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრმა თავი შეიკავა საქართველოს პრეზიდენტის პოზიციის შეფასებისგან. რამდენიმე კვირის წინ, სალომე ზურაბიშვილმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში თქვა, რომ “არ ჰგონია რეკომენდებული იყოს” საქართველოში ამერიკული ბაზების მშენებლობა. აშშ-ში ვიზიტის შეფასებისას ლევან იზორიამ განაცხადა, რომ სტრატეგიულ... Читать дальше...

სააკაშვილი ზელენსკის უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას თხოვს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის ახალ პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების თხოვნით. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, რუსლან ჩერნოლუცკიმ 22 მაისს  საღამოს, ფეისბუქზე დაწერა, რომ დადგა ახალი ეპოქა - ახალი პრეზიდენტი, ამიტომ იმყოფებოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და ვოლოდიმირ ზელენსკის სახელზე შეიტანა მიხეილ სააკაშვილის მიმართვა სამართლიანობის აღდგენის და უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნების შესახებ. Читать дальше...

საქართველოში ვიზიტს იწყებს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

Radiotavisupleba.ge 

დღეს იწყება საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩევლის, საგარეო საქმეთა მინისტრის, ვან ის პირველი ოფიციალური ვიზიტი. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრები დავით ზალკალიანი და ვან ი განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით. ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის განვითარებაზე „სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში. საქართველოს და ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრები... Читать дальше...

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციაზე ბაქოში იმსჯელებენ

Radiotavisupleba.ge 

დღეს ბაქოში იწყება საქართველოსა და აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიის ორდღიანი სხდომა. დელეგაციებს უხელმძღვანელებენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეები ლაშა დარსალია და ხალაფ ხალაფოვი. სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისიის მუშაობა რამდენიმე წლის განმავლობაში შეჩერებული იყო. მოლაპარაკების განახლების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც აპრილის ბოლოს აზერბაიჯანელი მესაზღვრეების მიერ დავით გარეჯის კომპლექსის უდაბნოს მონასტერთან გზის გადაკეტვას საპროტესტო აქციები მოჰყვა. მაისის... Читать дальше...

მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ 61-დან 5 საჩივარი დააკმაყოფილა

Radiotavisupleba.ge 

19 მაისს გამართულ მარნეულის მერის რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიამ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და პარტიებიდან შესული 61 საჩივრიდან 5 საჩივარი დააკმაყოფილა.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Новаку Джоковичу исполнилось 37 лет в Швейцарии | Виды спорта






Зоолог Наконечный объяснил рост числа случаев захода медведей в города ХМАО

Топ-менеджеров «Телты» обвинили в даче многомиллионной взятки Шамарину

Почти 1 700 бесплатных посылок отправили жители Бурятии в зону проведения СВО

Томский политех вновь стал первым в рейтинге RAEX по химии и энергетике