Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июнь
2019

Новости за 01.06.2019

დღე-ღამეში რამდენ ტაძარს აშენებს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია?

Radiotavisupleba.ge 

რამდენი ტაძარი მოეპოვება მოსკოვის საპატრიარქოს სხვადასხვა ქვეყანაში და რა სისწრაფით იზრდება მათი რაოდენობა?

სასამართლომ პატიმრობაში დატოვა ბათუმის მერიის მოქმედი და ყოფილი მაღალჩინოსნები

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გადაწყვეტილებით, ბათუმის მერიის მოქმედ და ყოფილ მაღალჩინოსნებს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. იუწყებიან, რომ ამ გადაწყვეტილებას სასამართლოს სხდომათა დარბაზში ბრალდებულების ოჯახის წევრების მხრიდან ხმაური მოჰყვა.   პროცესზე ბრალდების მხარემ დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა მოითხოვა. მოსამართლემ გაიზიარა ბრალდების მხარის პოზიცია, რომ დაკავებულების გათავისუფლების შემთხვევაში, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე არსებობს. Читать дальше...

თალიბანის ლიდერის განცხადებით, უცხო ქვეყნების ჯარები „განწირული არიან დამარცხებისთვის“

Radiotavisupleba.ge 

თალიბანის ლიდერმა, ჰაიბატულა ახუნძადამ უარყო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდების გაკეთება უახლოეს ხანებში, იმ ფონზე, როცა აშშ-ის საგანგებო წარგზავნილი კვლავ მიემგზავრება რეგიონში მოლაპარაკების ახალი რაუნდის გასამართავად ავღანეთში გაჭიანურებული ომის დასასრულებლად.   1 ივნისს გაკეთებულ კომენტარებში თალიბანი ლიდერი ასევე ირწმუნება, რომ უცხო ქვეყნების ჯარები „განწირული არიან დამარცხებისთვის“. მაგრამ ახუნძადამ ისიც თქვა, რომ ისლამისტი მებრძოლები გააგრძელებენ მოლაპარაკებებს აშშ-თან.   თალიბანის ბრძოლა და წინააღმდეგობა „ოკუპაციის წინააღმდეგ... Читать дальше...

ანა ბრნაბიჩს აკრიტიკებენ კოსოვოს ლიდერების „ტყიდან გამოსულებად“ მოხსენიებისთვის

Radiotavisupleba.ge 

სერბიის პრემიერ-მინისტრის, ანა ბრნაბიჩის მიერ კოსოვოს ლიდერთა დამამცირებელი სიტყვებით მოხსენიებამ არა მხოლოდ დიპლომატიური სკანდალი გამოიწვია ბალკანეთში, არამედ ააფეთქა სოციალურ მედია. ვითარება გასულ კვირაში საკმაოდ დაიძაბა ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის, მას შემდეგ რაც 28 მაისს კოსოვოს პოლიციამ რეიდები ჩაატარა სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ რეგიონში, დააპატიმრა რამდენიმე ადამიანი, ძირითადად პოლიციელები და ერთი გაეროს წარმომადგენელი, რუსი დიპლომატი სამართალდამცველებისათვის გაწეული წინააღმდეგობისთვის. Читать дальше...

ბარათაშვილის აღმართზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა 

Marshalpress.ge (მარშალ) 

თბილისში, ბარათაშვილის აღმართზე მიმავალ „მერსედესის” მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ცეცხლი ადგილზე მისულმა სახაძრო-სამშველო ბრიგადამ ჩააქრო.

Читать дальше...

ტრამპი მალე გამოაცხადებს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 18 ივნისს ოფიციალურად გამოაცხადებს თავისი მონაწილეობის შესახებ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. „ჩემი მონაწილეობის შესახებ პრეზიდენტობის მეორე ვადისთვის ბრძოლაში მე გამოვაცხადებ პირველ ლედისთან, მელანიასთან, ვიცე-პრეზიდენტ მაიკლ პენსთან და მეორე ლედისთან, კარენ პენსთან ერთად 18 ივნისს, ორლანდოში, ფლორიდის შტატში, 20 000-ადგილიან ცენტ „ენეივეიში“. შემოგვიერთდით ამ ისტორიულ თავყრილობაზე“, - დაწერა ტვიტერში დონალდ ტრამპმა.

ევროკომისია: ჩეხეთს შესაძლოა მილიონობით ევროს დაბრუნება მოუწიოს პრემიერ-მინისტრ ბაბიშის გამო

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისია ამტკიცებს, რომ ჩეხეთმა უნდა დაუბრუნოს ევროკავშირის ბიუჯეტს 17 მილიონ ევროზე მეტი, რაც დოტაციის სახით თავის დროზე მიიღეს იმ ფირმებმა, რომლებიც ქვეყნის დღევანდელი პრემიერ-მინისტრის, ჩეხეთში ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანის, ანდრეი ბაბიშის სახელს უკავშირდება. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ ევროკავშირის აუდიტორები, რომლებმაც ბაბიში ინტერესთა კონფლიქტში დაადანაშაულეს. მათი მონაცემებით, ბაბიშს აქვს პირდაპირი გავლენა იმ დოტაციების განაწილებასთან, რასაც ჩეხეთი ევროკავშირისაგან ღებულობს. ამასთან პრემიერ-მინისტრი... Читать дальше...



რომის პაპმა ტრანსილვანიაში რუმინელ და უნგრელ მორწმუნეებს ერთიანი მომავლის შენებისკენ მოუწოდა

Radiotavisupleba.ge 

რომის პაპმა ფრანცისკემ რუმინეთში თავისი ვიზიტის მეორე დღეს ტრანსილვანიაში აღავლინა ლოცვა და მოუწოდა ამ რეგიონში მცხოვრებ რუმინელებსა და უნგრელებს, რათა ერთობლივად იღვაწონ საერთო მომავლის შენებისთვის.   მიუხედავად წვმიანი ამინდიდა, 1 ივნისს ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა რომის პაპთან შესახვედრად, ერთ-ერთი უდიდესი ფრანცისკანული საკათედრო ტაძარის, შუმულეუ ჩუკის გარშემო, სადაც ფრანცისკემ კათოლიკური წირვა აღავლინა.   თავის ქადაგებაში ფრანცისკემ მაღალი შეფასება მისცა რუმინეთის მრავალეროვნულ და მრავალკულტურულ საზოგადოებას და მოუწოდა ხალხს... Читать дальше...

შვილი მომიკალით უყურადღებობით, დილით ჩაგაბარეთ და დამიღუპეთ – გარდაცვლილი მოზარდის დედა სკოლის თანამშრომლებს

Marshalpress.ge (მარშალ) 

ლაგოდეხში, ექსკურსიის დროს გარდაცვლილი 16 წლის გოგონას დედა, ლანა ფარნავა სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს და ეხმიანება ბოლო დღეებში, ამ ამბის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ის ასევე პასუხობს ქუთაისის საკრებულოს უკვე ყოფილ დეპუტატ ნანა კოსტავას, რომლის პოსტმაც საზოგადოება აღაშფოთა, რასაც საბოლოოდ მისი სამსახურიც შეეწირა. “ვფიქრობ… ფიქრის მეტი არაფერი დამრჩა ქვეყანაზე. ვფიქრობ, დავწერო თუ არა რამე. ჯერ გადაწყვეტილი […]

Читать дальше...

საქართველოს კინოთეატრებში „როკეტმენის“ სრული ვერსია გამოვა

Radiotavisupleba.ge 

ქართველი მაყურებელი ელტონ ჯონის ცხოვრების შესახებ გადაღებული ფილმის მხოლოდ სრულ ვერსიას იხილავს - ამის შესახებ რადიო თავისუფლებას კავეას კინოთეატრების ქსელის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა მაია სიხარულიძემ აცნობა. ფილმი ეკრანებზე 3 ივნისიდან გამოვა. პრემიერა ინგლისურ ენაზე იქნება, შემდეგ კი კინოთეატრებში აჩვენებენ ქართულად გახმოვანებულ ვერსიასაც, რომელიც ორიგინალის იდენტური იქნება. შეკითხვები ფილმის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც „როკეტმენი“ რუსეთში ცენზურამ დაჩეხა და ფილმიდან ამოჭრა სექსუალური შინაარსის სცენები... Читать дальше...

რიკოთის გვირაბი ხუთი დღით დაიკეტება

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რიკოთის გვირაბში დაგეგმილი პროფილაქტიკურ-სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 3 ივნისს, 08:00 საათიდან, გვირაბში საავტომობილო მოძრაობა აიკრძალება. დროებითი შეზღუდვა 7 ივნისს, 08:00-ზე მოიხსნება და ავტოტრანსპორტის მოძრაობა ორმხრივად აღდგება. რიკოთის გვირაბის ჩაკეტვის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა შესაძლებელი იქნება შემოვლითი გზის მეშვეობით.

კონგრესი ამზადებს სანქციებს პროექტ „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ის წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის კონგრესმა გამოაქვეყნა სანქციების შესახებ კანონპროექტი იმ კომპანიების წინააღმდეგ, რომლებიც გაზსადენ „ჩრდილოეთი ნაკად 2“-ის მშენებლობაში მონაწილეობენ. სენატორები გამოდიან წინადადებით სანქციები შეეხოთ იმ გემების მფლობელ სტრუქტურებს, რომლებიც მილებს დებენ ზღვის ფსკერზე, ას ფუტ და მეტ სიღრმეზე.   შემზღუდავი ზომები ემუქრებათ ასევე იურიდიულ და ფიზიკური პირებს, რომლებიც დაკავებული არიან „ჩრდილოეთი ნაკად 2“-ის მშენებლობაში ჩართული გემების ყიდვით, იჯარითა და დაზღვევით.     სანქციები, რომელიც... Читать дальше...

რუსეთში იარაღის ქარხანაში აფეთქება მოხდა. არიან დაშავებულები.

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ქალაქ ძერჟინსკის ასაფეთქებლის მწარმოებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა. რუსული მედიის ცნობით დაშავდა 27 ადამიანი. წინასწარი მონაცემებით, აფეთქების მიზეზი ტროტილის საამქროში ტექნოლოგიური პროცესის დარღვევა გახდა. ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ აფეთქების შედეგად ჩაიმსხვრა ფანჯრები დადაზიანდა ახლომდებარე შენობები. ოფიციალური პირების ცნობით ჰაერის დაბინძურების საშიშროება არ არის

სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა ლოცვით მსვლელობას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეუერთდა წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღისადმი მიძღვნილ მომლოცველთა მსვლელობას, რომელიც სამცხე-ჯავახეთიდან, ფოკის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრიდან დაიწყო. "ინტერპრესნიუსის" ცნობით, პრეზიდენტთან ერთად, წმინდა ნინოს გზას 60-მდე მონაწილე გაივლის, რომლებიც 42 დღის განმავლობაში ივლიან მცხეთის მიმართულებით და მსვლელობას 12 ივლისს, სვეტიცხოვლობამდე, მცხეთაში დაასრულებენ. ლოცვით მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ, სხვადასხვა ეპარქიის როგორც სასულიერო, ისე საერო პირები. Читать дальше...

საუდის არაბეთის მეფე ირანს ადანაშაულებს ტერორისტების მფარველობაში

Radiotavisupleba.ge 

ირანის მიმართ თავისი კრიტიკული დამოკიდებულებით გამორჩეულმა საუდის არაბეთის მეფე სალმანმა თეირანი დაადანაშაულა „ტერორისტული შეიარაღებული ფორმირებების“ მხარდაჭერაში, რაც, არაბი მონარქის თანახმად, საფრთხეს უქმნის ნავთობის გლობალურ გასაღებას და მთელ რეგიონს.   მექაში, 1 ივნისს, ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის (OIC) სამიტზე სიტყვით გამოსვლის დროს მეფე სალმანმა ტერორისტულ აქტად შეაფასა გაერთიანებულ არაბთა საამიროს სანაპიროსთან ნავთობის ტანკერზე განხორციელებული ამასწინანდელი თავდასხმა და უპილოტო... Читать дальше...

ელტონ ჯონი გმობს რუსეთში განხორციელებულ ცენზურას „როკეტმენზე“

Radiotavisupleba.ge 

ცნობილი როკვარსკვლავი ელტონ ჯონი გამოეხმაურა რუსული სადისტრიბუტორო კომპანიის მიერ, მის შესახებ შექმნილ ახალ ბიოგრაფიულ ფილ „როკეტმენიდან“ ცენზურული მოსაზრებით რამდენიმე კადრის ამოჭრას. რუსეთის კინოგაქირავებაში ფილმი „როკეტმენი“ ცენზურას დაექვემდებარა. ფილმიდან ამოჭრილია სექსუალური შინაარსის ყველა სცენა, რომელშიც მამაკაცები მონაწილეობენ. ფილმში შეკვეცილია ის კადრებიც, სადაც ნარკოტიკების მოხმარებაა ნაჩვენები.   „ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ადგილობრივი კანონმდებლობის გავლენით „როკეტმენზე“ განხორციელებულ ცენზურას რუსულ ბაზარზე“... Читать дальше...

სახალხო დამცველი: არაეფექტიანი პოლიტიკის გატარებამ ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სისტემა კრიზისამდე მიიყვანა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახალხო დამცველმა 1 ივნისს ბავშვებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა. ნინო ლომჯარიას განცხადებაში ნათქვამია, რომ ბავშვის ინტერესების სრული გათვალისწინება მომავალი თაობის განვითარების აუცილებელი პირობაა და ეს სახელმწიფოს ვალდებულებაა. „სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების მგრძნობელობა ბავშვის მიმართ ძალადობის სხვადასხვა ფორმაზე - ფსიქოლოგიურ, ფიზიკურ ძალადობაზე, ნაადრევ ქორწინებაზე - ძალიან სუსტია“ - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში. სახალხო დამცველი წერს, ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის... Читать дальше...

ნაზი ჯანეზაშვილი: გიორგი მიქაუტაძე, ტექნიკური შეცდომის გამო, შემდეგ ეტაპზე არ უნდა გადავიდეს

Radiotavisupleba.ge 

გიორგი მიქაუტაძემ, უზენაესი მოსამართლეობის განაცხადის შევსებისას სამი რეკომენდატორის ნაცვლად ორი მიუთითა, ის ვერ აკმაყოფილებს ფორმალურ პირობებს და შემდგომ ეტაპზე ვერ უნდა გადავიდესო - განუცახადა "ინტერპრესნიუსს" იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ნაზი ჯანეზაშვილმა. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სიაში სულ 144 ადამიანია, მათ შორის არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ზაზა თავაძე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობა 144 პირს სურს

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა სია გამოაქვეყნა. სიაში სულ 144 ადამიანია, მათ შორის არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ზაზა თავაძე. სიაში არ არიან დიმიტრი გვრიტიშვილი და მიხეილ ჩინჩალაძე. იუსტიციის საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ვაკანსიაზე კონკურსი 11 მაისს გამოაცხადა, მას შემდეგ რაც 2018 წლის ბოლოს პარლამენტისთვის დასამტკიცებლად წარდგენილ კანდიდატთა... Читать дальше...

ვირჯინიაში საჯარო მოხელემ 12 ადამიანი მოკლა

Radiotavisupleba.ge 

12 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა აშშ-ის ვირჯინიის შტატის ქალაქ ვირჯინია ბიჩში მომხდარი სროლის შედეგად. საჯარო მოხელემ უმისამართო ცეცხლი გახსნა მუნიციპალურ შენობაში და თავად პოლიციასთან შეტაკებისას მოკლეს. მის ვინაობას და თავდასხმის მოტივებს ჯერ-ჯერობით არ ასახელებენ.

16 წლის ბავშვის დაღუპვაზე ასე ლაპარაკი არის არაადამიანობა – ბაკურ სვანიძე

Marshalpress.ge (მარშალ) 

ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე სოციალური ქსელის საშუალებით ქუთაისის საკრებულოს წევრის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსს ეხმაურება და აღნიშნავს რომ საკრებულოს წევრის განცხადება თითქოს მან არ იცოდა იმ ტრაგედიის შესახებ რაც მის ადრესატს გადახდა თავს, სიმართლეს არ შეესაბამება. “ბოდიში, მაგრამ რა მაინტერესებს იცით? ეს ქუთაისის საკრებულოს წევრი ქალი რომ წერს – “არ ვიცოდი თუ დაღუპული 16 წლის […]

Читать дальше...

პირველ ივნისს წმინდა ნინოს საქართველოში შემოსვლის 1700 წლისთავი აღინიშნება – საპატრიარქო ინფორმაციას ავრცელებს

Marshalpress.ge (მარშალ) 

1-ელ ივნისს საქართველოს განმანათლებლის, წმინდა ნინოს, საქართველოში შემოსვლის 1700 წლისთავის აღნიშვნასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს: “ა.წ. 1 ივნისს იწყება აღნიშვნა საქართველოს განმანათლებლის, წმინდა ნინოს, ჩვენს ქვეყანაში შემოსვლის 1700 წლისთავისა. ამასთან დაკავშირებით ხვალ, შაბათს, 10:00 საათზე მღვდელმთავრების მონაწილეობით წირვა დაიწყება ახალქალაქის რაიონის სოფელ ფოკაში, ფარავნის ტბასთან, წმინდა ნინოს შემოსვლის ადგილზე და საქართველოს ყველა ეკლესიაშიც. თბილისის... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

В России назвали подвигом победу Рублева на "Мастерсе" из-за болезни






За что в Подмосковье могут оштрафовать на даче, в лесу и на рыбалке?

Орден святых Кирилла и Мефодия был вручен Государственному Кремлевскому оркестру

Садыр Жапаров принял участие в параде Победы в Москве - фото

«В главной туристической артерии». Крым «расцвёл» в Москве