Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июнь
2019

Новости за 26.06.2019

აქციების მეშვიდე დღე დასრულდა. მერვე დღე - ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრთან

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის წინ აქციების მეშვიდე დღე დასრულებულია. მეშვიდე დღის ბოლოს, დემონსტრანტების სამი მოთხოვნიდან ორი მოთხოვნა დაკმაყოფილებულია: 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარება 20-21 ივნისის ღამეს, რუსთაველის გამზირზე დაკავებული ყველა დემონსტრანტი თავისუფალია. დემონსტრანტების ერთადერთ მოთხოვნად რჩება შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა. დემონსტრანტების თქმით, სწორედ ის არის პასუხისმგებელი 20-21 ივნისს, პარლამენტის წინ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე. Читать дальше...

27 ივნისს აქციის მონაწილეები ივანიშვილის ბიზნეს-ცენტრისკენ დაიძრებიან

Radiotavisupleba.ge 

27 ივნისს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები რუსთაველის გამზირიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზენს-ცენტრისკენ დაიძრებიან. ეს გადაწყვეტილება აქციის მონაწილეებმა ხმათა უმრავლესობით, შეძახილებით მიიღეს: „პოლიციას ვთხოვ თანამშრომლობას ჩვენს მსვლელობაში. ხალხმა ასე გადაწყვიტა. ჩვენი მსვლელობა იქნება მშვიდობიანი. ჩვენ მივდივართ იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილს გავაცნოთ სამოქალაქო საზოგადოების ნება. ჩვენ კერძო საკუთრების საზღვარს არ გადავლახავთ, რადგან კერძო საკუთრების პატივისცემა არის სახელმწიფოს ერთ-ერთი ქვაკუთხედი“... Читать дальше...

პერფორმანსი წითელი ნაჭრებით

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა პერფორმანსი გამართეს. აქციის მონაწილეებმა მარცხენა თვალი წითელი ნაჭრებით აიხვიეს და რამდემე წამში, წითელი ნაჭრები თავისუფლების ნიშნად მაღლა ააგდეს, რის შემდეგაც რუსთაველის გამზირზე ევროკავშირის ჰიმნი შესრულდა.

29 ივნისს „თავისუფლების მარში“ გაიმართება

Radiotavisupleba.ge 

29 ივნისს, 19:00 საათზე, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნისკენ გაიმართება „თავისუფლების მარში“. ამის შესახებ განცხადება გააკეთა პარლამენტის წინ გამართული აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორებმა და წამყვანმა შოთა დიღმელაშვილმა: „შაბათს მეათე დღე შესრულდება რაც აქ ვდგავართ. მეათე დღეს, გამოდით სახლებიდან, გამოდით უნივერსიტეტებიდან, გამოდით უბნებიდან, გამოდით საჯარო სტრუქტურებიდან, პოლიციიდანაც გამოდით, მთელი საქართველო გამოდით. რესპუბლიკის მოედანზე, გამოდით ყველა. მთელი ქართული სამოქალაქო საზოგადოება... Читать дальше...

სალომე სამადაშვილი: მოვედი, რომ ჩამოვირეცხო სირცხვილი, რაც ხდება პარლამენტში

Radiotavisupleba.ge 

"მე დღეს თქვენთან მოვედი, რომ ჩამოვირეცხო სირცხვილი, რაც ხდება პარლამენტში, სადაც მე ყოველდღე მიწევს სირცხვილის ჭამა",- ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. "ვცდილობ, აღვიდგინო ის, რაც ივანიშვილმა წაართვა ქართველ ხალხს პარლამენტში და ეს ჩვენი უფლებაა, რომ პარლამენტში ისმოდეს ჩვენი ხმა. მინდა მივესალმო აქციის ორგანიზატორებს, ყოველდღე გელოდებათ ჩასაფრებული ივანიშვილი, როდის დაიღლებით და დაიშლებით, და უკვე მეშვიდე დღეა, ეს არ ხდება. Читать дальше...

ოლიგარქია, ანუ ოკუპირებული საქართველოს 80%

Radiotavisupleba.ge 

უპირველესი ამოცანა, რაც დღეს საქართველოში დგას და რის გარეშეც რუსეთსა და 20%-ზე ლაპარაკს აზრი არ აქვს, ოლიგარქიის მიერ ოკუპირებული საქართველოს 80%-ის დეოკუპაციაა.

ნიკა მელიასთვის მანდატის შეჩერების კენჭისყრის ოქმი - ვინ მიიღო მონაწილეობა და ვინ არა

Radiotavisupleba.ge 

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერებასთან დაკავშირებით კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ქართული ოცნების“ წევრებმა რომან კაკულიამ, ბექა ოდიშარიამ, მირიან წიკლაურმა და მარიამ ჯაშმა. ამასთან, კენჭისყრის ანგარიშის მიხედვით, რომლის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ აქ, რომან კაკულიამ, ბექა ოდიშარიამ და მირიან წიკლაურმა რეგისტრაცია გაიარეს, მაგრამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ. მარიამ ჯაშმა კი, რომელიც სხდომას ესწრებოდა, რეგისტრაცია საერთოდ არ გაიარა. მირიან წიკლაურის განმარტებით, კენჭისყრისას... Читать дальше...

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო მზადაა, საქმე აღძრას რუსეთის ასამდე სპორტსმენის თაობაზე

Radiotavisupleba.ge 

მსოფლიო ანტისადოპინგო სააგენტო (WADA) მზადაა, საქმე აღძრას რუსეთის ასამდე სპორტსმენის თაობაზე. ამის შესახებ განაცხადა სააგენტოს ხელმძღვანელმა კრეიგ რიდიმ. პრიორიტეტული საქმეები წლის ბოლოსთვის განიხილება. ამჟამად WADA მტკიცებულებებს აფორმებს სამეთვალყურეო ორგანოებისთვის. ისინი მიღებულია მოსკოვის ანტისადოპინგო ლაბორატორიის მონაცემების საფუძველზე. ამ ინფორმაციაზე წვდომა ერთ-ერთი პირობა იყო რუსეთის ანტისადოპინგო სააგენტოს ულებების აღსადგენად. საქმე ეხება სპორტსმენების ტესტებს 2015 წლამდე. რუსეთმა აღიარა ქვეყანაში ანტისადოპინგო სისტემის ჩავარდნა... Читать дальше...



აქციის წამყვანი: ყველა დაკავებული დემონსტრანტი გათავისუფლებულია

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის წამყვანის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, ყველა დემონსტრანტი გათავისუფლებულია, რომლებიც 20-21 ივნისს რუსთაველის გამზირსა და მის მიმდებარე ქუჩებზე დააკავეს. ამის შესახებ მან რუსთაველის გამზირზე, აქციის მსვლელობისას გამოაცხადა. მისი თქმით, ინფორმაცია ამის შესახებ მას იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ მიაწოდა. აქციის მონაწილეების სამი მოთხოვნიდან ერთ-ერთი მოთხოვნა სწორედ დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლება იყო, რომელთა ნაწილს სხვადასხვა სახის ადმინისტრაციული სასჯელი... Читать дальше...

გიგა მაქარაშვილი: დღეს შეეცადნენ, რომ პოლიტიკური ჭრილიდან შეეტიათ აქციისთვის

Radiotavisupleba.ge 

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის ერთ-ერთი წამყვანი, სამოქალაქო აქტივისტი გიორგი მაქარაშვილი ეხმაურება პარლამენტის გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების თაობაზე. პარლამენტის წინ სიტყვით გამოსვლისას მან თქვა: „დღეს შეეცადნენ, რომ პოლიტიკური ჭრილიდან შეეტიათ აქციისთვის და ნიკა მელიას იმუნიტეტი შეუჩერეს და გეგმავენ მის დაჭერას. ბევრი კითხვა ისმის, რა მოხდება აქციაზე, იცით რა არის? ისე, როგორც მართალ ადამიანებს ეკადრებათ, ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი პოზიცია. Читать дальше...

განაჩენის წინ - დაცვის სიტყვა და თეთრი ყვავილები ვიტოსთვის

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, დიუმას ქუჩაზე მოკლული 25 წლის უფლებადამცველის, ვიტალი საფაროვის საქმეზე მეთოთხმეტე სასამართლო სხდომა ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩატარდა - ვიტალის მხარე პროცესზე არ მივიდა: არც მისი ოჯახის წევრები, არც მეგობრები და კოლეგები, არც ოჯახის ადვოკატი - როგორც მათ მოგვიანებით განმარტეს, ეს იყო მათი საპროტესტო აქცია ბრალდებულების ადვოკატების მიმართ. დაცვის სიტყვას მათ ბოიკოტი გამოუცხადეს. ეს იყო ბოლოს წინა სხდომა, რადგან 27 ივნისს, წესით, მოსამართლე შორენა გუნცაძემ ვიტალი საფაროვის მკვლელობაში ბრალდებული... Читать дальше...

ნიკა მელია: მშვიდობიანი გზით, არ მივცეთ საშუალება გახარიას, 28 ივნისს მივიდეს პარლამენტში

Radiotavisupleba.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრს ნიკა მელიას, რომელსაც ცოტა ხნის წინ, პარლამენტმა დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერა, პარლამენტის უკანა მხარეს შეკრებილი მხარდამჭერები ტაშით და შეძახილებით შეხვდნენ. პარლამენტმა 26 ივნისს კენჭი უყარა დადგენილების პროექტს "საქართველოს პარლამენტის წევრის, ნიკანორ მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსთვის მიმართვაზე გენერალური პროკურორისთვის თანხმობის მიცემის შესახებ". დადგენილება დეპუტატებმა 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ნიკა... Читать дальше...

აქტივისტი თუ პროვოკატორი - ვინ არის ნოდარ რაფავა

Radiotavisupleba.ge 

აქტივისტი, რომელმაც 4 დღის წინ პარლმენტთან საპროტესტო შიმშილობა დაიწყო, დღეს, 26 ივნისს ტექნიკის მაღაზიაში შეჭრისა და გამყიდველის მძევლად აყვანისთვის დააკავეს. ვინ არის სინამდვილეში ნოდარ რაფავა?  რაფავას, რომელიც შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით შიმშილობდა, ხელისუფლებასთან აფილირებული მედია პარლამენტის წინ მიმდინარე მრავალათასიან აქციასთან აკავშირებს. აქციის ორგანიზატორებისთვის კი ის ხელისუფლების დაქირავებული პროვოკატორია. 32 წლის ნოდარ რაფავა 2008 წლიდან თბილისის მერიის კუთვნილი აუზის ტონუსის დირექტორი იყო... Читать дальше...

ადვოკატი: მელიას სავარაუდოდ 27 ივნისს დააკავებენ

Radiotavisupleba.ge 

ადვოკატი ადასტურებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბრალდების მხარის მოწმეები ძირითადად სუსისა და შს სამინისტროს თანამშრომლები არიან.

აშშ-ის საელჩო: ახლა ყველაზე მეტად საჭიროა დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის საელჩომ საქართველოს მთავრობას გაწონასწორებული ქმედებისკენ მოუწოდა. „აშშ-ის საელჩო ყურადღებით აკვირდება 20 ივნისს თბილისის საპროტესტო აქციების შემდგომ განვითარებულ მოვლენებს საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია დემონსტრანტების მიმართ ძალადობრივი ქმედებებისა და ძალაუფლების გადამეტების ინციდენტების გამოძიება, ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, იმოქმედოს გაწონასწორებულად და თავშეკავებით. ახლა ყველაზე მეტად საჭიროა დიალოგი ყველა პოლიტიკურ პარტიას შორის საქართველოს დემოკრატიის გასაძლიერებლად“ - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.

ყირგიზეთი დიდი დაპირისპირების ზღვარზე

Radiotavisupleba.ge 

ყირგიზეთში ვითარება უკიდურესად დაიძაბა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის, ალმაზბეკ ატამბაევის, მომხრეებმა პროტესტის ნიშნად ბეტონის ფილებით ჩახერგეს დედაქალაქ ბიშკეკთან ახლომდებარე სოფელ კოი-ტაშის შესასვლელი და, გავრცელებული აზრით, აპირებენ წინააღმდეგობის გაწევას, თუ სამართალდმაცველები შეეცდებიან ყოფილი პრეზიდენტი დააკავონ.   ოფიციალური ბრალდება ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი უარყოფს გენერალური პროკურატურის ბრალდებას ძალაუფლების უზურპაციის თაობაზე, რასაც სარწმუნოდ მიიჩნევენ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს წევრები. Читать дальше...

თბილისის კლინიკებში რჩება საპროტესტო აქციების დროს დაშავებული 10 პაციენტი

Radiotavisupleba.ge 

26 ივნისის მდგომარეობით, თბილისის კლინიკებში რჩება 21-22 ივნისს, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის დაშლისას დაშავებული 240-დან 10 პაციენტი. საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე რეგიონულ ჰოსპიტალში მყოფი სამი პაციენტის მდგომარეობას გაეცნო. „ერთი პაციენტი დღის ბოლომდე პალატაში გადავა. იმ ორი პაციენტიდან, რომელიც მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ერთ-ერთთან გვაქვს საგრძნობი გაუმჯობესება, ის კონტაქტურია, თუმცა ამ დროისთვის იმყოფება დამზოგველ რეჟიმში და ვფიქრობთ... Читать дальше...

მარიამ ჯაშმა ნიკა მელიას დაპატიმრებისთვის ხმის მიცემაში მონაწილეობა 2 პირის თხოვნით არ მიიღო

Radiotavisupleba.ge 

განათლების,მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა მონაწილეობა არ მიიღო კენჭისყრაში, რომელიც დეპუტატ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხზე გაიმართა  ცოტა ხნის წინ. როგორც მარიამ ჯაშმა განაცხადა, ამით მან შეასრულა ორი ადამიანის თხოვნა: „2008 წლის ომში დაღუპული გმირის დედა დამიკავშირდა და მიუხედავად იმისა, რომ მას შეიძლება ყველაზე დიდი საფუძველი ჰქონდეს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აგვისტოს ტრაგედიის შემდგომ, მაინც მისი თხოვნა იყო მიმტევებლობა. Читать дальше...

უკანასკნელი თავისუფალი ადამიანი

Radiotavisupleba.ge 

„მე ვარ უკანასკნელი თავისუფალი ადამიანი ამ ქვეყანაში“, - თქვა ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის აპრილში, როცა მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობისგან“ საქართველოს გათავისუფლება გადაწყვიტა. შვიდი წლის შემდეგ, „უკანასკნელი თავისუფალი ადამიანის“ მიერ გათავისუფლებული საქართველო პირველი ოპოზიციონერი დეპუტატის დაპატიმრების მოლოდინშია. საქართველოს პარლამენტის წევრს იცავს იმუნიტეტი, რომლის არსი ისაა, რომ დეპუტატის დაკავება ან დაპატიმრება შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. პოლიტიკური სამართლის სპეციალისტის... Читать дальше...

Новости России
Москва

"СВЯТОЙ ЛЕНИН" расшифровал смысл "ДНК В.И. Ленина".


დღე მეშვიდე - პარლამენტის წინ აქცია განახლდა

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის წინ განახლდა საპროტესტო აქცია „სირცხვილია 7.0“, რომელიც უკვე მეშვიდე დღეა მიმდინარეობს რუსთაველის გამზირზე. აქციების მეშვიდე დღეს, დემონსტრანტების მთავარ მოთხოვნად რჩება შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომა. დემონსტრანტების თქმით, სწორედ ის არის პასუხისმგებელი 20-21 ივნისს, პარლამენტის წინ და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებზე. დემონსტრანტების სამი მთავარი მოთხოვნიდან, ერთი მოთხოვნა, 2020 წელს, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ 24 ივნისს დაკმაყოფილდა. Читать дальше...

ნიკა მელია: ვერ ვიფიქრებდი, რომ ცხოვრებაში შეიძლებოდა თავი მეგრძნო ასე ამაყად

Radiotavisupleba.ge 

ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი შეუჩერდა. დადგენილება დეპუტატებმა დღევანდელ პლენარულ სხდომაზე 91 ხმით, არც ერთის წინააღმდეგ მიიღეს. ნიკა მელიას თქმით, ვერასდროს წარმოიდგენდა, რომ როდესმე ასე ამაყად იგრძნობდა თავს: „ამ ხალხს კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ უნდა დავიხსნათ ტყვეობისგან. ისინი არიან ტყვეობაში, რადგან არ არიან მზად თვალი გაუსწორონ ადამიანს, ვის წინააღმდეგაც ღილაკს დააჭირეს ხელი. დიდ ნაწილს ამის სურვილი არ ჰქონდა, მაგრამ მათ იმოქმედეს საკუთარი ნების წინააღმდეგ. ეს ყველას უბედურებაა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შველა გვჭირდება. Читать дальше...

კრემლი: იაპონიაში, დიდი ოცეულის სამიტის მსვლელობისას გაიმართება დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა

Radiotavisupleba.ge 

კრემლმა განაცხადა, რომ რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტები, ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი, შეხვედრას გამართავენ იაპონიაში, დიდი ოცეულის სამიტის დროს. პუტინისა და ტრამპის შეხვედრა მიმდინარე კვირაში გაიმართება და მასზე საუბარი იქნება შეიარაღების კონტროლზე და მდგომარეობაზე ახლო აღმოსავლეთში, მათ შორის ირანთან დაკავშირებით. რუსეთის პრეზიდეტის წარმომადგენელმა იური უშაკოვმა მოსკოვში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ ოსაკაში დაგეგმილი შეხვედრა 28 ივნისს გაიმართება და დაახლოებით ერთ საათს გასტანს. Читать дальше...

ბექა ნაცვლიშვილი ოპოზიციას - მათ მიატოვეს ნიკა მელია და ეს არის სამწუხარო

Radiotavisupleba.ge 

„ბოდიშს ვიხდი ამ სიტყვაზე, ნიკა მელიას ტრაკით აკეთებდნენ აბსოლუტურად ყველაფერს იმ დღეებში და ისინი დღეს აქ არ სხედან და ნიკა მელია მათ მიატოვეს და ეს არის სამწუხარო“, - ასე მიმართა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამოუკიდებელმა წევრმა ბექა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო ოპოზციის, მისი თქმით, პირველ რიგში, „ევროპული საქართველოს“ წევრებს. ბექა ნაცვლიშვილის თქმით, მას რამდენიმე მიზეზის გამო უჭირს გადაწყვეტილების მიღება, დაუჭიროს თუ არა მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების საკითხს. Читать дальше...

“აწი იწყება შენი დრო…” – ნიკა გვარამია

Marshalpress.ge (მარშალ) 

პარლამენტის მიმდინარე სესიას, სადაც ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, რუსთავი 2″-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარმია “ფეისბუქის” პირად გვერდზე ეხმაურება. როგორც გვარამია წერს,  ნიკა მელიას დრო ახალ იწყება და ისოტრიაში სწორედ ასე შედიან. “ერთი ადამიანის ამხელა მორალური უპირატესობა გავეშებულო ბრბოს მიმართ, მე აქამდე არ მინახავს. ასე შედიან ისტორიაში… ნიკა მელია, აწი იწყება […]

გედევან ფოფხაძე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეზღუდვას მხარს არ უჭერს

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის დეპუტატმა, „ქართული ოცნების“ ყოფილმა წევრმა, გედევან ფოფხაძემ განაცხადა, რომ ხმას მისცემდა ინიციატივას, რომელიც გააუქმებდა პარლამენტის წევრის იმუნიტეტს და ყველას თანაბარ მდგომარეობაში ჩააყენებდა. „ეს გადაწყვეტილება არ იქნებოდა დისკრიმანციული. მე არ მივცემ ხმას ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეზღუდვას, მაგრამ თუ იქნება ინიციატივა, რომელიც მეც ჩამომართმევს იმუნიტეტს და ნებისმიერ თქვენთაგანს, თანახმა ვარ ასეთ გადაწყვეტილებაზე“ - განაცხადა პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას გედევან ფოფხაძემ. მისივე თქმით... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Потапова проиграла Остапенко во втором круге турнира WTA 1000






Автомотопробег по местам боевой славы прошел в Дмитрове

Масштабирование дизайнера: опыт работы в международных компаниях премиум-класса

Лучшие фильмы Международного фестиваля правильного кино назвали в Музее Победы

Жители Люберец станцевали Майский вальс в канун Дня Победы