Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июнь
2019

Новости за 20.06.2019

საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეზინფორმაცია უწოდა ცნობას ელჩის გადადგომის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში უარყოფენ ინფორმაციას პროტესტის ნიშნად ელჩის გადადგომის შესახებ.  "გაიჟღერა ინფორმაციამ, მათ შორის სოციალურ ქსელებში რომ საქართველოს ერთ-ერთმა ელჩმა, განვითარებული მოვლენების ფონზე დატოვა თანამდებობა. აღნიშნული წარმოადგენს დეზინფორმაციას და არ შეესაბამება სინამდვილეს. საგარეო საქმეთა სამინისტროს ყველა ქვედანაყოფი, როგორც საელჩოები, ისე საკონსულო ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ საქმიანობას“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ. Читать дальше...

„პატრიოტთა ალიანსი“ ლევან ვასაძის მხარეს დადგება

Radiotavisupleba.ge 

პოლიტიკური გაერთიანება „პატრიოტთა ალიანსი“ ბიზნესმენსა და „სახალხო ლეგიონის“ დამფუძნებელს ლევან ვასაძეს მხარდაჭერას უცხადებს. პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ვასაძე ბულინგის მსხვერპლია სწორედ იმ პოზიციის გამო, რომელიც მას თბილისი პრაიდთან დაკავშირებით აქვს. „და რა პოზიციაა ეს? რაც აქვს ქართველი ხალხის უმრავლესობას - ლგბტ თემის ღონისძიებები რეალურად პროპაგანდის რეჟიმშია გადასული, წლების მანძილზე მიდის ცხოვრების ამ წესის აქტიური პროპაგანდა. მეტიც, მიდის პროპაგანდა, რომ მართლმადიდებელები ჩაგრავენ უმცირესობას. Читать дальше...

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ კანონიერად სცნო პარლამენტის დაშლის თაობაზე ზელენსკის განკარგულება

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლომ კანონიერად სცნო ამ ქვეყნის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება პარლამენტის დათხოვის შესახებ. ამის თაობაზე ინფორმაცია გაავრცელეს სააგენტოებმა „უნიანმა“ და „ინტერფაქს - უკრაინამ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით. ადრე უკრაინის პარლამენტის 62-მა დეპუტატმა პრეზიდენტის გადაწყვეტილების და ვადამდელი არჩევნების გაუქმება მოითხოვეს. ზელენსკიმ გამოაცხადა პარლამენტის დათხოვნის შესახებ ინაუგურაციაზე გამოსვლისას და შესაბამის განკარგულებას ხელი მოაწერა მეორე დღეს, როცა თანამდებობა დაიკავა. Читать дальше...

ზურაბ ჯაფარიძე: კონკორდატი უნდა გაუქმდეს

Radiotavisupleba.ge 

ამ წუთებში საქართველოს საპატრიარქოსთან საპროტესტო აქციას მართავს პოლიტიკური გაერთიანება "გირჩი", რომლის წევრები პასუხს სთხოვენ საპატრიარქოს იმის გამო, რაც 20 ივნისს საქართველოს პარლამენტში მოხდა. რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე დაჯდა და მართლმადიდებლური ასამბლეის სხდომა იქიდან წაიყვანა.  "საპატრიარქოს გარეშე ასეთი მართლმადიდებლური ფორუმები არ იმართება. მათი მიზანია, მსოფლიოს აჩვენონ, რომ  პრობლემას არ წარმოადგენს გავრილოვისნაირი პირების საქართველოში ჩამოსვლა. Читать дальше...

კახა კალაძე: მოხდა აღმაშფოთებელი შეცდომა

Radiotavisupleba.ge 

პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს სახელით, მსურს კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო იმ აღმაშფოთებელ ფაქტს, რომელიც დღეს საქართველოს პარლამენტში მოხდა. პირველი, რითაც მინდა დავიწყო, რუსული დელეგაცია დატოვებს საქართველოს, ბუნებრივია, ამ ფორმით კონფერენცია არ და ვერ გაგრძელდება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. „საქართველო არის თავისუფალი ხალხის და დიდი ისტორიის მქონე ქვეყანა. ჩვენ უკვე 17 საუკუნეა ვართ მართლმადიდებლური სამყაროს ღირსეული წევრები და ცხადია... Читать дальше...

სავარძელში რუსი იჯდა

Radiotavisupleba.ge 

„რუსეთის ფედერაციის სათათბიროს კომუნისტი წევრი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში!“ - ეს წინადადება თითქმის ისევე ძნელად გამოსათქმელია, როგორც: თბილისის თავზე წითელი დროშა ფრიალებს!

პუტინმა აღიარა, რომ რუსების ცხოვრება გაუარესდა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი მეჩვიდმეტედ დაუკავშირდა მოსახლეობას „პირდაპირი ხაზით“, მათ შეკითხვებზე პირდაპირ ეთერში საპასუხოდ. შეკითხვების უმრავლესობა ეხება სოციალურ პრობლემებს, მცირე და საშუალო მიზნესს, განათლებას, ეკოლოგიას, შეღავათიან მედიკამენტებს. პუტინი თავიდან პასუხი გასცა შეკითხვას, რომელიც სახელმწიფო პროექტების არსს ეხებოდა. მისი თქმით, მიზანი ცხოვრების დონის ამაღლებაა. პუტინს ჰკითხეს, თუ რატომ ცხოვრობენ რუსეთის მოქალაქეები უარესად. პრეზიდენტმა აღიარა, რომ პრობლემა არსებობს და დაბალი ხელფასები ახსნა დასავლეთის სანქციებით... Читать дальше...

ფოტორეპორტაჟი: პარლამენტიდან დაწყებული პროტესტი

Radiotavisupleba.ge 

დღეს საქართველოს პარლამენტში გაიხსნა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომა. გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეობას 25 ქვეყნის 100-მდე წარმომადგენელი იღებდა. თუმცა, ამავე სხდომაზე გამოცხადებული შესვენებისას ოპოზიციური პარტიის წევრებმა სპიკერატი პროტესტის ნიშნად დაიკავეს, რადგან სხდომას რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარისთვის განკუთვნილი ადგილიდან. პროტესტის გამო საქართველოს პარლამენტის სხდომათა დარბაზში... Читать дальше...



ლევან ვასაძე: ივანიშვილს უნდა ჩემი პოლიტიკაში შეთრევა

Radiotavisupleba.ge 

ბიზნესმენ ლევან ვასაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილი მის პოლიტიკაში „შეთრევას“ ცდილობს და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს ამისთვის კონკრეტული გეგმაც აქვს. 20 ივნისს ვერის პარკში გამოსვლისას, ვასაძე დაემუქრა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ყველაფერს ხმამაღლა იტყვის. „ბიძინას სამზარეულოა ნაჩალიჩარი. კიდე ყველაფერს არ მოვყვები, რეები აქვს ჩემთვის ნათხოვნი და რეები ვუპასუხე მას. მაგრამ ბოლომდე თუ გავა, ბოლომდე გავალთ ჩვენც და სულ გავაშიშვლებ მაგის (ბიძინა ივანიშვილის) ამ რაღაც გეგმებს... ბოლომდე ყველაფერს არ მოვყვები... Читать дальше...

სერგეი გავრილოვი სასტუმროდან გაიყვანეს - აქციის მონაწილეებმა წყლით სავსე ბოთლები და სხვა საგნები ესროლეს

Radiotavisupleba.ge 

რუსი დეპუტატი სერგეი გავრილოვისასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიის“ ტერიტორიიდან გაიყვანეს. აქციის მონაწილეებმა ავტომანქანამდე მისასვლელი გზა გადაკეტეს და რუს დეპუტატს წყლით სავსე ბოთლები და სხვადასხვა საგნები ესროლეს. გარკვეულ მანძილზე დაცვამ დეპუტატთან ერთად ირბინა, რადგანდეპუტატს მანქანაში ჩაჯდომის საშულება არ ეძლეოდა. გავრილოვის ტერიტორიიდან გაყვანის შემდეგ მოქალაქეებსა და პოლიციას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, აქციის რამდენიმე მონაწილე პოლიციამ ტერიტორიიდან გაიყვანა. როგორც დეპუტატმა ზაქარია... Читать дальше...

რუსი დეპუტატების ვიზიტი ზუგდიდშიც გააპროტესტეს

Radiotavisupleba.ge 

ზუგდიდში გააპროტესტეს საქართველოში რუსეთის დუმის დეპუტატების ჩამოსვლა. აქცია, სახელწოდებით „სირცხვილია“ სამოქალაქო აქტივისტებმა მას შემდეგ დაგეგმეს, რაც დილით, თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომას საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ადგილიდან უძღვებოდა რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი. აქტივისტების მიერ ზუგდიდის ბულვარში ორგანიზებულ აქციას შეუერთდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები. აქციის მონაწილეებს ჰქონდათ პლაკატები წარწერებით... Читать дальше...

სერგეი გავრილოვის ბიოგრაფია

Radiotavisupleba.ge 

სერგეი გავრილოვის ვიზიტმა, შემდეგ კი პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე მისმა გამოჩენამ საზოგადოების დიდი პროტესტი გამოიწვია. გთავაზობთ რუსეთის დუმის დეპუტატის მოკლე ბიოგრაფიას

ვითხოვთ კობახიძის გადაყენებას, სრული აბსურდი იქნება ქუცნაშვილის განტევების ვაცად გამოცხადება

News.ge 

პარლამენტის სხდომათა დარბაზში პროტესტი გრძელდება – სამოქალაქო აქტივისტებმა ოპოზიციასთან ერთად სხდომათა დარბაზის ბლოკირება მოახდინეს. მათ პარლამენტის თავმჯდომარის ტრიბუნასთან, რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული საქართველოს მოქალაქეების, გიგა ოთხოზორიას, არჩილ ტატუნაშვილის და გიორგი ანწუხელიძის ფოტოები გააკრეს. ოპოზიცია პროტესტის შეწყვეტას არ გეგმავს. თინა ბოკუჩავას შეფასებით, უდიდესი სირცხვილია, როდესაც ოკუპანტი სახელმწიფოს დეპუტატი პარლამენტში იმყოფებოდა. „უპრეცედენტო პროტესტის ფორმას მივმართეთ იმიტომ... Читать дальше...

ბოდიში – ზაქარია ქუცნაშვილი

Marshalpress.ge (მარშალ) 

მე ვგრძნობ საზოგადოების სამართლიან მღელვარებას, რომ საქართველოს პარლამენტში სხდომა წაიყვანა რუსმა დეპუტატმა და ამის გამო ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, – ზაქარია ქუცნაშვილი მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შესახებ განცხადებას აკეთებს. ქუცნაშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე უცხოეთში იმყოფებოდა და მისი პასუხიმგებლობის დაყენება, არალოგიკურია. „ვაცნობიერებ იმას, რომ საზოგადოება ძალიან გაღიზიანდა იმ ფაქტზე, რომ რუსი დეპუტატი დაინახა პარლამენტის თავმჯდომარის სკამში. მე მინდა, […]

მე ვგრძნობ საზოგადოების სამართლიან მღელვარებას – ქუცნაშვილი საზოგადოებას ბოდიშს უხდის

News.ge 

მე ვგრძნობ საზოგადოების სამართლიან მღელვარებას, რომ საქართველოს პარლამენტში სხდომა წაიყვანა რუსმა დეპუტატმა და ამის გამო ბოდიშს ვუხდი საზოგადოებას, – ზაქარია ქუცნაშვილი მართლმადიდებელი საპარლამენტთაშორისო ასამბლეის შესახებ განცხადებას აკეთებს. ქუცნაშვილის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარე უცხოეთში იმყოფებოდა და მისი პასუხიმგებლობის დაყენება, არალოგიკურია. „ვაცნობიერებ იმას, რომ საზოგადოება ძალიან გაღიზიანდა იმ ფაქტზე,  რომ რუსი დეპუტატი დაინახა  პარლამენტის თავმჯდომარის სკამში. მე მინდა, ...

რუსეთს ჰყავს მხოლოდ ერთი რეზიდენტი საქართველოში, ივანიშვილი – სააკაშვილი რუსი დეპუტატების ვიზიტსა და პარლამენტში განვითარებულ მოვლენებზე

News.ge 

ივანიშვილი რუსეთის დავალებით ანგრევს საქართველოს – ეს განცხადება, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, გააკეთა. მიხეილ სააკაშვილი საქართველოში რუსი დეპუტატების ვიზიტს და დღეს პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. მისი თქმით, ქვეყნის მთავარი პრობლემა ბიძინა ივანიშვილია, რომელმაც რუსეთის მხარეს, ყველა მნიშვნელოვანი დოკუმენტი გადასცა, მათ შორის 2008 წლის მებრძოლების სია, რომლებზეც დღეს ნადირობაა გამოცხადებული. „ივანიშვილი გამოვიდა, ეს მართლა ვირეშმაკა, სრულიად უნამუსო მოღალატე ...

თქვენი სიჩუმე, თქვენი მხრიდან თვალის დახუჭვა, ხელ-ფეხს გაუხსნის ივანიშვილს, ჩაიდინოს ღალატი – ოქრუაშვილის მიმართვა ხელისუფლებას

News.ge 

თქვენი სიჩუმე, თქვენი მხრიდან თვალის დახუჭვა, ხელ-ფეხს გაუხსნის ივანიშვილს, ჩაიდინოს ღალატი – ირაკლი ოქრუაშვილი მოუწოდებს ყველა მოქალაქეს, პარლამენტთან დაანონსებულ აქციაზე მივიდნენ. ოქრუაშვილი ასევე მოუწოდებს პოლიციას, ნუ შეუშლის ხელს საქართველოს მოქალაქეებს, გამოხატონ პროტესტი იმ ფაქტზე, რაც დღეს საქართველოში მოხდა. „თქვენი სიჩუმე, თქვენი მხრიდან თვალის დახუჭვა, რაც ქვეყანაში მოხდა, კიდევ უფრო გაუხსნის ხელ-ფეხს ივანიშვილს, ღალატი ჩაიდინოს. თქვენი პასიურობა ...

ლევან ვასაძე: წავედი პოლიციაში

Radiotavisupleba.ge 

ბიზნესმენი და „სახალხო ლეგიონის“ შემქმნელი ლევან ვასაძე ვერის პარკში შეკრებილ თანამოაზრეებს შეხვდა. მათ საღამოს შეკრებისკენ მოუწოდა, ისაუბრა დაკავებული თანამოააზრეების შესახებ და განაცხადა, რომ მიდის პოლიციაში მხოლოდ ადვოკატთან ერთად. ის პოლიციის მთავარი სამმართველოსკენ გაემართა. ლევან ვასაძემ თქვა, რომ ის ყველაფრისთვის მზად არის ანდერძი უკვე დაწერილი აქვს. მასალა განახლებადია

აქტივისტები: რუსი დეპუტატი უნდა გავაცილოთ ისე, როგორც ეკუთვნის ოკუპანტს

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიასთან“ გრძელდება ანტისაოკუპაციო მოძრაობა „ძალა ერთობაშიას“ მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია. დაუდასტურებელი ინფორმაციით, სწორედ ამ სასტუმროში იმყოფებიან რუსი დეპუტატები და მათ შორის - რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი სერგეი გავრილოვი. ეს ინფორმაცია ანტისაოკუპაციო მოძრაობის ლიდერმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. „გამოვიდა ეს ადამიანი, დაგვენახა... და ახლა გვაქვს ინფორმაცია, რომ მისი გაყვანა უნდათ უკანა გასასვლელიდან. დაბლოკილი გვაქვს ყველა შესასვლელი და მას ჩვენ გავაცილებთ ისე... Читать дальше...

Новости России
Москва

Инновации в логистике: какие технологии изменят логистику в России в ближайшем будущем


არჩილ თალაკვაძე: საქართველოს პარლამენტში რუსი დეპუტატების ადგილი არ არის

Radiotavisupleba.ge 

„ჩვენ არ ვაპირებთ არავიზე პასუხისმგებლობის გადაბრალებას. ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც ხელისუფლების. მომავალში შესაბამისი ზომები იქნება მიღებული, რომ ასეთი რამ აღარ განმეორდეს“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ. მისი ინფორმაციით, იყო შეთანხმება, რომ მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიას ბერძენი კოლეგა უნდა გაძღოლოდა. „როდესაც სესია გაიხსნა და რუსმა დეპუტატმა თანათავმჯდომარის პოზიცია დაიკავა, არ გამოვრიცხავ, რომ ეს იყო პროვოკაციული... Читать дальше...

ყველასთვის ძალიან მძიმე საყურებელი იყო ის, რაც ვიხილეთ ჩვენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში

News.ge 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, პარლამენტში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ყველასთვის ძალიან მძიმე საყურებელი იყო ის, რაც ვიხილეთ პარლამენტის სხდომათა დარბაზში. საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, იმ ქვეყნის წარმომადგენელი, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების 20% ოკუპირებული აქვს, იჯდა პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე, რაც მისი თქმით, მძიმე სანახავი იყო. კობახიძე ამბობს, რომ მან მაშინვე მოითხოვა სესიის შეჩერება, როდესაც მომხდარის ...

გავრილოვი: ექსტრემისტულ აქციაზე იყო რუსეთის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობაც

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა ჩაიშალა რადიკალების ექსტრემისტული აქციის გამო. გავრილოვმა სააგენტო „რია“-ს უთხრა, რომ საფრთხის გამო ყველა დელეგაციამ პარლამენტის შენობა დატოვა და ამჟამად უსაფრთხოდ იმყოფებიან.  გავრილოვის თქმით, საქართველოს პარლამენტში ჩატარდა ექსტრემისტული აქცია ანგარიშსწორების მუქარით და რუსეთის პრეზიდენტის დისკრედიტაციის მცდელობით. „მოითხოვდნენ ჩემს გადაცემას იმის გამო, რომ აფხაზეთის კონფლიქტებში ვმონაწილეობდი. Читать дальше...

ერგნეთის თავზე რუსული საოკუპაციო ძალების ვერტმფრენი შენიშნეს

Radiotavisupleba.ge 

ადგილობრივი მცხოვრები ლია ჩლაჩიძე ავრცელებს ინფორმაციას, რომ ცხინვალის მხრიდან ერგნეთის მიმართულებით სამხედრო ვერტმფრენი შეფრინდა. ვერტმფრენმა ქართული სოფლების მიმართულებით იფრინა და დიცის მიმართულებით გააგრძელა ფრენა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსული ვერტმფრენი ოკუპირებული ტერიტორიის თავზე დაფრინავდა. "ვერტმფრენმა ფრენა განახორციელა ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ეს საკითხი მწვავედ დადგება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და ჟენევის დისკუსიების შეხვეედრებზე", - განმარტეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

ირანმა აშშ-ის დრონი ჩამოაგდო, დავაა ინციდენტის ადგილის გარშემო

Radiotavisupleba.ge 

ირანი და აშშ-ის დავობენ აშშ-ის დრონის ჩამოგდების გარემოებებზე, რაც ზრდის შესაძლებელი სამხედრო კონფრონტაციის გამოშეშფოთებას და კიდევ უფრო ამწვავებს ორ სახელმწიფოს შორის დაძაბულობას.  ირანის რევოლუციური გვარდიის თანახმად, 20 ივნისს მან ჩამოაგდო აშშ-ის „ჯაშუში“ დრონი, რომელსაც გამორთული ჰქონდა სანავიგაციო აღჭურვილობა, როცა დაფრინავდა ჰორმოზგანის პროვინციის თავზე, რაც, გვარდიის თანახმად, ჩვენი „წითელი ზოლის“ გადაკვეთას წარმოადგენს. აშშ-ის ცენტრალური სარდლობის წარმომადგენელმა, ბილ უბრანმა კომენტარი არ გააკეთა... Читать дальше...

“ოფენ ეარი“ იხსნება

Radiotavisupleba.ge 

21 ივნისს თბილისში იხსნება მუსიკალური ფესტივალი „ოფენ ეარი“, იხსნება სლოგანით „მუსიკა ათავისუფლებს“.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Дарья Касаткина

Дарья Касаткина с уверенной победы стартовала на травяном турнире в Истбурне






В Подмосковье определены получатели соципотеки для молодых ученых и специалистов

В Зарайске прошел семинар по возделыванию озимого рапса

Ремонт пяти дорог завершили в Королеве

Обвиняемых по делу о пожаре во Фрязине заключили под стражу