Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июль
2019

Новости за 04.07.2019

პუტინი ნაადრევად მიიჩნევს პოლიტიკიდან წასვლაზე ლაპარაკს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა იტალიის გაზეთ „კორიერე დელა სერასთან“ ინტერვიუს დროს არ უპასუხა შეკითხვას იმის შესახებ, წავა თუ არა პოლიტიკიდან 2024 წელს, როცა ამოიწურება მისი პრეზიდენტობის ვადა. ამაზე ნაადრევია საუბარიო, თქვა პუტინმა. კრემლის ინტერნეტსაიტზე გამოქვეყნდა იტალიაში პუტინის გამგზავრებამდე ჩაწერილი ინტერვიუს ტექსტი.  პუტინს ნათქვამი აქვს, რომ ჯერ კიდევ 2000 წლიდან ფიქრობს თავის მემკვიდრეზე. მაგრამ რუსეთი - მისი სიტყვებით - დემოკრატიული ქვეყანაა, ამიტომ მომდევნო ლიდერის ვინაობას არჩევნები გაარკვევს. Читать дальше...

აჭარის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა მზადაა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კონსულტაციებისთვის

Radiotavisupleba.ge 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს უმრავლესობა მზადაა კონსულტაციები დაიწყოს უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლასთან  დაკავშირებით, - ასე გამოეხმაურა აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე 8 ოპოზიციური პარტიის მიმართვას. "ბუნებრივია, ცენტრალური ხელისუფლების გადაწყვეტილებებს მექანიკურად ვერ გადმოვიტანთ. ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. ჩვენ მზად ვართ, დავიწყოთ კონსულტაციები ოპოზიციასთან, როგორც საერთო, ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში“, – განაცხადა დავით გაბაიძემ.  იგი ამბობს... Читать дальше...

აზრს ვერ მიაწვდიდა, არ მისცემდნენ ამის საშუალებას,” – ქანთარია პარლამენტში ბახტაძის არგამოცხადებაზე საუბრობს

News.ge 

პრემიერ-მინისტრის პარლამენტში არგამოცხადებასთან დაკავშირებით განმარტებები უმრავლესობის წევრებმაც გააკეთეს. „ქართული ოცნების“ წევრის, ნუკრი ქანთარიას განცხადებით, მამუკა ბახტაძე კითხვებზე პასუხის გასაცემად საკანონმდებლო ორგანოში მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ არ მივიდა, რომ იქ ოპოზიციის წარმომადგენლები მას ამის საშუალებას არ მისცემდნენ. ქანთარიას თქმით, ბახტაძემ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით იმავე დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა, რასაც პარლამენტში ვერ მოახერხებდა. „მრგვალ მაგიდასთან მოიწვია... Читать дальше...

პუტინი: წყალქვეშა აპარატი, რომელზეც ხანძარი გაჩნდა, ატომური იყო

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა გაამხილა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა ტიპის წყალქვეშა აპარატზე გაჩნდა ხანძარი 1 ივლისს, როცა გამოაცხადა, რომ საქმე ეხება ატომურ წყალქვეშა ნავს. წინა დღეს კრემლის პრესმდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ავარიასთან დაკავშირებული ინფორმაცია საიდუმლოა და არ გავრცელდება. როგორც პუტინმა თქვა, თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ მას პირობა მისცა, რომ უზრუნველყოფს რეაქტორის უსაფრთხოებას. კრემლის ცნობით, რომელიც 4 ივლისს გავრცელდა, პუტინი შოიგუს შეხვდა იტალიაში გამგზავრებამდე. Читать дальше...

ნუკრი ქანთარია: ორი საათი მის კოლეგებს იტაცებდნენ, ბუნებრივია გახარია გასცემდა ბრძანებას

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ დეპუტატი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ  20 ივნისის ღამით აქციის მონაწილეების დაშლის გადაწყვეტილებას  გიორგი გახარიას გარეშე არავინ მიიღებდა და უიმისოდ არც შეტევას დაიწყებდა ვინმე. „ბუნებრივია, მისი ბრძანება იქნებოდა ისიც, რომ წინ არავის არცერთი ნაბიჯი არ გადაედგა. მაგრამ  შემდეგ, როდესაც იძულებული გახდნენ, ნებართვისთვის მასთან მივიდოდნენ. ორი საათის განმავლობაში იტაცებდნენ მის კოლეგებს, იყო შეურაცხყოფა, ცემა-ტყეპა, ესენი ითმენდნენ. კორდონი შეთხელდა -  ბუნებრივია, გასცემდა დასტურს გახარია და ისინიც გადავიდნენ შეტევაზე“... Читать дальше...

ტელეწამყვანი და მსახიობი გიორგი გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა

Radiotavisupleba.ge 

მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გოგიჩაიშვილი, გოგიჩა. გიორგი გოგიჩაიშვილი  51 წლის იყო და ორი წლის განმავლობაში ებრძოდა მომაკვდავ სენს.

რუსი პრანკერი RT-ის მაისურით ანტისაოკუპაციო მიტინგზე პოზირებს

Radiotavisupleba.ge 

რუსი პრანკერი ალექსეი სტოლიაროვი - მეტსახელად ლექსუსი - თბილისშია. ლექსუსი - რომელიც რამდენიმე წელია ურეკავს პოპ ვარსკვლავებს, საჯარო პირებს, პრეზიდენტებსაც კი და თავს სხვა ადამიანად აჩვენებს - საქართველოს პარლამენტის წინ მიმდინარე ანტისამთავრობო და ანტისაოკუპაციო აქციას აკვირდება. მისი ფოტო, რომელშიც რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტული მედია RT-ის მაისური აცვია, ფეისბუკზე ამავე მედიის ინგლისურენოვანი არხის მთავარმა რედაქტორმა, მარგარიტა სიმონიანმა დაპოსტა. იგივე ფოტო, რამდენიმე საათის შემდეგ... Читать дальше...

შალვა ნათელაშვილი: ალიევი აგრძელებს პუტინის დავალებით დავით გარეჯის ოკუპაციას

Radiotavisupleba.ge 

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს ადანაშაულებს პუტინის დავალებით დავით გარეჯის ოკუპაცია-ანექსიაში და ამბობს, რომ "ილჰამ ალიევმა ​ შაჰაბასისებურად კვლავ ჩაგვცა ზურგში დაშნა". 4 ივლისს გამართულ ბრიფინგზე ნათელაშვილმა ხელისუფლებას მოუწოდა არ გაბედოს აზერბაიჯანთან დელიმიტაციის რაიმე ხელშეკრულებაზე თანხმობის მიცემა. "ვაფრთხილებთ ივანიშვილის რეჟიმს, რომლის ბიზნეს გარიგებასაც ეწირება ალიევთან ეს ჩვენი ქრისტიანული სამყაროს უდიდესი სიწმინდე, არ გაბედონ... Читать дальше...



რუსეთის პრეზიდენტი რომში მოლაპარაკებებს გამართავს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი 4 ივლისს ესტუმრება იტალიას, სადაც მოლაპარაკებებს გამართავს ქვეყნის ლიდერებთან და ასევე ვატიკანში შეხვდება რომის პაპ ფრანცისკეს. რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „ტასსის“ ცნობით, დაგეგმილია პუტინის შეხვედრა იტალიის პრეზიდენტ სერჯიო მატარელასთან და პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტესთან. მოლაპარაკების მთავარ საგანს წარმოადგენს რუსეთის ეკონომიკური კავშირების განმტკიცება იტალიასთან, ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყანასთან, რომელიც კავშირის სხვა ქვეყნებთან ერთად რუსეთთან ეკონომიკური სანქციების რეჟიმში იმყოფება... Читать дальше...

საქართველოში შეხვედრებს მართავენ პარტია „იაბლოკოს“ წარმომადგენლები

Radiotavisupleba.ge 

საინფორმაციო სააგენტო „სავას“ თანახად, „იაბლოკო“  საქართველოში ვიზიტს   „მშვიდობისა და კეთილმეზობლობის“ აქტად აფასებს. გამოცემა იუწყება, რომ „იაბლოკოს“ წევრები  ქვეყნის  პოლიტიკური და საზოგადოებრივი  ძალების წარმომადგენლებს ხვდებიან.  დელეგაციას სათავეში უდგას პარტიის თავმჯდომარის მოადგილე, ალექსანდრ გნეზდილოვი. „სავასთან“ საუბარში გნეზდილოვმა განაცხადა, რომ დელეგაციის წევრებს პირადად, თავიანთი თვალით სურთ ნახონ საქართველოში არსებული ვითარება მას შემდეგ, რაც ვლადიმირ პუტინმა რუსეთ-საქართველოს შორის... Читать дальше...

თამარ მეარაყიშვილი უფლებებისთვის სტრასბურგში იბრძოლებს

Radiotavisupleba.ge 

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი გეგმავს რუსეთის წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოში საჩივრის შეტანას. მისი თქმით, ეს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებაზე ზემოქმედების ერთადერთი გზაა. უკვე ორი წელია, რაც მის წინააღმდეგ დე ფაქტო მთავრობის პროკურაში საქმეა აღძრული და მეარაყიშვილი იძულებით შინაპატიმრობაში იმყოფება. 4 ივლისს, სასამართლოში მორიგი ვიზიტის წინ, მეარაყიშვილმა საკუთარი ფეისბუკის გვერდზე დაწერა: "მე შედარებით კარგ მდგომარეობაში ვარ იმ საერთო მდგომარეობის ფონზე, რაც ჩვენსკენაა. Читать дальше...

"ეს უნდა ჩაიშალოს და ეს უნდა იყოს პარლამენტის გადაწყვეტილება"

Radiotavisupleba.ge 

„ეს პროცესი უნდა ჩაიშალოს!“, - აცხადებს ნაზი ჯანეზაშვილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე და რადიო თავისუფლების ეთერში ყვება ხარვეზებზე, რომელთა მოწმეც თავად არის: „საბჭო არის ის ორგანო, რომელიც თავის თავზე ფიქრობს. ამ ხალხთან ბრძოლა, როცა ასეთი პირადი ინტერესები აქვთ, ძალიან ძნელია მაგრამ არსებობს ამის გამოსწორების შესაძლებლობა. ეს პროცესი უნდა ჩაიშალოს. ისინი იბრძვიან თავიანთი ოჯახებისთვის, თავიანთი ნათესავებისთვის, თავიანთი თავებისთვის. ამასთან ბრძოლა არის ძალიან რთული... Читать дальше...

პოლიტიკური პარტიები აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ითხოვენ

Radiotavisupleba.ge 

რვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებმა  ბათუმის ჩართულობის ცენტრში ხელი მოაწერეს მიმართვას საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ. მიმართვის ტექსტის ადრესატია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე. მიმართვაში წერია, რომ მაშინ, როცა საქართველოს პარლამენტის არჩევის პროპორციულ სისტემაზე გადასასვლელად ინიცირებულია საკონსტიტუციო ცვლილებები, ეს ცვლილებები ასევე უნდა აისახოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაშიც: "ჩვენ ხელის მომწერი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები, გთავაზობთ უმოკლეს... Читать дальше...

ბორდერიზაციის დამანგრეველი შედეგები

Radiotavisupleba.ge 

„ემნისტი ინტერნეიშენალის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ლევან ასათიანი აცხადებს, რომ ოკუპაციის პირობებში ოკუპანტ ძალას ეკისრება პასუხისმგებლობა კონკრეტულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე. ანგარიში, რომელიც ორგანიზაციამ მოამზადა და საქართველოს ტერიტორიაზე ბორდერიზაციის შედეგებს აღწერს და მათ „გამანადგურებელს“ უწოდებს: „მავთულხლართებს მიღმა: „ბორდერიზაციით“ გამოწვეული ადამიანის უფლებათა დარღვევები საქართველოში ააშკარავებს რუსული სამხედრო შენაერთებისა და ძალოვანების მიერ განხორციელებული... Читать дальше...

ტრამპი თეირანს: „ფრთხილად მოეკიდე მუქარებს“

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააფრთხილა ირანი მას შემდეგ, რაც თეირანმა განაცხადა, რომ მალე გაზრდის ურანის გამდიდრების დასაშვებ მაქსიმალურ ზღვარს. ასეთი მუქარა, დონალდ ტრამპის თქმით, თეირანს თავად დააზარალებს. „ირანო, ფრთხილად მოეკიდე მუქარებს“, - დაწერა ტვიტერში დონალდ ტრმაპმა სულ რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ირანის პრეზიდენტმა ჰასან როჰანიმ განაცხადა, რომ იგეგმება ურანის გამდიდრება 7 ივლისის შემდეგ იმ დონეზე, რამდენსაც საჭიროებს და ბირთვული შეთანხმებით დაწესებული ზღუდის ზემოთ. 2015 წლის საერთაშორისო შეთანხმების თანახმად... Читать дальше...

"რიცხობრივად მეტია იმ ადამიანების დაკავება, ვინც ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოს მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე გადმოსვლას ცდილობს"

Radiotavisupleba.ge 

„ემნისტი ინტერნეიშენალის“ წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ლევან ასათიანი აცხადებს, რომ ოკუპაციის პირობებში ოკუპანტ ძალას ეკისრება პასუხისმგებლობა კონკრეტულ ტერიტორიაზე ადამიანის უფლებათა მდგომარეობაზე.

მაია ცქიტიშვილი: გახარიას პასუხისმგბელობა ის არის, რომ ის რჩება თანამდებობაზე

Radiotavisupleba.ge 

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობა სწორედ ის არის, რომ ის პოსტიდან არ წასულა და ყველფერს აკეთებს იმისათვის, რომ სისტემამ გამართულად იმუშაობს. ცქიტიშვილის სიტყვებით, დღის წესრიგში არ დგას გახარიას პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი. „შსს-ს თითოეული ღირსეული და კეთილსინდისიერი თანამშრომელი, მათ შორის რიგითი პოლიციელები და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები, 21 ივნისის... Читать дальше...

შსს უგულავას, ოქრუაშვილისა და ბარამიძის გამოკითხვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტრო „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას,  „გამარჯვებული საქართველოს“ ხელმძღვანელის, ირაკლი ოქრუაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გია ბარამიძის გამოკითხვის მოთხოვნით სასამართლოს მიმართავს.  ამ ღონისძიების აუცილებლობის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე მისვლაზე სამივე პირმა უარი განაცხადა. „უგულავამ, ბარამიძემ და ოქრუაშვილმა უარი განაცხადეს საგამოძიებო უწყებაში გამოსაკითხად შსს-ში მოსვლაზე, შსს მიმართავს შუამდგომლობით სასამართლოს... Читать дальше...

მირზა სუბელიანს ციხიდან 4 დღეში გამოუშვებენ

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსანი მირზა სუბელიანი, რომელიც სასჯელს დანაშაულის დაფარვის ბრალდებით ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით, საპყრობილეს ოთხ დღეში დატოვებს. 8 ივლისს სრულდება მისთვის შეფარდებული სასჯელის ვადა. მას 1 წლითა და 1 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი. პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი, მირზა სუბელიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე 9 ივნისს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით ჰქონდა წაყენებული, რაც დანაშაულის შეუტყობინებლობას გულისხმობს.

Новости России
Москва

Студенты Академии Игоря Крутого раскрыли свои таланты


პირველად ისტორიაში - ქართველებმა მწვერვალი ნანგა პარბატი დალაშქრეს

Radiotavisupleba.ge 

არჩილ ბადრიაშვილი და გიორგი ტეფნაძე პირველი ქართველი მთამსვლელები არიან, ვინც ყარაყორუმის მთათა სისტემის მწვერვალი ნანგა პარბატი დალაშქრეს. აი რას წერს საქართველოს მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის ფეისბუქის გვერდი: „უმაგრესი ამბავი ქართული ექსპედიციიდან, რომელიც თვეზე მეტია მიმდინარეობს. წელს დიდი ოდენობით თოვლი მოვიდა, რამაც საგრძნობლად გაართულა და ხიფათი შესძინა მთაზე გადაადგილებას. ბიჭებს მოუწიათ დიდი და მძიმე დღეები, თოკების დაკიდება, ბილიკების თავიდან გაკვალვა და რაც ყველაზე დამღლელია... Читать дальше...

გრიგორი კარასინი: სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას რუსეთის შესახებ ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა, ქვეყნის მეთაური  თავს ასეთი გამოთქმების უფლებას არ უნდა აძლევდეს, - განაცხადა ოთხშაბათს, 3 ივლისს  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა ჟენევაში საერთაშორისო დისკუსიების მორიგი რაუნდის დასრულების შემდეგ. „სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელსაც ბომბის აფეთქების ეფექტი ჰქონდა, დემონსტრანტების შეძახილები- ყველაფერი ტელევიზიით აჩვენეს, ეს შეუმჩნეველი არ დარჩენილა...მე იმ ადამიანთა შორის ვარ, ვისზეც ამან იმოქმედა. Читать дальше...

პარტიები: მელიას "შინაპატიმრობა" საკონსტიტუციო სასამართლოს მსჯელობის საგანი უნდა გახდეს

Radiotavisupleba.ge 

ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის, დეპუტატ ნიკა მელიას წინააღმდეგ საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მიერ გამოტანილ გადაწყვეტილებას ფაქტობრივ შინაპატიმრობად აფასებენ და ანტიდემოკრატიული მმართველობის გამოცდილების „საუკეთესო“ მაგალითად მიიჩნევენ.   „საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება აეკრძალა. ეს შეზღუდვა მის საპარლამენტო საქმიანობასაც შეეხო. დეპუტატზე ელექტრონული... Читать дальше...

გრიგორი კარასინი - ან უნდა შევიკრიბოთ ჟენევაში, ან გავზარდოთ შეიარაღებული ძალები და ვიომოთ

Radiotavisupleba.ge 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ალტერნატივა არ არსებობს, - განაცხადა მედიასთან ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდის დასრულების შემდეგ  რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა: „ჩვენ არავითარი ალტერნატივა არ გვაქვს: ეს ერთადერთი ფორმატია, რომელშიც ვხვდებით საქართველოს, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებს. სხვა ფორმატი არ არსებობს. ან უნდა შევიკრიბოთ ჟენევაში, ან გავზარდოთ შეიარაღებული ძალები და ვიომოთ. ამას უხეშად ვამბობ, მაგრამ ჟენევის დისკუსიები... Читать дальше...

საგარეო საქმეთა სამინისტრო ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდს აჯამებს

Radiotavisupleba.ge 

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი, რომელიც 2-3 ივლისს გაიმართა, დაპირისპირებულ მხარეთა პოზიციების დაახლოვების კიდევ ერთი უშედეგო ცდა აღმოჩნდა. „შეიძლება ითქვას, რომ ჟენევის მოლაპარაკებების 48-ე რაუნდი ჩაიშალა,“ - განაცხადა  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ. მისი თქმით, როგორც კი დევნილთა უსაფრთხო დაბრუნების საკითხი დადგა, რუსეთის დელეგაციამ მოლაპარაკების მაგიდა დატოვა.  აღნიშნულ ფაქტზე საუბარია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშიც. Читать дальше...

ჟენევის მოლაპარაკებების მორიგ რაუნდს ჩრდილი მიაყენა 20 და 21 ივნისს თბილისში განვითარებულმა მოვლენებმა – რუსეთის საგარეო უწყება

Marshalpress.ge (მარშალ) 

რუსეთის საგარეო უწყება ამიერკავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების კონსულტაციების მორიგი რაუნდის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს: “რუსეთმა მომხდარის შესაბამისი შეფასებები გააკეთა და ადეკვატური რეაქცია გამოავლინა. მოვუწოდეთ არ შექმნან დამატებითი პრობლემები ჟენევის ველზე, რათა მოგვეცეს საშუალება გაგრძელდეს რთული, მაგრამ განსაკუთრებით მოთხოვნადი მოლაპარაკების პროცესი. აქცენტი გაკეთდა ჟენევის ფორმატის მიმართ ფაქიზ დამოკიდებულებაზე, რომლის დამსახურებითაც მოხერხდა 10-წლიანი მშვიდობიანი მოლაპარაკებების... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Ролан Гаррос

Бывшая российская теннисистка спела гимн Франции: «Я здесь дома»






Блиновская выставила на продажу квартиру в Москве за 69 млн рублей

В Самаре вырос спрос на свадебные услуги и товары

Суд поддержал решение УФАС по Подмосковью в отношении ООО «Универсал»

Свыше 130 тысяч человек посетили игры и мастер-классы в парках Подмосковья 1 июня