Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июль
2019

Новости за 21.07.2019

ალბათ ისედაც იცანით !!! ამიტომ მოგ…ნთ ევროპული დემოკრატიის თქვენეული გაგება

Marshalpress.ge (მარშალ) 

,,ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე სოციალურ ქსელში წერს: ,,ტიპი 1992 წელს 18 წლის ასაკში მხედრიონს და პოლიციას “ზვიადისტებს” აჭერინებდა და აწამებინებდა,შევარდნაძის დროს მოქკავშირის “ნასედკად” მუშაობდა,სააკაშვილის დროს ჯერ ციხის ბუნტისას უამრავი ხალხი დაახოცინა,7 ნოემბრის და 26 მაისის სისხლიანი დარბევების ორგანიზატორი იყო, მთელი ცხოვრებაა ებრძვის მართლმადიდებლობას და ეკლესიას, ამის შემდეგ თავხედობა ყოფნის და ევროპული დემოკრატიის იდეოლოგი ვარ […]

Читать дальше...

პარლამენტის შენობასთან თბილისში აქცია გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობასთან, 21 ივლისს, გაიმართა აქცია, რომლის მონაწილეების მოთხოვნაა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომა. ეს მსგავსი აქციების 32-ე დღე იყო. სიტყვით გამოსვლების პარალელურად, „ფლიმარკეტი“, მცირე ბაზრობა გაიმართა, რომელზეც 40-მდე სტარტაპერმა ხელნაკეთი ნივთები წარმოადგინა. აქციის ორგინიზატორების განცხადებით, 22 ივლისიდან იგეგმება ყოველდღიური გადაცემა, იტყობინება სააგენტო ინტერპრესნიუსი.

ივო ინჯევი: რუსეთის "მეხუთე კოლონა" ბულგარეთში ძალიან გავლენიანია

Radiotavisupleba.ge 

საბჭოთა არმიის ძეგლებიდან, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოსავლეთ ევროპაში გაჩნდა, სოფიაში 1954 წელს აგებული მონუმენტი, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია: ბევრჯერ შეხებია მას ხელოვანებისა თუ ვანდალების ხელი. ბულგარელთა ნაწილი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იან წლებში მოითხოვდა მის დემონტაჟს და მოითხოვს ახლაც. დემონტაჟს ემხრობა ცნობილი პუბლიცისტი, რუსეთის გავლენაზე წიგნების ავტორი ივო ინჯევიც.

ბულგარეთის „გერბი“, კორუფცია და დივერსიფიკაცია

Radiotavisupleba.ge 

რუსეთისთვის ბალკანეთი მნიშვნელოვანი რეგიონია მასთან ისტორიული, კულტურული თუ რელიგიური კავშირებით, ისევე როგორც საქართველო, და მოსკოვს უყვარს ამის შეხსენება იმათთვის, ვინც მას ყურს უგდებს, ვინც თვალს ადევნებს მის მედიასაშუალებებს. რა არის მოსკოვის მიზანი ბალკანეთში, კერძოდ, ბულგარეთში - ქვეყანაში, რომელიც ნატოსა და ევროკავშირის წევრია?

ეგზიტპოლების თანახმად, უკრაინის არჩევნებში იმარჯვებს ზელენსკის პარტია, „ხალხის მსახური“, თითქმის 44 პროცენტით

Radiotavisupleba.ge 

ეგზიტპოლების მეტ-ნაკლებად მსგავს შედეგებს აქვეყნებენ სხვადასხვა ორგანიზაციები უკრაინის 21 ივლისის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ. წარმატებას მიაღწია პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ, „ხალხის მსახურმა“, რომელმაც სხვადასხვა წყაროს თანახმად, 42-44 % მიიმხრო. დამაჯერებელი შედეგი აჩვენა მედვედჩუკის „ოპოზიციურმა პლატფორმამ“ (გამარჯვებულებს შორის ყველაზე პრორუსულმა ძალამ)- 11,5 %. საშუალო მაჩვენებელი აქვთ ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს „ევროპულ სოლიდარობას“ ( 8-9 %) და ყოფილი პრემიერის... Читать дальше...

თურქმენეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები უარყოფენ ბერდიმუჰამედოვის სიკვდილის შესახებ ცნობას

Radiotavisupleba.ge 

თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის სიკვდილის შესახებ ცნობა სინამდვილეს არ შეესაბამება. ამის თაობაზე მოსკოვში თურქმენეთის საელჩოზე დაყრდნობით იუწყება რუსეთის საინფორმაციო სააგენტო ტასი. სააგენტოს მოჰყავს საელჩოს წარმომადგენლის სიმტყვები, რომ „ეს სრული სიცრუეა. ამ ცნობას უარვყოფთ“. უფრო ადრე გავრცელდა ცნობა თურქმენეთის პრეზიდენტის გურბანგული ბერდიმუჰამედოვის გარდაცვალებაზე. ის გაავრცელა რადიოსადგურმა „ლაპარაკობს მოსკოვი“ ევრაზიული პრობლემების მონიტორინგის ცენტრის დირექტორ, ასლან რუბაევზე დაყრდნობით. Читать дальше...

ეგზიტპოლების თანახმად უკრაინის არჩევნებში იმარჯვებს ზელენსკის „ხალხის მსახური“

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში 21 ივლისს გამართული ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ეგზიტპოლების პირველი შედეგების თანახმად, პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის პარტიამ, „ხალხის მსახურმა“ 43,9 პროცენტი მოაგროვა "ეროვნული ეგზიტპოლი 2019-ის" თანახმად. მას მოსდევს პარტია „ოპოზიციური პლატფოომა“ 11,5 პროცენტით. მესამე ძალა უშუალოდ საარჩევნო უბნების დახურვის შემდგომი მონაცემებით, „ევროპული სოლიდარობაა“, რომელსაც 8,9 პროცენტი მიემხრო. იულია ტიმოშენკოს პარტიას," ბატკივშინას" მხარი დაუჭირა 7,6 პროცენტმა. 5-პროცენტიანი ბარიერი გადალახა პარტია „ხმამ“... Читать дальше...

ზელენსკიმ ხმა მისცა უკრაინის საპარლამენტო არჩევნებზე

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტი, ვლადიმირ ზელენსკი და მისი წინამორბედი, პეტრო პოროშენკო შეუერთდნენ სხვა ამომრჩევლებს კიევში და საარჩევნო უბანში მივიდნენ, რათა ხმა მიეცათ. 21 ივლისის საპარლამენტო ვადამდელი არჩევნები დაინიშნა, რადგან ახლად არჩეულმა პრეზიდენტმა, ზელენსკიმ პარლამენტი დაშალა, რათა ახალი საკანონმდებლო ორგანოს გზით რეფორმების გატარება შესძლოს.



ნიკა გვარამია: "რუსთავი 2" იყო იარაღი. როცა გართმევენ ერთ იარაღს, უნდა მოიმარჯვო მეორე!

Radiotavisupleba.ge 

„რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ ფეისბუკით გაავრცელა ვიდეო-მიმართვა, რომელშიც ზოგადად ისაუბრა თავის სამომავლო გეგმებზე. „რა უნდა გავაკეთოთოთ? ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ სწორი პოზიცია შევინარჩუნოთ. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ  იმისათვის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ეს ქვეყანა ვერ წაიღოს. მე და ჩემმა გუნდმა გავაკეთეთ ყველაფერი იმისათვის, რომ მხოლოდ გასაფორმებელი იყო ამ კაცის წასვლა. ამ ტელევიზიის წართმევა ზუსტად ამი წინააღმდეგ  გადადგმული ნაბიჯია. ეს კომპანია იყო... Читать дальше...

ზელენსკი: დეპუტატებს იმუნიტეტი უნდა მოეხსნათ

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში 21 ივლისს ახალ პარლამენტს უყრიან კენჭს. 21 ივლისს უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენკიმ განაცხადა, რომ უნდა გაუქმდეს კანონმდებლების იმუნიტეტი სამართლებრივი დევნის მიმართ. საპარლამენტო არჩევნებზე უბნების დახურვამდე სამი საათით ადრე ამომრჩეველთა აქტიურობა 36 პროცენტს უდრიდა. ცენტრალური საარჩევნო კომისია 199-დან 190 უბნის მონაცემებს ეყრდნობა. ყველაზე აქტიური ამომრჩეველი იყო ჩერნიგოვის, ხმელნიცკის და პოლტავის ოლქებში. უკრაინის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე სამეთვალყურეოდ ამ ქვეყანაში ჩასულია 1700 საერთაშორისო მეთვალყურე. Читать дальше...

დავით დვალი ირაკლი ოქრუაშვილის ჩვენებას ასაჯაროებს

Radiotavisupleba.ge 

რუსთავი ორის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ყოფილი მფლობელი დავით დვალი  ირაკლი ოქრუაშვილის მიერ პროკურატურისთვის მიცემული ჩვენების ეპიზოდს, ასაჯაროებს,  რომელიც სააკაშვილის ხელისუფლების დროს „რუსთავი 2“-ის მფლობელების შეცვლას ეხება. დავით დვალის ინფორმაციით, ჩვენება ოქრუაშვილმა პროკურატურას 2014 წლის 1 აპრილს მისცა. კერძოდ, დვალის მიერ გასაჯაროებული ჩვენების ეპიზოდში აღნიშნულია, რომ 2004 წლის აპრილში ან მაისში სააკაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარდა დახურული შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ოქრუაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი. Читать дальше...

რა სარგებელს იძლევა ავტობუსის ზოლის გზის შუაში გატარება?

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ფრანგული კომპანია „სისტრას“ გადაწყვეტილებით, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე, გზის რეაბილიტაციის შემდეგ, ავტობუსების ზოლები შუაში განთავსდება.

ჰონგ-კონგის ქუჩებში ათეულ ათასობით დემონსტრანტი გავიდა სადავო კანონპროექტის მთლიანად გაუქმების მოთხოვნით

Radiotavisupleba.ge 

ათეულ ათასობით დემონსტრანტი მოითხოვდა 21 ივლისს ჰონგ-კონგის ქუჩებში ექსტრადიციის სადავო კანონპროექტის გაუქმებას. აქციის მონაწილეები პროტესტს გამოთქვამდენ ადრინდელი დემონსტრაციების დროს პოლიციის მიერ გადაჭარბებული ძალის გამოყენების მიმართ. ჩინეთის მმართველობაში მყოფი, ნაწილობრივ ავტონომიური რეგიონი ბოლო ხანებში მასობრივი დემონსტრაციების ტალღამ მოიცვა, მოხდა შეტაკებები პოლიციასთან. დემონსტრანტები მოითხოვდნენ ადრინდელი აქციების დროს პოლიციის მოქმედების გამოძიებას საგანგებო დამოუკიდებელი კომისიის მიერ. Читать дальше...

ქიბარ ხალვაშის უარი „რუსთავი 2“-ში საზოგადოებრივი საბჭოს შექმნას

Radiotavisupleba.ge 

„რუსთავი ორის“ გენერალური დირექტორის პატა სალიას თქმით, ქიბარ ხალვაში უარს ამბობს შეიქმნას საზოგადოებრივი საბჭო „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტების სარედაქციო დამოუკიდებლობის დასაცავად. პაატა სალია ამბობს, რომ ხალვაში ასევე უარზეა გაფორმდეს რაიმე სახის დოკუმენტი, სადაც არხის ახალი მფლობელი აიღებს ვალდებულებას სარედაქციო დამოუკიდებლობაზე. კომპანიის გენერალური დირექტორი აძლევს სიტყვას ჟურნალისტებს, რომ არ მოხდება ჩარევა საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემების კონტენტში და ჟურნალისტები მას სიტყვაზე უნდა ენდონ. Читать дальше...

მაკა დადიანის მოძრავი სახვითი ხელოვნება ციურიხში

Radiotavisupleba.ge 

შვეიცარიაში, ციურიხში, ცხოვრობს ფერმწერი და მუსიკოსი მაკა დადიანი, რომელსაც გადაცემის ავტორი, ოქროპირ რუხაძე, ოპერატორ ილია სამურგანიდისთან ერთად ეწვია შინ, სახელოსნოში, სადაც მხატვარი მუშაობს და ქმნის ამ განსაკუთრებულ, მოძრავ სახვით ხელოვნებას, ასევე პორტრეტებსა და აბსტრაქტულ ტილოებს.

სეფაში, როგორც საბჭოთა დროში

Radiotavisupleba.ge 

ოპონენტებს კომბლებით ემუქრებიან, ქამრებით უპირებენ შებორკვას, თავისიანებს კი  გრძელ, სახელდახელოდ გადახურულ სუფრაზე - სეფაში ეპატიჟებიან, როგორც ადრე საბჭოთა საქართველოში

18 ივლისის შექსპირი

Radiotavisupleba.ge 

უცნაურია, მაგრამ პაპანაქება სიცხის თუ გაურკვევლობის გამო, არა ვინმე კონკრეტული ადამიანი - ვთქვათ, რომელიმე ჩემი კოლეგა, ან ტელევიზიის თანამშრომელი, ვისაც შაბათობით ვხვდები (ან ვხვდებოდი ხოლმე), - არამედ უილიამ შექსპირი გამახსენდა.

უკრაინის ვადამდელ არჩევნებზე 1700 საერთაშორისო მეთვალყურეა ჩასული

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში 21 ივლისს მიმდინარე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე სამეთვალყურეოდ ამ ქვეყანაში ჩასულია 1700 საერთაშორისო მეთვალყურე. გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღრიცხვა 218 დარღვევა. ყველაზე გავრცელებული ფორმა დარღვევისა არის უკანონო აგიტაცია. დაფიქსირდა ასევე კომისიების მუშაობაში დარღვევა და უბნების გვიან გახსნა. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ ცნობილი გახდება ეგზიტპოლების შედეგები. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საბოლოო შედეგები უნდა გამოქვეყნდეს 5 აგვისტომდე. ... Читать дальше...

რა ქონებას ფლობდა ოქრუაშვილი მაშინ როდესაც მისი თქმით, ხალვაშს 7,7 მილიონი დოლარი ასესხა

Marshalpress.ge (მარშალ) 

ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელიც 2000 წლიდან 2007 წლამდე საჯარო მოხელე იყო და მაღალ სახელმწიფო თანამდებობებს იკავებდა, განაცხადა, რომ ბიზნესმენმა ქიბარ ხალვაშმა მისგან და მასთან აფილირებული პირებისგან 2005-2010 წლებში წლიური 10%-ით 7,7 მილიონი დოლარი ისესხა, რაც აისახა კიდეც 2010 წელს გაფორმებულ დოკუმენტში, რომელსაც ოქრუაშვილი ნამდვილს, ხალვაში კი გაყალბებულს უწოდებს. ამ ფაქტის საფუძველზე ყოფილი მაღალჩინოსანი „რუსთავი 2“-ის აქციების დაყადაღებას მოითხოვს და ამტკიცებს, რომ […]

Читать дальше...

Новости России
Москва

"СВЯТОЙ ЛЕНИН" расшифровал смысл "ДНК В.И. Ленина".


რუსეთი ბალკანეთში

Radiotavisupleba.ge 

რამდენად მოსალოდნელია, რომ რუსეთმა ერთმორწმუნე ბულგარეთი გამოიყენოს ევროკავშირის სანქციებისათვის ბოლოს მოსაღებად?

პაკისტანში პოლიციის შენობას და საავადმყოფოს დაესხნენ თავს, მოკლულია რვა ადამიანი

Radiotavisupleba.ge 

პაკისტანის ხიბერ ფახთუნხვას პროვინციაში 21 ივლისს თავდასხმა მოხდა პოლიციის შენობაზე და შემდეგ, თვითმკვლელმა თავი აიფეთქა საავადმყოფოს შესასვლელთან, სადაც დაჭრილები მიიყვანეს. რვა დახოცილს შორის ოთხი პოლიციელია, დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი. ოლქის პოლიციის უფროსმა, სალიმ რიაზმა რადიო თავისუფლების პაკისტანურ სამსახურს უთხრა, რომ თავდამსხმელები მოტოციკლებით მიიჭრნენ პოლიციის შენობასთან და ცეცხლი გახსნეს, სადაც ორი პოლიციელი მოკლეს. ამ თავდასხმის შემდეგ თვითმკვლელმა ქალმა ბომბი ააფეთქა საავადმყოფოს შესასვლელში და ექვსი ადამიანი შეიწირა... Читать дальше...

სამშენებლო კომპანიის დირექტორს პატიმრობა შეეფარდა

Radiotavisupleba.ge 

დოლაბაურის ქუჩაზე 16 წლის მუშის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ სამშენებლო კომპანიის ,,ჯევიკე ჰოსპიტალიტის“ დირექტორს, 1969 წელს დაბადებულ შიშუ პალ ბურდაკს თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეეფარდა აღკვეთის ღონისძიების სახით. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდებულისთვის 30 ათას ლარიანი გირაოს გამოყენების თაობაზე. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ სცნობს და აცხადებს, რომ მისთვის უცნობია, როგორ მოხვდნენ მუშები ობიექტზე, როცა მას არავითარი შეთანხმება არ ჰქონია სამუშაოების წარმოებაზე. Читать дальше...

შსს: იულია სუსლიაკი საქართველოში არ შემოუშვეს

Radiotavisupleba.ge 

იულია სუსლიაკის ადვოკატის, ზურაბ თოდუას ინფორმაციით, იულია სუსლიაკი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იმყოფება და საქართველოში შემოსვლის უფლებას არ აძლევენ. როგორც ზურაბ თოდუამ რადიო თავისუფლებას განუცხადა, იულია სუსლიაკს ქართველმა სამართლდამცავებმა ჩამოართვეს ყველა სახის საბუთი, რის გამოც ის ვეღარ ახერხებს საზღვრის გადაკვეთას: „მას შემდეგ, რაც ინფორმაცია გავრცელდა, შეეშინდათ შს სამინისტროს წარმომადგენლებს, მოატრიალეს ავტომობილი და იულია სუსლიაკი გადაიყვანეს აზერბაიჯანის საზღვარზე. წაართვეს ყველანაირი საბუთი და არ უშვებენ საქართველოში. Читать дальше...

ირანის ტელევიზია: დაკავებული ბრიტანული ტანკერის ეკიპაჟის წევრები უსაფრთხოდ არიან

Radiotavisupleba.ge 

ირანმა გამოაცხადა 21 ივლისს, რომ ბრიტანული ტანკერის, „სტენა იმპეროს“ ეკიპაჟის 23 წევრი უსაფრთხოდ არის და თავს კარგად გრძნობს. ლონდონმა დაგმო ტანკერის დაკავება და განაცხადა, რომ ის კანონიერად მოქმედებდა ომანის ტერიტორიულ წყლებში. ჰორმოზგანის პროვინციის ნავსადგურებისა და საზღვაო მიმოსვლის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ალაჰმორად აფიფიფურმა ირანის ტელევიზიას უთხრა, რომ „ეკიპაჟის ყველა წევრი უსაფრთხოდაა და თავს კარგად გრძნობს“. მისი ინფორმაციით, ტანკერი ირანის ბანდლარ აბასის ნავსადგურშია და ეკიპაჟის წევრები ხომალდზე დარჩებიან. Читать дальше...

უკრაინის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები - ზელენსკის პოპულარობის ბარომეტრი

Radiotavisupleba.ge 

21 ივლისის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უკრაინაში ამ ქვეყნის ახალი პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის პოპულარობის ბარომეტრია ორი თვის წინ პრეზიდენტად არჩეული, ყოფილი მსახიობის, გამოუცდელი პოლიტიკოსის სწრაფად აღზევების შემდეგ. დასუსტებულ ეკონომიკასთან, ფესვგადგმულ კორუფციასთან და რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან ომთან გამკლავება ამომრჩეველს სურდა ზელენსკის საშუალებით, ახალმა პრეზიდენტმა ქვეყანა ახალი მიმართულებით უნდა წაიყვანოს. გამოკითხვების თანახმად, ზელენსკი, კომიკოსი, რომელიც შემთხვევით... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анна Блинкова

Россиянки Аванесян и Блинкова вышли во второй тур турнира в Риме






Лукашенко о ядерных учениях: для того, чтобы применить такое оружие, надо тренироваться

В Якутии не стало знаменитого газовика-первопроходца

Студенты СПбГУ стали Мисс и Мистер студенческих отрядов Санкт-Петербурга 2024

Бастрыкин поручил возбудить дело на волгоградца за нацистское приветствие