Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Сентябрь
2019

Новости за 02.09.2019

გადადგომის შემდეგ: ვადამდელი არჩევნები თუ წარმატებით ჩანაცვლებული პრემიერი?

Radiotavisupleba.ge 

2 სექტემბერს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გადადგა, თუმცა „ქართული ოცნებიდან“ არ წასულა. თქვა, რომ რჩება „გუნდის წევრად და ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად“ და მის შემცვლელს წარმატებაც უსურვა. ერთ-ერთი კანდიდატი, ვინც ბახტაძის შემცვლელად მოიაზრება, შს მინისტრი, გიორგი გახარიაა. დაასახელებს თუ არა მმართველი გუნდი სწორედ მის კანდიდატურას, ეს 3 სექტემბერს გახდება ცნობილი. თუმცა, მანამდე, რა ხდება სამართლებრივად მას მერე, რაც პრემიერი გადადგება? "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" დემოკრატიული... Читать дальше...

კომედის ჯგუფის დიდი ნაწილი ჩვენთან არის, ჩვენთან არის მაია ასათიანი, შუადღის, დილის გადაცემების დიდ ნაწილი – პრობლემას ვერ ვხედავ მალე დავბრუნდეთ “კურიერით”

News.ge 

სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებით, საინფორმაციო გამოშვება „კურიერი“ პირდაპირ ეთერში რამდენიმე დღეში დაბრუნდება. როგორც პაატა სალიამ განაცხადა, არხი ემზადება ახალი სეზონისთვის, იმისათვის რომ გადაცემები ეთერში დაგეგმილ დროს გავიდეს. „რუსთავი 2″-ელები შვებულებიდან დაბრუნდნენ. მოგეხსენებათ, რომ შემოდგომის სეზონი ძალიან მალე იწყება. მზადება მიდის სეზონისთვის, იმისთვის, რომ ყველა გადაცემა, რომელიც მაყურებლის სიმპატიით, სიყვარულით სარგებლობს აუცილებლად ...

რომან გოცირიძე მამუკა ბახტაძეს – კი არ გადადექით, გადაგაყენეს

News.ge 

ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, სასაცილოა მამუკა ბახტაძის სიტყვები, როდესაც თქვა, რომ ის გადადგა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რომან გოცირიძემ მამუკა ბახტაძის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვების კომენტირებისას განუცხადა. „თქვენ კი არ გადადექით, გადაგაყენეს. როგორც არავინ გეკითხებოდათ დანიშვნას, ისე არავინ გეკითხებათ გადაყენებას. აი ასე, თოჯინებივით დაატარებენ ადამიანებს აქეთ იქეთ“, – განუცხადა რომან გოცირიძემ. გოცირიძის შეფასებით, ის, რაც ბოლო პერიოდში ხდება... Читать дальше...

მამუკა ბახტაძე არის პრემიერი, რომელიც საქართველოს ისტორიაში არ დარჩება არც ისე და არც ასე – არანაირად

News.ge 

მამუკა ბახტაძე არის პრემიერ-მინისტრი, რომელიც საქართველოს ისტორიაში არ დარჩება არც ისე და არც ასე, – ამის შესახებ “ეროპული საქართველოს” წევრმა სერგი კაპანაძემ პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით განაცხადა. მისივე თქმით, ახლა მთავარია “გაბედავს თუ არა ივანიშვილი” პრემიერ-მინისტრის პოსტზე შს მინისტრის გიორგი გახარიას დანიშვნას. „ყველას კარგად გვესმის, რომ ბახტაძის მიერ თანამდებობის დატოვება არ ყოფილა მისი გადაწყვეტილება, ისევე, როგორც პრემიერობა არ ...

ჩეხეთის პროკურატურამ შეწყვიტა გამოძიება ქვეყნის პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ თაღლითობის საქმეზე

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთის პროკურატურამ შეწყვიტა გამოძიება გახმაურებული თაღლითობის საქმეზე, რომელშიც ეჭვმიტანილი იყო ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ანდრეი ბაბიში.   2 სექტემბრის განცხადებაში, რომელიც გამოძიების ზედამხედველმა პროკურატურამ გაავრცელა, ნათქვამია, რომ მან საბოლოო გადაწყვეტილება გამოიტანა და „შეცვალა პირვანდელი იურიდიული დასკვნა“. ახლა დასკვნას შეაფასებს პრაღის მთავრი პროკურორი, რომელიც გადაწყვეტს არის თუ არა ეს ნაბიჯი დასაბუთებული. უფრო ადრე ჩეხეთის პოლიციამ რეკომენდაცია მისცა პროკურატურას, პრემიერ-მინისტრ... Читать дальше...

მამუკა ბახტაძე: თანამდებობის დატოვებას გაზაფხულზე ვაპირებდი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძისგანცხადებით, თანამდებობის დატოვებას ის მიმდინარე წლის გაზაფხულზე აპირებდა, რის შესახებაც მაშინ პარტიის თავმჯდომარეს ბიძინა ივანიშვილსაც ესაუბრა, მისი სიტყვებით საბოლოო კონსულტაცია მმართველი პარტიის პოლიტიკურ გუნდთან გუშინ ჰქონდა. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ სატელევიზიო ტოკ-შოუების წამყვანებთან საუბარში განაცხადა. „მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო თანამდებობა. ამის შესახებ პირველი საუბარი მქონდა გაზაფხულის ბოლოს, მათ შორის პარტიის თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან. Читать дальше...

ბიძინა გეგიძემ უმრავლესობიდან გარიცხვის თაობაზე მედიიდან შეიტყო

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო უმრავლესობის ყოფილი წევრი ბიძინა გეგიძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხვის შესახებ მედიიდან შეიტყო, გვიან ღამით კი უმრავლესობის აპარატიდან აპლიკაცია "whatsapp-ში" მიიღო შეტყობინება. გეგიძის აზრით გარიცხვის მთავარი მიზეზი მისი პოზიცია გახდა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესს უკავშირდება.  “ეს არის მთავარი მიზეზი, რადგან ეროვნული ინტერესების რანგში დავაყენე სასამართლო რეფორმის თემა ჯერ კიდევ ცხრა თვის წინ. Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი შიდაპოლიტიკურ საკითხებზე განცხადებას საზღვარგარეთ არ აკეთებს

Radiotavisupleba.ge 

მე ვთვლი, რომ შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები განცხადებებს საზღვარგარეთ არ აკეთებენ, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის გადადგომასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილი ვიზიტით პოლონეთში იმყოფება. საქართველოს პრეზიდენტის თქმით, პრემიერის საქმიანობა პოლიტიკურმა ელიტამ უნდა შეაფასოს.  „გადადგომას არ აფასებენ. ეს არის მისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ახალი პრემიერის დანიშვნას, მე მგონი, უნდა დაველოდოთ. მე პირადად დაველოდები და თბილისში ჩავალ. Читать дальше...



დმიტრი გუდკოვი, რუსი ოპოზიციონერი, გათავისუფლდა სპეციზოლატორიდან

Radiotavisupleba.ge 

თითქმის ორმოცდღიანი პატიმრობის შემდეგ საგამოძიებო იზოლატორი დატოვა რუსმა ოპოზიციონერმა დმიტრი გუდკოვმა, რომელიც მოსკოვის მუნიციპალურ არჩევნებში დაურეგისტრირებელი კანდიდატია. იგი დააკავეს 27 ივლისს, მოსკოვის ცენტრში გამართული არასანქცირებული საპროტესტო აქციის დროს. ჯერ 30 დღე-ღამით, შემდეგ კი 10 დღე დაუმატეს, ამჯერად სხვა აქციაში მონაწილეობის თაობაზე გავრცელებული მოწოდების გამო.   იზოლატორიდან გათავისუფლების შემდეგ გუდკოვმა განაცხადა, რომ მის მთავარ ამოცანას საპატიმროდან სხვა პოლიტპატიმრების... Читать дальше...

კახა კალაძე ბახტაძის მიერ გადადგომის შესახებ განცხადების სოციალურ ქსელში გაკეთებაზე – უცხოელი პოლიტიკოსები აქტიურად იყენებენ „ტვიტერს“, „ფეისბუქს“, რატომაც არა?

News.ge 

ჩვენი საერთაშორისო მეგობარი პოლიტიკოსები, ქვეყნის ხელმძღვანელები ძალიან აქტიურად იყენებენ „ტვიტერს“, „ინსტაგრამს“, „ფეისბუქს“. რატომაც არა?“ – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მამუკა ბახტაძის განცხადებას თანამდებობიდან წასვლის შესახებ, რომელიც „ფეისბუქში“ გამოქვეყნდა. თბილისის მერმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა გაწეული საქმიანობისთვის. კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას ბახტაძის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში განხორციელებული ორი რეფორმა გამოყო. Читать дальше...

ვთვლი, რომ შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები განცხადებებს საზღვარგარეთ არ აკეთებენ

News.ge 

მე ვთვლი, რომ შიდაპოლიტიკურ მოვლენებზე პრეზიდენტები განცხადებებს საზღვარგარეთ არ აკეთებენ, – ამის შესახებ პოლონეთში ვიზიტით მყოფმა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მთავრობაში ცვლილებებთან დაკავშირებით განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის თქმით, უნდა დაველოდოთ, თუ ვინ შეცვლის პრემიერის პოსტზე მამუკა ბახტაძეს. „გადადგომას არ აფასებენ. ეს არის მისი გადაწყვეტილება. რაც შეეხება ახალი პრემიერის დანიშვნას, მე მგონი, უნდა დაველოდოთ. მე პირადად დაველოდები და თბილისში ჩავალ. ...

ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ „რაიმე გარემოებებმა“ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას ხელი შეუშალოს

News.ge 

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია არ გამორიცხავს, რომ „რაიმე გარემოებებმა“ შესაძლოა, ხელი შეუშალოს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელებას. როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე ალბათ, მოხდება რამდენიმე მნიშვნელოვანი დადგენილების მიღება, რომელთა შორის ის საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაა, რომელიც 2020 წელს არჩევნების პროპორციული წესით ჩატარებას ეხება. „საკონსტიტუციო ცვლილებს სჭირდება ძალიან სწრაფად... Читать дальше...

ერგნეთში შეხვედრაზე გვსურს ვისაუბროთ იმ ნაბიჯებზე, რაც ხელს შეუწყობს დაძაბულობის გრადუსის დაწევას

News.ge 

გვსურს ვისაუბროთ იმ ნაბიჯებზე, რაც ხელს შეუწყობს დაძაბულობის გრადუსის დაწევას, – ამის შესახებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ერგნეთში დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელი ტექნიკური შეხვედრა წარმოადგენს რამდენიმე დღის წინ სოფელ ჩორჩანაში გამართული ტექნიკური შეხვედრის გაგრძელებას. „ჩვენი მიზანია, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და შენელდეს დაძაბულობა, რაც შეინიშნება საოკუპაციო ხაზის... Читать дальше...

ქართული მხარე ჩორჩანაში პოლიციის საგუშაგოს გაუქმების საკითხს არ განიხილავს

Radiotavisupleba.ge 

ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ტექნიკური შეხვედრა მიმდინარეობს. ევროკავშირის და ეუთოს შუამავლობით, საქართველოს ხელისუფლების და რუსეთის საოკუპაციო ძალების და ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლები განიხილავენ საოკუპაციო ხაზთან ბოლო ხანს შექმნილ დაძაბულობას. „ჩვენი მიზანია, რომ მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია და შენელდეს დაძაბულობა, რაც შეინიშნება საოკუპაციო ხაზის მეორე მხარეს“ - განაცხადა შეხვედრის წინ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის... Читать дальше...

რუსთავში "Fast and Furious 9"–ის ეპიზოდების გადაღება 3 სექტემბრიდან დაიწყება

Radiotavisupleba.ge 

ჰოლივუდური ბლოკბასტერის, "Fast and Furious 9"-ის ეპიზოდების გადაღების მიზნით, 2 სექტემბრიდან გადაკეტილია რუსთავის მესხიშვილისა და თოდრიას ქუჩები. ზოგ ადგილას დადგმულია დამცავი რკინისა და ბეტონის ჯებირები, შეცვლილია სამგზავრო ტრანსპორტის მარშრუტები. Universal Pictures-ის გადამღები ჯგუფის ქართველი პარტნიორების წარმომადგენელმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ამჟამად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს: ​"გადაღებებს 3 სექტემბერს დილიდან დავიწყებთ. იქ, სადაც ბეტონის ჯებირებია, ყველაზე მძაფრი სცენები გათამაშდება". Читать дальше...

გარდაიცვალა ტელეწამყვანი ნუგზარ ჯუღელი

Radiotavisupleba.ge 

82 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა ცნობილი ქართველი სპორტული კომენტატორი ნუგზარ ჯუღელი. ნუგზარ ჯუღელი საქართველოს ტელევიზიაში 1968 წლიდან მუშაობდა თითქმის ორმოცდათი წლის განმავლობაში. იყო საინფორმაციო პროგრამა „მოამბის" თანამშრომელი. გამორჩეული პოპულარობა მას სპროტული გადაცემების წაყვანამ და პირდაპირი რეპორტაჟების გაძღოლამ მოუტანა. 2014 წელს, მთაწმინდაზე, სატელევიზო ანძასთან საქართველოს ტელევიზიის პირველი თაობის წამყვანებს ვარსკვლავი გაუხსნეს. მათ შორის, ნუგზარ ჯუღელის სახელობის ვარსკვლავიცაა.

ჟურნალისტებს საოკუპაციო ძალების უპილოტო საფრენი აპარატი უჩვენეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალების უპილოტო საფრენ აპარატს - კვადროკოპტერს, რომელიც 1 სექტემბერს ჩამოვარდა, ნატყვიარი არ აღენიშნება. ეს აპარატი 2 სექტემბერს, ერგნეთში ტექნიკური შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს აჩვენა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ. მან მედიის წარმომადგენლებს თხოვა, აპარატი კარგად დაეთვალიერებინათ და გადაეღოთ იმაში დასარწმუნებლად, რომ ცეცხლსასროლი იარაღის ზემოქმედების კვალი არ არსებობს. Читать дальше...

ყაზახეთის პრეზიდენტმა პირველ საჯარო მიმართვაში მეტი დემოკრატიის პირობა დადო

Radiotavisupleba.ge 

ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟორმატ ტოყაევი პირობას დებს, რომ მხარს დაუჭერს პოლიტიკურ კონკურენციას და პლურალიზმს სასტიკი კონტროლის ქვეშ მყოფ ცენტრალური აზიის ქვეყანაში. 2 სექტემბერს პარლამენტის თავის პირველ საჯარო მიმართვაში ყაზახეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მომავალმა საპარლამენტო არჩევნებმა „გზა უნდა გაუკვალოს მრავალპარტიულ სისტემას“, და მოუწოდა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რათა ნება დართოს მოქალაქეებს გამართონ მშვიდობიანი დემონსტრაციები თავიანთი აზრის თავისუფლად გამოსახატავად. ... Читать дальше...

ირანმა გააფრთხილა ევროპა, რომ ახალი პირობები უნდა წარმოადგინოს 6 სექტემბრამდე

Radiotavisupleba.ge 

ირანმა გააფრთხილა ევროპა, რომ მან ახალი პირობები უნდა წარმოადგინოს 6 სექტემბრამდე, სანამ თეირანი „ძლიერ ნაბიჯს გადადგამს“ 2015 წელს ხელმოწერილი ბირთული შეთანხმებისგან დისტანცირების მიმართულებით. მთავრობის პრესსპიკერის, ალი რაბიეის ეს განცხადება წინ უსწრებს მოსკოვში ირანისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, მოჰამად ჯავად ზარიფისა და სერგეი ლავროვის შეხვედრას. ალი რაბიეის თქმით, ირანისა და საფრანგეთის შეხედულებები უფრო დაახლოვდა მას მერე, რაც პრეზიდენტი ჰასან როჰანი ტელეფონით ესაუბრა თავის ფრანგ კოლეგას, ამანუელ მაკრონს. Читать дальше...

Новости России
Москва

С чего начинается любое заболевание?


ზურაბ ჭიაბერაშვილი: გიორგი გახარიას დაწინაურება საზოგადოების თავხედური გამოწვევა იქნება

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის წევრი "ევროპული საქართველოდან" ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ მთავრობაში საკადრო ცვლილებებით "ქართული ოცნება" თავიდან ვერ აიცილებს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას. "ბიძინა ივანიშვილს ჰგონია, რომ პრემიერების, ან მინისტრების ცვლილებით თავს დააღწევს იმ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას, რაც აუცილებლად დადგება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე, როცა მას ხალხი აუცილებლად გაუშვებს ძალაუფლებიდან" - უთხრა ჟურნალისტებს ზურაბ ჭიაბერაშვილმა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 2 სექტემბერს... Читать дальше...

ნეთანიაჰუს თქმით, ლიბანის საზღვარზე შეიარაღებული ინციდენტისას ისრაელის მხარე არ დაზარალებულა

Radiotavisupleba.ge 

ისრაელის სამხედრო სარდლობამ განაცხადა, რომ არმიის ბაზას და ავტომობილებს ცეცხლი გაუხსნეს. ისროდნენ ლიბანის ტერიტორიიდან. ისრაელის მხარემ საპასუხო დარტყმა განახორციელა. როგორც როიტერსი აღნიშნავს, უკანასკნელი ერთი კვირის განმავლობაში ლიბანის საზღვრებთან დაძაბულობის გამწვავების გამო იზრდება შეშფოთება კონფლიქტის შესაძლო ესკალაციის გამო. „ჰესბოლას“ ხელმძღვანელობამ განაცხადა, რომ გაანადგურა ისრაელის სამხედრო ავტომობილი შიგ მსხდომ ადამიანებთან ერთად. ისრაელი ამტკიცებს, რომ მის სამხედრო მოსამსახურეთა შორის მსხვერპლი არ არის. Читать дальше...

„ფორსაჟის“ მორიგი ეპიზოდების გადაღებაში ვერტმფრენიც ჩაერთვება

Radiotavisupleba.ge 

ჰოლივუდის ფილმის - "Fast and Furious 9"-ის მორიგი ეპიზოდის გადაღების პროცესში უპილოტო საჰაერო ხომალდების გარდა, ვერტმფრენიც ჩაერთვება. ინფორმაციას სამოქალაქო ავიაციის სააგენტო ავრცელებს. საჰაერო კინოგადაღება ბელგიური ავიაკომპანია „Heli and Co SA“-ის კუთვნილი EUROCOPTER AS 355N-ის ტიპის ვერტმფრენით განხორციელდება. „ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ბელგიურ კომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე საავიაციო სამუშაოების (სატელევიზიო და კინოგადაღების ჩატარება)... Читать дальше...

"ნაციონალური მოძრაობისთვის" გახარიას პრემიერად დაწინაურება ხალხის აბუჩად აგდება იქნება

Radiotavisupleba.ge 

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მიიჩნევენ, რომ „ქართულ ოცნებას“ კადრების დეფიციტი აქვს. „ვნახოთ, ვის წარადგენენ ბახტაძის მაგივრად. არჩევანი დიდი არა აქვს ივანიშვილს იმიტომ, რომ კადრების პრობლემაა სერიოზული „ქართულ ოცნებაში“ - უთხრა ჟურნალისტებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა. მისი შეფასებით, ვინც არ უნდა წარადგინოს პრემიერ-მინისტრად ივანიშვილმა, ეს „ქართულ ოცნებას“ არ უშველის, რადგან მოსახლეობისთვის გაჭირვების მეტი არაფერი მოუტანია. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ 2 სექტემბერს... Читать дальше...

"ფაინენშლ ტაიმსი: რუსი მილიარდერის, გენადი ტიმჩენკოს კომპანიამ სირიაში ფოსფატების წარმოების უფლება მიიღო

Radiotavisupleba.ge 

რუსი მილიარდერის, გენადი ტიმჩენკოს კომპანია „სტროიტრანსგაზ ლოგისტიკამ“ სირიის ხელისუფლებისგან მიიღო უფლება, აწარმოოს ფოსფატების მოპოვება, ასევე ტარტუსის პორტის ექსპლუატაციის კონტრაქტი, რათა მოახდინოს უცხოეთში მათი ექსპორტი. ამის შესახებ იტყობინება "ფაინენშლ ტაიმსი". გამოცემის ცნობით, ჰომსის ქარხანაში, რომელსაც სირიაში ფოსფატების წარმოებისთვის „საკვანძო“ მნიშვნელობა აქვს, რუსული კომპანია აპრილში მივიდა. „სტროიტრანსგაზის“ წარმომადგენელი ირწმუნება, რომ არც მას და არც მის შვილობილ კომპანიებს არა აქვთ კონტრაქტები სირიაში. Читать дальше...

საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრის ვინაობა 3 სექტემბერს გაირკვევა

Radiotavisupleba.ge 

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომებზე გადაწყვეტს, ვის წარადგენს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. ამის შესახებ ჟურნალისტებს განუცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ. პოლიტსაბჭოს და უმრავლესობის სხდომები 3 სექტემბერს გაიმართება. რაც შეეხება მედიით გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნება“ პრემიერ-მინისტრად წარადგენს შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას, ხოლო მის ნაცვლად ამ თანამდებობაზე ირაკლი ღარიბაშვილი დაბრუნდება, გია ვოლსკიმ თქვა, რომ ასეთი მოსაზრება არსებობს. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Ролан Гаррос

В Париже стартует «Ролан Гаррос» открытый чемпионат Франции по теннису






Собянин: федеральные музеи подключатся к системе Russpass

Мособлдума и Народное собрание Дагестана подписали соглашение о сотрудничестве

В Подмосковье рассказали о перспективах сотрудничества с Узбекистаном

В ходе перестрелки в кафе Стамбула три человека погибли и пятеро пострадали