Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Сентябрь
2019

Новости за 02.09.2019

მამუკა ბახტაძემ პრემიერ-მინისტრის პოსტი დატოვა

Radiotavisupleba.ge 

მამუკა ბახტაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა. მან განცხადება ფეისბუკის გვერდზე გამოაქვეყნა.  „2018 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე ჩემი წარდგენის მიზანი და მთავარი მანდატი იყო სწორედ ქვეყნის განვითარების სტრატეგიული ჩარჩოს შექმნა და დანერგვა, რომელიც შემდგომი წლების განმავლობაში უზრუნველყოფდა ჩვენი სახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევას, გახდებოდა ქვეყნის განვითარების სახელმძღვანელო. განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია და შესაბამისად, მივიღე გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ... Читать дальше...

ნაციონალური მოძრაობა მოითხოვს შეწყალების აქტის გამო პრეზიდენტმა პასუხი აგოს

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საპროტესტო აქციას მართავენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან, აქციის მონაწილეები მოითხოვენ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პასუხი აგოს პოლიციელის მკვლელობაში მსჯავრდებულის შეწყალებისთვის. აქციის რამდენიმე ათეულ მონაწილეს ხელში პლაკატები უჭირავს წარწერით „სირცხვილია“. აქციის მონაწილეები პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვენ. ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერის ზაალ უდუმაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის შეწყალების აქტი არის ყველა პოლიციელის მიმართჩადენილი დანაშაული. Читать дальше...

არგენტინის პრეზიდენტმა უცხოური ვალუტით ვაჭრობა შეზღუდა

Radiotavisupleba.ge 

არგენტინის ეროვნული ვალუტის, პესოს გაუფასურების გამო, ქვეყნის ხელისუფლებამ უცხოური ვალუტით ვაჭრობა შეზღუდა. არგენტინის პრეზიდენტის, მაურისიო მაკრის განკარგულებით, მსხვილ ექსპორტიორებს უცხოური ვალუტის შესაძენად და საზღვარგარეთ გადასარიცხად ცენტრალური ბანკის ნებართვა დასჭირდებათ. ფიზიკურ პირები თვეში 10 ათას ამერიკულ დოლარზე მეტის შეძენას ვერ შეძლებენ. შემზღუდავი ზომები 2019 წლის 31 დეკემბრამდე მოქმედებს. პრეზიდენტ მაკრის განკარგულების თანახმად, ამ ზომების მიღება აუცილებელია უცხოური ვალუტით ვაჭრობის... Читать дальше...

ჰონ-კონგელმა აქტივისტებმა მეტროს მუშაობა შეაფერხეს

Radiotavisupleba.ge 

ჰონ-კონგზე პეკინის გავლენის გაძლიერების მოწინააღმდეგე აქტივისტებმა მეტროში სატრანსპორტო ქაოსის გამოწვევა შეძლეს. DW-ს ინფორმაციით, აქტივისტები ხელს უშლიდნენ მატარებლების მიმოსვლას, რამაც დილის პიკის საათის დროს გამოიწვია მეტროს მუშაობის სერიოზული შეფერხება. 2 სექტემბერს, ჰონ-კონგის უნივერსიტეტებში სწავლა განახლდა, თუმცა, სტუდენტების ნაწილმა ორკვირიანი ბოიკოტი გამოაცხადა. სასწავლო დაწესებულებებთან მოეწყო ცოცხალი ჯაჭვები. აქციის მონაწილეებს ეკეთათ აირწინაღები და დამცავი სათვალეები, რომლებსაც ჰონ-კონგელი... Читать дальше...

ხაზარაძე-ჯაფარიძე: პროკურატურა გასულია სამართლებრივი ჩარჩოდან

Radiotavisupleba.ge 

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის ინფორმაციით, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 6 სექტემბერს, დახურულ შეხვედრაზე მიიწვია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები. ხაზარაძის და ჯაფარიძის ცნობითვე, პროკურატურა გეგმავს უცხოელ დიპლომატებს წარუდგინოს მის მიერ დაქირავებული ორი საერთაშორისო ექსპერტის დასკვნა ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმეზე. „გვსურს შევახსენოთ პროკურატურას, რომ საქართველოს კონსტიტუციით, ასევე ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში დადგენილი წესის თანახმად, ერთადერთი ლეგიტიმური სივრცე... Читать дальше...

საქართველოს მთავრობაში დაგეგმილი ცვლილებები სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა

Radiotavisupleba.ge 

სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა, რა ცვლილებები იგეგმება საქართველოს მთავრობაში. მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ მთავარ ოფისში 1 სექტემბერს გამართული სხდომის შემდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატებმა დაადასტურეს, რომ სამთავრობო ცვლილებების საკითხი განიხილეს, თუმცა, განმარტეს, რომ ამაზე 2 სექტემბერს ისაუბრებს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ ისიც თქვა, რომ სამთავრობო ცვლილებებზე მსჯელობა 3 სექტემბერსაც გაგრძელდება. სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით... Читать дальше...

საქართველოს პარლამენტი არდადეგებიდან სესიაზე ბრუნდება

Radiotavisupleba.ge 

დღეს გაიმართება საქართველოს პარლამენტის ბიუროს სხდომა, რომელიც წინ უძღვის საშემოდგომო სესიის გახსნას. პარლამენტის ოფიციალურ ვებსაიტზე ჯერჯერობით არ გამოქვეყნებულა 15 საათზე დანიშნული ბიუროს სხდომის დღის წესრიგი. წინასწარი ინფორმაციით, დეპუტატები განიხილავენ საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტების საყოველთაო განხილვის საორგანიზაციო კომისიის შექმნის საკითხს. საკონსტიტუციო ცვლილებები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას ითვალისწინებს. „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის მიერ ინიცირებული ცვლილებებით... Читать дальше...

გავრცელებული ცნობებით, მამუკა ბახტაძე 2 სექტემბერს ტელეწამყვანებს შეხვდება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერმინისტრი, მამუკა ბახტაძე 2 სექტემბერს, 15:00 საათზე სატელევიზიო თოქ-შოუების წამყვანებს შეხვდება. შეხვედრაზე პრემიერი სამთავრობო ცვლილებებთან დაკავშირებით ილაპარაკებს, - წერს ინტერნეტგამოცემა „ნეტგაზეთი“ მმართველი პარტიის პრესსამსახურზე დაყრდნობით. მანამდე, 1 სექტემბერს, თბილისში, "ქართული ოცნების” ოფისში გაიმართა მმართველი გუნდის სხდომა, რომელზეც, ამ გუნდის წარმომადგენლის, გია ვოლსკის განცხადებით, საუბარი შეეხო სამთავრობო ცვლილებებს. “ამ თემაზე მსჯელობა იყო. ამ თემაზე მსჯელობა გაგრძელდება კიდევ პოლიტსაბჭოზე. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Сумасшедший матч «Реала», Медведев опустился в рейтинге ATP. Главное к утру






Лариса Гузеева рассказала, как ее обманули в блинной Ленинграда

Пуноппан в «Домике»: в Воронеже открывается корейский стритфуд Chiko

Рынок жилья: Квадратные миллиметры объявлены вне закона

СК: Сотрудник оборонного завода в Подмосковье задержан за надписи на бирках