Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

Новости за 04.08.2020

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს შსს-ში ელოდებიან - რა არ უნდა გამოგრჩეს 5 აგვისტოს

Radiotavisupleba.ge 

შსს მზად არის ბაჩალიაშვილის საქმეზე FBI-სთან ითანამშრომლოს დღეს შსს-ში გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახს ელოდებიან. შეხვედრის ინიციატივა უწყებამ გუშინ გამოთქვა, მას მერე რაც განაცხადა, რომ საქმეში დახმარებისთვის საქართველო გამოძიების ფედერალურ ბიუროს (FBI-ს) მიმართავს. გუშინ საქმეში FBI-ს ჩართვის მოთხოვნით აშშ-ის საელჩოსთან აქცია თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახმა გამართა. მათ საელჩოს წარმომადგენლები შეხვდნენ, რომლებმაც ოჯახს განუმარტეს, რომ FBI-ს ჩართვა მხოლოდ სახელმწიფო უწყების მოთხოვნის საფუძველზე ხდება. Читать дальше...

ნავთლუღის წმ. ბარბარეს ეკლესიის დაზიანებისთვის დაიწყება სისხლისსამართლებრივი მოკვლევა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, ნავთლუღის წმ. ბარბარეს სახელობის ეკლესიის დაზიანების ფაქტზე გამოკვეთილი დანაშაულის ნიშნების არსებობის საფუძველზე, სისხლის სამართლებრივი მოკვლევა დაიწყება. როგორც სააგენტო იტყობინება, სსკ-ის 259 (2) მუხლით (კულტურული მემკვიდრეობის დაზიანება ან განადგურება) გათვალისწინებულ სამართალდარღვევაზე რეაგირებისთვის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილობით 31 ივლისს მიმართა. „სამართლებრივი... Читать дальше...

შემთხვევითი კანდიდატი, რომელიც ცდილობს ბელარუსში ჩამოაგდოს "ევროპის უკანასკნელი დიქტატორი"

Radiotavisupleba.ge 

ვიდეობლოგერი (ვლოგერი) სიარჰეი ციხანოუსკი უნდა დაპირისპირებოდა ბელარუსის მრავალწლიან პრეზიდენტს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, მაგრამ მისი დაპატიმრების შემდეგ მისი ცოლი, სვიატლანა, ჩაერთო საქმეში. მან უამრავი ადამიანი შეკრიბა მიტინგებზე და ბევრს გაუჩინა შეკითხვა, მართლა შეძლებდა თუ არა იგი გაემარჯვა ავტორიტარულ მმართველზე 9 აგვისტოს არჩევნებში. სვიატლანა ციხანოუსკაია, რომელიც იმედოვნებს, რომ ჩამოაგდებს ბელარუსის პრეზიდენტს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას, კონტინენტის უკანასკნელ დიქტატორად წოდებულ ყველაზე მრავალწლიან ლიდერს ევროპაში... Читать дальше...

სულ მცირე 10 კაცი დაიღუპა ბეირუთში აფეთქების შედეგად

Radiotavisupleba.ge 

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში პორტის ტერიტორიაზე მომხდარი მძლავრი აფეთქების შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ აფეთქებამდე ცეცხლი უკიდია ერთ-ერთ შენობას, სავარაუდოდ, საწყობს.   „ლიბანის უსაფრთხოების სამსახურისა და სამედიცინო უწყების წყაროების ცნობით, ბეირუთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 10 ადამიანი“, - ციტირებს „როიტერი“ ადგილობრივი მედიით გავრცელებულ ცნობას. ლიბანის ჯანდაცვის მინისტრმა ხამად ხასანმა განაცხადა, რომ აფეთქების შედეგად დაშავებულია „მრავალი ადამიანი“. Читать дальше...

აჭარის ტელევიზიის მენეჯმენტი 3 გათავისუფლებულ თანამშრომელთან გააგრძელებს თანამშრომლობას 

Radiotavisupleba.ge 

სამი განთავისუფლებულ თანამშრომელის შესახებ განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია. როგორც მენეჯმენტი აცხადებს, მიიღეს მათთან თანამშრომლობის გაგრძელების გადაწყვეტილება. მენეჯმენტი განმარტავს საკუთარი გადაწყვეტილების საკითხს. „ამა წლის 30 ივლისს დასრულდა დისციპლინური მოკვლევა და მაუწყებლის შენობაში, სამუშაო საათებში მომხდარი კონფლიქტისა და ფიზიკური დაპირისპირების გამო, 31 ივლისიდან, დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლდა სამი თანამშრომელი. აღნიშნული გადაწყვეტილება გამომდინარეობდა... Читать дальше...

სიგიჟე I: მტკვარი უერთდება რიონს

Radiotavisupleba.ge 

ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობამ და ანექსიამ რადიკალურად შეცვალა როგორც პოლიტიკური წყობა საქართველოში, ასევე ეკონომიკა, ბუნებათსარგებლობის პოლიტიკა, შრომის ორგანიზება, რელიგიისადმი დამოკიდებულება, კალენდარი და ადამიანების სახელებიც კი. დღეს ბევრმა არ იცის, რომ 20-30-იანი წლების საქართველოში ყველა დიდი მდინარის ერთმანეთზე გადაბმა იგეგმებოდა, რომ კვირის დღეებიდან ამოიღეს შაბათი და კვირა, ხოლო მშობლები შვილებს ისეთ გაუგონარ სახელებს არქმევდნენ, რომ აკადემიკოსმა გიორგი ახვლედიანმა 50-იანი წლების ბოლოს სტატიაც კი დაწერა სათაურით... Читать дальше...

ბელარუსის ქალაქ სლუცკში ხელისუფლებამ ჩაშალა ციხანოუსკაიას შეხვედრა ამომრჩევლებთან

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის ქალაქ სლუცკში ქალაქის ხელისუფლებამ ჩაშალა პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატ, სვეტლანა ციხანუსკაიასთან შეხვედრა, რომელიც სანქცირებული იყო. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, შეხვედრის დაწყების წინ მოედანზე, სადაც უკვე იკრიბებოდნენ ადამიანები, კომუნალური სამსახურის წარმომადგენლებმა მოულოდნელად დაიწყეს სასწრაფო რემონტი. ციხანოუსკაიას გაერთიანებული შტაბის წევრებმა ხმის გამაძლიერებელში გამოაცხადეს შეხვედრის გადადების თაობაზე, მაგრამ მალევე მოედანზე გამოჩნდნენ მილიციის განსაკუთრებული... Читать дальше...



"ინვესტიციები რომ შემოვიდეს, ძალიან მარტივი ორი პირობა უნდა შესრულდეს: გადასახადები შევამციროთ და შევქმნათ იაფ ფულზე ხელმისაწვდომობა"

Radiotavisupleba.ge 

რამდენიმე დღის წინ „საქსტატმა“ გამოაქვეყნა საქართველოს ეკონომიკის ზრდის 2020 წლის ივნისის წინასწარი შეფასება.

სააკაშვილი: შეიძლება ვიყო პრემიერობის კანდიდატი ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში [უკრაინაში]

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში უპასუხა შეკითხვას მისი შესაძლო საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატობის შესახებ. „მე შეიძლება, ვიყო პრემიერობის კანდიდატი ევროპის ყველაზე დიდ ქვეყანაში. შეგიძლიათ, გაეცნოთ უკრაინულ პრესას და დარწმუნდეთ ამაში. მე ვარ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელი უკრაინაში. ამიტომ, საუბარი იმაზე, რომ მე ახლა ვიღაცას შევატენო ჩემი თავი რაღაცის კანდიდატურად, სასაცილო და დამაბნეველია. ჩვენ ახლა იმაზე უნდა ვისაუბროთ, რომ საქართველო აღარ გვექნება. Читать дальше...

„გადავწყვიტე, რომ ჩემი ძირითადი სპეციალობა გახდეს პოლიტიკა“ - ინტერვიუ ექიმ ვახტანგ კალოიანთან

Radiotavisupleba.ge 

ანაზღაურებადი საექიმო პრაქტიკის შეწყვეტა კანონით მოუწევს, თუმცა ამბობს, რომ არც მედიცინას და არც მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტებს მიატოვებს - ცნობილი ექიმი, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ვახტანგ კალოიანი პოლიტიკაში მიდის. ის „ევროპული საქართველოს“ სახელით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატობისთვის იბრძოლებს. რატომ პოლიტიკა? როგორია მისი გეგმები? რადიო თავისუფლება გთავაზობთ ინტერვიუს „ნიუ ჰოსპიტალის“ კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული... Читать дальше...

FBI უკრაინელი ოლიგარქების კუთვნილ კომპანიებს ამოწმებს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს თანამშრომლები კლივლენდსა და მაიმში მდებარე უკრაინელი ოლიგარქების, იგორ კოლომოისკიისა და გენადი ბოჰოლიუბოვის კუთვნილ კომპანიებში შევიდნენ შესამოწმებლად. რადიო თავისუფლების ცნობით, საუბარი კომაპნია "Optima Management"-ის კლივლენდისა და მაიამის ოფისებზე. “გიდასტურებთ, რომ ჩვენ ორივე ლოკაციაზე ვიმყოფებით“, - უთხრა რადიო თავისუფლებას 4 აგვისტოს სატელეფონო ინტერვიუში FB-ის სპეციალურმა აგენტმა ვიკი ანდერსონ-გრეგმა. სამართალდაცმველებს არავინ დაუკავებიათ აღნიშნა მან და დასძინა... Читать дальше...

ლიბანის დედაქალაქში მძლავრი აფეთქება მოხდა

Radiotavisupleba.ge 

ლიბანის დედაქალაქ ბეირუთში ცოტა ხნის წინ მძლავრი აფეთქება მოხდა. თვითმხილველის მიერ ერთ-ერთი სახლის აივნიდან გადაღებულმა ვიდეომ სოციალურ ქსელი მოიცვა. სააგენტო "როიტერსის" თანახმად, აფეთქება მოხდა პორტში, სადაც საწყობებია განლაგებული. მძლავრი აფეთქების ტალღამ დედაქალაქის რამდენიმე რაიონს გადაუარა, დალეწა და დამსხვრია ფანჯრების მინები და კარები. დაშავდნენ ადამიანები. სხვა დეტალები უცნობია.

ნიკოლა სარკოზის პირველი ქარიშხალი – აგვისტოს ომის დიპლომატიური კულისები. ნაწილი პირველი

Radiotavisupleba.ge 

რა ხდებოდა 2008 წლის აგვისტოს საომარი პოლიგონის დიპლომატიურ კულისებში, დღემდე ფრაგმენტულად ვიცით, მიუხედავად იმისა, რომ დიპლომატიური ბრძოლის შესახებ უკვე არაერთ დასავლელ პოლიტიკოსსა თუ დიპლომატს აქვს ნაამბობი მოგონებებში: კონდოლიზა რაისს, რობერტს გეიტსს, უილიამ ბერნსს და ა.შ. ქართულად არის ნათარგმნი რონალდ ასმუსის წიგნი. მიუხედავად ასმუსის წიგნის ბევრი ღირსებისა, ავტორი უშუალოდ არ ყოფილა ამ ომის ავანსცენაზე თუ მის დიპლომატიურ კულისებში. 24 ივლისს აგვისტოს ომის დოკუმენტურ ლიტერატურას შეემატა 13 გვერდი საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის... Читать дальше...

შსს მზად არის ბაჩალიაშვილის საქმეზე FBI-სთან ითანამშრომლოს

Radiotavisupleba.ge 

23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე FBI-სთან თანამშრომლობის მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ. შსს აცხადებს, რომ „დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მათი განცხადების დაუკავშირდა თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატს მათ მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხებოდა საქმეში ამერიკის ფედერალური ბიუროს ჩართულობას. სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას აღნიშნულ პროცესში ამერიკის საგამოძიებო ბიუროსთან თანამშრომლობის შესახებ და ამ მიზნით დღეს ოჯახს შეხვედრა შესთავაზა“. Читать дальше...

ალეკო ელისაშვილმა პარტია „მოქალაქეების“ პოლიტიკური გუნდი წარადგინა

Radiotavisupleba.ge 

საბურთალოს რაიონში, ალეკო ელისაშვილის მშობლიური საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გამართულ პრეზენტაციაზე პარტია „მოქალაქეების“ პოლიტიკური გუნდის წევრები წარადგინეს. „პოლიტიკაში როცა იქნებიან ისეთი ადამიანები, სუფთა წარსულის და შემართული ადამიანები, რომლებისთვისაც ჩვენი საქართველოს დარდი იქნება მისი დარდი და ამისთვის გაირჯება დილიდან საღამომდე. სწორედ, ამიტომაც დღეს ამ სცენაზე არ დგანან ე.წ. ცნობადი სახეები, „მეტენდერე“ ბიზნესმენები, მომღერლები, სპორტსმენები, სახელოვნები (ყველას ძალიან დიდი პატივისცემა)... Читать дальше...

Новости России
Москва

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)


ჯაშუშობისთვის მსჯავრდებული პოლ უილანი სასჯელის მოსახდელად მორდვეთის კოლონიაში გადაიყვანეს

Radiotavisupleba.ge 

ჯაშუშობისთვის გასამართლებული, ამერიკელი პოლ უილანი, რომელიც ბრიტანეთის, კანადისა და ირლანდიის მოქალაქეცაა, სასჯელის მოსახდელად მორდვეთის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში გადაიყვანეს. 15 ივნისს მოსკოვის საქალაქო სასამართლომ, უილანს 16 წლით პატიმრობა მიუსაჯა. პროცესი, რომელსაც საერთაშორისო კრიტიკა ახლდა, დახურულ კარს მიღმა გაიმართა, რადგან მტკიცებულებები საიდუმლო მასალებს მოიცავდა და ამას ემატებოდა კორონავირუსის გავრცელების საფრთხე. ინფორმაცია უილანის მორდვეთის კოლონიაში გადაყვანის შესახებ, თავდაპირველად მსჯავრდებულის ძმამ, დევიდ უილანმა, გაავრცელა. Читать дальше...

შარვაშიძე მეორე ვადით აირჩიეს თსუ-ს რექტორად: "პლაგიატის გარშემო კითხვები არ დასმულა"

Radiotavisupleba.ge 

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (თსუ) რექტორად მეორე ვადით აირჩიეს გიორგი შარვაშიძე, რომელიც რექტორის თანამდებობას 2016 წლიდან იკავებს. მას აკადემიური საბჭოს 37 წევრიდან 32-მა დაუჭირა მხარი. რექტორის არჩევნები 4 აგვისტოს ჩატარდა. პრეტენდენტებთან გასაუბრება 10 საათზე დაიწყო და Zoom-ის საშუალებით ჩატარდა. არჩევნებში, ასევე, მონაწილეობდნენ ცირა ბარამიძე, თსუ-ის კავკასიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი და გიორგი ბარამიძე, ფილოსოფიურ მეცნიერებათა დოქტორი. მათ თითო-თითო ხმა მიიღეს. სამი ბიულეტენი კი ბათილად ცნეს. Читать дальше...

ბელარუსში დაიწყო პრეზიდენტობის კანდიდატებისათვის წინასწარი ხმის მიცემა

Radiotavisupleba.ge 

4 აგვისტოს ბელარუსში დაიწყო 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნებში დარეგისტრირებული კანდიდატებისთვის წინასწარი ხმის მიცემის პროცედურა. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თანახმად, წინა 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნების დროს წინასწარი ხმის მიცემის უფლებით ისარგებლა საარჩევნო ხმის უფლების მქონე მოქალაქეთა ერთმა მესამედმა. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ქვეყანაში ცხოვრობს დაახლოებით 7 მილიონი ამომრჩეველი, მათი ნების გამოსახატავად მოქმედებს 5675 საარჩევნო უბანი ქვეყნის შიგნით და 44 - ქვეყნის ფარგლებს გარეთ. Читать дальше...

ალეკო ელისაშვილმა საკუთარი თავი დაასახელა საბურთალოს მაჟორიტარ კანდიდატად

Radiotavisupleba.ge 

პარტია „მოქალაქეების“ პოლიტიკური გუნდის პრეზენტაციაზე ამავე პარტიის ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა თქვა, რომ კენჭს საბურთალოს ოლქში იყრის. „პარტია „მოქალაქეების“ სახელით ვიქნები საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი“, - მიმართა ელისაშვილმა მხარდამჭერებს. ამ დროისთვის ცნობილია, რომ საბურთალოს მაჟორიტარი კანდიდატები არიან: „ქართული ოცნებიდან“ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი დავით სერგეენკო, პარტია „ლელოს“ გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე და „სტრატეგია აღმაშენებლის“ კანდიდატი თაკო ჩარკვიანი.

ბუსა ჟვანიას პატიმრობა შეეფარდა

Radiotavisupleba.ge 

ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ ბუსა, ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ სხდომაზე, ბრალდება საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილისთვის, ბუსა ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვდა, ხოლო დაცვის მხარე მისი 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების პირობას აყენებდა. მოსამართლე ეკატერინე კუკულაშვილმა სრულად დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა. Читать дальше...

ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლებმა "ოცნებას" ივლისში 200 ათასი შესწირეს

Radiotavisupleba.ge 

ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებელი კომპანია "პეის გრუპის" სამმა დამფუძნებელმა - ირაკლი თათეიშვილმა, ირაკლი და თეიმურაზ კერვალიშვილებმა მმართველ პარტიას ერთსა და იმავე დღეს, 3 ივლისს ჯამში 140 ათასი ლარი გადაურიცხეს. მათმა კიდევ ერთმა პარტნიორმა, ლაურა ლარიონმა კი, 4 დღის შემდეგ 60 ათასი ლარი შესწირა “ქართულ ოცნებას”. მონაცემები აუდიტის სამსახურის საჯარო ელექტრონულ ბაზაში გამოქვეყნდა. "პეის გრუპი" OPEC-სგან მიღებული 50 მლნ დოლარის მოცულობის ინვესტიციით ტვირთბრუნვის გაზრდასა და ღრმაწყლოვანი პორტის გაკეთებას გეგმავს. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Мария стала соперницей Азаренко на турнире WTA в Мадриде






Стартовал прием заявок на IV форум классных руководителей

Утреннее чтиво: запрет алкоголя на майские, до Черного моря доедем быстрее, новый стандарт лечения ОРВИ

Находящегося в федеральном розыске наркодилера из Подмосковья поймали в Сочи с мёртвым дельфином

В подмосковном ЖК «1-й Южный» построят пешеходный бульвар