Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

Новости за 29.08.2020

ბერლინში კორონავირუსის გამო შეზღუდვების მოწინააღმდეგეების დემონსტრაციაზე ასეულობით პირი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

ბერლინში კორონავირუსის გამო შეზღუდვების მოწინააღმდეგეების დემონსტრაციაში, სულ, სამართალდამცველების შეფასებით, 38 ათასი ადამიანი მონაწილეობდა, დაკავებულია ასობით პირი. გავრცელებული ცნობით, რამდენიმე ადგილზე შეტაკება მოხდა დემონსტრანტებსა და პოლიციას შორის. "უნტერ დერ ლინდენზე", რუსეთის საელჩოსთან, ბერლინის შინაგან საქმეთა სენატორის, ანდრეას გაიზელის თანახმად, პოლიციელებს დემონსტრანტებმა ბოთლები და ქვები დაუშინეს. ცნობით, საელჩოსთან შეკრებილების რიცხვი ორი ათასამდე იყო. გაიზელის თანახმად, დღის განმავლობაში დააკავეს 300-მდე პირი. Читать дальше...

ირმა ინაშვილი ამბობს, რომ მისი პარტიის სადაო ბანერი შესაძლოა ბოკერიას და სააკაშვილის პროვოკაცია იყოს

Radiotavisupleba.ge 

"პატრიოტთა ალიანსის" ლიდერი, ირმა ინაშვილი აჭარაში მისი პარტიის ბოლბორდებზე განთავსებულ სარეკლამო ბანერებს ეხმაურება და ამბობს, რომ ადგილი აქვს შიდა ან გარე პროვოკაციას და წინასაარჩევნო პლაკატის დიზაინი განსხვავებულია იმისგან, რაც პარტიას სურდა დაებეჭდა. ირმა ინაშვილი მომხდარში მიხეილ სააკაშვილს და გიგა ბოკერიას ადანაშაულებს და ამბობს, "პატრიოტთა ალიანსის" სადაო ბანერით მათ "იაფფასიანი პიარი" გაიკეთეს.  "სააკაშვილმა და ბოკერიამ გადაწყვიტეს და მოქმედებენ უკვე, რომ 50 000- დან 1 000 000 ლარს ზემოთ გადაუხადონ იმ ადამიანების... Читать дальше...

პრინცესა დიანას 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლონდონში მის ქანდაკებას დადგამენ

News.ge 

უელსის პრინცესა დიანას 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ლონდონში მის ქანდაკებას დადგამენ. ინფორმაციას კენსიგტონის სასახლის განცხადებაზე დაყრდნობით BBC-ი ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, პრინცესის ქანდაკების დამზადება მისმა შვილებმა კემბრიჯის ჰერცოგმა უილიამმა და სასექსის ჰერცოგმა ჰარიმ 2017 წელს შეუკვეთეს. პრინცესა დიანას ქანდაკებას კენსინგტონის სასახლის ბაღებში 2021 წლის 1 ივლისს აღმართავენ. უელსის პრინცესა 23 წლის წინ, 1997 წელს 36 წლის ასაკში ტრაგიკულად, ავტოკატასტროფაში დაიღუპა

თალიბანის მთავარი მომლაპარაკებელი უარყოფს, რომ შიდა-ავღანური მოლაპარაკება მომავალ კვირას დაიწყება

Radiotavisupleba.ge 

აბდულა აბდულამ, ავღანეთის ეროვნული შერიგების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, 27 აგვისტოს განაცხადა, რომ შიდა-ავღანური მოლაპარაკებები მომავალ კვირას დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებენ როგორც თალიბანის, ისე ავღანეთის მთავრობის წარმომადგენლები. თუმცა, თალიბანის მთავარმა მომლაპარაკებელმა, მოჰამად აბას სთანიქზაიმ, იმავე დღეს, მოგვიანებით, როიტერისთვის გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნა, რომ სექტემბრის დამდეგისთვის ავღანეთის მთავრობასთან არანაირი სამშვიდობო მოლაპარაკება არ იგეგმება. აბდულამ, ავღანეთის... Читать дальше...

ლელოს შემდეგ, მუნიციპალურმა ინსპექციამაც ჩამოხსნა "პატრიოტთა ალიანსის" ბანერები

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მუნიციპალურმა ინსპექციამ ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის 2 სარეკლამო ბანერი ჩამოხსნა კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად. ქალაქის მთავრობას გავრცელებულ განცხადებაში არ დაუკონკრეტებია, რომელი პარტიის რომელ ბანერებზეა საუბარი, თუმცა განმარტეს, რომ ის, რაც ინსპექციამ ჩამოხსნა, უნებართვოდ იყო განთავსებული და ამ სამართადარღვევის გამო ისინი ოქმებს საქალაქო სასამართლოში გადაგზავნიან. ბათუმის მერიის პრესამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, საქმე ეხება "პატრიოტთა ალიანსის" ბანერებს... Читать дальше...

საპატრიარქო: ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული

News.ge 

საპატრიარქო თერჯოლაში 11 წლის მოზარდისთვის წესის აგებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საპატრიარქოს მიაჩნია, რომ „ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული“. „თერჯოლის რაიონში ახლად გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძის, წესის აგებასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი პატარა ავთანდილის ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, ...

ბასილ კობახიძე: …ასეთი მამაძაღლები მხოლოდ მეუფე მამაოები შეიძლება იყვნენ

News.ge 

თეოლოგი და ყოფილი სასულიერო პირი, ბასილ კობახიძე თერჯოლის მიტროპოლიტის განცხადებას იმის შესახებ, რომ გარდაცვლილ 11 წლის ბიჭს წესს არ აუგებს, სოციალურ ქსელში ეხმიანება: “ღმერთი რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას სწამს არ არსებობს. 11 წლის ბავშვი საკუთარმა მამამ ცემით თვითმკვლელობამდე მიიყვანა და ეკლესია ამბობს წესს არ ავუგებო. ეს ბავშვი თუ ავად იყო ექიმის ცნობა მომიტანეთო. ”ღმერთს გამონაკლისები ...



საპატრიარქო დასაშვებად თვლის თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდისთვის წესის აგებას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საპატრიარქომ, მას შემდეგ, რაც თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ოჯახმა თხოვნით მიმართა, დასაშვებად მიიჩნია ბავშვისთვის წესის აგება.  "თერჯოლის რაიონში ახლადგარდაცვლილი 11 წლის მოზარდის, ავთანდილ აბჟანდაძის, წესის აგებასთან დაკავშირებით მიგვაჩნია, რომ, მიუხედავად იმისა, ჯერჯერობით დაუდგენელია, რეალურად რა მოხდა და რა გახდა მიზეზი პატარა ავთანდილის ამქვეყნიდან გასვლისა, ასაკიდან და გარემოებიდან გამომდინარე, მისთვის წესის აგება უნდა იყოს ნებადართული. გამოვთქვამთ დიდ გულისტკივილს მომხდარის... Читать дальше...

გიორგი გახარია: ბათუმი ქვეყნის კარიბჭეა

News.ge 

“ეკონომიკა დღეს იქმნება არამხოლოდ თბილისში, არამედ აჭარაში, ბათუმში და სხვა ქალაქებში“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ბათუმში, ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, რესან კონცელიძეს და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ტიტე აროშიძის წარდგენისას განაცხადა. „პირველ რიგში, აჭარაში, რაც გახსენდება და რითიც გინდა დაიწყო საუბარი არის ის, რომ ვინ არ სცადა ათასწლეულების განმავლობაში ეს კუთხე გადაეჩვია ...

“აჭარა არ შეირცხვენს თავს” – აჭარაში „პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბანერი ჩამოხსნეს

News.ge 

აჭარაში ჩამოხსნეს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბანერი მოწოდებით, „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“ ბანერის ჩამოხსნაში მონაწილეობდა „ლელო საქართველოს“ წევრი და დეპუტატობის კანდიდატი ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში, ირაკლი კუპრაძე, რომელმაც დემონატაჟის შემდეგ სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა: “მოღალატეობრივი პოლიტიკა ვერასდროს ვერ დაიმკვიდრებს თავს ჩვენს სახელმწიფოში! ლელომ და აჭარამ გასცა ღირსეული პასუხი პატრიოტთა ალიანსის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს! მივალ ნებისმიერ ადგილზე,... Читать дальше...

“შმატრიოტები” – წერს ირაკლი კობახიძე “პატრიოტთა ალიანსის” ბანერთან დაკავშირებით

News.ge 

“შმატრიოტები” – ასე ეხმაურება “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე “პატრიოტთა ალიანსის”აჭარაში განთავსებულ  საარჩევნო ბანერს. „სიმართლე გითხრათ, თავიდან “ფეიკი” მეგონა. ეს არის რუსული დაკვეთა საქართველოს წინააღმდეგ!“ – წერს სოციალურ ქსელში მამუკა მდინარაძე აღნიშნულ ბანერთან დაკავშირებით.

აჭარაში ჩამოხსნეს „პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბანერი

Radiotavisupleba.ge 

აჭარაში ჩამოხსნეს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბანერი მოწოდებით, „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“. ბანერის ჩამოხსნაში მონაწილეობდა „ლელო საქართველოს“ წევრი და დეპუტატობის კანდიდატი ბათუმის მაჟორიტარულ ოლქში, ირაკლი კუპრაძე, რომელმაც დემონატაჟის შემდეგ სოციალურ ქსელ ფეისბუკში დაწერა: "მოღალატეობრივი პოლიტიკა ვერასდროს ვერ დაიმკვიდრებს თავს ჩვენს სახელმწიფოში! ლელომ და აჭარამ გასცა ღირსეული პასუხი პატრიოტთა ალიანსის ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს! მივალ ნებისმიერ ადგილზე... Читать дальше...

მინსკის ცენტრში რამდენიმე ათასი ადამიანი, უპირატესად ქალები, მონაწილეობდა „სოლიდარობის მსვლელობაში“

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის დედაქალაქში რამდენიმე ათასი ადამიანი, ძირითადად, ქალები მონაწილეობდა „სოლიდარობის მსვლელობაში“ პრეზიდენტ ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და პოლიციის ძალადობის წინააღმდეგ. რადიო თავისუფლების ჟურნალისტები, ალეს პილეცკი და ანდრეი რაბჩიკი პირდაპირი ეთერის დროს დააკავეს. ისინი დააკავა შავფორმიანმა პირმა და თავის ავტომანქანასთან მიიყვანა, რის შემდეგაც ეთერი შეწყდა. რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ცნობით, ჟურნალისტები მინსკის კასტრიჩნიცკის რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილებაში მიიყვანეს. Читать дальше...

დე ფაქტო პარლამენტში, დე ფაქტო გენერალური პროკურორის გადადგომას ითხოვენ

Radiotavisupleba.ge 

29 აგვისტოს სოციალური ქსელ ფეისბუკით,  ცხინვალის იზოლატორში ნაცემი კიდევ ერთი პირის ფოტოები გავრცელდა. როგორც ცხინვალელი სამოქალაქო აქტივისტები წერენ, ეს არის ნიკოლაი ცხოვრებოვი.

ბერლინში კორონავირუსის გამო შეზღუდვების საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე ათასობით ადამიანი გავიდა

Radiotavisupleba.ge 

ბერლინში კორონავირუსის გამო შეზღუდვების მოწინააღმდეგეების დემონსტრაციაში, „დოიჩე ველეს“ თანახმად, 25-დან 30 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა. გამოცემის თანახმად, მსვლელობისას მოჩანდა რუსული და ამერიკული დროშები, ასევე უკრაინის სეპარატისტული რეგიონის, ისევე როგორც ლგბტ-თემის ალმები. ორგანიზატორების უკმაყოფილება გამოიწვია ქალაქის მმართველობის გადაწყვეტილებამ, არ დაერთოთ ნება ამგვარი მსვლელობის მოსაწყობად. თუმცა ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ ბოლო წუთში მიიღო გადაწყვეტილება და დემონსტრაციის გამართვის ნებართვა გასცა. Читать дальше...

ამერიკელი პროფესიონალი კალათბურთელები წყვეტენ ბოიკოტს საარჩევნო უბნებზე შეთანხმების შემდეგ  

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პროფესიონალი კალათბურთელები, რომლებმაც მატჩებში მონაწილეობას ბოიკოტი გამოუცხადეს რასობრივი უსამართლობის წინააღმდეგ პროტესტის ჩარჩოებში, დათანხმდნენ განაახლონ თამაში 29 აგვისტოს შეთანხმების შემდეგ, რომლის პირობებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმის მიცემა უფრო ხელმისაწვდომი გახდება. კალათბურთის ეროვნულმა ასოციაციამ (NBA) და კალათბურთელთა ეროვნულმა ასოციაციამ (NBPA) შეთანხმების შესახებ 28 აგვისტოს განაცხადეს. შეთანხმების ნაწილია, რომ გუნდები, რომლებიც ფლობენ და აკონტროლებენ თავიანთ არენებს... Читать дальше...

„პატრიოტთა ალიანსს“ საარჩევნო ადმინისტრაციაში უჩივლებენ

Radiotavisupleba.ge 

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ აპირებს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართოს და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ სარეკლამო ბილბორდის კანონთან შეუსაბამობა გააპროტესტოს. საუბარია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე განთავსებულ ბილბორდზე საქართველოს რუკის კონტურით, რომლიდანაც წითელი ფერით გამოყოფილია აფხაზეთი, სამხრეთი ოსეთი და აჭარა. ბილბორდზე ასევე გაკეთებულია წარწერა: „დაიცავი აჭარა! დაიცავი შენი წილი საქართველო!“, ამასთან, საფრთხის წარმომავლობის სადემონსტრაციოდ... Читать дальше...

ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა გარეთ რასობრივი სამართლიანობისკენ მოწოდებით ვაშინგტონში

Radiotavisupleba.ge 

ვაშინგტონში, ათასობით ადამიანი შეიკრიბა პროტესტის ნიშნად, პოლიციისა და მართლმსაჯულების რეფორმისკენ მოწოდების მიზნით. შეერთებული შტატების მოქალაქეებს რასობრივი უთანასწორობის პრობლემა აწუხებთ. 28 აგვისტოს ხალხი შეგროვდა ლინკოლნის მემორიალის წინ, სადაც 1963 წლის 28 აგვისტოს, სასულიერო პირმა, მარტინ ლუთერ კინგ-უმცროსმა წარმოთქვა თავისი სიტყვა “I Have A Dream” ("მე მაქვს ოცნება") ვაშინგტონზე ისტორიული მსვლელობის დროს, ამერიკაში სამოქალაქო უფლებებისთვის გაცხარებული მოძრაობის მწვერვალზე. სამოქალაქო... Читать дальше...

Новости России
Москва

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)


ბიბილოვისგან გენპროკურორის გადაყენებას მოითხოვენ

Radiotavisupleba.ge 

თვითაღიარებული სამხრეთ ოსეთის პარლამენტის 22 წევრი მიმართავს ანატოლი ბიბილოვს, თანამდებობიდან გადააყენოს გენერალური პროკურორი ურუზმაგ ჯაგაევი. „კანონმდებლობის აღსრულებაზე არასათანადო ზედამხედველობის გამო, რამაც გამოიწვია მოქალაქე ინალ ჯაბიევის სიკვდილი, მოვითხოვთ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის გენერალური პროკურორის გადადგომას“, - ნაქვამია მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერს 22 დეპუტატი. 29 აგვისტოს გამართულ საგანგებო სესიაზე მხოლოდ ეს ერთადერთი საკითხი განიხილებოდა. 28 წლის ინალ ჯაბიევი, რომელიც ოკუპირებული... Читать дальше...

ბელარუსის საგარეო საქმეთა სამინისტრომ აკრედიტაცია ჩამოართვა ათეულობით, მათ შორის რადიო თავისუფლების, ჟურნალისტებს

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფლების ბელარუსული სამსახურის ოთხი ჟურნალისტს და ჩვენი რადიოს რუსულენოვანი ტელეპროექტის, „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ერთ რეპორტიორს, მედიის სხვა, ათეულობით  წარმომადგენელთან ერთად ჩამოართვა აკრედიტაცია, რის შედეგად მათ ფაქტიურად აეკრძალათ ქვეყანაში მუშაობა. აკრედიტაცია ჩამოერთვათ ასევე ჟურნალისტებს, რომლებიც მუშაობენ სხვა მედია-საშუალოებეისთვის როგორებიცაა: Reuters-ი, Associated Press-ი, „Agence France-Presse-ი“, ბი-ბი-სი, „საფრანგეთის საერთაშორისო რადიო“ და გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის არხი - ARD-ი. Читать дальше...

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის მოზარდის ოჯახი საპატრიარქოს მიმართავს

Radiotavisupleba.ge 

თერჯოლაში გარდაცვლილი 11 წლის ბავშვის ოჯახი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს მიმართავს თხოვნით, წესი აუგონ მიცვალებულს. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, ბავშვი მამამ მიიყვანა თვითმკვლელობამდე, თუმცა, როგორც ოჯახის წევრები ვარაუდობენ, შესაძლოა, მამას 11 წლის ბავშვი ცემის დროს შემოაკვდა. „შეიძლება სულაც არ მოუკლავს თავი. არ ვიცი, ღმერთის წინაშე ტყუილს ვერ ვიტყვი... თუ ბავშვმა მართლა მოიკლა თავი, ეს გააკეთა სტრესის გამო, ამიტომ ვთხოვ საპატრიარქოს, დართოს ნება და ჩემს პატარას წესი აუგონ და ისე წავიდეს ამ ქვეყნიდან“... Читать дальше...

ხაბაროვსკში 50-ედ გაიმართა უნებართვო დემონსტრაცია ყოფილი გუბერნატორის, ფურგალის მხარდასაჭერად

Radiotavisupleba.ge 

ხაბაროვსკის მცხოვრებლებმა 29 აგვისტოს 50-ედ გამართეს უნებართვო აქცია ხაბაროვსკის ოლქის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის მხარდასაჭერად. ფურგალი საპატიმროში იმყოფება, როგორც ბიზნესმენებზე თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი. ქალაქის ცენტრში გაიმართა ერთსაათიანი თავყრილობა, რომელიც ცენტრალურ ქუჩაზე მსვლელობით დასრულდა. გამოცემა DVhab.ru-ს შეფასებით, აქციაში მონაწილეობდა ათასობით ადამიანი, ხოლო ქალაქის მერიის თანახმად, დემონსტრანტთა რიცხვი დაახლოებით 1200 იყო. ხაბაროვსკის ოლქის გუბერნატორი... Читать дальше...

თამაშის მოსაძებნად...

Radiotavisupleba.ge 

ყოველკვირეულ სპორტის მიმოხილვაში საქართველოს ხელბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ზურაბ კაკაბაძე საუბრობს პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე; დამსახურებული მწვრთნელი, ცნობილი სპეციალისტი თემურ ბენდიაშვილი რადიომსმენელებს შეახსენებს რაგბის წინსვლის შემაფერხებელ შეცდომებს, აგრეთვე რაგბის კავშირის მომავალი ხელმძღვანელების უმთავრესი ამოცანების გადაჭრის გზებს; სპორტული მიმოხილვა დასრულდება თბილისის დინამოს სახელოვანი ფეხბურთელის ვლადიმერ ბარქაიას ინტერვიუს მორიგი - მეორე ფრაგმენტით.

ბერლინში კორონავირუსის გამო შეზღუდვების მოწინააღმდეგეებს დემონსტრაციის ჩატარების ნება დართეს ევროპაში შემთხვევათა ზრდის ფონზე

Radiotavisupleba.ge 

ბერლინში კორონავირუსის გამო შეზღუდვების მოწინააღმდეგეებმა ნებართვა მიიღეს, გამართონ დემონსტრაცია „უნტერ დენ ლინდენის“ ქუჩიდან ბრანდენბურგის ჭიშკრის გავლით ტირგარტენამდე. ამ კვირაში ორგანიზატორების უკმაყოფილება გამოიწვია ქალაქის გადაწყვეტილებამ, არ დაერთოთ ნება ამგვარი მსვლელობის მოსაწყობად. თუმცა ბერლინის ადმინისტრაციულმა სასამართლომ ბოლო წუთში მიიღო გადაწყვეტილება და დემონსტრაციის გამართვის ნებართვა გასცა. ამის ფონზე, ევროპის ქვეყნებში კოვიდის შემთხვევათა რიცხვი იზრდება. ორგანიზატორებმა სასამართლოს გადაწყვეტილება შეაფასეს... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

WTA озвучила Елене Рыбакиной условия для становления второй ракеткой мира






Блогер Тамаев попал в аварию в Москве

Минобороны: силы ПВО сбили 20 беспилотников ВСУ за ночь

Полянский обратил внимание на пост экс-главы МИД Линкявичуса о Крымском мосту

Известный блогер Тамаев попал в ДТП на люксовом авто около «Москва-Сити»