Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2020

Новости за 08.10.2020

ლგბტ ორგანიზაციაზე პოლიციის ჰომოფობიური თავდასხმის გამო საქართველომ საქმე წააგო სტრასბურგში

Radiotavisupleba.ge 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე "აღდგომელაშვილი და ჯაფარიძე საქართველოს წინააღმდეგ" დაადგინა, რომ პოლიცია 2009 წელს ლგბტ ორგანიზაცია ფონდ “ინკლუზივში” ჩატარებული რეიდის დროს განმცხადებლების წინააღმდეგ ღირსებისშემლახველი, დისკრიმინაციული მოპყრობით გამოირჩეოდა და დაზარალებულებმა ვერ შეძლეს საქართველოში ეფექტური გამოძიებით სარგებლობა. ეკატერინე აღდგომელაშვილმა და თინათინ ჯაფარიძემ სტრასბურგის სასამართლოს 2009 წლის 15 დეკემბერს, ფონდ “ინკლუზივის" ოფისში 17 პოლიციელის მიერ ჩატარებული რეიდის შესახებ მიმართეს. Читать дальше...

ყველაზე ხმაურიანი გამარჯვების მოლოდინი, ყველაზე წყნარი „დინამოარენიდან“

Radiotavisupleba.ge 

წინა საუკუნის ოთხმოცდაათიანი წლებიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც ქართული ფეხბურთი საერთაშორისო არენაზე დამოუკიდებელი სახელით გავიდა, საქართველოს ნაკრებმა ბევრი საინტერესო შეხვედრა ჩაატარა. შთამბეჭდავი გამარჯვებებიც არაერთხელ მოიპოვა, მაგრამ... ბულგარეთთან, რუსეთთან, უნგრეთთან, შოტლანდიასთან, ესპანეთთან, ხორვატიასთან მოგებები მხოლოდ მომენტალური გამონათებები იყო. საერთო ჯამში კი საქართველოს ნაკრები ნელ-ნელა საშუალოზე დაბალი დონის გუნდად ჩამოყალიბდა და სამი ათეული წლის წინ დასახულ მთავარ მიზანს - ეთამაშა... Читать дальше...

ლიტერატურის დარგში 2020 წლის ნობელის პრემია მიენიჭა ამერიკელ პოეტს, ლუიზ გლიუკს

Radiotavisupleba.ge 

ლიტერატურის დარგში 2020 წლის ნობელის პრემია მიენიჭა ამერიკელ პოეტ ქალს, ლუიზ გლიუკს „თავისი განუმეორებელი პოეტური ხმისთვის, რომელიც მკაცრი მშვენიერებით აქცევს ინდივიდუალურ არსებობას უნივერსალურად,“ ნათქვამია შვედეთის აკადემიის განცხადებაში. 77 წლის გლიუკი, რომელიც იელის უნივერსიტეტის პროფესორია, ნიუ-იორკში დაიბადა. ლიტერატურული დებიუტი 1968 წელს ჰქონდა პოეტური კრებულით “Firstbortn” („პირველშობილი“). როგორც შვედეთის აკადემია წერს, ამის შემდეგ ის „მალე აღიარეს ამერიკის ერთ-ერთ გამოჩენილ თანამედროვე... Читать дальше...

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მამამთავარი კარანტინშია კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან კონტაქტის შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მამამთავარი, პატრიარქი კირილე კარანტინშია მას მერე, რაც კორონავირუსით ინფიცირებულ პირთან ჰქონდა კონტაქტი. ეკლესიის ვებგვერდზე 8 ოქტომბერს გავრცელდა კირილეს წერილია სერგიევ პოსადის წმინდა სერგიოსის სახელობის სამების ლავრის ხელმძვანელობის მიმართ, სადაც პატრიარქი განმარტავს, რატომ ვერ მიიღებს მონაწილეობას წმინდა სერგიოსის ხსოვნის დღისადმი მიძღვნილ ლოცვაში. „მიზეზი ამისა არის ჩემი კონტაქტი პირთან, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა. ჩემი პირადი კარანტინის ვადა სამედიცინო მონაცემებით, არ გასულა. Читать дальше...

ნატალია ილიჩევას ადვოკატის თქმით, ის ბრალს არ აღიარებს და იმედია სასამართლო პატიმრობას არ შეუფარდებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის მუხლით დაკავებული შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორის, ნატალია ილიჩევას ადვოკატის სულხან კომახიძის განცხადებით მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს, მას არაფერი დაუმალავს და რუკა, რომელსაც კომისია იხილავდა, საჯაროა. ამასთან მისი თქმით, საქმეს პოლიტიკური შეფერილობა აქვს. ადვოკატი იმედოვნებს, რომ სასამართლო ილიჩევას პატიმრობას არ შეუფარდებს. „ქალბატონ ნატალიას ბრალი საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო მოქმედებაში ედება. Читать дальше...

ადვოკატი: ივერი მელაშვილი არ აღიარებს ბრალს და აპირებს, გირაოსაც არ დათანხმდეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის სახელმწიფო კომისიის ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი არ აღიარებს მისთვის წაყენებულ ბრალს. ამის შესახებ "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" იურისტმა და დაკავებულის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს. მისი თქმით, ის საქმეში თავს დამნაშავედ არ ცნობს და არ აპირებს, დათანხმდეს აღკვეთის ღონისძიებად მისთვის გირაოს შეფარდების საკითხსაც. "ბრალდება არის ძალიან ზოგადი, ერთმანეთში არის არეული სხვადასხვა ცნებები, მათ შორის, მას თითქოს ვალდებულება ჰქონდა... Читать дальше...

ყირგიზეთის ოპოზიცია ვერ შეთანხმდა ახალი მთავრობის გარშემო

Radiotavisupleba.ge 

ყირგიზეთის ოპოზიციურმა პარტიებმა ვერ შეძლეს ახალი მთავრობის ჩამოყალიბება პრემიერ-მინისტრის, კუბატბეკ ბორონოვის გადადგომის და საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შემდეგ საპროტსტო გამოსვლების ფონზე.    წინა მოწვევის 40-მდე დეპუტატი შეიკრიბა სასტუმროში, ბიშკეკში, როგორც მათ თქვეს, პარლამენტის რიგგარეშე სხდრომაზე. მათ პრემიერის თანამდებობაზე წარადგინეს სადირ ჟაპაროვი. მაგრამ გადაწყვეტილების ლეგიტიმურობის თაობაზე სხდომის მონაწილეებს შორის კამათი გაიმართა.  ჟაპაროვის მოწინააღმდგეებმა შექმნეს საკოორდინაციო საბჭო... Читать дальше...



ზელენსკი ბრიუსელიდან შინ მნიშვნელოვანი მიღწევებით ბრუნდება

Radiotavisupleba.ge 

როდესაც ვოლოდიმირ ზელენსკი პირველად ჩავიდა ბრიუსელში, ევროკავშირის ოფიციალურმა პირებმა ზუსტად არ იცოდნენ, მასთან რა დამოკიდებულება უნდა ჰქონოდათ. ზელენსკი უკრაინის ახლად არჩეული პრეზიდენტი იყო და ეს მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი იყო საზღვარგარეთ. ის დამწყები პოლიტიკოსი იყო და მედიასთან ურთიერთობისას ნერვიულობა ეტყობოდა. განსახილველიც ბევრი არაფერი ჩანდა - ბლოკი ხელმძღვანელობის ცვლილების პროცესს გადიოდა. 16 თვის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ბევრი რამ შეიცვალა. ევროკავშირის დედაქალაქში მეორე სტუმრობისას... Читать дальше...

ცესკო: საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობას გამიზნულად აფერხებენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია საუბნო საარჩევნო კომისიების მუშაობის გამიზნულად შეფერხების შესახებ განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში სხვადასხვა საარჩევნო უბნიდან შევიდა ინფორმაცია, რომ უცხო პირები საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის სახელით უკავშირდებიან შესაბამისი კომისიის წევრებს და აწვდიან ცრუ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ კონკრეტულ დღეს მათი მისვლა უბანში საჭირო არაა: „სავარაუდოდ, მსგავსი ზარები, რიგ შემთხევაში, გამიზნულია საუბნო საარჩევნო კომისიის მუშაობის შესაფერხებლად... Читать дальше...

ტრამპი: ამერიკის ჯარები ავღანეთიდან გავლენ წლის ბოლომდე  

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ტვიტერით განაცხადა, რომ აშშ-ის ჯარებმა უნდა დატოვონ ავღანეთი წლის ბოლომდე. ამის შესახებ ტრამპმა განაცხადა რამდენიმე საათში მას მერე, რაც პრეზიდენტის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითებში განაცხადა, რომ 2021 წლის დასაწყისისთვის ავღანეთში აშშ-ის ჯარების რაოდენობა შემცირდება ხუთიდან ორნახევარ ათასამდე. ამერიკელი სამხედროების გასვლა ავღანეთიდან გათვალისწინებულია შეთანხმებით აშშ-ს, ავღანეთის მთავრობასა და რადიკალურ მოძრაობა თალიბანს შორის. შეთანხმება შედგა თებერვალში. Читать дальше...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით სოფელ საჯავახოში ფერმა აშენდა

News.ge 

8 ოქტომბერი, 2020- საქართველოს ბანკი სოფლის მეურნეობის წახალისებას აგრძელებს. ამჯერად ბანკთან თანამშრომლობით სამტრედიის რაიონში, სოფელ საჯავახოში საქონლის ფერმა აშენდა. პროექტის მხარდასაჭერად ბანკის მხირად 60,000 ლარის ინვესტიცია განხორციელდა. ბანკის მიერ გამოყოფილი დაფინანსება 30 სულზე გათვლილ, კაპიტალური ფერმისა და დამხმარე შენობა-ნაგებობის აშენებას მოხმარდა. ფერმერი აწარმოებს ყველს და ხორცს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ასევე ფუნციონირება დაიწყო რესტორანმა, რომელიც მიმდინარე ...

დავით ზალკალიანი დანიაში საქართველოს ელჩზე: უნდა დაერეკა და ეკითხა, რა მდგომარეობაა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, მისთვის სიურპრიზი იყო დანიის სამეფოსა და ისლანდიის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის გიგი გიგიაძის კომენტარი საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიასთან დაკავშირებით. საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ გიგი გიგიაძეს სამინისტროსთან აღნიშნულ საკითხზე კომუნიკაცია არ ჰქონია. მინისტრი ამბობს, რომ განცხადების გაკეთებამდე უმჯობესი იყო ელჩს საკითხი სამინისტროსთან გაერკვია... Читать дальше...

საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევის მუხლით დაკავებულებს ბრალი წაუყენეს

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურამ ბრალი ოფიციალურად წაუყენა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსს, ივერი მელაშვილს და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარ ინსპექტორს, ნატალია ილიჩოვას. მათ წინააღმდეგ საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. 308-ე მუხლი საქართველოს ტერიტორიული ხელშეუხებლობის დარღვევას ეხება, მისი პირველი ნაწილი კი - საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას... Читать дальше...

მთიან ყარაბაღში ვითარება დაძაბულია მძაფრი ბრძოლების შემდეგ დიპლომატიური გააქტიურების ფონზე

Radiotavisupleba.ge 

8 ოქტომბრის დილით ვითარება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დაპირისპირების ფრონტზე მთიანი ყარაბაღის გამო კვლავ დაძაბულია 7 ოქტომბერს მძაფრი ბრძოლების შემდეგ, რის ფონზეც საერთაშორისო მასშტაბით ადგილი აქვს მცდელობებს, მიაღწიონ ცეცხლის შეწყვეტას. ღამის განმავლობაში, როგორც სომხური მხარე აცხადებს, კონფლიქტის ზონაში ვითარება სტაბილური და მშვიდი იყო. სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სეპარატისტულმა ძალებმა, რომელსაც სომხეთი უჭერს მხარს, მოიგერიეს მოწინააღმდეგის იერიში და მას ზიანი მიაყენეს ცოცხალი ძალის და ტექნიკის დანაკარგის სახით. Читать дальше...

კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ბუკინგემის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედის მიიღეს (ფოტოები)

News.ge 

კემბრიჯის ჰერცოგმა და ჰერცოგინიამ ბუკინგემის სასახლეში უკრაინის პრეზიდენტი და პირველი ლედი მიიღეს. შეხვედრაზე, ყველა სამედიცინო ნიღბის გარეშე იყო, თუმცა სოციალურ დისტანციას იცავდნენ. ჰერცოგმა უილიამმა და ჰერცოგინია ქეითმა ვლადიმირ ზელენსკი და მისი მეუღლე ელენა, 94 წლის ელისაბედ II დედოფლის სახელით მიიღეს, რომელიც ახლა უინძორის სასახლეში იმყოფება და იშვიათად ესწრება სხვადასხვა ღონისძიებებს. კარანტინის მკაცრი ზომების შემსუბუქების შემდეგ, ...

ერდოღანი: ბოლო დროის პროცესებმა აჩვენა, ვინ არის სინამდვილეში მშვიდობის მომხრე

News.ge 

აზერბაინაჯის ტერიტორიების ოკუპაცია, რომელიც სომხეთის მიერ განხორციელებული გენოციდია, დაახლოებით 30 წელია გრძელდება. გენოციდსა და ოკუპაციაზე საერთაშორისო საზოგადოების სიჩუმით წახალისებული სომხეთი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აგრესიას განაგრძობს, – აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. მისივე თქმით, სომხეთი დაინტერესებულია რეგიონში კონფლიქტის დიდი ცხელი წერტილის შექმნით. „ბოლო დროის პროცესებმა აჩვენა, ვინ არის სინამდვილეში მშვიდობის მომხრე. Читать дальше...

დავით ზალკანიანი: რაც შეეხება კონკრეტულად ელჩის მხრიდან გაკეთებულ გამოხმაურებას, მეც გამიკვირდა …

News.ge 

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, დანიაში საქართველოს ელჩ გიგი გიგიაძეს ჯერ სამინისტროსთან უნდა გაერკვია, რა ხდებოდა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიასთან დაკავშირებით და განცხადება შემდეგ გაეკეთებინა. ამის შესახებ ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში ბრიფინგზე, „ინტერპრესნიუსის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „რა თქმა უნდა, ჩვენ ყველამ ერთად ვიხილეთ გენერალური პროკურატურის განცხადება, რომელშიც საუბარია სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოკვეთილ მძიმე დანაშაულის ნიშნებზე. Читать дальше...

Новости России
Москва

Эксперт сенсационно раскрыл загадку Мессинга и Жириновского.


 აშშ-ში ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები გაიმართა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ში ქალაქ სოლტ-ლეიკ სიტიში გაიმართა ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატების დებატები, რომელშიც მონაწილეობდნენ რესპუბლიკური პარტიის წარმომადგნელი, მაიკ პენსი და დემოკრატი კამალა ჰარისი. მონაწილეებმა ყველა საკითხში ურთიერთსაპირისპირო პოზიციები წარმოადგინეს. დებატები დაიწყო კოვიდ-19-ის პანდემიის მიმართ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის რეაქციის თემით. კორონავირუსით გამოწვეულ დაავადებას აშშ-ში 210 ათასი ადამიანი ემსხვერპლა.    კამარა ჰარისმა თეთრი სახლის ზომებს უწოდა „ამერიკის მთავრობის უდიდესი ჩავარდნა“. Читать дальше...

დავით ჭიჭინაძე: „ქართულ ოცნებაში“ ყოფნის პერიოდში მე ვერ დავინახე, რომ იქ არსებობდა გუნდი

Radiotavisupleba.ge 

„ქართულ ოცნებაში“ ყოფნის პერიოდში მე ვერ დავინახე, რომ იქ არსებობდა გუნდი, რასაც ესენი ეძახიან და რაღაც გარკვეული პოლიტიკა. იქ იყო ბრძოლა გავლენებისთვის“, -  განაცხადა რადიო თავისუფლების „დილის საუბრებში“ პარტია „დავით ჭიჭინაძე-ტრიბუნას“ ხელმძღვანელმა, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ. „პოლიტიკას კი არ ატარებდნენ, არამედ ცეცხლის ჩაქრობაზე იყვნენ ორიენტირებული. ანუ მთავარი იყო ის ადამიანები ვინც რაღაცას აპროტესტებდა რომ იმ მომენტში მათთვის მოეგვარებინათ სიტუაცია, როგორც მე რომ მომიგვარეს... Читать дальше...

ბანკები მზად არიან სესხები გადაუვადონ საოჯახო სასტუმროებს, აცხადებს ნათია თურნავა

Radiotavisupleba.ge 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, მცირე საოჯახო და საშუალო ზომის სასტუმროებს, მათი ინდივიდუალური მდგომარეობის გათვალისწინებით საბანკო სესხები გადაუვადდებათ, ამის თაობაზე ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის თქმით, ამ გადაწყეტილებაზე გუშინ საბანკო სფეროს წარომადგენლებთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ. „გუშინ მე და ჩემს კოლეგებს, გვქონდა ონლაინ შეხვედრა, წამყვან ბანკებთან,  საბანკო დაწესებულებელთან და მაღალი რანგის მენეჯმენტთან. Читать дальше...

კლინიკა "იავნანა": გორში ინტოქსიკაციის კერა აღარ არსებობს

Radiotavisupleba.ge 

გორში ეპიდემილოგიური კერა აღარ არსებობს. ამის შესახებ კლინიკა "იავნანას" კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ლია ლაზარაძემ აღებული ლაბორატორიული კვლევების შედეგების გაცნობის შემდეგ განაცხადა. "კვლევის შედეგების თანახმად, ეს გახლდათ ნოროვირუსი - ნაწლავური ვირუსული ინფექცია, რომელიც ძირითადად დამახასიათებელია წლის ცივი პერიოდისთვის და 2-3 დღეს გრძელდება", - აღნიშნა მან. ინტოქსიკაციის სიმპტომებით, 4-დან 7 ოქტომბრის ჩათვლით, გორში, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ "იავნანას" 1-დან 16 წლამდე ასაკის 130-მდე მოზარდმა მიმართა. Читать дальше...

დავით ჭიჭინაძე: საზოგადოება პოლარიზებულია და არც ერთი მხარე არ არის მზად, აღიაროს მეორის გამარჯვება

Radiotavisupleba.ge 

„მე ვერ ვიტყვი რა იქნება 22-23 დღის შემდეგ იმიტომ, რომ რეგიონში საკმაოდ მძაფრი სიტუაციაა, ქვეყანაში ეკონომიკაში საკმაოდ მძიმე სიტუაციაა და როგორ განვითარდება მოვლენები, ამაზე ძალიან ბევრი რამ იქნება დამოკიდებული“- განაცხადა რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" პარტია „დავით ჭიჭინაძე-ტრიბუნას“ თავმჯდომარემ, საქართველოს პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა დავით ჭიჭინაძემ. მსმენელის კითხვაზე, არის თუ არა არჩევნების შედეგების გაყალბების რისკი „ქართული ოცნების“ განცხადებებში იმასთან დაკავშირებით, რომ იგი არჩევნებში უმრავლესობის აღებას შეძლებს... Читать дальше...

მარინა ენდელაძე: კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში, 134 კი თბილისში დაფიქსირდა

News.ge 

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 472 ახალი შემთხვევიდან 230 აჭარაში, 134 კი თბილისში დაფიქსირდა. იმერეთში 68 ახალი პაციენტია, სამცხე -ჯავახეთში, ქვემო ქართლსა და სამეგრელო- ზემო სვანეთში 8-8 შემთხვევაა, შიდა ქართლში 6, ხოლო კახეთსა და მცხეთა- მთიანეთში 5-5- ახალი პაციენტია. როგორც ჟურნალისტებს მარინა ენდელაძემ განუცხადა, თბილისი ახალი შემთხვევების კუთხით საყურადღებოა, რადგან საერთო ინფიცირებულებში 22%-დან ...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Повернення Калініної до топ-50 та втрачені позиції Світоліної. Оновлені тенісні рейтинги WTA та ATP






В Кишиневе отпустили задержанного лидера оппозиционной партии «Шанс» Лунгу

Климатолог Киселев допустил подтопление некоторых российских курортов

В Москве иномарка сбила самокатчика-подростка

Инспекторы выявили 38 тысяч неиспользуемых объектов в Подмосковье