Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Май
2021

Новости за 06.05.2021

ნიკა მელიას ჯერ გადაწყვეტილი არ აქვს თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობა - კობა ნაყოფია

Radiotavisupleba.ge 

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, კობა ნაყოფია ამბობს, რომ ნიკა მელიას თბილისის მერის არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვეტილი არ აქვს. ამის შესახებ ნაყოფიამ მასთან რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შეხვედრის შემდეგ განაცხადა. "გადაწყვეტილი არ აქვს იყრის თუ არა კენჭს თბილისის მერის არჩევნებში. პირდაპირ ასე მითხრა, რომ სანამ რამე გადაწყვეტილებას მივიღებ, უნდა შევხვდე პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებს, სანამ არ დაველაპარაკები როგორც საპარლამენტო, ისე არასაპარლამენტო ოპოზიციას და ასევე, "ნაციონალური მოძრაობის" პარტიულ აქტივს"... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი შეხვდა ოპოზიციის ნაწილს

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა.  პრეზიდენტმა ინდივიდუალური შეხვედრა გამართა „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარე ხათუნა სამნიძესთან. სახელმწიფოს მეთაური შეხვდა პარლამენტის წევრ სალომე სამადაშვილს. ზურაბიშვილმა მიიღო პარტია „მოქალაქეების“ წევრი ლევან იოსელიანი. ორბელიანების სასახლეში იმყოფებოდა „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე. ზურაბიშვილთან ინდივიდუალური შეხვედრა... Читать дальше...

მართლმადიდებელი მღვდელი "ასტრაზენეკას" ვაქცინით საჯაროდ აიცრა

Radiotavisupleba.ge 

წმ. პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის მოძღვარი, გიორგი ჩაჩავა პირველი მართლმადიდებელი სასულიერი პირია, ვინც საქართველოში  საჯაროდ აიცრა კორონავირუსის საწინაღმდეგო ვაქცინით. შიდსისა და  კლინიკური იმუნოლოგიის სამეციერო პრაქტიულ ცენტში ის "ასტრაზენეკას" ვაქცინით აიცრა. მისი განმარტებით აუცილებელია მოქალაქეები გააქტიურდნენ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, ვინაიდან ქვეყნის ეკონომიკა მეტს ვეღარ გაუძლებს.  სასულიერი პირის თქმით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოებრივ აზრზე გავლენა შავრაზულმა განწყობებმა მოახდინა. Читать дальше...

Starship-ის პროტოტიპმა წარმატებული დაშვება განახორციელა

Radiotavisupleba.ge 

ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის რაკეტა, Starship-ის პროტოტიპი, რომელმაც საცდელი გაფრენა განახორციელა ათი კილომეტრის სიმაღლეზე, მიწაზე წარმატებული დაშვება განახორციელა. საცდელი ფრენის დროს ბოკა-ჩიკას პოლიგონიდან აფრენილმა Starship SN15-მა 10 კილომეტრის სიმაღლეზე განახორციელა ძრავების გამორთვა, აეროდინამიკური დამუხრუჭება, ძრავების ხელმეორე ჩართვა ხომალდის ვერტიკალურ მდგომარეობაში დასაბრუნებლად და მსუბუქად დაეშვა სასტარტო მოეფანზე. Starship-ის პროტოტიპის მთელი ფრენა 6,30 წუთი გრძელდებოდა. ეს არის... Читать дальше...

თურქმენეთში ომის ვეტერანებს აიძულებენ ფულის დადებას პრეზიდენტის საჩუქრების შესაძენად

Radiotavisupleba.ge 

თურქმენეთში მცხოვრები მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს დაავალეს დადონ ფული იმ საჩუქრებზე, რომლებსაც 9 მაისის დღესასწაულზე მათვე გადასცემს ქვეყნის პრეზიდენტი, გურბანგული ბერდიმუხამედოვი. რადიო თავისუფლების თურქმენული სამსახურის ცნობით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისგან ფული შეაგროვეს ფარაპის რაიონში. თუ რა თანხა შეგროვდა უცნობია, მაგრამ გასულ წელს ლებაპის ოლქში მცხოვრები ვეტერანები იძულებული გახდენ საჩუქრებში გადაეხადათ 1000 მანათი ($286). ხელისუფლება არ აზუტებს, თუ რა სახის მატერიალურ და ფულად... Читать дальше...

ლუკაშენკამ ათობით თანამშრომელი დაითხოვა ძალოვანი სტრუქტურებიდან

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა, ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, ძალოვანი და სამართალდამცველი სტუქტურებიდან დაითხოვა დაახლოებით 86 თანამშრომელი, რომლებიც, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, „საზოგადოებაში აძლიერებდნენ საპროტესტო განწყობებს, ორგანიზებას უკეთებდნენ და თავადაც მონაწილეობდნენ საპროტესტო ღონისძიებებში და ადამიანებს რადიკალური მოქმედებებისკენ მოუწოდებდნენ“. რეპრესირებულთა შორის არიან ევგენი იუშკევიჩი, ბელარუსის საგამოძებო კომიტეტის ყოფილი გამომძიებელი და საიტ ByChange-ის დამფუძნებელი, რომელიც ბრალდებულია... Читать дальше...



სალომე ზურაბიშვილმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა

Radiotavisupleba.ge 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, 8 თავისუფლებააღკვეთილი მსჯავრდებული შეიწყალა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. აქედან 3 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა, ხოლო 5 მსჯავრდებულს (მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს) დარჩენილი მოსახდელი სასჯელის ვადა გაუნახევრდა. საქართველოს პრეზიდენტმა შეწყალების აქტი დღეს, 6 მაისს, გამოსცა.

ჯანდაცვის მინისტრი საგანგაშოს უწოდებს კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობას

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის შეფასებით საგანგაშო და საყურადღებოა კორონავირუსით ინფიცირებულთა გარდაცვალების მაჩვენებლი, ეს კომენტარი მან მედიასთან საუბარში გააკეთა, მას შემდეგ რამ პარლამენტს დეპუტატთა ვაქცინაციის პროცესის გაცნობა დაასრულა. „ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ყოველი 100 ინფიცირებული უდრის ერთ გარდაცვლილს, ამიტომ მნიშვნელოვანი არის პრევენცია,  ვინაიდან კოვიდინფექციის ლეტალობის მაჩვენებლი წარმოადგენს მსოფლიო მასშტაბით 1- დან 2 %-ს. რა თქმა უნდა, ეს არის საგანგაშო მაჩვენებლი და სწორედ... Читать дальше...

თალიბანის მებრძოლებმა ავღანეთში ხელთ იგდეს ქვეყნის სიდიდით მეორე კაშხალი

Radiotavisupleba.ge 

დაჯგუფება თალიბანის მებრძოლება ხელთ იგდეს ქვეყნის სიდიდით მეორე წყალსაცავის კაშხალი მას შემდეგ, რაც უფრო ადრე ბრძოლით დაიკავეს ავღანეთის არმიის ორი სამხედრო ობიექტი. ყანდაარში მდებარე დაჰლას კაშხალი, რომელიც ცნობილია ასევე არგანდაბის სახელით, პროვინციის დედაქალაქიდან 40 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს და სასმელი და სარწყავი წყლით ამარაგებს მთელი პროვინციის სოფლებსა და ქალაქ ყნდაარს, რომელსაც მრავალთვიანი გააფთრებული ბრძოლების შემდეგ თალიბები აკონტროლებენ. დაჰლას კაშხალზე კონტორლის დაწესების... Читать дальше...

იწყება ქვითხუროების, ხითხუროების და კირითხუროების განაცხადების მიღება ოსტატთა რეესტრისთვის

Radiotavisupleba.ge 

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელის, თეა წულუკიანის ინიციატივით 15 ივნისამდე სამინისტრო მიიღებს ქვითხუროების, ხითხუროების და კირითხუროების განაცხადებს ოსტატთა რეესტრისთვის, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისა და კონსერვაციისთვის პროფესიონალი კადრების მობილებისა და გადამზადებისთვის იქმნება. თეა წულუკიანის მიერ წარდგენილი გეგმის მიხედვით, მას შემდეგ რაც სამინისტრო ოსტატების განაცხადებს მიიღებს, მათ გასაუბრებას ჩაუტარებს და თუკი გამოიკვეთება კვალიფიკაციის ამაღლების საჭიროება... Читать дальше...

ერევანში გაიმართა რუსეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა

Radiotavisupleba.ge 

6 მაისს ერევანში გაიმართა რუსეთისა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრების, სერგეი ლავროვისა და არა აივაზიანის შეხვედრა, რომელზეც განიხილეს როგორც ორმხრივი, ისე რეგიონული თანაშრომლობისა და უსაფრთხოების საკითხები. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დახურულ კარს მიღმა საუბრის დროს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ხაზი გაუსვა მთიანი ყარაბაღის სამშვიდობო მოწესრიგების თაობაზე ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების სამეულის -აშშ-ის, რუსეთისა და საფრანგეთის,- მონაწილეობით შეხვედრების განახლების აუცილებლობაზე. Читать дальше...

ავღანეთში თალიბანმა ქვეყნის ჩრდილოეთის რაიონი დაიკავა

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის ოფიციალური პირების თანახმად, თალიბანის მეომრებმა დაიკავეს ამ ქვეყნის ჩრდილოეთის ერთი რაიონი მთავრობის ძალებთან რამდენიმე საათიანი ბრძოლის შედეგად, ქვეყანაში ძალადობის გახშირების ფონზე, როცა აშშ-ს გაჰყავს თავისი ჯარი ომით განადგურებული ქვეყნიდან. თალიბებმა დაიკავეს ბაღლანის რაიონი მას მერე, რაც მთავრობის ძალები იძულებული იყვნენ უკან დაეხიათ ტექნიკის უქონლობის გამო, უთხრა რადიო თავისუფლებას რაიონის მეთაურმა, მოჰამად შირზადმა. პოლიციის წარმომადგენლის თქმით, თალიბებმა ბრძოლაში ბევრი მეომარი დაკარგეს. Читать дальше...

ლევან ვასაძემ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილება მიიღო

Radiotavisupleba.ge 

ულტრანაციონალისტი ბიზნესმენი ლევან ვასაძე პოლიტიკაში მოსვლას აპირებს და აფუძნებს ორგანიზაციას „ერთობა, რაობა, იმედი". "მივიღე ჩემთვის ძალიან მძიმე პირად ჭრილში გადაწყვეტილება, რომ დავემშვიდობო, ან საბოლოოდ დავემშვიდობო ჩემთვის ასე საყვარელი კერძო პირის მდგომარეობას და გადავდგა ნაბიჯი და შემოვიდე და მივიღო მონაწილეობა ამ ქვეყნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში“, - განაცხადა პრესკონფერენციაზე ლევან ვასაძემ და აღნიშნა, რომ გადაწყვეტილება ქვეყანაში არსებული ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურული, სოციალური და იდეოლოგიური კრიზისის გამო მიიღო... Читать дальше...

ბლინკენი: აშშ უკრაინასთან პარტნიორობისა და ამ ქვეყნის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ერთგულია

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, რომელიც კიევს სტუმრობს, დაადასტურა ვაშინგტონის ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი. მისი თქმით, გარედან რუსული აგრესიის გარდა, უკრაინას ებრძვის შინაგანი მტერი, კორუფციის და ოლიგარქების სახით. ენტონი ბლინკენი ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მაღალი რანგის პირველი წარმომადგენელია, რომელიც კიევში ჩავიდა. მე აქ ძალიან მარტივის მიზეზით ჩამოვედი, თქვა ბლინკენმა, პრეზიდენტ ბაიდენის სახელით „დავადასტურო ჩვენი მტკიცე ერთგულება ჩვენს ქვეყნებს შორის პარტნიორობის... Читать дальше...

ბოდბელი ეპისკოპოსი ივერი მელაშვილზე: [გარეჯში] არ უნდა ჩადიოდეს, ოპოზიციურ პარტიებში იაროს

Radiotavisupleba.ge 

ბოდბელი ეპისკოპოსი იაკობი ივერი მელაშვილსა და მთავარი არხის გადამღებ ჯგუფზე მომხდარ თავდასხმას ეხმიანება და "შეგნებულ პროვოკაციად" აფასებს. ის თვლის, რომ ივერი მელაშვილი დავიტ-გარეჯის ტერიტორიაზე არ უნდა ჩადიოდეს და მხოლოდ ოპოზიციურ პარტიებთან შეუძლია სიარული, "ტაშს ვინც უკრავდა." მეუფე იაკობი ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს სასულიერო პირების მხრიდან ძალადობის ფაქტზე პასუხობს, რომ ძალადობის მსხვერპლი მართლდმადიდებელი ეკლესია და თვითონაც არის, გარეჯში მომხდარ ფაქტს კი ხელისუფლების, ულტრანაციონალისტური ჯგუფების და საპატრიარქოს მსგავსად... Читать дальше...

რუსეთის სასამართლომ უარყო რადიო თავისუფლების კორესპონდენტის გასაჩივრება „უცხოეთის აგენტად“ მიჩნევის წინააღდეგ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ქალაქ ფსკოვის საქალაქო სასამართლომ უარყო რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების კორესპონდენტის აპელაცია მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა, „უცხოეთის აგენტების“ საეჭვო რეესტრში, მისი შეყვანის წინააღმდეგ. ფსკოვის სასამართლომ დაადგინა, რომ, სავიცკაიას შეყვანა სიაში კანონიერი იყო. სავიცკაიას ადვოკატები აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებენ. სავიცკაია და კიდევ ოთხი პირი, მათ შორის" რადიო თავისუფლების კორესპონდენტი, სერგეი მარკელოვი, „უცხოელი აგენტების“ სიაში შეიყვანეს შარშან დეკემბერში. Читать дальше...

Новости России
Москва

Олимпийский чемпион Роман Костомаров поздравил победителей номинации «Экскурсия без границ» программы «Лига Экскурсоводов»


მაია მწარიაშვილი - "არ შეიძლება ამნისტირებული მუხლით სასჯელს იხდიდეს ადამიანი"

Radiotavisupleba.ge 

ყოფილი პროკურორი, მაია მწარიაშვილი ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდის მიერ შედგენილი კანონპროექტის ხარვეზებზე ლაპარაკობს და აქვე ყურადღებას ამახვილებს მე-4 მუხლის შინაარსზე: "ეჭვი მაქვს, რომ ბევრმა, ვინც კომენტარებს იძლევა, არ წაიკითხა ეს კანონპროექტი, რადგან მთავარი პრობლემა დევს - მეოთხე მუხლში".

კანონმდებლები დღეს ჩინური ვაქცინა Sinopharm-ით საჯაროდ აიცრებიან

News.ge 

კანონმდებლები დღეს COVID-19-ის საწინააღმდეგო, ინაქტივირებული ვაქცინა Sinopharm-ს საჯაროდ გაიკეთებენ. დეპუტატებს ყოფილ რესპუბლიკურ საავადმყოფოში ელოდებიან. ასევე, Sinopharm-ით უკვე აიცრა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხათუნა ზახაშვილი. ცნობისთვის, გამთენიისას საქართველოში AstraZeneca-ს დამატებით 43 000 დოზა ჩამოვიდა. ბოლო მონაცემებით, საქართველოში უკვე აცრილია 51 600 პირი.

თუ რუსეთი უგუნურად და აგრესიულად იმოქმედებს, შეერთებული შტატები მას უპასუხებს

News.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, შეერთებული შტატები რუსეთის უგუნურ და აგრესიულ ქმედებებს უპასუხებს. „თუკი რუსეთი იმოქმედებს უგუნურად და აგრესიულად, როგორც იმოქმედა SolarWinds-ის კიბერთავდასხმის დროს, როგორც იმოქმედა ჩვენს არჩევნებში ჩარევის დროს და როგორც იმოქმედა ბატონ ნავალნისთან დაკავშირებით, ჩვენ ვუპასუხებთ,“ – აღნიშნა ბლინკენმა BBC- სთან ინტერვიუში. თუმცა, მისი თქმით, აშშ-ს სურს, რუსეთთან უფრო სტაბილური და პროგნოზირებადი ...

ედუარდ მარიკაშვილი - "ეს არის ამნისტიის პირველი შემთხვევა, როცა წინასწარი დათქმა არის გაკეთებული პირის თანხმობაზე"

Radiotavisupleba.ge 

GDI-ს თავმჯდომარე, ედუარდ მარიკაშვილი მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ ამნისტიის შესახებ კანონპროექტს აფასებს და მათ შორის, აღნიშნავს, რომ პირის მიერ ამნისტიაზე უარის ართქმის პირობა ერთი მხრივ, "სამართლებრივი ნონსენსია", მეორე მხრივ კი |"აზიანებს შეთანხმების სულისკვეთებას".

“ქართული ოცნების” პროექტის მიხედვით, ბრალდებულს ამნისტიაზე უარის თქმა შეეძლება

News.ge 

რატომ ტოვებს “ქართული ოცნება” შესაძლებლობას, ბრალდებულმა ამნისტიაზე უარი თქვას – ამ კითხვაზე პასუხს ოპოზიცია ითხოვს. ეს არ არის ერთადერთი პუნქტი, რომელიც ხელისუფლების ოპონენტებისთვის ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით გაუგებარია. 20 ივნისის მოვლენებზე მმართველი გუნდის მიერ შემუშავებულმა ამნისტიის პროექტმა პოლიტიკური დისკუსიის მორიგი რაუნდი გახსნა. “ეს კანონპროექტი სრულიად აცდენილია იმ შეთანხმებას, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. როგორც ჩანს, კობახიძის ხაზმა გაიმარჯვა, ...

ყოველდღიური მაჩვენებელი რომ საშუალოდ 1500-ია, რა თქმა უნდა, ეს ძალიან დამაფიქრებელია

News.ge 

2171 ინფიცირებული დღე-ღამეში – ეს ბოლო პერიოდის კოვიდსტატისტიკის ანტირეკორდია. დადებითობის დღიური მაჩვენებელი უკვე გასცდა 8 პროცენტს. ვირუსს კიდევ 24 ინფიცირებული ემსხვერპლა. გამოჯანმრთელდა 1074. სიტუაციას დამაფიქრებელს უწოდებს დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე. “ყოველდღიური მაჩვენებელი რომ საშუალოდ 1500, რა თქმა უნდა, არის ძალიან დამაფიქრებელი და კიდევ და კიდევ გზა დღეს, რომ თავი დავიცვათ, ...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Сумасшедший матч «Реала», Медведев опустился в рейтинге ATP. Главное к утру






Уголовное дело возбудили после стрельбы и поножовщины на юге Москвы

Опять «Березка». В Москве хотят вновь открыть «магазин для избранных»

Глава Лобни встретилась с жителями города на выездной встрече

Блинкен заявил, что народ Ирана выиграл от гибели президента Раиси