Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Март
2022

Новости за 20.03.2022

რუსი სამხედრო მაღალჩინოსანი: ყველას, ვინც იარაღს დაყრის, გარანტირებული ექნება მარიუპოლიდან უსაფრთხო გასვლა

News.ge 

რუსეთის თავდაცვის მართვის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, გენერალ-პოლკოვნიკმა მიხაილ მიზინცევმა მარიუპოლში უკრაინელ სამხედროებს იარაღის დაყრისკენ მოუწოდა – ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „როიტერსი“ იუწყება. “საშინელი ჰუმანიტარული კატასტროფა განვითარდა”, – აღნიშნა გენერალ-პოლკოვნიკმა მიზინცევმა. „ყველას, ვინც იარაღს დაყრის, გარანტირებული ექნება მარიუპოლიდან უსაფრთხო გასვლა“, – დასძინა სამხედრო მაღალჩინოსანმა და თქვა, რომ ჰუმანიტარული დერეფნები მარიუპოლიდან ორშაბათს, 21 მარტს, მოსკოვის დროით 10 საათზე... Читать дальше...

მარიუპოლის მახლობლად რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარდლის მოადგილე მოკლეს

Radiotavisupleba.ge 

ქალაქ მარიუპოლის მახლობლად საბრძოლო მოქმედებების დროს დაიღუპა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოადგილე, 1-ლი რანგის კაპიტანი, ანდრეი პალი. ამის შესახებ კვირას რუსეთის მიერ ანექსირებული სევასტოპოლის გუბერნატორმა ანექსირებულ ყირიმში, მიხაილ რაზვოზჟაევმა და სენატორმა ეკატერინა ალთაბაევამ განაცხადეს. პალი ერთ-ერთია იმ მაღალი რანგის რუს სამხედრო მოსამსახურეთა შორის, რომლებიც უკრაინასთან ომის დროს დაიღუპნენ. კერძოდ, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ ომის დაწყებიდან რუსეთის არმიამ ხუთი რუსი გენერალი დაკარგა. Читать дальше...

ლოიდ ოსტინი: რუსეთი ჰიპერზებგერითი რაკეტებით ომის მსვლელობას მნიშვნელოვნად ვერ შეცვლის

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ს თავდაცვის მინისტრი ლოიდ ოსტინი მიიჩნევს, რომ რუსეთის ჰიპერზებგერითი რაკეტების გამოყენება მნიშვნელოვან როლს არ თამაშობს უკრაინის წინააღმდეგ ომში. "ამას ომის მიმდინარეობის მნიშვნელოვან ცვლილებად არ მივიჩნევდი. ვფიქრობ, მიზეზი, რის გამოც იგი (პუტინი) ამ ტიპის იარაღს იყენებს, მდგომარეობს იმაში, რომ მას სურს აღადგინოს შეტევითი პოტენციალი. ისევ და ისევ, ჩვენ დავინახეთ, რომ ის თავს ესხმის ქალაქებსა და დასახლებულ პუქნტებს, მშვიდობიან მოქალაქეებს და ვფიქრობთ, რომ ეს კიდევ გაგრძელდება,"-მოჰყავს სააგენტო ფრანს პრესს ლოიდ ოსტინის სიტყვები... Читать дальше...

ვოლოდიმირ ზელენსკი ქნესეთს: რატომ არ დაუწესა ისრაელმა რუსეთს ძლიერი სანქციები?

Radiotavisupleba.ge 

„ჩვენ ვკითხულობთ, რატომ არ შეგვიძლია მივიღოთ თქვენგან იარაღი, რატომ არ დაუწესა ისრაელმა რუსეთს ძლიერი სანქციები ან არ ახორციელებს ზეწოლას რუსულ ბიზნესზე?!“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 20 მარტს ისრაელის კანონმდებლების წინაშე ვირტუალური გამოსვლის დროს. უკრაინის პრეზიდენტმა მიანიშნა ისრაელის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაზე, რომელიც საუკეთესოა მსოფლიოში და გაუმეორა თხოვნა, რუსეთისგან თავის დასაცავად სამხედრო აღჭურვილობის მიწოდების და მხარდაჭერის უზრუნველყოფის შესახებ. Читать дальше...

ჯო ბაიდენი ევროპული ტურნეს ფარგლებში უკრაინაში ჩასვლას არ გეგმავს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მომავალ კვირას ევროპაში ვიზიტის დროს უკრაინაში ჩასვლას არ აპირებს. ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა ჯენ საკიმ სოციალურ ქსელ ტვიტერში დაწერა.  "მოგზაურობა ფოკუსირებული იქნება იმაზე, რომ გაგრძელდეს მსოფლიოს გაერთიანება უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და პრეზიდენტ პუტინის უკრაინაში ინტერვენციის წინააღმდეგ, მაგრამ უკრაინაში ვიზიტის გეგმები არ არსებობს", - წერს საკი. მისივე თქმით, თეთრი სახლი პრეზიდენტ ბაიდენის მოგზაურობის შესახებ დამატებით დეტალებს მოგვიანებით გამოაცხადებს. Читать дальше...

ქართველების ცხედრების ევაკუაციაში მეც ვმონაწილეობდი - ინტერვიუ უკრაინელ მოხალისე მებრძოლთან

Radiotavisupleba.ge 

18 ივნისს ცნობილი გახდა, რომ საქართველოდან უკრაინაში მოხალისედ წასული ქართველი მებრძოლებიდან ორი - დავით რატიანი და გია ბერიაშვილი დაიღუპა. მეორე დღეს მესამე ქართველი მოხალისე მებრძოლის ბახვა ჩიქობავას დაღუპვის შესახებაც გავიგეთ.

სლოვაკეთში ჩავიდნენ პირველი ქვედანაყოფები სისტემა Patriot-ის გასაშლელად

Radiotavisupleba.ge 

სლოვაკეთში ჩავიდნენ ნატოს პირველი დანაყოფები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან პატრიოტის საჰაერო თავდაცვის სისტემის განლაგებაზე, - ამის შესახებ სოციალურ ქსელ ფეისბუკში ვრცელი ცნობა გამოაქვეყნა სლოვაკეთის თავდაცვის მინისტრმა, იაროსლავ ნადმა.    ამერიკული საჰაერო თავდაცვის კომპლექსები სლოვაკეთის ცენტრალურ ნაწილში, სლიაჩის საჰაერო ძალების ბაზაზე განთავსდება, განაცხადა მინისტრმა. "ამჟამად სხვა განლაგების ადგილები ექსპერტებთან ერთად განიხილება „პეტრიოტის“ სისტემის შესაძლებლობების გათვალისწინებით ისე... Читать дальше...

საქართველოს ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით ტურში, თბილისის „დინამოარენაზე“ უშუალო კონკურენტს - ესპანეთის ნაკრებს აჯობა და რაგბი ევროპის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ბორჯღალოსნებსაც და ესპანელებსაც, ამ თამაშამდე ჰქონდათ განაღდებული მსოფლიოს 2023 წლის თასის ფინალური ეტაპის საგზურები. დღევანდელ მატჩს კი მიმდინარე სეზონის უძლიერესი გუნდის ვინაობა უნდა გაერკვია. ამოცანა ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა შეასრულა, თან საკმაოდ ადვილად, ანგარიშით 49:15. ქართველთაგან ორ-ორი ლელო გაიტანეს აკა ტაბუცაძემ და ოთარ გიორგაძემ. Читать дальше...



გაეროს თანახმად, ომის გამო საკუთარი სახლები უკრაინის მოსახლეობის თითქმის მეოთხედმა დატოვა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მიერ დაწყებული ფართომაშტაბიანი ინტერვენციის გამო უკრაინის მოსახლეობის მეოთხედმა დატოვა საკუთარი სახლები ან ქვეყანა. ამის შესახებ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესმა კომისარმა ფილიპო გრანდიმ განაცხადა. 2022 წლის დასაწყისში უკრაინის ტერიტორიაზე 41 მილიონი ადამიანი ცხოვრობდა. მათგან სამ მილიონზე მეტი, გაეროს მონაცემებით, საზღვარგარეთ არის წასული. ექვს ნახევარი მილიონი ადამიანი კი ქვეყნის უსაფრთხო ადგილებში გადაადგილდა. გაეროს შეფასებით რუსეთის არმიის სამხედრო მოქმედებებმა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე... Читать дальше...

სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა ბელგიაში კარნავალზე მყოფ ხალხში ავტომობილის შევარდნის შედეგად

Radiotavisupleba.ge 

სულ მცირე 4 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ბელგიის სამხრეთში დილით, კარნავალის მონაწილეთა რიგებში ავტომობილის დიდი სისწრაფით შევარდნის შედეგად. ინციდენტი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელიდან დაახლოებით 50 კილომეტრის დაშორებით მოხდა, სადაც გამთენიისას ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილ დაახლოებით 150 ადამიანი შეიკრიბა ყოველწლიურ ფოლკლორულ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად. ავტომობილში მყოფი პირები პოლიციამ დააკავა. ინციდენტის გამომწვევი მიზეზის შესახებ ცნობები თავდაპირველად არ გავრცელებულმა, მაგრამ ადგილობრივი მედიის ინფორმაციით... Читать дальше...

ნატოს აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად აშშ-ი ბულგარეთში ჯავშანსატანკო ქვედანაყოფის განთავსებას გეგმავს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ი Stryker-ს კლასის ქვეითთა ჯავშანმანქანების ასეულს განათავსებს ნატოს იმ საბრძოლო ჯგუფის მხარდასაჭერად, რომელიც უკრაინაში რუსეთის ინტერვენციის ფონზე დასავლეთის ალიანსის მიერ აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების მიზნით ბულგარეთში იქმნება. ამის შესახებ 19 მარტს აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინისა და მისი ბულგარელი კოლეგის, კირილ პეტკოვის შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ითქვა. Stryker-ი ეს არის რვაბორბლიანი, მაღალი მობილურობის მქონე საბრძოლო ჯავშანმანქანა, რომელიც წარმატებით გამოიყენებოდა მრავალ საერთაშორისო კონფლიქტში... Читать дальше...

Reuters: აშშ-მ თურქეთს S-400 ანტისარაკეტო სისტემის უკრაინისთვის გადაცემა შესთავაზა

News.ge 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა თურქეთს არაოფიციალურად შესთავაზე უკრაინისთვის რუსული წარმოების S-400 ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის გადაცემა. ინფორმაციას Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. გამოცემის ცნობით, ამერიკელი ოფიციალური პირები თურქ კოლეგებს წინადადებას გასული თვის განმავლობაში სთავაზობდნენ, თუმცა კონკრეტული ან ოფიციალური მოთხოვნით არ მიუმართავთ. მათივე ცნობით, უკრაინისთვის S-400 სისტემების გადაცემაზე საუბარი ასევე წამოიჭრა თებერვალში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თურქეთში ვიზიტის დროს. ანალიტიკოსების აზრით... Читать дальше...

მიტინგები გაიმართა უკრაინის ოკუპირებულ ქალაქებში

Radiotavisupleba.ge 

20 მარტს ისევ გამოვიდა ქუჩაში რუსეთის ჯარების კონტროლის ქვეშ მყოფი ხერსონის, კახოვკისა და ბერდიანსკის მოსახლეობა, რომელიც ერთიანი უკრაინის მხარდამჭერ ლოზუნგნებს სკანდირებდა. აქციის მონაწილეები აფრიალებედნენ უკრაინის ეროვნულ დროშას და ასევე სკანდირებდნენ: "წადით სახლში!", "ერთი, ერთადერთი, ერთიანი უკრაინა!", "ვინ ვართ ჩვენ? უკრაინელები!", "დიდება უკრაიანის შეიარაღებულ ძალებს!" და სხვა.

ზურაბ მაღრაძე: საქართველოში ომი არ იქნება

News.ge 

“საქართველოში ომი არ იქნება გაგიკვირდებათ ალბათ თუ როგორ და რატომ? ან სად არის გარანტია? შევეცდები მოკლედ ვთქვა. პანდემიის შემდეგ ჩინეთის ეკონომიკის დაგეგმილმა ზრდამ გეგმას გადააჭარბა. ომამდე გითხარით, რომ რუსეთზე გამავალი სარგინიგზო გადაზიდვები შეწყდება. ეგრე აგიხდეთ ყველაფერი. მანამდე სხვა კიდევ ბევრი რამ გითხარით… 2021 წელი ევროკავშირმა რომ რკინიგზის წლად გამოაცხადა, ეს ახალი გეოპოლიტიკური წესრიგის სიგნალი იყო ...

საია: „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივა კომპეტენციის შესახებ დავის თაობაზე პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული ანგარიშსწორებაა

News.ge 

საია აცხადებს, რომ მმართველი პარტიის საკანონმდებლო ინიციატივა კომპეტენციის შესახებ დავის თაობაზე პრეზიდენტის წინააღმდეგ მიმართული ანგარიშსწორებაა და პარლამენტს მოუწოდებს, არ დაუჭიროს მხარი ინიცირებულ კანონპროექტს საიას განმარტებით, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს მოქმედ კანონმდებლობაში, იმპიჩმენტის პროცედურის მიღმა, არ არსებობს მექანიზმი ქვეყნის პირველი პირის წინააღმდეგ უშუალოდ წამოიწყოს დავა რომელიმე კონსტიტუციურმა ორგანომ, „ქართულმა ოცნებამ” გადაწყვიტა, ცვლილება შეიტანოს საკონსტიტუციო სამართალწარმოების მარეგულირებელ კანონში... Читать дальше...

მინსკი ყალბი სოციალური ანგარიშებით ცდილობს ხაფანგში გააბას უკრაინაში ბრძოლის მსურველი ბელარუსები

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის ხელისუფლება, შესაძლოა, სოციალურ ქსელებში შექმნილი ყალბი ანგარიშებით ხაფანგს უგებდეს იმ მოქალაქეებს, რომლებსაც რუსეთის ინტერვენციის წინააღმდეგ უკრაინის მხარეზე მოხალისედ ბრძოლა სურთ. ამის შესახებ ბელარუსის ოპოზიციის ლიდერებმა ხმამაღალი საუბარი დაიწყეს მას შემდეგ, რაც მარტის დასაწყისში უცხოეთის კონფლიქტში მონაწილეობისა და სოციალური სიძულვილის გაღვივებისთვის დააკავეს სერგეი ჰრიბოჩევი. ამ დაკავების შესახებ ცნობა 14 მარტს გაავრცელა ბელარუსის პროსახელისუფლებო ტელეგრამის არხმა. ვიდეოზე ჩაწერილ... Читать дальше...

აქცია გაიმართა ახალციხეში „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან

Radiotavisupleba.ge 

ახალციხეში, კეცხოველის ქუჩაზე „კონსერვატიული მოძრაობის“ ოფისთან გამართული საპროტესტო აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა. აქციის მონაწილეებმა და  „ალტ-ინფოსთან“ დაკავშირებული პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერებმა ერთმანეთი სამშობლოს ღალატში დაადანაშუალეს. აქციის მონაწილეთა შორის იყვნენ ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები. ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, რის გამოც ქალაქის ცენტრში საპატრულო პოლიციის დამატებითი ეკიპაჟების გამოძახება გახდა საჭირო. აქციის მონაწილეებმა „კონსერვატიული... Читать дальше...

მეუფე ნიკოლოზი: დღესაც თქვენს თვალწინ გავიმეორებ: რუსეთი არის ოკუპანტი

News.ge 

საქართველოს ეკლესია ყოველთვის ამბობდა და დღესაც თქვენს თვალწინ გავიმეორებ: რუსეთი არის ოკუპანტი, მას ოკუპირებული აქვს საქართველოს ტერიტორიის 20%. ამას ვამბობთ სულ და რატომ ამბობთ, რომ თავს ვარიდებთ?, – ამის შესახებ ახალქალაქისა და კუმურდოს ეპარქიის მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, რუსეთშიც კი ყოველთვის საჯაროდ ამბობს, რომ რაც რუსეთმა საქართველოს მიმართ განახორციელა, აგრესიაა. „მე რუსეთში ...

უკრაინა: დაღუპულია თითქმის 15 000 რუსი ჯარისკაცი

News.ge 

უკრაინის სამხედრო ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ თითქმის 15 000 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა. უკრაინის გენერალური შტაბის Facebook-ის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 25 დღის განმავლობაში 14.700 რუსი ჯარისკაცი დაიღუპა. ამავე მონაცემებით, რომ კონფლიქტის დროს განადგურდა რუსული სამხედრო ტექნიკის უზარმაზარი რაოდენობა, მათ შორის დაახლოებით 476 ტანკი, 200-ზე მეტი თვითმფრინავი, ვერტმფრენი, დრონი ...

Новости России
Москва

Форум Доноров представил результаты первой лаборатории проекта «Музеи и меценаты»


მიტროპოლიტი შიო: „ვილოცოთ, რათა მშვიდობა დამყარდეს და უკრაინა გადარჩეს“

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) სამების ტაძარში შეკრებილ მრევლს მოუწოდა, ილოცონ უკრაინისთვის. „დღეს, ძვირფასო ძმებო და დებო, არის ხსენება კიევის ქვაბთა შინა დავანებულ წმინდა მამათა. და, რა თქმა უნდა, ჩვენ დღეს არ შეგვიძლია, რომ არ ვახსენოთ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები. ამასთან დაკავშირებით საოცრად დაემთხვა. თქვენ ალბათ იცით, რომ მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ რამდენიმე დღის წინ გააკეთა... Читать дальше...

Telegram: დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და ქართული ლეგიონის მიერ მოხდა ოპუპანტთა კოლონის სრული ლიკვიდაცია

News.ge 

უკრაინია სპეცოპერაციათა ძალების, დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და ქართული ლეგიონის მიერ მოხდა ოპუპანტთა დიდი კოლონის სრული ლიკვიდაცია, დიდძალი ცოცხალი ძალის განადგურება. ვიდეო იხილეთ აქ

ლია ახეჯაკოვას შესაძლოა ტიტულები ჩამოართვან

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა, ეკატერინა სტენიაკინამ მკვეთრად დაგმო საზოგადოებისთვის ცნობილი ადამიანები, რომლებმაც დატოვეს რუსეთის ტერიტორია რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ „უკრანაიაში დაწყებული სპეცოპერაციის“ გამო. რუსი დეპუტუტის აზრით, ასეთ ხელოვანებს უნდა ჩამოერთვათ სახელმწიფო წოდებები და ჯილდოები. „ნებისმიერ საჯარო პირს ჰყავს თაყვანისმცემლებისა და მიმდევრების უზარმაზარი აუდიტორია, ვისთვისაც კერპის ნებისმიერი სიტყვა თუ საქციელი ერთგვარი დოგმაა, ხოლო როდესაც საჯარო პირს... Читать дальше...

უკრაინის გენშტაბი რუსული არმიის დანაკარგების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაახლა მონაცემები იმ დანაკარგების შესახებ, რომელიც, უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთის არმიამ განიცადა უკრაიანიაში შეჭრის შემდეგ. ომის დაწყებიდან რუსეთის დანაკარგების სია ასე გამოიყურება: 476 ტანკი 1487 ჯავშანმანქანა 230 ერთეული საარტილერიო სისტემა 47 ერთეული სარაკეტო სისტემა 44 ერთეული ჰაერსაწინააღმეგო სისტემის საშუალება 96 თვითმფრინავი 118 შვეულმფრენი 947 ავტომობილი 3 კატარღა 60 საწვავის ავზი 21 უპილოტო საფრენი აპარატი 12 სპეციალური ტექნიკა უკრაინის... Читать дальше...

უკრაინელი გენერალი მიკოლა მალომუჟი: ბირთვული ომის შემთხვევაში პუტინი ბუნკერს ამზადებს

News.ge 

უკრაინის არმიის გენერალი და უკრაინის დაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, მიკოლა მალომუჟი ამბობს, რომ ბირთვული ომისთვის რუსეთის ხელისუფლება, შესაძლოა, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში მიწისქვეშა ქალაქს ამზადებდეს. ამის შესახებ მან უკრაინულ გამოცემა Obozrevatel-თან ინტერვიუში  ისაუბრა. აღნიშნულს ირიბად 17 მარტს განხორციელებული სამთავრობო ფრენები ადასტურებს, აცხადებს გენერალი. “აღმოსავლეთ რუსეთში საბჭოთა ეპოქაში ომის დროს თავდაცვის ობიექტები, როგორიცაა ბირთვული, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. ამიტომ რუსეთი მუდმივად დაზღვეულია... Читать дальше...

ამირან გამყრელიძე: „საგანგაშოდ დაბალია აცრის მაჩვენებელი, თუმცა სიტუაცია დასტაბილურდა“

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს დაავადებათა კონრტოლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, საქართველოში თანდათან დასტაბილურდა კორონავირუსულ ინფექციასთან დაკავშირებული ეპიდსიტუაცია. 20 მარტის ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 475 ახალი შემთხვევა, გარდაიცვალა 20 ადამიანი. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: დღიური მაჩვენებელი 5.72%-ია, ბოლო 14 დღისა - 8.47%, ხოლო 7 დღისა - 5.54%. ამირან გამყრელიძის თქმით, ასევე მნიშვნელოვანდ შემცირდა საავადმყოფოების დატირთვაც... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

«У меня больше нет сил бороться». Елена Рыбакина раскритиковала WTA






Самым популярным автомобилем Hongqi в России в 2024 году стал седан H5

У верхоянского уголовника изъяли незаконное оружие и патроны

На рынке "Москва - на волне" готовят особую программу для финала фестиваля "Пасхальный дар"

Более 70 тыс тюльпанов, бегоний и гиацинтов высадят в городские клумбы Химок