Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Март
2022

Новости за 08.03.2022

კიევის ეროვნული უნივერსიტეტი რიჟვაძეზე: ძალიან ვწუხვართ, რომ ჩვენს ყოფილ სტუდენტს უკრაინა არ შეუყვარდა

Radiotavisupleba.ge 

ტარას შევჩენკოს სახელობის კიევის ეროვნული უნივერსიტეტი ოფიციალურ საიტზე განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის თორნიკე რიჟვაძის ბიოგრაფიულ ინფორმაციაში არსებული უზუსტობაზე წერს. განცხადებაში ნათქვამია, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძეს არ მიუღია კიევის უნივერსიტეტის დიპლომი: „2015 წელს ჩააბარა კიევის ტარას შევჩენკოს ეროვნული უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტის ასპირანტურაში, ხოლო 2017 წელს ოჯახური გარემოების გამო საკუთარი ნებით გარიცხეს. Читать дальше...

გერმანიის პროკურატურამ დაიწყო რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი სავარაუდო ომის დანაშაულის გამოძიება

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის ფედერალურმა პროკურატურამ დაიწყო რუსეთის სავარაუდო სამხედრო დანაშაულების გამოძიება უკრაინის ტერიტორიაზე შეიარაღებული აგრესიის დაწყების შემდეგ. სააგენტო dpa-ს თანახმად, პროკურორებს აქვთ მონაცემები, რომლებიც მიუთითებენ უკვე ჩადენილ დანაშაულებზე და არსებობს იმის ალბათობა, რომ მათი რიცხვი უფრო გაიზრდება. დეტალებს სააგენტო არ აზუსტებს. გამოცემა Spiegel-ი, სასამართლო წრეების წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ პროკურატურა ამოწმებს ცნობებს რუსეთის არმიის მიერ კასეტური ბომბების შესაძლო გამოყენებისა... Читать дальше...

ზელენსკის ემოციური გამოსვლა ჰქონდა ბრიტანეთის პარლამენტის წინაშე

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრიტანეთის პარლამენტს მიმართა, გაიხსნა ამ ქვეყნის პრემიერი, უინსტონ ჩერჩილი, ასევე შექსპირი და თქვა, რომ მისი ქვეყანა ბოლომდე იბრძოლებს რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ქალაქებში, ველებზე და მდინარეების ნაპირებზე. ზელენსკიმ ბრიტანელ კანონმდებლებთან მიმართვისას თქვა: „ჩვენ არ დავნებდებით და არ დავმარცხდებით“, რითაც მინიშნება გააკეთა ჩერჩილის გამონათქვამზე მეორე მსოფლიო ომის რთულ დღეებში: „არასოდეს დანებდე“. დეპუტატებით სავსე თემთა პალატის წინაშე ვირტუალური გამოსვლისას ზელენსკიმ მოუწოდა ბრიტანეთს... Читать дальше...

პოლონეთი თავის MIG-29 ტიპის ყველა საბრძოლო თვითმფრინავს აშშ-ის სამხედრო ბაზაზე, რამშტაინში განალაგებს

Radiotavisupleba.ge 

პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა განცხადება, რომელიც უკავშირდება აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებას, უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდების შესახებ. განცხადებაში წერია, რომ პოლონეთის ხელისუფლება პრეზიდენტსა და მთავრობას შორის კონსულტაციების შემდეგ მზად არის თავისი ყველა MIG-29-ის ტიპის თვითმფრინავი „დაუყოვნებლივ და სასყიდლის გარეშე“განათავსოს აშშ-ის რამშტაინის სამხედრო ბაზაზე და გადავიდეს ისინი აშშ-ის მთავრობის განკარგულებაში. ამავე დროს, ვკითხულობთ პოლონეთის საგარეო უწყების განცხადებაში... Читать дальше...

„მაკდონალდსი" რუსეთში რესტორანებს დროებით დახურავს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში 850-ვე რესსტორნის დახურვის გადაქვეტილება მიიღო „მაკდონალდსმა". კომპანიის პრეზიდენტის კრის კემპკინსკი ღია წერილში აღნიშნავს, რომ რუსეთში დასაქმებული 62,000 თანამშრომლისთვის ხელფასის გადახდას გააგრძელებს, „თავიანთი გული და სული ჩადეს მაკდონალდსის ბრენდში". თუმცა ის აცხადებს, რომ ახლა რესტორნების დახურვა სწორია.  „ჩვენი ღირებულებები ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია უგულებელვყოთ უაზრო ადამიანური ტანჯვა, რომელიც ხდება უკრაინაში“, - მიიჩნევს „მაკდონალდსის" პრეზიდენტი.  კემპკინსკი ვერ აზუსტებს... Читать дальше...



„თუ არ არსებობდა ქალაქების აღების... განზრახვა, მაშინ უსარგებლო იყო ამ ოპერაციის დაწყება“ - რას ხედავენ მოსკოვიდან, როდესაც უყურებენ ომს

Radiotavisupleba.ge 

ვლადიმირ პუტინი ბოლო ტელეგამოსვლებში იმეორებს, რომ უკრაინაში გეგმურად, დამაჯერებლად მიიწევს წინ. ირწმუნება, რომ არ სჭირდება "სამხედრო ოპერაციაში' რეზერვისტებისა თუ წვევამდელების გამოყენება. ომი რუსეთმა 24 თებერვალს დაიწყო და 13 დღის განმავლობაში რუსეთის "ძლევამოსილი არმიის" მითი დაამსხვრია.

ვლად გეორგე: „რუსი ოლიგარქების აქტივები კი არ გავყინოთ, გავყიდოთ და უკრაინას დავეხმაროთ“

Radiotavisupleba.ge 

„ეს ფაქტობრივად მარშალის გეგმაა უკრაინისთვის, მაგრამ აგრესორის ფულით. ამ მიდგომას ჩემი ბევრი კოლეგა იზიარებს“, - ეუბნება ევროპარლამენტის წევრი რუმინეთიდან, ვლად გეორგე რადიო თავისუფლებას. „პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს, მოგიწოდებთ, შექმნათ უკრაინის აღორძინების ფონდი, რომელიც დაფინანსდება ნაწილობრივ ევროკავშირის რესურსებიდან და ნაწილობრივ რუსეთის იმ მოქალაქეების აქტივების გაყიდვით, რომლებიც ევროკავშირის სანქციების სამიზნე გახდნენ და რომელთა აქტივები გაყინულია“, - ამ წერილით გეორგემ ევროკომისიის პრეზიდენტს გასულ კვირას მიმართა. Читать дальше...

გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე უკრაინის ხელისუფლებას აკრიტიკებს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შესახებ ჟურნალისტებთან ილაპარაკა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ. მან უკრაინის ხელისუფლება გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ 45-მილიონიანი ქვეყანა რუსეთის დაჟანგულ არმიას წინააღმდეგობას უნდა უწევდეს. „უკრაინის ხელისუფლებაზე უკვე კარგი წარმოდგენა აღარ მაქვს, იმიტომ რომ, როცა საქართველო უამრავ დახმარებას უწევს, რაღაც თემებით არიან დაინტერესებულნი. მიხედე იქ, უკრაინაში… 45-მილიონიან სახელმწიფოს ის ძალა არ ჰქონდა, რომ ამ დაჟანგებული რუსული არმიისთვის ელემენტარული წინააღმდეგობა გაეწია"... Читать дальше...

4000 ლარი 55 კვ.მ-ში - თბილისში ბინის ქირის ფასი გასამმაგდა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში ბინების ქირის ფასმა რადიკალურად მოიმატა. მას შემდეგ, რაც რუსეთს უკრაინაში ომის გამო სანქციები დაუწესეს, რუსეთის ბევრი მოქალაქე დროებით თუ სამუდამოდ სხვადასხვა ქვეყანაში გაემგზავრა, მათ შორის ჩამოვიდნენ საქართველოშიც, რამაც ბინის ქირაზე ფასი მინიმუმ გააორმაგა. „დილა მშვიდობისა, მე, ჩემი მეგობარი და ძაღლი (საშუალო ზომის) ერთ ან ოროთახიან ბინას ვეძებთ. სასურველია მეტროსთან ახლოს, დაახლოებით 300 დოლარად“, - ინგლისურად წერს გოგონა ფეისბუკჯგუფში, რომლის მეშვეობითაც საქართველოში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები ერთმანეთს ინფორმაციას უცვლიან. Читать дальше...

დე ფაქტო ცხინვალი დონბასის არაღიარებულ რესპუბლიკებში ე.წ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს გახსნის

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ.საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება დონეცკის და ლუგანსკის არაღიარებულ რესპუბლიკებთან ურთიერთობების შემდგომი განვითარებისა და განმტკიცების შესახებ. დე ფაქტო საგარეო უწყება აცხადებს, რომ ე.წ დიპლომატიური წარმომადგენლობების გახსნის დაჩქარებაზე აკეთებს აქცენტს. მედოევის უწყებაში აღნიშნავენ, რომ ცხინვალი ყურადღებით აკვირდება დონბასის ე.წ რესპუბლიკებში არსებულ ვითარებას რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მიერ 24 თებერვალს დაწყებული „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ ფონზე. Читать дальше...

ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ აშშ რუსეთის ნავთობს აღარ შეისყიდის. უკრაინა 12 მილიარდი დოლარის დახმარებას მიიღებს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ აშშ აღარ შეისყიდის რუსეთისგან ნედლ ნავთობს. ამის შესახებ ბაიდენმა 8 მარტს ილაპარაკა. მან განმარტა, რომ იცის, ეს ნაბიჯი გამოიწვევს საწვავზე ფასის ზრდას, მაგრამ ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს ზარალი, რომელიც ამერიკაში ბიზნესს და ოჯახებს მიადგება, მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი, ბაიდენის თქმით, აშშ თავის ევროპელ პარტნიორებს მხარში დაუდგება და შეეცდება, უკრაინელი ლტოლვილების ამ ქვეყნებში ჩასვლის ტვირთის ზიდვა მათ მარტო არ მოუწიოთ. ბაიდენმა გამოაცხადა ასევე... Читать дальше...

ქალების ხმები ომის დროს:„როგორ აიტანს გული ამას?“

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა 24 თებერვალს უკრაინაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა განახორციელა და მეზობელ ქვეყანაში სიკვდილი და ნგრევა შეიტანა. 2 მილიონზე მეტი უკრაინელი იძულებული გახდა, თავი სხვა ქვეყნებისთვის შეეფარებინა, ბევრი კი უსახლკაროდ დარჩა.

Новости России
Москва

«Страна забытых сказок» в «Геликон-опере». Детское радио приглашает


Сильные, смелые, решительные: женщины-первооткрывательницы Грузии

ИА «Новости-Грузия» 

Не стоит 8 марта желать женщинам "оставаться такими же хрупкими, красивыми, чтобы радовать глаз". Ведь изначально этот праздник появился как день солидарности женщин в борьбе за равные права и эмансипацию

“მე მაინტერესებს ბილეთი გავყიდო, რით - ეგ არ მადარდებს” - “ჯორჯიან ეარვეისმა” გადახდის სისტემებში რუსული “Мир”-ი დაამატა

Radiotavisupleba.ge 

7 მარტს “ჯორჯიან ეარვეისის” საიტზე გადახდის სისტემაში მასტერქარდისა და ვიზას გვერდით რუსული “Мир”-იც  გაჩნდა. უპრეცედენტო ფინანსური სანქციების შემდეგ ეს ერთადერთი საშუალებაა რუსეთის მოქალაქეებისთვის, რომლებიც რუსულ  ბარათებს ფლობენ, ივაჭრონ ონლაინ ან საზღვარგარეთ გადარიცხონ ფული, თუმცა არა ყველგან.

"Эхо Москвы"-ს სიხშირეზე რუსეთის მთავრობის დაფინანსებული Sputnik-ი ჩაირთვება

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში ომის დროს დაწესებული ცენზურის გამო დახურული რადიოსადგურის "Эхо Москвы" -ს სიხშირეზე RT-ს ( RUSSIA TODAY) ჰოლდინგში შემავალი რუსეთის მთავრობის დაფინანსებაზე მყოფი რადიოსადგური Sputnik-ი ჩაირთვება. ინფორმაცია RT-ს ტელეგრამ-არხში გაავრცელეს. პირველი ეთერი 9 მარტს იგეგმება და მსმენელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელთან მარია ზახაროვასთან, სახელმწიფო დუმის დეპუტატთან ანატოლი ვასერმანთან და კრემლის პროპაგანდისტ ბლოგერებთან გერმან კლიმენკოსა და დმიტრი პუშკოვთან ინტერვიუებს მოასმენინებენ. Читать дальше...

თეთრი სახლი: პრეზიდენტი ბაიდენი რუსეთის წინააღმდეგ დამატებით ზომებს გამოაცხადებს „გაუმართლებელი ომის“ გამო

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გამოაცხადებს მოსკოვის წინააღმდეგ დამატებითი ზომების შესახებ უკრაინაში წამოწყებული გაუმართლებელი ომის გამო, იტყობინება თეთრი სახლი. მისი გამოსვლა დაგეგმილია 8 მარტს, თბილისს დროით 19:45 საათისთვის. რა ზომებზე იქნება ლაპარაკი, არ დაზუსტებულა, მაგრამ მედია, წყაროზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ბაიდენი აკრძალავს რუსეთიდან ენერგომატარებლების შესყიდვას. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენჯერმე მოუწოდა დასავლეთს, შეწყვიტოს რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვა, რაც კრემლის შემოსავლის მთავარი წყაროა. Читать дальше...

შოთა დიღმელაშვილი მთავრობის ადმინისტრაციისთვის კვერცხების სროლის გამო დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

სამოქალაქო აქტივისტი შოთა დიღმელაშვილი, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციასთან სხვა აქტივისტების დაკავებას აპროტესტებდა, დააკავეს. მან ადმინისტრაციის შენობას რამდენიმე კვერცხი ესროლა. "მე მაქვს აქ ერთკაციანი აქცია. მე აქ დავუშენ კვერცხებს იმ ფანჯარას, რომელზეც მეტყვით. დიდი მადლობა და დატკბით სიამოვნებით", - ამბობს შოთა დიღმელაშვილი მის "ფეისბუკგვერდზე" გავრცელებულ ვიდეოში. ამ სიტყვების შემდეგ უკვე კადრში ჩანს, როგორ ესვრის დიღმელაშვილი კვერცხებს მთავრობის ადმინისტრაციის შენობას და ისმის პოლიციელთან შელაპარაკებაც. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

Рублев о победе над Алькарасом на турнире в Мадриде: мне очень помогла подача






Госдеп США: Вашингтон и Москва должны сотрудничать по вопросам космоса

Диетолог Макиша: витамин К в ряде случаев может привести к образованию тромбов

Красноярскому речному порту – 90 лет

У верхоянского уголовника изъяли незаконное оружие и патроны