Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Апрель
2023

Новости за 17.04.2023

რუს ოპოზიციონერს, ვლადიმერ კარა-მურზას სახელმწიფოს ღალატისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

News.ge 

რუს ოპოზიციონერს, ვლადიმერ კარა-მურზას სახელმწიფოს ღალატისთვის და სხვა ბრალდებებისთვის 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ვლადიმერ კარა-მურზა ბრალდებებს უარყოფს. “ხელს ვაწერ ყველა სიტყვას, რაც მითქვამს. არათუ არ ვნანობ ამას, არამედ ვამაყობ ამით“, – განუცხადა მან გასულ კვირას მოსკოვის სასამართლოს. უკრაინაში მიმდინარე ე.წ. „სპეციალურ სამხედრო ოპერაციის“ გაკრიტიკების გარდა 41 წლის კარა-მურზა ასევე ღიად საუბრობდა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა ...

თინა ხიდაშელი: …თავად დაწინაურებისა და წახალისებისთვის გამოიყენეთ ალბათ სწორედ იმ მილიონობით მტკიცებულებით აშანტაშაჟებთ ამ ხალხს და ასე გიჭირავთ

News.ge 

“ბევრი რამ თქვა გუშინ კობახიძემ საგულისხმოდ კატასტროფული: – ბლინკენი კორუმპირებული კი არ არის მაგრამ გასვარეს; – ბევრი რამე გვაქს, მათ შორის სატელეფონო საუბრები მაგრამ ეხლა ამის დრო არაა; და სხვა მაგრამ ეხლა სხვა ამბავზე. ის გვიყვებოდა ორმ მილიონობით, მილიონობითო მტკიცებულება გვაქვს სააკაშვილის დროს მოსამართლეების დანაშაულებზეო მაგრამ მაშინ არავინ დაუსანქცირებიათო არადა ფაქტები სრულიად სხვა რამეს ყვებიან: ...

სუდანში ჩარჩენილთა შორის საქართველოს 20-მდე მოქალაქე კომპანია Geo Sky-ის თანამშრომელია

Radiotavisupleba.ge 

სუდანში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებს შორის უმრავლესობა ავიაკომპანია Geo Sky-ის თანამშრომელია - მფრინავები, ეკიპაჟის წევრები და ინჟინრები. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტმა, შალვა კილნაძემ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მათი თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან და მათთან, ოჯახის წევრების მსგავსად, ხშირი კონტაქტი აქვთ. "არამარტო ქართული მხარე, ყველა ელოდება დროებით მაინც ცეცხლის შეწყვეტას, რომ საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია მოხდეს. ვიმედოვნებ, რომ მხარეები უახლოეს საათებში შეთანხმდებიან დროებით მაინც ცეცხლის შეწყვეტაზე. Читать дальше...

სუდანში 30-მდე ქართველია, უსაფრთხოდ არიან - მინისტრის მოადგილე

Radiotavisupleba.ge 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე ხვთისიაშვილის ინფორმაციით, სუდანში ახლა 30-მდე საქართველოს მოქალაქეა. განცხადებაში, რომელსაც სამინისტრო ავრცელებს, ხვთისიაშვილი ამბობს, რომ ქართველები უსაფრთხოდ არიან და ცდილობენ, გარეთ არ გავიდნენ. "კონტაქტზე ვართ ქართველებთან. ახლა, დაახლოებით, 30-მდე ქართველია. როგორც ყველა სხვა ქვეყანამ მოუწოდა თავის მოქალაქეებს, ასევე ჩვენც ვთხოვეთ მათ, თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან და გადაადგილებისგან. ქართველები ყველა უსაფრთხოდ და ჯანმრთელად არიან იმ ადგილზე... Читать дальше...

კიევი: უკანასკნელ დღე-ღამეში უკრაინის ჯარებმა დონეცკის ოლქში 60-ზე მეტი იერიში მოიგერიეს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ძალებმა რუსეთის ჯარების იერიშების რამდენიმე ტალღა მოიგერიეს დონეცკის ოლქში, განაცხადეს 17 აპრილს უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა. ამავე დროს რუსეთმა რამდენიმე სარაკეტო და საავიაციო იერიში განახორციელა დასახლებულ პუნქტებზე სამხრეთის ორ ოლქში. არის მსხვერპლი და ნგრევა. უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა S-300 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებით 25 სარაკეტო დარტყმა და 42 საჰაერო იერიში განახორციელეს ქალაქებზე - ზაპოროჟიესა და კომიშუვახაზე. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალები იტყობინებიან. Читать дальше...

საელჩო კონტაქტზეა სუდანში მყოფ საქართველოს მოქალქეებთან, ასევე მათ ოჯახებთან - საგარეო

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ სუდანში ჩარჩენილ საქართველოს მოქალაქეებთან და მათი ოჯახის წევრებთან კონტაქტზეა საქართველოს საელჩო თურქეთში. განცხადებაში ისინი არ აკონკრეტებენ, საქართველოს რამდენი მოქალაქეა ახლა სუდანში. "საელჩო მუშაობს ყველა მიმართულებით", - აცხადებენ უწყებაში. მედიაში გავრცელებულ ცნობაზე, რომ ქართველებმა ჰუმანიტარული დერეფნით ვერ ისარგებლეს, სამინისტროში განმარტავენ, რომ რამდენიმესაათიანი დერეფანი მხოლოდ დაჭრილებისა და გარდაცვლილებისათვის იყო განკუთვნილი.... Читать дальше...

რუსეთის სასამართლომ ოპოზიციონერ ვლადიმირ კარა-მურზას 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა

Radiotavisupleba.ge 

რუს ოპოზიციონერ პოლიტიკოსსა და აქტივისტს, ვლადიმირ კარა-მურზას სასამართლომ მკაცრი რეჟიმის კოლონიაში 25 წლით პატიმრობა მიუსაჯა სახელმწიფო ღალატისა და სხვა ბრალდებების გამო, რაც უკრაინაში მიმდინარე ომის მიმართ მის კრიტიკასთან არის კავშირში. სასამართლო პროცესისა და განაჩენის შესახებ ინტერფაქსი იტყობინება. კარა-მურზას წინააღმდეგ სასამართლო პროცესი მარტში დაიწყო დახურულ რეჟიმში, ვინაიდან მასალები გასაიდუმლოებულია. კარა-მურზა უარყოფს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს და დაუფარავად აკრიტიკებს სასამართლო პროცესს. Читать дальше...

ბელგოროდში ხანძრები გაჩნდა სავარაუდოდ დრონების შეტევის შედეგად

Radiotavisupleba.ge 

ბელგოროდსა და ბელგოროდის ოლქში ხანძრები გაჩნდა ორ სამოქალაქო ობიექტზე. ამის შესახებ რეგიონის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი იტყობინება. რა ობიექტებზეა ლაპარაკი, გლადკოვს არ დაუზუსტებია. ცნობიდან ცოტა ხნის შემდეგ მან დაწერა, რომ ხანძრები ჩააქრეს, მსხვერპლი არ არის. ადრე ტელეგრამში იტყობინებოდნენ აფეთქებებზე ბელგოროდში და გამოაქვეყნეს ხანძრების ვიდეოები. წინასწარი მონაცემებით, საქმე ეხება უპილოტო საფრენი აპარატების იერიშს. ზოგი წყარო წერს, რომ დარტყმა განხორციელდა თბოელექტროსადგურზე, სხვები იტყობინებიან... Читать дальше...



როგორ ხედავს ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის საიდუმლოს მართლმადიდებლობა - ინტერვიუ

Radiotavisupleba.ge 

16 აპრილს მართლმადიდებელმა სამყარომ აღდგომა აღნიშნა. რადიო თავისუფლება თბილისის სასულიერო აკადემიის ლექტორს, თეოლოგ ირაკლი ორჟონიას ესაუბრა, თემაზე: როგორ ხედავს ქრისტიანული სწავლება ქრისტეს ჯვარცმისა და მკვდრეთით აღდგომის საიდუმლოს? -საეკლესიო სწავლებით, იესო ქრისტეს განკაცებას, ჯვარცმას, აღდგომას ცოდვით დაცემული ადამიანის გამოხსნის ფუნქცია ჰქონდა. მაგრამ რა იგულისხმება ამაში? -ყველა ადამიანი ცალკე ჰიპოსტაზი ვართ, მაგრამ ადამიანური ბუნება ერთი გვაქვს. წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ამბობს, რომ ღმერთმა ადამიანი უკვდავი... Читать дальше...

დანილოვი: ჩვენ ჯერ ვერ ვხედავთ რუსეთის მიერ ჩინური იარაღის გამოყენებას

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს ხელმძღვანელის, ოლექსი დანილოვის განცხადებით, ჯერჯერობით უკრაინაში რუსეთის მიერ ჩინური წარმოების იარაღის გამოყენება არ შეუნიშნავთ. ამის შესახებ დანილოვმა ТСН-თან ინტერვიუში განაცხადა. „დღესდღეობით ჩვენ ვერ ვხედავთ ფრონტზე ჩინეთში წარმოებული იარაღის არსებობის ნიშანს. აქ რომ გამოჩნდნენ... გახსოვთ, როცა ირანული დრონები გამოჩნდა, ამის შესახებ მაშინვე განვაცხადეთ. მეტიც, ნაწილებად დავშალეთ და ოფიციალურად მივმართეთ იმ ქვეყნებსაც, რომელთა წარმოების კომპონენტებიც... Читать дальше...

სავარაუდოდ, პაციენტმა ბოკერიას კლინიკის ინვენტარის დაწვა სცადა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, ივანე ბოკერიას სახელობის კლინიკაში, წუხელ სახანძრო ჯგუფი გამოიძახეს. კლინიკის ერთ-ერთ პალატაში, სავარაუდოდ, პაციენტმა ინვენტარის დაწვა სცადა. როგორც რადიო თავისუფლებისთვის არის ცნობილი, მან ცეცხლი წაუკიდა პალატაში საწოლსა და თეთრეულს. კლინიკაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ არავინ დაშავებულა. "არაფერი არ იყო, დაკვამლიანება იყო და დამთავრდა ყველაფერი. ყველა და ყველაფერი კარგად არის. მეხუთე სართულზე იყო... შემთხვევით იყო", - უთხრეს კლინიკაში "TV პირველს". საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ... Читать дальше...

ბრიტანული დაზვერვა: უკრაინაში ომის დაწყებიდან ნაღმზე აფეთქდა 750 მოქალაქე

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანული დაზვერვის დღევანდელი ანგარიში რუსეთის მიერ უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნაღმებთან დაკავშირებულ პრობლემას შეეხება. უკრაინიდან ყოველდღიურად ვრცელდება ინფორმაცია ნაღმზე აფეთქებული სამოქალაქო პირების შესახებ. ყველაზე მეტი დაშავებული ხერსონისა და ხარკოვის ოლქებიდანაა. ეს ტერიტორიები მანამდე რუსეთის მიერ იყო ოკუპირებული. საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების გამო კიდევ უფრო იზრდება მოქალაქეთა ნაღმზე აფეთქების ხიფათი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ნაღმზე აფეთქების 750 შემთხვევა აღირიცხა, მათგან ყოველი მე-7 იყო ბავშვი. Читать дальше...

ISW: გენერალ ტეპლინსკის სავარაუდო დაბრუნება მცდელობაა „ვაგნერთან“ კოორდინაციისთვის ბახმუტის აღების დასასრულებლად

Radiotavisupleba.ge 

ომის შემსწავლელი ამერიკული ინსტიტუტის(ISW) ექსპერტების თანახმად, რუსეთის სამხედრო სარდლობა სულ უფრო ხშირად იყენებს საჰაერო- სადესანტო ძალებს უკრაინაში შეტევითი ოპერაციებისთვის. ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ მანამდე განაცხადა, რომ, დიდი ალბათობით, საჰაერო-სადესანტო ძალების მეთაური მიხაილ ტეპლინსკი უკვე დაუბრუნდა მნიშვნელოვან, მაგრამ გაურკვეველ როლს, იანვარში მისი გადაყენების შემდეგ გავრცელებული ცნობების შემდეგ. ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში, ISW-მა ყურადღება გაამახვილა რუსი ბლოგერების ანგარიშებზე... Читать дальше...

ყაზახეთში კორპუსი ჩამოინგრა - არის მსხვერპლი

Radiotavisupleba.ge 

17 აპრილს, გამთენისას ყაზახეთის ქალაქ ჟანაოზენში, კორპუსის ერთი სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილობრივი საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, სავარაუდოდ, გაზის ბალონის აფეთების გამო მომხდარი ნგრევის შედეგად  დაიღუპა 1 ადამიანი,  დაშავდა სულ მცირე 12,  მათგან რამდენიმე ბავშვი. შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის ოთხ საათზე (ასტანის დროით დილის ხუთ საათზე) ორსართულიან, 12-ბინიან საცხოვრებელ კორპუსში მოხდა.   "ინციდენტის გამომწვევი მიზეზები და გარემოებები დგინდება", - აცხადებენ საგანგებო სიტუაციების სამინისტროს პრესსამსახურში. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Даниил Медведев идет третьим в чемпионской гонке ATP, Андрей Рублев — пятый






В Подмосковье создадут ещё восемь ООПТ

Уголовное дело возбуждено по факту стрельбы на юге Москвы

Мучается от боли. Новые факты о нападении афганца на студентку в Москве

В Москве поддержали 78 заявок на проведние клинических исследований