Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июнь
2023

Новости за 30.06.2023

ღარიბაშვილი: აქეთ ვეხმარებით ევროპელ მეგობრებს, რომ არ მოხდეს სანქცირებული პროდუქციის გადაზიდვები

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ირწმუნება, რომ სანქციების კოორდინატორების ვიზიტისას არ დადასტურდა არცერთი ფაქტი, რომ საქართველო რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში დაეხმარა. "ჩვენ აქეთ ვეხმარებით ჩვენს ევროპელ მეგობრებს, რომ არ მოხდეს სანქცირებული პროდუქციის უკანონო რეალიზაცია და გადაზიდვები", - თქვა ღარიბაშვილმა პარლამენტში გამოსვლისას და განმარტა, რომ საქართველოს საზღვართან სანქცირებული პროდუქციის გადატანის მცდელობის ათასზე მეტი შემთხვევა იყო. "ჩვენ ჩვენს კოლეგებს, პარტნიორებს გავუზიარეთ ინფორმაცია... Читать дальше...

ლევ კოპელევის სახელობის პრემია მშვიდობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში მიენიჭათ უკრაინის წარმომადგენლებს

Radiotavisupleba.ge 

ლევ კოპელევის სახელობის ყოველწლიური პრემია მშვიდობისა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, რომელიც გერმანიაში გაიცემა, მიენიჭათ კიევის მერს, ვიტალი კლიჩკოს, მის ძმას, ვოლოდიმირ კლიჩკოს,  პარამედიკოს იულია პაევსკას (რომელმაც სამი თვე გაატარა უკრაინელი სეპარატისტების ტყვეობაში) და უფლებადამცავ ჯგუფს ხარკოვში. მათი სახით, 2023 წლის პრემია მიენიჭა უკრაინის ხალხს, - ფონდის განცხადებაზე დაყრდნობით იტყობინება „დოიჩე ველე“. „ძმები კლიჩკოები, კრივში მსოფლიოს მრავალგზის ჩემპიონები, იბრძვიან უკრაინაში პუტინის არმიის წინააღმდეგ... Читать дальше...

ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ კასპში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ

Radiotavisupleba.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ფეისბუკის საკუთარ გვერდზე წერს, რომ კასპში მოსახლეობასთან შეხვედრისას მას დაუპირისპირდნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები და საკრებულოს წევრები და შეხვედრის ჩაშლა სცადეს. „მოგვიქსიეს საკრებულოს წევრები, „ქართული ოცნების“ აქტივისტები... ილანძღებიან, იგინებიან. ცხადია, ეს ყველაფერი არის ორგანიზებული. სადაც არ უნდა წავიდე, მომყვებიან, ეს იქნება კასპი, გარდაბანი თუ სხვა ადგილი, სადაც ვიქნები. დამყვებიან და ჰგონიათ, რომ ამით შეგვაშინებენ", - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. Читать дальше...

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გაეროს უშიშროების საბჭოს გაფართოება სურს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი 30 ივნისს გაეროს უშიშროების საბჭოს შემადგენლობის გაფართოებისკენ მოწოდებით გამოვიდა. მისი თქმით, აზიის, აფრიკის და სამხრეთ ამერიკის ქვეყნები უფრო ფართოდ უნდა იქნენ წარმოდგენილი საბჭოში იმ მიზნით, რომ "გატყდეს" მსოფლიოში დასავლეთის დომინირება. „მსოფლიოში უმრავლესობას არ სურს დასავლური წესებით ცხოვრება“, - თქვა ლავროვმა პრესკონფერენციაზე. Reuters-ის თანახმად, მან გაიმეორა მოსკოვის ბრალდება დასავლეთის, განსაკუთრებით აშშ-ის მიმართ, რომ ცდილობენ რუსეთს და ჩინეთს არ მისცენ საშუალება... Читать дальше...

მიშა მშვილდაძე გამოძიებას: "ამოიღეთ ყველა კამერის ჩანაწერი"

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანია „ფორმულის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მიშა მშვილდაძე საგამოძიებო ორგანოებს მოუწოდებს, ამოიღონ ყველა კამერის ვიდეოჩანაწერი, რომელზეც შესაძლოა, აღბეჭდილი იყოს 27 ივნისს მასზე თავდასხმის კადრები. „არცერთი კამერის ჩანაწერი არ უნდა დაიკარგოს“, - აცხადებს მიშა მშვილდაძე, რომლის სიტყვებით, ეს ჩანაწერები საგამოძიებო ორგანოებს აქამდეც უნდა მოეძიებინათ, რაც, მისი ინფორმაციით, პოლიციას ჯერ არ გაუკეთებია. „მოვუწოდებ გამოძიებას, რომ აღარ დაელოდონ ჩვენგან დაზარალებულის წერილის ოფიციალურად მიწოდებას და თუკი სადმე... Читать дальше...

"იცემა მშვილდაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია... ბევრია კიდევ საცემი" - ინჯია ცილისწამებაზე კანონს ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია "ცილისწამებისა და შეურაცხყოფის" შესახებ კანონის მიღებას ითხოვს და "ქართულ ოცნებას" მხარდაჭერას სთხოვს. პრემიერ-მინისტრის ანგარიშის მოსმენის შემდეგ კითხვის დასმისას მან ღარიბაშვილს ჩამოუთვალა ბოლო პერიოდში მომხდარი ცემისა და ძალადობის ფაქტები და დაამატა, რომ "კიდევ ბევრია საცემი". მისივე თქმით, სია გაიზრდება, თუ კანონი არ შეიცვლება. "ბოლო პერიოდში იცემა [მიშა] მშვილდაძე, [ლევან] ბერძენიშვილი, [ზურაბ] ჯაფარიძე, [ბათუ]... Читать дальше...

"ცოტა რომ დაფაროთ, არა?" - ნინო წილოსანმა არასამთავრობოებს უპასუხა

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა უპასუხა არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნას, დატოვოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის პოსტი. იგი  ფეისბუკზე წერს, რომ „რიგი არასამთავრობოები“ ამას ითხოვენ მაშინ, როცა „ევროკომისიამ 12 რეკომენდაციიდან გენდერული თანასწორობის მიმართულება სრულად შესრულებულად შეაფასა“. „ვიცი, შეიძლება არ გაგიხარდათ რეკომენდაცია რომ სრულად შესრულდა, მაგრამ ცოტა რომ დაფაროთ, არა?“, - წერს ნინო წილოსანი. ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე... Читать дальше...

სტოლტენბერგი ნატოს გენერალური მდივნის პოსტზე კიდევ ერთი წლით დარჩება - Politico

Radiotavisupleba.ge 

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ამ პოსტზე კიდევ ერთი წლით დარჩება, - ამის შესახებ ინფორმაციას Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს. შეერთებული შტატების ოფიციალურმა წარმომადგენელმა გამოცემას უთხრა, რომ სტოლტენბერგის, როგორც გენერალური მდივნის, უფლებამოსილების გაგრძელება უკვე "გადაწყვეტილი საკითხია." მაღალჩინოსანმა დიპლომატმა დასავლეთ ევროპიდან დაადასტურა ეს ინფორმაცია და განაცხადა, რომ გადაწყვეტილება "მომავალ კვირას გაფორმდება." ნატოს ოფიციალურმა წარმომადგენელმა კი ანონიმურობის დაცვით აღნიშნა... Читать дальше...



რუსების თითქმის მესამედი აგრძელებს პრიგოჟინის მხარდაჭერას-გამოკითხვა

Radiotavisupleba.ge 

კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ დამფუძნებლის, ევგენი პრიგოჟინისადმი დადებითი დამოკიდებულების რეიტინგი მისი ამბოხის შემდეგ განახევრდა, მაგრამ მაინც საკმაოდ მაღალ დონეზე რჩება. „ლევადა ცენტრის“ კვლევის თანახმად, რომელიც 22-28 ივნისს ჩატარდა, გამოკითხულთა 58 პროცენტმა ამბოხის დაწყებამდე პრიგოჟინის საქმიანობისადმი დადებითი დამოკიდებულება დააფიქსირა. მოსკოვში ე.წ. "სამართლიანობის მარშის" დასრულების შემდეგ, გამოკითხულთა 29 პროცენტმა თქვა, რომ ისინი პოზიტიურად ეკიდებიან „ვაგნერის“ ხელმძღვანელის საქმიანობას. Читать дальше...

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი თბილისშია, გახსნის „პრაიდის კვირეულს“

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს 29 ივნისს ეწვია ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი, რომელიც, მათ შორის, მონაწილეობას მიიღებს „პრაიდის კვირეულის“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებში. „თბილისი პრაიდის“ კვირეული 2 ივლისს გაიხსნება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვა დუნია მიატოვიჩი, ასევე - გაეროს განვითარების პროგრამის ხელმძღვანელი ნიკ ბერესფორდი. დუნია მიატოვიჩი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი 2018 წლის აპრილიდანაა. როგორც კომისარი, ის ფოკუსირებულია ადამიანის უფლებათა მთელ რიგ საკითხებზე... Читать дальше...

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე 2 პირი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტში პრემიერ-მინისტრის გამოსვლის პარალელურად, შენობასთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ ორი ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ აქციის ორი მონაწილე პოლიციამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე და 166-ე მუხლებით აიყვანა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. მანამდე აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ სიტყვას "ირა*ლი", რა დროსაც აქციის მონაწილეებთან საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე სერგი ბზიშვილი მივიდა და მათ მოუწოდა... Читать дальше...

რუსეთი უფრო მეტს ხარჯავს ომზე, ვიდრე თავდაცვის ბიუჯეტითაა გათვალისწინებული - ბრიტანეთის დაზვერვა

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრო, დაზვერვის მონაცემებზე დაყრდნობით, ვარაუდობს, რომ რუსეთის მიერ უკრაინაში ომზე გაწეული ხარჯები სცილდება თავდაცვის ბიუჯეტით დადგენილ ფარგლებს. "2023 წლის ივნისის ანგარიშში სტოკჰოლმის საერთაშორისო მშვიდობის კვლევის ინსტიტუტმა (SIPRI) შეაფასა, რომ რუსეთის ბიუჯეტში 2023 წლისთვის სამხედრო ხარჯებისთვის დაახლოებით 6.6 ტრილიონი რუბლია (85.8 მილიარდი აშშ დოლარი) გამოყოფილი. ეს რუსეთის მშპ-ის დაახლოებით 4.4%-ს შეადგენს მაშინ, როცა 2021 წელს, უკრაინაში შეჭრამდე, ეს ციფრი 3.6%... Читать дальше...

უკრაინის არმია "სტრატეგიულ ინიციატივას დაეუფლა" და ყველა მიმართულებით მიიწევს წინ - მალიარი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინელმა სამხედროებმა "სტრატეგიული ინიციატივა იგდეს ხელთ“ და ფრონტის ყველა მიმართულებით მიიწევენ წინ, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა მალიარმა, საერთო ეროვნული ტელემარათონის მსვლელობის დროს პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, არსებობს პროგრესი როგორც აღმოსავლეთში, კერძოდ, ქალაქ ბახმუტის გარშემო, ასევე სამხრეთით, სადაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ჩართული არიან ფრონტის ხაზის გასწორებაში. "თავად ქალაქში (ბახმუტი - რედ.) არ შევსულვართ. მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბნების კონტროლს. Читать дальше...

საქართველოს ბანკმა და სტარტაპ გრაინდმა SVB Capital-ის თანადამფუძნებელთან, არონ გერშენბერგთან შეხვედრა გამართეს

News.ge 

საქართველოს ბანკი, როგორც ძლიერი კერძო ფინანსური ინსტიტუტი, განაგრძობს ქვეყანაში სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებაზე მიმართული ინიციატივების მხარდაჭერას და დამწყები ბიზნესებისთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას. სწორედ ამ მიზნით, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და სტარტაპ გრაინდის ინიციატივით, “ქორთიარდ მარიოტში” SVB Capital-ის თანადამფუძნებელთან, არონ გერშენბერგთან (Aaron Gershenberg) შეხვედრა გაიმართა. SVB Capital მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი ვენჩურული კაპიტალის (Venture Capital) კომპანიაა, რომელიც... Читать дальше...

Новости России
Москва

В Парке Горького вновь пройдет Московский детский фестиваль искусств «НЕБО»


თიბისის ტექ განათლების ზაფხულის კურსებზე 600 მოსწავლე სწავლობს

News.ge 

თიბისის ტექნოლოგიური განათლების პროგრამის ზაფხულის კურსებზე – მოლაპარაკე პროგრამების, ვებგვერდების და კომპიუტერული თამაშების შექმნას – 600 სკოლის მოსწავლე სწავლობს. დღეს ტექნოლოგიებში გათვითცნობიერება, საქმიანობის ნებისმიერ სფეროში, წარმატების მიღწევის განმსაზღვრელია. სწორედ ამიტომ, თიბისი, მთელი საქართველოს მასშტაბით, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, თანამედროვე პროფესიების შემსწავლელ, სრულად დაფინანსებულ, საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებს. ტექ განათლების მოკლე და გრძელვადიან კურსებზე დასასწრებად... Читать дальше...

არასამთავრობოები ნინო წილოსანს მოუწოდებენ, დატოვოს გენდერული საბჭოს თავმჯდომარის პოსტი

Radiotavisupleba.ge 

23 არასამთავრობო ორგანიზაცია მოითხოვს, „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნინო წილოსანმა დატოვოს გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობა. ქალთა უფლებებსა და გენდერულ თანასწორობაზე მომუშავე ორგანიზაციებისთვის მიუღებელია ნინო წილოსანის ბოლოდროინდელი პოლიტიკური ქმედებები და განცხადებები, რომლებიც, მათი თქმით, ფუნდამენტურად ეწინააღმდეგება თანასწორობის პრინციპს, დისკრიმინაციულია და აღვივებს ძალადობას. ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ნინო წილოსანი... Читать дальше...

"დილის საუბრები განათლებაზე": სასკოლო კვების საჭიროება და უზრუნველყოფის საკითხი

Radiotavisupleba.ge 

30 ივნისის ეთერში ვისაუბრეთ სასკოლო კვების საჭიროებაზე, უზრუნველყოფის პრინციპებსა და შესაძლო გზებზე. სტუმარი იყო თაკო უგულავა, UNICEF-ის ჯანმრთელობისა და ნუტრიციის სპეციალისტი. სწორედ ამ ორგანიზაციის "ბავშვთა კეთილდღეობის კვლევაში სრული სიმწვავით გამოჩნდა სასკოლო კვების უზრუნველყოფის აუცილებლობა.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Соболенко вышла в полуфинал турнира WTA в Риме






Хинштейн сообщил о задержании советника самарского губернатора

Екатерина I — Невеликая. Как «чухонская девка» дала России передышку

Депутат ГД Останина попросила главу МВД взять на контроль дело Лии Заурбековой

Поколение секонд-хенда: почему люди стали чаще одеваться в комиссионках