Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2023

Новости за 24.10.2023

ბლინკენი: აშშ-ს არ სურს ომი ირანთან, მაგრამ თავს დაიცავს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა 24 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭოში განაცხადა, რომ ვაშინგტონი არ ესწრაფვის ირანთან კონფლიქტს, მაგრამ გაფრთხილება გამოთქვა, აშშ იმოქმედებს სწრაფად და გადაჭრით, თუ ირანი და მისი მოკავშირეები თავს დაესხმებიან აშშ-ის პერსონალს, სადაც უნდა იყოს ეს. ბლინკენი საბჭოს წინაშე გამოვიდა საერთაშორისო თანამეგობრობის შეშფოთების ფონზე, რომ ისრაელის და ირანის მხარდაჭერით მოქმედი „ჰამასის“ კონფლიქტი შეიძლება უფრო მასშტაბურ ომში შეიძლება გადაიზარდოს. ბლინკენმა საბჭოს ყველა წევრს მოუწოდა... Читать дальше...

სომხეთმა რუსეთის ელჩი გამოიძახა ტელევიზიით „შეურაცხმყოფელი“ განცხადების გამო

Radiotavisupleba.ge 

სომხეთმა ამ ქვეყანაში რუსეთის ელჩი გამოიძახა პროტესტის ნიშნად სომხეთის ოფიციალური პირების მიმართ „შეურაცხმყოფელი გამონათქვამების“ გამო, რომლებიც გაისმა რუსეთის ტელევიზიით. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 24 ოქტომბრის განცხადებაში წერია, რომ მან პროტესტი გამოხატა რუსეთის სახელმწიფო „პირველ არხზე, გასული გადაცემის გამო, რომელშიც გაისმა სომხეთის მაღალი რანგის ოფიციალური პირების მიმართ შეურაცხმყოფელი და სრულიად მიუღებელი გამონათქვამები“. გადაცემის დასახელება განცხადებაში არ ზუსტდება, მაგრამ 23 ოქტომბერს... Читать дальше...

რუსეთის საპატიმროში მყოფა ამერიკელმა, პოლ ველანმა CNN-ს კოლონიიდან დაურეკა და ბლინკენისთვის თხოვნით მიმართვაზე ისაუბრა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის მოქალაქემ, პოლ ველანმა, რომელსაც რუსეთში გრძელვადიანი პატიმრობა მიუსაჯეს ჯაშუშობის ბრალდებით, აგვისტოში სატელეფონო საუბრისას სთხოვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს, იზრუნოს მისი გათავისუფლებისთვის. ამის შესახებ თავად ველანმა განუცხადა CNN-ს. გასულ პარასკევს ის ჟურნალისტებს ტელეფონით ესაუბრა მორდოვეთის კოლონიიდან, სადაც სასჯელს იხდის. ველანის თქმით, მან განუცხადა ბლინკენს, რომ ის ფაქტი, რომ ის არ იყო ჩართული რუსეთთან პატიმრების ბოლო გაცვლაში, უტოლდება "ზურგზე სამიზნის დახატვას," და რომ თუ ის არ მოხვდება შემდეგ გაცვლაში... Читать дальше...

პაპუაშვილი: რუსეთი ძირს უთხრის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს

Radiotavisupleba.ge 

ანგოლის დედაქალაქ ლუანდაში საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 147-ე ასამბლეის სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა. სესიაში 130 ქვეყნის 50-ზე მეტი სპიკერი მონაწილეობს.  პარლამენტის სპიკერმა ილაპარაკა „შიდა რადიკალიზმზე".  „საქართველოც არ არის დაცული ამ უპრეცედენტო გამოწვევისგან. პრობლემა მდგომარეობს, ერთი მხრივ, გარე გეოპოლიტიკურ ზეწოლასა და უცხოური ჩარევის საფრთხეში და, მეორე მხრივ, შიდა რადიკალიზმისა და პოპულიზმის ზრდაში", - თქვა მან.  ... Читать дальше...

დაკავებულ დაბა აგარის პოლიციის უფროსს უაქციზო სიგარეტის შენახვა-გადაზიდვას ედავებიან

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი - იოსებ გელაშვილი დააკავეს. ის დაბა აგარის განყოფილებას ხელმძღვანელობდა. შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ჩხრეკის შედეგად მისი ავტომობილიდან, სახლიდან და სამუშაო ოთახიდან დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის უაქციზო სიგარეტი, ცეცხლსასროლი იარაღები, ვაზნები, მჭიდები და ფული ნივთმტკიცებად ამოიღეს. უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-3 და 236-ე მუხლის მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს. Читать дальше...

უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი კიდევ ერთი ცხინვალელი ჯარისკაცის დაღუპვის შესახებ ცნობა ვრცელდება

Radiotavisupleba.ge 

რუსეთ-უკრაინის ომში, რუსეთის არმიის რიგებში მებრძოლი ცხინვალის რეგიონის მცხოვრების დაღუპვის შესახებ ინფორმაციას ოსური „ტელეგრამ"-არხებით ავრცელებენ. „სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში სამხედრო მოვალეობის შესრულებისას დაიღუპა მოხალისე სამხრეთ ოსეთიდან ალან გიგოლაევი. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს და მეგობრებს“, - წერს ჟურნალისტი არზუ მამედოვა. მანამდე ყოფილმა დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთიდან 1100-ზე მეტი მოხალისე მონაწილეობს უკრაინის წინააღმდეგ ომში. ღია წყაროების ინფორმაციით... Читать дальше...

თბილისში გაიმართა უკრაინაში მებრძოლი „ქართული ლეგიონის" მხარდამჭერი ფონდის პრეზენტაცია

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი „ქართული ლეგიონის“ მხარდამჭერი ფონდის პრეზენტაცია თბილისში გაიმართა. როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, ვებსაიტზე georgianlegion.ge განთავსდება ცნობა „ქართული ლეგიონის“ საჭიროებების შესახებ. ონლაინპლატფორმის მეშვეობით, მსურველები შეძლებენ შემოწირულობის გაღებას „ქართული ლეგიონისთვის“, რაც უზრუნველყოფს ლეგიონის საჭიროებების დაკმაყოფილებას. ამასთან, პლატფორმა იქნება მთავარი წყარო „ქართული ლეგიონის" შესახებ ინფორმაციის მისაღებად. ღონისძიებაში დისტანციურად... Читать дальше...



მოლდოვამ რუსეთის 20-მდე მედია საშუალებაზე წვდომა გადაკეტა

Radiotavisupleba.ge 

24 ოქტომბერს მოლდოვამ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის ორ ათეულ მედია საშუალებაზე წვდომა გადაკეტოს. კიშინიოვი ამ ნაბიჯს იმის ასაბუთებს, რომ მათ მოლდოვის წინააღმდეგ საინფორმაციო ომში იყენებენ.   მოლდოვის დაზვერვის და უსაფრთხოების სამსახურის დადგენილებაში ჩამოთვლილია რუსეთის 22 საინფორმაციო რესურსი, მათ შორის, Russia Today და ენ-ტე-ვე.   დადგენილებაში წერია, რომ მოლდოვის ინტერნეტ-პროვაიდერებს უბრძანეს, დაუყოვნებლივ გადაკეტოს ამ საიტებზე წვდომა.   Reuters-ის კორესპონდენტის თანახმად, ამ ის მიუხედავად... Читать дальше...

რა ხდება ავდეევკაში?

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის არმია უზარმაზარი დანაკარგების ფასად ცდილობს დონეცკის ოლქის ქალაქ ავდეევკის აღებას. რუსეთის სარდლობა არ ზოგავს არც ცოცხალ ძალას, არც ჯავშანტექნიკას. უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის თქმით, ავდეევკის იერიშს უკვე შეეწირა ექვსი ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურე

სანქციები ივანიშვილთან დაკავშირებულ კომპანიასა და ადვოკატს - რა ვიცით

Radiotavisupleba.ge 

კრემლთან დაკავშირებული ოლიგარქების კვიპროსელ ადვოკატ-კონსულტანტს, კრისტოდულოს ვასილიადესსა და მის კომპანიებს 2023 წლის აპრილიდან შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთისგან სანქციები აქვთ დაწესებული.

„სოლიდარობა ირაკლი ბებუას" - თბილისში, პარლამენტის წინ აქცია მიმდინარეობს

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ აფხაზეთში დაპატიმრებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას მხარდასაჭერად აქცია მიმდინარეობს თბილისში, პარლამენტის შენობის წინ. „ირაკლი იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერასა და სოლიდარობას", - აცხადებენ შეკრების ორგანიზატორები. აქციაზე იმყოფება ირაკლი ბებუას ბიძაშვილი თამუნა ბებუა. მან რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ მოთხოვნა არის უცვლელი, ირაკლის სასწრაფოდ გათავისუფლება და საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანა. „სახელმწიფოს აქვს ბევრი ბერკეტი, რომ ირაკლი გაათავისუფლოს და ოჯახი მოითხოვს... Читать дальше...

გუტურეში: ღაზაში საერთაშორისო სამართლის "აშკარა დარღვევა" ხდება

Radiotavisupleba.ge 

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტურეშმა 24 ოქტომბერს გაეროს უშიშროების საბჭოზე გამოსვლისას განაცხადა საერთაშორისო სამართლის დარღვევის შესახებ ისრაელის არმიის მიერ ღაზის სექტორს დაბომბვის დროს.   მისი თქმით, შეიარაღებული კონფლიქტის არცერთი მხარე არ დგას ამ კანონზე მაღლა და გამოვიდა მოწოდებით ცეცხლის შეწყვეტისკენ ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების მიზნით. გაეროს ხელმძღვანელი მიესალმა ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების სამი კოლონის შესვლას, მაგრამ თქვა, რომ ეს საჭირო დახმარების „მხოლოდ წვეთია ოკეანეში“. Читать дальше...

ისრაელმა დღე-ღამის განმავლობაში 400 დარტყმა მიაყენა „ჰამასის“ ობიექტებს

Radiotavisupleba.ge 

ისრაელელი სამხედროები იტყობინებიან, რომ არ აპირებენ საჰაერო დარტყმების ინტენსივობის შენელებას ღაზის სექტორზე, მიუხედავად იმისა, რომ გაათავისუფლეს კიდევ ორი მძევალი, რომლებიც "ჰამასის" მებრძოლებმა 7 ოქტომბერს, ისრაელზე თავდასხმისას შეიპყრეს. უწყვეტმა შეტევებმა მთლიანად უნდა უვნებელყოს „ჰამასი“, განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, ჰერცი ჰა-ლევიმ. ისრაელის თავდაცვის ძალების 24 ოქტომბრის ცნობის თანახმად, უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში, სამხედროებმა ღაზის სექტორში ჰამასის 400-ზე მეტ ობიექტზე მიიტანეს იერიში... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ოლივერ ვარჰეის შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარს ოლივერ ვარჰეის. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, ღარიბაშვილმა ოლივერ ვარჰეისთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა და იმედი გამოთქვა, რომ „12 პრიორიტეტით გათვალისწინებული რეფორმების შესასრულებლად, საქართველოს მიერ გაწეული ძალისხმევა სათანადოდ აისახება ევროკომისიის ანგარიშში და ევროკომისია... Читать дальше...

ალექსეი ნავალნი 21-ედ გადაიყვანეს სადამსჯელო საკანში

Radiotavisupleba.ge 

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსეი ნავალნი, რომელიც სასჯელს  ვლადიმირის ოლქში, კოლონიაში იხდის, 21-დ გადაიყვანეს სადამსჯელო საკანში. ამის შესახებ იტყობინება პოლიტიკოსის გვერდი X-ში (ყოფილი ტვიტერი).   "საფუძველს წარმოადგენს ციხის ზედამხედველის მოხსენება, რომელშიც მან ძალიან შეფარულად, მრავალწერტილებით დაწერა: "ლეიბის მიღების მიზნით მსჯავრდადებული ნავალნის საკნიდან გამოყვანისას, მან დაამცირა ჩემი ღირსება და მითხრა, რომ მე ... და ... ვარ“, - ნათქვამია ნავალნის სახელით გამოქვეყნებულ პოსტში.  ... Читать дальше...

პოლიციამ "ალტ-ინფოს" ლიდერი ზურაბ მახარაძე გამოჰკითხა - შსს არ აკონკრეტებს, რომელი საქმის ფარგლებში მოხდა გამოკითხვა

Radiotavisupleba.ge 

თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა ქართული პრორუსული პარტია „კონსერვატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი და პროპაგანდისტული მედია "ალტ-ინფოს" სახე ზურაბ მახარაძე. შინაგან საქმეთა სამინისტრო, რადიო თავისუფლების არაერთი მცდელობის მიუხედავად, არ აკონკრეტებს, რომელ საქმეზე გამოძიების ფარგლებში დაიკითხა მახარაძე. როგორც პოლიციის შენობაში შესვლამდე, ისე მისი დატოვების შემდეგ, თავად ზურაბ მახარაძემ აღნიშნა, რომ "ანტიმაიდნის" შესახებ გაკეთებული განცხადებების გამო დაიბარეს პოლიციაში. Читать дальше...

Новости России
Москва

Форум Доноров представил результаты первой лаборатории проекта «Музеи и меценаты»


"შპიგელი": არსებობს ეჭვი, რომ ჯაშუშია ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი

Radiotavisupleba.ge 

ბელგიის სახელმწიფო უშიშროების სამსახური რუსეთის საგარეო დაზვერვის აგენტად მიიჩნევს ევროკავშირში რუსეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელს, კირილ ლოგვინოვს. ამის შესახებ იტყობინება გერმანული გამოცემა "შპიგელი", რიგ ევროპულ მედიასაშუალებასთან ერთად ჩატარებული გამოძიების საფუძველზე. 48 წლის კირილ ლოგვინოვი აკრედიტებულია დიპლომატად ბრიუსელში, რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობაში. ერთი წლის წინ ის წარმომადგენლობის დროებითი ხელმძღვანელი და, ფაქტობრივად, ელჩის მოადგილე გახდა. 2010-2014... Читать дальше...

გერგიევის ფონდის ხელმძღვანელი უკრაინის ომში დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

ვალერი გერგიევის საქველმოქმედო ფონდის ხელმძღვანელი ასტან კესაევი უკრაინის ომში დაიღუპა. ამის შესახებ ჩრდილოეთ ოსეთის მოხალისეთა ბატალიონების ტელეგრამის არხები - „Шторм.Осетия " და „Алания“ იტყობინებიან. „ასტანი ლუგანსკის მიმართულებასთან დაიღუპა, სისტემატურად ეხმარებოდა პირადი შემადგენლობის მებრძოლებს, ნათელი ხსოვნა ნათელ კაცს. ჩვენი გულითადი სამძიმარი ახლობლებს, ვაფასებთ ყველა მონაწილის წვლილს ჩვენს მხარდაჭერაში. ყველა რისკავს, ვინც სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში მიდის, და მაინც, ჰუმანიტარული... Читать дальше...

შოვის სტიქიიდან 84-ე დღე - გრძელდება დაკარგული ბავშვისა და კითხვებზე პასუხების ძებნა

Radiotavisupleba.ge 

შოვის სტიქიიდან 84-ე დღეს ჯერ კიდევ ეძებენ მაშველები სტიქიის დროს დაკარგულ ბოლო, 33-ე ადამიანს, არასრულწლოვან ბიჭს. როგორც რადიო თავისუფლებას ეუბნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროში, სამძებრო სამუშაოები გრძელდება მდინარე ჭანჭახის, რიონისა და გუმათჰესის წყალსაცავის ტერიტორიაზე. უწყების ცნობით, სამძებრო სამუშაოებში ჩართულია ცოცხალი ძალა, მძიმე ტექნიკა, მცურავი მოწყობილობები. ადგილზე მუშაობენ კინოლოგებიც. კიდევ რამდენ ხანს გასტანს სამძებრო სამუშაოები, ამაზე შინაგან საქმეთა სამინისტროში ზუსტი პასუხი არ აქვთ. Читать дальше...

დიდი მეგობარი - რა კვალი დატოვა ირანში მოკლულმა ცნობილმა რეჟისორმა ბათუმში

Radiotavisupleba.ge 

​„ის მოკლა სისტემამ, რომლის წინააღმდეგ თავისი შემოქმედებით იბრძოდა“, - ამბობს ირანელ რეჟისორზე, თეირანის მახლობლად, საკუთარ სახლში, ცოლთან ერთად მოკლულ დარიუშ მეჰრჯუიზე ბათუმელი რეჟისორი და ფოტოგრაფი შოთა გუჯაბიძე.

"რუსეთი ცდილობს, გავლენა მოახდინოს დემოკრატიული არჩევნების შედეგებზე" - ცნობას აშშ-ის საელჩო Europe Time-ს უდასტურებს

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოცემა Europe time-ს უდასტურებენ, რომ აშშ-მა 100-ზე მეტ ქვეყანას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მცდელობის შესახებ, ძირი გამოუთხაროს გლობალურ დემოკრატიულ პროცესებს, არჩევნებზე გავლენის მოხდენის გზით. 20 ოქტომბერს სააგენტო Reuters-მა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით გამოაქვეყნა ცნობა შეერთებული შტატების დაზვერვის არასაჯარო ანგარიშზე, რომლის თანახმადაც, მოსკოვი იყენებს ჯაშუშებს, სოციალურ მედიას და რუსულ სახელმწიფო მედიას... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Соболенко вышла в полуфинал турнира WTA-1000 в Мадриде






В 3-м туре командного чемпионата России в Сочи команда из Санкт-Петербурга победила «Темус Тим» из Москвы, счёт – 4:2

Хвостатые постояльцы. Куда в Москве пристроить питомца на время отпуска

Суд присяжных частично оправдал протаранившего ворота посольства РФ в Дублине

США вынуждено корректируют санкционную политику в отношении России