პომპეო: ომანის ყურეში ტანკერებზე თავდასხმის პასუხიმგებლობა ირანს ეკისრება
![პომპეო: ომანის ყურეში ტანკერებზე თავდასხმის პასუხიმგებლობა ირანს ეკისრება](https://gdb.rferl.org/9AD3C028-5ACE-40B1-96A4-4D1EE2A7BBB7_w800_h450.jpg)
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ სახელმწიფო დეპარტამენტში რეპორტიორებს განუცხადა ომანის ყურეში მომხდარი ინციდენტის თაობაზე, როცა ორ ტანკერს თავს დაესხნენ, რომ აშშ-ის დასკვნით, მომხდარი თავდასხმებისთვის პასუხისმგებლობა ირანს ეკისრება.
პომპეო შეეხო რეგიონში მომხდარ სხვა, ადრე მომხდარ ინციდენტებს და განაცხადა, რომ მათ უკან ირანი დგას. პომპეომ ასევე თქვა, რომ ტანკერებზე თავდასხმა მოხდა მაშინ, როცა იაპონიის პრემიერი შინზო აბე ირანს სტუმრობდა, რაც იაპონელი სტუმრის შეურაცხყოფაა.
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ტვიტერით განაცხადა, რომ მადლობელია იაპონიის პრემიერ-მინიტრისა, როცა ის ირანში ჩავიდა და შეხვდა აიათოლა ალი ხამენეის, მაგრამ პირადად მე ვგრძნობ, რომ ნაადრევია იმაზე ფიქრიც კი, რომ შეთანხმება შესაძლებელია, თქვა ტრამპმა და დასძინა, არც ირანია მზად და არც აშშ.
ომანის ყურეში 13 ივნისს ორ ტანკერზე მოეწყო თავდასხმები, როგორც ერთი თვის წინ მოხდა ამავე რეგიონში.
აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ძალების ბაჰრეინში განთავსებული მეხუთე ფლოტის განცხადებით, მისი ხომალდები დახმარებას უწევენ ტანკერებს ინციდენტის შემდეგ.
თავდასხმა მიმართული იყო ნორვეგიის კომპანია „ფრონტლაინის“ ტანკერისა და იაპონური ტანკერის წინააღმდეგ. დაშავდა ერთი ადამიანი.
აშშ-ის წარმომადგენელმა გაეროში, ჯონათან კოენმა, 13 ივნისს განაცხადა, რომ „დაუშვებელია“ სავაჭრო ტრანსპორტზე ყოველგვარი თავდასხმა და დღევანდელი თავდასხმა ამანის ყურეში ერთობ სეროზულ შეშფოთებას იწვევს.
გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა, რომ მსოფლიოს არ შეუძლია სპარსეთის ყურეში სერიოზული კონფლიქტის ნება მისცეს საკუთარ თავს. მკაცრად ვგმობ სამოქალაქო გემებზე თავდასხმას, თქვა გუტერეშმა, უნდა გაირკვეს, რა მოხდა და დადგინეს, ვის ეკისრება ამისთვის პასუხიმგებლობა, დასძინა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
სატრანსპორტო ფირმის, BSM Ship Management-ის ინფორმაციით, მეორე ტანკერი - Kokuka Courageous იაპონიას ეკუთვნის.
ირანის საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ ცნობით, ქვეყნის საგანგებო მდგომარეობათა სამსახურის თანამშრომლებმა განახორციელეს სულ 44 მეზღვაურის ევაკუაცია. მეზღვაურები სანავსადგურო ქალაქ ბანდარ-ე ჯასქში ჩაიყვანეს, ჰორმოზგანის პროვინციაში, იტყობინება სააგენტო ირნა დაუდგენელ წყაროზე დაყრდნობით.
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მოჰამად ჯავად ზარიფმა თავდასხმებს „საეჭვო“ უწოდა. ტვიტერით მის მიერ გავრცელებულ ტექსტით, „საეჭვო არაა საკმარისი იმის აღსანიშნად, რაც დღეს დილით მოხდა“.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სერგეი რიაბკოვმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ არ გაკეთდეს ნაადრევი დასკვნები მომხდარი ინციდენტების გარშემო.
საჭიროა მივმართოთ ზომებს ირანის გარშემო ვითარების ნორმალიზების მიზნით და მშვიდად და მიუკერძოებლად გამოვიძიოთ მომხდარი, თავი ავარიდოთ დაუფიქრებელ დასკვნებს, რომლებსაც შეუძლიათ მიგვიყვანონ დაძაბულობის ზრდამდე, თქვა რუსმა დიპლომატმა.
იაპონიის მთავრობის თანახმად, ტანკერებს გადაჰქონდათ „იაპონიასთან დაკავშირებული“ ტვირთი.