მომიტინგეებმა, აგრესიულმა ჯგუფებმა დაიწყეს კაფეების დარბევა
რიგ შემთხვევაში, მომიტინგეებმა, მე ვიტყოდი, აგრესიულმა ჯგუფებმა, დაიწყეს კაფეების დარბევა, მათი ინვენტარის გამოყენება. ამ დროს პოლიციას აქვს თავისი მოქმედების სტანდარტი,” – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი სესიაშვილმა გააკეთა.
სესიაშვილი სამართალდამცავების მხრიდან ძალის ლეგიტიმურად გამოყენებაზე საუბრობს და აცხადებს, რომ პირველი რამდენიმე საათის შემდეგ მომიტინგეების ნაწილმა სხვადასხვა ინვენტარის გამოყენება დაიწყეს.
„თქვენ დაინახეთ, რომ რიგ შემთხვევაში, მომიტინგეებმა, მე ვიტყოდი, აგრესიულმა ჯგუფებმა, დაიწყეს კაფეების დარბევა, მათი ინვენტარის გამოყენება. ამ დროს პოლიციას აქვს თავისი მოქმედების სტანდარტი. ცალკეული პოლიციელების მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლებამოსილების გადამეტებას, ეს ყველამ დავინახეთ და ამაზე გვაქვს ძალიან მკაცრი რეაქცია, რომ გამოძიება დაიწყოს, მათ შორის, უკვე შეჩერებული აქვს 10-მდე შესაბამისს პოლიციელს უფლებამოსილება, ორი მათგანის მიმართ, როგორც ვიცით, დაწყებულია სისხლის სამართლებრივი დევნა,“ – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
დღეს, ირაკლი სესიაშვილმა ასევე განაცხადა, რომ აქციის დასაწყისში სამართალდამცავების დიდი რაოდენობა დაშავდა, ხოლო მომიტინგეებიდან „სულ რაღაც“ 14. ამის შემდეგ, სესიაშვილმა ბოდიში მოიხადა ამ სიტყვების თქმის გამო.
პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე 20 ივნისის სისხლიან ღამეს 240 მოქალაქე დაშავდა.