Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შსს-ში შეხვედრაზე მივიდა

0
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შსს-ში შეხვედრაზე მივიდა

თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი შინაგან საქმეთა სამინისტროში შეხვედრაზე მივიდნენ. ამ შეხვედრის ჩანიშვნამდე უწყებამ მზადყოფნა გამოთქვა გამოძიებაში FBI-სთან თანამშრომლობაზე.

გუშინ, 4 აგვისტოს, თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების გამოძიების საქმეში აშშ-ის ფედერალური ბიუროს (FBI) ჩართვის მოთხოვნით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან ოჯახის ინიციატივით აქცია გაიმართა.

თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს დაიკარგა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს მისი ცხედარი ნახეს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას, სამანქანო გზიდან რამდენიმე ათეული მეტრის დაშორებით მდგარ საკუთარ ავტომობილში. საქმის გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის კვალიფიკაციით მიმდინარეობდა, ცხედრის პოვნიდან მეორე დღეს, 24 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმეს დაემატა თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლიც.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Анастасия Потапова вышла во второй круг турнира WTA-1000 в Риме






Часть электричек из Твери изменит свое расписание, некоторые будут отменены

Анастасия Удальцова посетила выставку-форум «Уникальная Россия»

Жителям Подмосковья напомнили про добровольное страхование жилья

Как российские турбины потеснили Siemens