Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

კალაძე: ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც შაბათს ჭავჭავაძეზე საცობში მოხვდა

0
კალაძე: ბოდიში მინდა მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც შაბათს ჭავჭავაძეზე საცობში მოხვდა

თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომა განახლებულ ჭავჭავაძეზე შეცვლილ სატრანსპორტო სისტემაზე საუბრით დაიწყო. მან იმ ადამიანებს მოუხადა ბოდიში, ვინც ამ ახალი სქემის ამოქმედების დღეს საცობში იდგა.

"მინდა ბოდიში მოვუხადო ყველა იმ ადამიანს, იმ ავტომობილს, ვინც ამ დღეს [შაბათს] გადაადგილდებოდა ამ დღეს ჭავჭავაძეზე, მიმდებარე ქუჩებზე და მოუწია საცობში დგომა. მეც ჩვეულებრივი, რიგითი მოქალაქე ვარ, მეც ვმართავ მანქანას და თქვენს ადგილზე, მეც იგივე დამოკიდებულება მექნებოდა და კიდევ ერთხელ მინდა ბოდიში მოგიხადოთ", - განაცხადა თბილისის მერმა.

მისი თქმით, ახალი სისტემა არ ნიშნავს, რომ მერია ებრძვის კერძო ავტომობილებსა და მის მძღოლებს. მან აღნიშნა, რომ ამ ახალი რეგულაციებით ყველაზე თანაბრად იქნება მორგებული სისტემა.

"თქვენ რომ იყოთ ჩემს ადგილზე, ვინც გაღიზიანდით სამართლიანად, რას გააკეთებდით? "მოდი, ნუ ავიტკიებ თავს" - ეს დამოკიდებულება გექნებოდათ?! მე არ მაქვს ეს დამოკიდებულება და არ მინდა ჰქონდეს ჩემს თანამშრომლებსაც", - დასძინა მან.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მოძრაობის წესები შაბათიდან შეიცვალა. ამ დროიდან გზის სავალი ნაწილის შუაში მოძრაობს მუნიციპალური ტრანსპორტი და მანქანებისთვის მხოლოდ ერთი ზოლი დარჩა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Виктория Азаренко

Азаренко: Я из среды, где не принято говорить о своих чувствах, поэтому пришлось учиться






На москвича взяли крупный кредит под видом покупки его машины

Посольство Болгарии в РФ отреагировало на слухи о невыдаче шенгенских виз россиянам

В Ленобласти пройдет первая российская конференция про внедрение ИИ в сфере строительства

Порядка 350 рабочих привлекли к строительству дороги в Одинцове