Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Август
2020

აშშ გმობს უცხო ქვეყნების სამხედრო ჩარევას ლიბიაში

0
აშშ გმობს უცხო ქვეყნების სამხედრო ჩარევას ლიბიაში

აშშ ღრმა არის შეშფოთებული ლიბიაში მიმდინარე ძალადობით და მოუწოდებს უცხო ქვეყნებს, შეწყვიტონ ჩარევა პრობლემებით აღსავსე ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყანაში.

 

„ჩვენ მკაცრად ვეწინააღმდეგებით სამხედრო ჩარევას, მათ შორის, დაქირავებულებისა და კერძო სამხედრო კონტრაქტორების გამოყენებას ორივე დაპირისპირებულ მხარეზე“, - ნათქვამია უშიშროების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, რობერტ ო'ბრაიენის 4 აგვისტოს განცხადებაში.

აშშ-ის სამხედრო უწყება მოსკოვს ადანაშაულებს ლიბიაში დაქირავებული მეომრების გაგზავნასა და მთავრობის წინაააღმდეგ მებრძოლი ოპოზიციური ძალების სამხედრო ტექნიკით მომარაგებაში.

პენტაგონმა განაცხადა, რომ ლიბიაში მიმდინარე „გავლენის ომში“(proxy war), რომელშიც ჩაბმულია კრემლთან დაახლოებული გასამხედროებული დაჯგუფება „ვაგნერი“, რუსეთი ცდილობს თავისი გრძელვადიანი ინტერესების განმტკიცებას ხმელთაშუა ზღვაში.

15 ივლისს აშშ-მა ახალი სანქციები დაუწესა გავლენიანი, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან დაახლოებული რუსი ბიზნესმენის კომპანიებს. სახელმწიფო დეპარტამენტის თანახმად, სანქციები შეეხება ხუთ კომპანიას, რომლებიც დაკავშირებულია ევგენი პრიგოჟინთან და ასევე სამ პირს, რათა შეაჩერონ ფინანსისტის „საქმიანობა მსოფლიოში, რომელიც დესტაბილიზაციას იწვევს“.

კრემლი დღემდე ჯიუტად უარყოფს რაიმე სახით მონაწილეობას ლიბიის 2011 წლიდან მიმდინარე სამოქალაქო კონფლიქტში.

ლიბიის ხელისუფლებისთვის შეიარაღებული ბრძოლა 2011 წელს, მუამარ კადაფის რეჟიმის დამხობის შემდეგ, დაიწყო. ლიბიის სამოქალაქო კონფლიქტში რამდენიმე სახელმწიფოს ინტერესები იკვეთება.

ნატოს წევრი თურქეთი მხარს უჭერს გაეროს მიერ აღიარებულ, ფაიზ სარაჯის ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობას.

მასთან დაპირისპირებულ გენერალ ხალიფა ჰაფტარს, ამა თუ იმ ფორმით, მხარს უჭერენ რუსეთი, საფრანგეთი, ეგვიპტე და არაბთა გაერთიანებული საამიროები.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Уимблдон

Финалистка юниорского Уимблдона-2023 получила временное отстранение за допинг






Гладков: из-под завалов спасли двух мужчин

Тайна смерти генерала Михаила Скобелева

Пианист Мирослав Култышев выступит с концертом в "Зарядье"

Журналист Карпов: Миллер не заходил в раздевалку "Зенита" после поражения от ЦСКА